გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
160310118002466312
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310118002466312

№3/72-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი - ელენე თაგაური

 

მოსარჩელე - ილ---------–---–---–ი;

მოსარჩელის წარმომადგენელი - ვა-------–------–-ძე;

 

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მოპასუხის წარმომადგენელი - კახ---------------–იძე;

 

მესამე პირები:

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი მა---------–---ი; ნი--------------ძე;

 

ზა-------------–-–---–ი, სერ--------------–--ლი, თა-----------–-–--ლი, ლა-–---------ძე, მან-–---------ძე, ნა----------------ძე, თა----------–-–--ლი, ეთ-------------–--ლი, გი-----ი ჩალ--ე, იდ-------ძე, ნუ------ი აბულ--ე, ნო------------ძე, ლი---------–-–---–ი, ნი---ი გე-–--ა, ცისა----–---–---–ი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით);

 

მესამე პირების წარმომადგენლები:

 

რაჟ-------–--–-ვა (სერ--------------–--ლის წარმომადგენელი);

ზა--------------–--ნი (ნა----------------ძის წარმომადგენელი);

სალ------------ია (ზა-------------–-–---–ის წარმომადგენელი);

ლა-–---------ძე (მან-–---------ძის წარმომადგენელი);

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2013 წლის N882013544263-03, 27.02.2018 წლის N882014039880-08, 02.04.2014 წლის N882014160416-03, 30.06.2014 წ N882014327199-03, 20.10.2014წ N882014546385-03, 17.02.2015 წ N882015073462-03, 03.04.2015 წ N 882015183415-03, 12.09.2014 წ N 882014457957-08, 15.04.2016 წ N 882016234105-03, 21.10.216 წ N 882016495598-05, 16.12.2016 წ N 882016388749-06, 05.01.2017 წ N882016875429-07, 21.09.2017 წ N 882016575369-18, 14.06.2018 წ N 882015523969-14, 09.10.2018 წ N 892018137523-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2008 წლის 19 ნოემბერს ილ---------–---–---–მა გი-----ი წი--–-----ისაგან სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მიწის ნაკვეთი 870 000 კვ.მ ოდენობით, მდებარე ქ. მარ-----–ი, ია---–--ჯა საკადასტრო კოდი N83.---------. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში და ილ---------–---–---–ი გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

 

2018 წლის 15 მაისს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაუქმებული იყო. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ილ---------–---–---–ისათვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე 2013 წლის 8 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით N882013544263, გააუქმა მოსარჩელის რეგისტრირებული საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, გაუქმების საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 ოქტომბის N1-1/308 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება ეხება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N4081 ოქმის ბათილად ცნობას, ხოლო მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 19.11.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ არის გაუქმებული, მოსარჩელე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენს და მისი საკუთრების უფლება დაცულია როგორც საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს კონსტიტუციით.

 

მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია არა ბათილად ცნობილი ოქმი, რომელთანაც მოსარჩელეს არ გააჩნია შემხებლობა არამედ კერძო სამართლებრივი გარიგება, რის გამოც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ კანონსაწინააღმდეგო ადა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე საჯარო რეესტრს უნდა დაევალოს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთზე მათ მიერ შელახული მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირებმა - სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081, რომლის თანახმად, გი-----ი წი--–-----მა შეიძინა მიწის ნაკვეთ N 830202737, ფართობი 87 ჰა. საძოვარი, მდებარე, მარ-----–ი, ია-–------ა. შემძენის მიერ გადახდილი იქნა გამოსასყიდი თანხის 50%-17-- ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081;

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2008 წლის 8 ივლისს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე ს.კ. 83.--------- დარეგისტრირდა გი-----ი წი--–-----ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულ იქნა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081. მიწის ნაკვეთზე გამოყენებული იქნა 2006 წლის 10 ნოემბრის საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღრიცხვო ბარათი 03.07.2008;

- სააღრიცხვო ბარათი 17.11.2008;

- საკადასტრო გეგმა 10.11.2006;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2008 წლის 3 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ილ---------–---–---–მა და 2008 წლის 19 ნოემბერს გი-----ი წი--–-----სა და ილ---------–---–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

2008 წლის 9 დეკემბერს უძრავ ნივთზე ს.კ. 83.--------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 09.12.2008;

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2013 წლის 8 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882013544263-03 გადაწყვეტილებით გაუქმდა უძრავ ნივთზე ს.კ. 83.--------- არსებული ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2013 წლის 31 ოქტომბრის N1-1/308.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882013544263-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 83.---------;

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2013 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტის მიერ მიღებული იქნა N1-1/308 ბრძანება, რომლის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტის N1-1/308 ბრძანება;

 

3.1.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 აპრილის N882014160416-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა ზა-------------–-–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N1453 დამოწმებული 1986 წლის 11 ნოემბერს. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882014160416-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.7. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 27 თებერვლის N882014039880-08 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა სერ--------------–--ლის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N1512. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882014039880-08 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.8. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 ივნისის N882014327199-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა თა-----------–-–--ლის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N219. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882014327199-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.9. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 სექტემბრის N882014457957-08 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა მან-–---------ძის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მიწის განაწილების სია. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. იმავე ნაკვეთზე, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 15 აპრილს N882016234105-03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ლა-–---------ძის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882014457957-08 გადაწყვეტილება;

- N882016234105-03 გადაწყვეტილბა

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 12.09.2014, 15.04.2016;

 

3.1.10. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ოქტომბრის N882016495598-05 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.--- დარეგისტრირდა გი-----ი ჩალ--ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N1456 და სამკვიდრო მოწმობა N150387732. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882016495598-05 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.11. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 დეკემბრის N882016388749-06 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა ნუ------ აბულ--ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N1472 (დამოწმების თარიღი 22.06.1987) და გადაწყვეტილება 330889. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882016388749-06 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.12. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის N882016575369-08 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა ლი---------–-–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N32. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882016575369-08 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.13. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის N882018137523-08 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.8-- დარეგისტრირდა ცისა----–---–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N66 (დამოწმების თარიღი 25.01.1989 ამხანაგობა რუსთვის საბინაო მეურნეობის ტრესტის ამხანაგური მებაღეობა ,,გრ----–ი“, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N00136 N03/10248 დამოწმებული 03.10.2018 მარ-----–ის მუნიციპალიტეტის მერია). მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882018137523-08 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.14. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის N882015523969-15 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.--- დარეგისტრირდა ნო------------ძის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა საარქივო ცნობა N1/2463. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882015523969-15 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.15 დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 აპრილის N882015183415-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა ეთ------------–---–ის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მებაღის წიგნაკი N785 (დამოწმებული 20.12.1958). მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882015183415-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.16. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 თებერვლის N882015073462-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა თა----------–-–--ლის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი N728 (დამოწმებული 23.11.1995). მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882015073462-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.17. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის N882016875429-07 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.8-- დარეგისტრირდა ნი--- გე-–--ას საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი N339/2189 (დამოწმებული 25.03.1998). მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამრთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882016875429-07 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.18. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 ოქტომბერის N882014546385-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.20.02.7-- დარეგისტრირდა ნა----------------ძის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი N294 (დამოწმებული 27.02.1998). მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882014546385-03 გადაწყვეტილება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ილ---------–---–---–ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი;

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძნებულება;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება;

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.11.2013 წლის N882013544263-03, 27.02.2018 წლის N882014039880-08, 02.04.2014 წლის N882014160416-03, 30.06.2014 წ N882014327199-03, 20.10.2014წ N882014546385-03, 17.02.2015 წ N882015073462-03, 03.04.2015 წ N 882015183415-03, 12.09.2014 წ N 882014457957-08, 15.04.2016 წ N 882016234105-03, 21.10.216 წ N 882016495598-05, 16.12.2016 წ N 882016388749-06, 05.01.2017 წ N882016875429-07, 21.09.2017 წ N 882016575369-18, 14.06.2018 წ N 882015523969-14, 09.10.2018 წ N 892018137523-08 გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრის ერთობლიობა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრი წარმოადგენს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის განმახორციელებელ მარეგისტრირებელ ორგანოს რომლის საქმიანობის წესი კანონით განსაზღვრული საფუძველებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ე.ი. ადმინისტრაციული ორგანო მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია ნების გამოვლენის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია - რეგისტრაცია, ხოლო რეგისტრაცია, იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამდენად, საჯარო რეესტრი უფლებამოსილია განახორციელოს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე როგორც კანონით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია, ისე რეგისტრირებული უფლების გაუქმება.

 

მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 ნოემბრის N882013544263-03 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც უძრავ ნივთზე ს.კ. 83.--------- გაუქმდა მოსარჩელე ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მიჩნეული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2013 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება N1-1/308.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 8 ივლისს საჯარო რეესტრში უძრა ნივთზე ს.კ. 83.--------- დარეგისტრირდა გი-----ი წი--–-----ის საკუთრების უფლება. გი-----ი წი--–-----ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულ იქნა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 9 დეკემბერს უძრავ ნივთზე ს.კ. 83.--------- დარეგისტრირდა ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გი-----ი წი--–-----მა გაყიდა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრში გარიგების წარდგენის წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნას წერილობითი ფორმით დადებული გარიგება.

 

მითითებული ნორმის თანახმად, უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ მოთხოვნებს: გარიგების ერთი მხარე - უფლების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი უნდა იყოს რეგისტრირებული მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მითითებული მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის მონაცემთა მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაინტერესებული პირების მხრიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის გარანტიების შექმნას. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე აქვს ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა, ვიდრე რეგისტრაციის საფუძვლად არსებული გარიგება მიიჩნევა ნამდვილად. გარიგების ნამდვილობისთვის კი როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანია უფლების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი იყოს რეგისტრირებული მესაკუთრე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2013 წლის 31 ოქტომბრის N1-1/308 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081, ამდენად, გაბათილდა გი-----ი წი--–-----ის საკუთრების უფლება და შესაბამისად, გი-----ი წი--–-----სა და ილ---------–---–---–ს შორის დადებული გარიგების მონაწილე გი-----ი წი--–-----ი აღარ წარმოადგენს მიწის განკარგვაზე უფლებამოსილ პირს.

 

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 26-ე მუხლი ადგენს რეგისტრაციის გაუქმების წესს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

ამდენად, იმის გათვალიწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2013 წლის 31 ოქტომბრის N1-1/308 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N4081, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გარიგებაში მონაწილე პირის - გი-----ი წი--–-----ის საკუთრების უფლება ამ ნივთზე, ამასთან, აღნიშნული აქტს ვინმეს მხრიდან სადაო არ გამხდარა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადაო აქტის N882013544263-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები და იმავე გარემოებებზე მითითებით არ არსებობს სადაო ქონებაზე ილ---------–---–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

 

6.3. 27.02.2018 წლის N882014039880-08, 02.04.2014 წლის N882014160416-03, 30.06.2014 წ N882014327199-03, 20.10.2014წ N882014546385-03, 17.02.2015 წ N882015073462-03, 03.04.2015 წ N 882015183415-03, 12.09.2014 წ N 882014457957-08, 15.04.2016 წ N 882016234105-03, 21.10.216 წ N 882016495598-05, 16.12.2016 წ N 882016388749-06, 05.01.2017 წ N882016875429-07, 21.09.2017 წ N 882016575369-18, 14.06.2018 წ N 882015523969-14, 09.10.2018 წ N 892018137523-08 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1980 წლის 15 დეკემბრის N862 დადგენილებით, რომელიც შეეხებოდა ქ.რუსთავის ტერიტორი---ე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებაღეობების მოსაწყობად ,,ია-–------ის“ მთის მასივზე მიწის ფართობების შერჩევას, მინისტრთა საბჭომ დაადგინა: მიღებულ იქნეს საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადება და ამის შესაბამისად შერჩეული იქნეს ქალაქ რუსთავის ტერიტორი---ე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად ,,ია-–------ას“ მთის მასივზე 320 ჰა. მიწის ფართობი.

 

დადგენილია, რომ ზა-------------–-–---–ს, სერ--------------–--ლს, თა-----------–-–--ლს, გი-----ი ჩალ--ს, ნუ------ აბულ--ს, ლი---------–-–---–ს, ცისა----–---–---–ს, ეთ------------–---–ს, მან-–---------ძეს, ნო------------ძეს, თა----------–-–--ლს, ნი--- გე-–--ასა და ნა----------------ძეს გადაეცათ მიწის ნაკვეთები ,,ია-–-----ას“ მთის მასივის ტერიტორი---ე, შესაბამისად მათზე გაიცა მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, მებაღის წიგნაკები და მიღება-ჩაბარების აქტები.

 

დადგენილია, რომ ზა-------------–-–---–მა, სერ--------------–--ლმა, თა-----------–-–--ლმა, გი-----ი ჩალ--ემ, ნუ------ აბულ--ემ, ლი---------–-–---–მა, ცისა----–---–---–მა, ეთ------------–---–მა, მან-–---------ძემ, ნო------------ძემ, თა----------–-–--ლმა, ნი--- გე-–--ამ და ნა----------------ძემ განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მათ სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტებისა და მებაღის წიგნაკების (ლა-–---------ძემ კი ანდერძის) საფუძველზე მათზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და სადავო გადაწყვეტილებებით დარეგისტრირდა მათი საკუთრების უფლება.

 

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლის საფუძველზე. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძნებულებისმე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის გამოსაყენებლ დოკუმენტს.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებულია როგორც – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა-------------–-–---–ის, სერ--------------–--ლის, თა-----------–-–--ლის, გი-----ი ჩალ--ის, ნუ------ აბულ--ის, ლი---------–-–---–ის, ცისა----–---–---–ის, ეთ------------–---–ის, მან-–---------ძის, ლა-–---------ძის, ნო------------ძის, თა----------–-–--ლის, ნი--- გე-–--ასა და ნა----------------ძის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ილ---------–---–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ილ---------–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე: აეკრძალა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავ ქონებაზე ს.კ 83.20.02.7--, ს.კ 83.20.02.7--, ს.კ 83.20.02.7-- (მის: მარ-----–ის რაიონი, 600 კვ.მ), ს.კ 83.20.02.7-- (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის მთის მასივი, 600 კვ.მ) ს.კ 83.20.02.7-- - (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის მთის მასივი, 600 კვ.მ), ს.კ 83.20.02.7-- (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის ტერიტორია, 600 კვ.მ) ს.კ 83.20.02.7-- (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის მთის მიმდებარე ტერიტორია 600 კვ.მ) ს.კ 83.20.02.--- ( მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის ტერიტორი---ე ნაკვეთი N1456, 600 კვ.მ), ს.კ 83.20.02.7-- (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის ტერიტორია, 600 კვ.მ), ს.კ 83.20.02.8-- (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის მთის პირველი მასივი, ნაკვეთი N 1978 600 კვ.მ) ს.კ 83.20.02.7-- ( მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის ტერიტორი---ე, ნაკვეთი N32, 600 კვ.მ) ს.კ 83.20.02.--- ( მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის მთის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი N3370), 600 კვ.მ) ს.კ 83.20.02.8-- (მის: ქ, მარ-----–ი ია---–--ჯის მთის მასივი, 600 კვ.მ) შემდგომი უფლების რეგისტრაციის განხორცილება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ან მისი უფლებრივად დატვირთვის მიზნით - გაუქმდეს.

 

4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე