გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № (3/4–19) 0-0310019002878645
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.04.2019 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე: სსიპ ს--–---–--------------------------------------------–--------------------------------------------–-------
წარმომადგენელი: მ---------–-
მოპასუხე: ნ------------------
დავის საგანი: არასწორად მიღებული ფულადი ს--–---–----- დახმარების (საარსებო შემწეობა) ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ------------------ (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასწორად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის –1-6 (ასთექვსმეტი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).
სარჩელის საფუძვლები:
2017 წლის 2 ივნისს, ნ------------------ს ოჯახში შეივსო დეკლარაცია. ს---------დან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრი მ----------–--ე 201- წლის აგვისტოდან, დასაქმებული იყო შპს ,,ნ--------------––-’’, ქ. თბ--–--–ი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის 1-- დადგენილებით დამტკიცებული ,, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის ‘’ მე –6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნაირა გოგრიჭიანის ოჯახმა ,, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის შევსებისას და ს---------ში ჩაბარებისას, რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად, დაადასტურა თანხმობა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ,,დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება), სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ, ეცნობებინა ს----------ათვის, ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში, რის შესახებ, შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია. ნ------------------ს მიერ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა – 216 ლარს. მოპასუხეს არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ნებაყოფლობით დაბრუნების მოთხოვნით, ინდივიდუალურად გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და გაფრთხილება 2017 წლის 1- სექტემბერს N04 – 07/1-31; 2017 წლის 03 ნომბერს N04 –07/1701. 2017 წლის 16 ნოემბრიდან – 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, მან გადაიხდა ეტაპობრივად, მხოლოდ 100 ლარის ოდენობით და წარადგინა ხუთი საგადასახდო დავალების ქვითარი.
მოპასუხემ დაარღვია ს---------- ინფორმირების ზემოთაღნიშნული ვალდებულება, რის შედეგად მოჰყვა მისთვის საარსებო შემწეობის არასწორად (ზედმეტად) დარიცხვა – 1-6 (ასთექვსმეტი ) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოპასუხე ნ------------------ს (პ/ნ 0----------) ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით: 0-----------.
დადგენილია, რომ 2017 წლის 04 ივლისს, ნ------------------- განცხადებით მიმართა სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ--- – ლ-------სა და ქ-----------------------------–------ს და მოითხოვა ს--–---–----- დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით, იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას ს--–---–----- მ-------------- ს----------თვის, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის ს--–---–----- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.
სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- გადაწყვეტილებით, ნ------------------ს ოჯახს დაენიშნა ს--–---–----- დახმარება, ვინაიდან ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 4---- ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ს--–---–----- დახმარების დანიშვნის თვე -9/2006.
დადგენილია, რომ ნ------------------ს ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------დან მიღებული ინფორმაციით, მოპასუხის ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრი მ----------–--ე 2014 წლის აგვისტოდან, დასაქმებული იყო შპს,, ნ--------------––-’’, ქ. თბ--–--–ი, რის შესახებ, მოპასუხეს შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
–ნ------------------ს განცხადება
–გადაწყვეტილება ს--–---–----- დახმარების დანიშვნის შესახებ
–ს--–---–----- სამსახურის 1-.0-. 2----–-–-------------------------.1-.2----–-–---------------- წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე
–ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ
3.1.2. დადგენილია, რომ ნ------------------ს ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობის თანხა სულ – 216 ლარის ოდენობით. ბენეფიციარს წერილობით განემარტა თანხის დაბრუნების ვალდებულების შესახებ, მან მხოლოდ გადაიხადა თანხის ნაწილი – 100 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს მის მიერ წარდგენილი საგადასაგადო დავალების ქვითრები. ბენეფიციარს გადასახდელი აქვს –1-6 ლარი, რაც დღემდე არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
–ს--–---–----- სამსახურის 1-.0-. 2----–-–-------------------------.1-.2----–-–---------------- წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე
–ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ
–საგადასახადო დავალების ქვითრები
–მოსარჩელის ახსნა – განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ--- – ლ-------სა და ქ----------------------------–-------- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ს--–---–----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ს--–---–----- დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №1-5 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №1-- დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის ს--–---–----- დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი ს--–---–----- დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2-1-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების, ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ--- – ლ-------სა და ქ----------------------------–-------- მიერ, სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე ნ------------------ს მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, არასწორად მიღებული თანხის - 1-6 (ასთექვსმეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „ს--–---–----- დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ს--–---–----- დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით, მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ს--–---–----- დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ს--–---–----- დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს ს--–---–----- დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
6.3.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა ს--–---–----- დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, ს--–---–----- დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.“
მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ს--–---–----- მ-------------- ს--------- (შემდგომში – ს---------), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის, საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
6.4. სასამართლო მიუთითებს ასევე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №1-- დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის ს--–---–----- დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ წესი.
მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და ს---------ში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ს---------მ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის, ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება), ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს ს----------, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
6.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ნ------------------ რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, იღებდა სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ დეკლარაციაში დაფიქსირებული მოპასუხის ოჯახის წევრი მ----------–--ე 201- წლის აგვისტოდან, დასაქმებული იყო შპს ,, ნ--------------––-’’ ქ. თბ--–--–ი. ნ------------------ს მიერ დამალული იყო მ----------–--ის მუშაობის ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში, არ აცნობა ს----------.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №1-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის ს--–---–----- დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ს--------- მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის, ან მისი რომელიმე წევრის მიერ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ს---------- უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №1-5 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ს--------- უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების, ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი ს--–---–----- დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ს---------.
„ს--–---–----- დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №1-5 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, ს--------- იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ, შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6.7.განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ------------------ს მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 1-6 ლარს, რომლის დაბრუნება მოპასუხეს ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 1- სექტემბრის №0--------------------–-–------------------------------- წერილებით ეთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ, ისეთი გარემოების არსებობის, ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელე - სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ--- – ლ-------ს და ქ-----------------------------–------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, მოპასუხე - ნ------------------ უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, არასწორად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 1-6 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
6.9.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე - 6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში, მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო ს--–---–----- დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ--- ლ-------სა და ქ-------------------–---–----------------------------------–-------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნ------------------ (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასწორად მიღებული ფულადი ს--–---–----- დახმარების (საარსებო შემწეობის) - 1-6 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 1- დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13) მეშვეობით.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე