გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15---19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი
მოსარჩელე - ივ--------------–---–ი.
მოსარჩელე - თა-–-----------------ი
წარმომადგენელი - გი----------–--ე.
მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო.
წარმომადგენელი - მა-------------ე.
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში პე----------------ს საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ივ--------------–---–ს და თა-–-----------------ს.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, საცხოვრებელი სადგომი მდებარე ქ. თბილისი, კ-–---------------, ტექ-აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებულია 19-- წელს გარდაცვლილი პე----------------ს სახელზე. აღნიშნული სახლთმფლობელობის ნაწილი პე---------------მა მიყიდა კო------------------------ს, ხოლო ამავე სახლთმფლობელობის მეორე ნაწილი მიყიდა ნი----–-----------------ს და მის მეუღლეს ე-------------------ს. დღეის მდგომარეობით საცხოვრებელ სადგომს მემკვიდრეობით დაუფლებული არიან ნი----–-----------------ის და ევ--------------------ის შვილი ივ--------------–---–ი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაში არის 361 კვ. მეტრი და კო------------------------ის შვილი თა-–-----------------ი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაში არის 153 კვ. მეტრი. პე----------------ს გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით სანოტარო ბიუროსათვის არავის მიუმართავს და შესაბამისად ტექ-ბიუროში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე კ-–--------------- წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას, ხოლო მოსარგებლეები არიან ივ--------------–---–ი და თა-–-----------------ი.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვათ მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 510 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი - აღრიცხულია პე----------------ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათება (ს.ფ. 20);
3.1.2. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, კ--------ს ქ. №-- საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–---------------–ის №7---- მიმართვა (ს.ფ. );
3.1.3. დადგენილია, რომ პე---------------- (დაბადებული 19---–--–ს) გარდაიცვალა 19-- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 21);
3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–-------------ს გაცემული №16---- ცნობის შესაბამისად, სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 19-- გარდაცვლილი პე----------------ს სამკვიდრო ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20---–-–------------ის №16---- ცნობა (ს.ფ. 46);
3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20---–-–-------------ს გაცემული №1----- ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 19-- გარდაცვლილი პე-----------------------------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20---–-–------------ის №1----- ცნობა (ს.ფ. 47);
3.1.6. დადგენილია, რომ ნი----–-----------------ი (დაბადებული 19---–-–------------ს) გარდაიცვალა 19---–-–--------------რს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30);
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №1--- (ს.ფ. 32).
3.1.7. დადგენილია, რომ ივ--------------–---–ის მშობლები იყვნენ ნი----–-----------------ი და ევ--------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ივ--------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 33);
3.1.8. დადგენილია, რომ ივ--------------–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, რეგისტრაციის თარიღი 197--–-–-----------ტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–-------------ს საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 26-29)
3.1.9. დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №1--------, რომლის თანახმად ნა----–------–----–---–მა და ივ--------------–---–მა, როგორც 19---–-–--------------ერს გარდაცვლილი ევ--------------------ის მემკვიდრეებმა - შვილებმა საკუთრებაში მიიღეს მთელი ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა №1-------- (ს.ფ. 22-24);
- ივ--------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 33)
- ევ--------------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 35);
- ნა----–--------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 36);
- ნა----–--------------ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 37);
3.1.10. დადგენილია, რომ ნა----–------–----–---–მა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით განაცხადა თანხმობა - უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------ს ქ. №--, საკუთრების უფლებით გაიფორმოს მისმა ძმამ ივ--------------–---–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 25);
3.1.11. დადგენილია, რომ კო------------------------ი (დაბადებული 192--–-–-------------ოს) გარდაიცვალა 198--–-–-------------რს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 38);
- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №8--- (ს.ფ. 40).
3.1.12. დადგენილია, რომ თა-–-----------------ის მშობლები იყვნენ კო------------------------ი და 201--–-–--------------რს გარდაცვლილი მარ---–-------------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თა-–-----------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 41);
- მარ---–-------------ძის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 42);
3.1.13. დადგენილია, რომ თა-–-----------------ი რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, რეგისტრაციის თარიღი 197--–-–---------სი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20---–-–-------------ს საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 44-45)
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 510 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი - აღრიცხულია პე----------------ს სახელზე.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ პე---------------- გარდაიცვალა 19-- წელს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია პე----------------ს სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ მოსარჩელე ივ--------------–---–ი 197--–-–-----------ტოდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 34), რომლის თანახმად კომპანიის მონაცემთა ბაზაში №3------ სააბონენტო ბარათზე, მისამართზე კ-–---------------, 1996 წლის მონაცემებით (1996 წლამდე ინფორმაცია სს ,,თელასში’’ არ ინახება ხანდაზმულობის გამო) აბონენტად რეგისტრირებული იყო ივ--------------–---–ი. ამავე სააბონენტო ბარათზე 2018 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით აბონენტად რეგისტრირებულია ი. იო-------------. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2014, 2016, 2017, 2018 (ს.ფ. 50-58) წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისი, კ-–----------------ში აბონენტად რეგისტრირებულია ი. იო------------- და მის მიერ ხდება კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ მოსარჩელე თა-–-----------------ი 197--–-–---------სიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ 2018 წლის 26 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 43), რომლის თანახმად კომპანიის მონაცემთა ბაზაში №3------ სააბონენტო ბარათზე, მისამართზე კ-–---------------, 1996 წლის მონაცემებით (1996 წლამდე ინფორმაცია სს ,,თელასში’’ არ ინახება ხანდაზმულობის გამო) აბონენტად რეგისტრირებული იყო კო-----------------ი. ამავე სააბონენტო ბარათზე 2018 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით აბონენტად რეგისტრირებულია კ. ი------------. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2007, 2008, 2015, 2018 (ს.ფ. 59-62) წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისი, კ-–----------------ში აბონენტად რეგისტრირებულია კ. ი------------. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა 1972 წლის 14 იანვრით დათარიღებული საგადასახადო უწყება, რომლის თანახმად მისამართზე კ-–----------------ში მცხოვრებ პირს წარმოადგენს კო------------------------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა თე-------------–-–---–მა და რო---------------მა განმარტეს, რომ კ-–----------------ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია მოსარჩელეთა მშობლების მიერ გასული საუკუნის 50-იან წლებში და აღნიშნულის შემდეგ მათი ოჯახები უწყვეტად ცხოვრობენ ამავე მისამართზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–--------------- - აღრიცხული პე----------------ს სახელზე, არის უმკვიდრო და მოსარგებლეები არიან თა-–-----------------ი და ივ--------------–---–ი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ თა-–-----------------ის და ივ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
დადგენილია, რომ ივ--------------–---–ის მშობლები იყვნენ 19---–-–--------------რს გარდაცვლილი ნი----–-----------------ი და ევ--------------------ი. 20---–-–-------------რს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №1--------, რომლის თანახმად ივ--------------–---–მა და ნა----–------–----–---–მა (ამ უკანასკნელმა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით განაცხადა თანხმობა - უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, კ--------ს ქ. №--, საკუთრების უფლებით გაიფორმოს მისმა ძმამ ივ--------------–---–მა), როგორც 19---–-–--------------ერს გარდაცვლილი ევ--------------------ის მემკვიდრეებმა - შვილებმა საკუთრებაში მიიღეს მთელი ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.
ასევე დადგენილია, რომ თა-–-----------------ის მშობლები იყვნენ 198--–-–-------------რს გარდაცვლილი კო------------------------ი და 201--–-–--------------რს გარდაცვლილი მარ---–-------------ძე.
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ივ--------------–---–ი 197--–-–-----------ტოდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული მოსარჩელე თა-–-----------------ი 197--–-–---------სიდან. სს ,,თელასი’’-ს მიერ გაცემული ცნობები და გადახდის ქვითრები ადასტურებს, რომ მისამართზე კ-–---------------, აბონენტად რეგისტრირებულია მოსარჩელე ივ--------------–---–ი და მოსარჩელე თა-–-----------------ის მამა კო------------------------ი.
ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს მოსარჩელეთა მიერ კ-–----------------ში მდებარე უძრავი ქონების ფლობის ფაქტს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 510 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღრიცხულია პე----------------ს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ პე---------------- გარდაიცვალა 19-- წელს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია პე----------------ს სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი, აღრიცხული პე----------------ს სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
6.3. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში პე----------------ს საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი და უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ივ--------------–---–ს და თა-–-----------------ს.
7. საპროცესო ხარჯები.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ივ--------------–---–ის და თა-–-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში პე----------------ს საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კ-–---------------, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 144,79 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 133,72 კვ. მეტრი; ლიტერი ,,კ-ვც’’ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10,82 კვ. მეტრი და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ივ--------------–---–ს და თა-–-----------------ს.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე