გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240---------------
(3/57-20-8)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი, ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლე-–------------ა
მოპასუხე - ხვ-----------–---–ი
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ხვ-----------–---–ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 20-7 წლის თ-------–ის თვიდან, ფართის გამოთავისუფლებამდე დაეკისროს თვეში 8- ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე აბ-–-, თა----------ს ქუჩაზე, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.4-- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილით - 7-6 კვ.მ.-დან 4-- კვ.მ.-ით 20-7 წლის 22 თ-------–იდან დღემდე არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ხვ-----------–---–ი. აღნიშნული გარემოება დასტურდება თვით ხვ-----------–---–ის მიერ; შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბაშის სერვის ცენტრის 2-.0-.20-7 წ. წერილით. სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ 2-.0-.20-7 წ. წერილით; ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0--------და N0-------- დასკვნის თანახმად, აბ-–-, თა----------ს ქუჩა , ს/კ 4-.0-.3-.4-- უძრავი ქნების ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 20-7 წლის თ-------–ის თვიდან და 20-8 წელს საორიენტაციოდ შეადგენს 1-- ლარს. 4-- კვ.მ. საიჯარო ქირის ოდენობაა 8- ლარი. მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილები 2-.0-.20-7წ., 1-.0-.20-7წ., 0-.1-.20-7წ., 2-.1-.20-7წ., 2-.0-.20-8წ. და ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ფართით 20-7 წლის თ-------–იდან არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა თვეში 8- ლარი სარგებლობის საფასური, მოპასუხეს განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა, თანხის გადახდა არ განხორციელებულა. ამავე გაფრთხილებებით მოპასუხეს ეთხოვა ფართის გამოთავისუფლება, თუმცა უშედეგოდ. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხეს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 20-7 წლის თ-------–ის თვიდან ფართის გამოთავისუფლებამდე, თვეში 8- ლარის ოდენობით.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხვ-----------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა სასამართლო პროცესზე დაეთანხმა სარჩლში მითითებულ გარემოებებს და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ითხოვა სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოცემულ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ქონება, მდებარე აბ-–-, თა----------ს ქუჩა, ს/კ 4-.0-.3-.4-- წარმოადგენს სახელწმიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც - 7-6 კვ.მ.-დან 4-- კვ.მ.-ით, 20-7 წლის 22 თ-------–იდან დღემდე არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს ხვ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი 20-8 წლის 2- ი---სს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ აბ-–-, თა----------ს ქუჩაზე, 4-.0-.3-.4-- საკადასტრო კოდის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართობი 7-6.00 კვ.მ., უძრავი ქონება ირიცხება საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ბრძანება N1-----, დამოწმების თარიღი-0-/0-/20-7 წელი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N89---------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.3. აბ-–-, თა----------ს ქუჩაზე, 4-.0-.3-.4-- საკადასტრო კოდის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართობი 7-6.00 კვ.მ., უძრავი ქონების ნაწილით, 4-- კვ.მ. უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობს ხვ-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: -
- სარჩელი, სხდომის ოქმი, 20-7 წლის 25 ივლისის ხვ-----------–---–ის N6------- წერილი, ადრესატი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ე. სისაური;
3.2.4. ა--–--------------- სერვის ცენტრში, 20-0 წლის 0- ოქტომბრიდან ხვ-----------–---–ი დარეგისტრირებულია შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იურიდიულ (არასაყოფაცხოვრებო) აბონენტად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: -
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის N6------/0-, 2-.0-.20-7წ. წერილი
3.2.5. ხვ-----------–---–ი, როგორც ელექტრო ენერგიის გადამხდელი, აბონენტად რეგისტრირებულია 20-0 წლის ი---სის თვიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, ენერგო პრო ჯორჯიას 20-7 წლის 2- ი---სის N5------ წერილი;
3.2.6. აბ-–-, თა----------ს ქუჩაზე, 4-.0-.3-.4-- საკადასტრო კოდზე, განლაგებულია ერთი შენობა-ნაგებობა, ობიექტი დაკავებულია ხვ-----------–---–ის მიერ, ობიექტს იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, სამშენებლო მასალების, კერძოდ, ბლოკის დამზადებისთვის. ხვ-----------–---–ი სარგებლობს მიწის ნაკვეთის ნაწილით, კერძოდ, 4-- კვ.მ.-ით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვალიერების 20-7 წლის 2- აგვისტოს ოქმი, ორთოფოტო, ფოტოსურათები.
3.2.7. ხვ-----------–---–ი, პ/ნ 02-0-0-8-55, 20-0 წლის 1-------დან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, 20-1 წლის 0- ივლისს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეტრიდან.
3.2.8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 20-7 წლის 0- ივლისის N5--------- დასკვნის თანახმად, ქ. აბ-–-ში, თა----------ს ქუჩაზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების , ს/კ 4-.0-.3-.4--, ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 20-7 წლის თ-------–ის თვიდან დღევანდელი დღის ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენს 1-- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N5--------- ექსპერტიზის დასკვნა (0-/0-/20-7 წ);
3.2.9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 20-8 წლის 23 ივლისის N5--------- დასკვნის თანახმად, ქ. აბ-–-ში, თა----------ს ქუჩაზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების , ს/კ 4-.0-.3-.4--, ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 20-8 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1-- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N5--------- ექსპერტიზის დასკვნა (23/0-/20-8 წ);
3.2.10. ხვ-----------–---–ს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2-.0-.20-7წ., N1-/30-23 წერილით, 1-.0-.20-7წ. N1-/3-0-6 წერილით, 0-.1-.20-7წ. N1-/5---- წერილით, 2-.1-.20-7წ. N1-/6---- წერილით, 2-.0-.20-8წ. N1-/3---- წერილით ხვ-----------–---–ს არაერთგზის ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ფართით 20-7 წლის თ-------–იდან არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური, მოპასუხეს განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა, თანხის გადახდა არ განხორციელებულა. ამავე გაფრთხილებებით მოპასუხეს ეთხოვა ფართის გამოთავისუფლება, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, 1-.0-.20-7წ. N1-/3-0-6, 0-.1-.20-7წ. N1-/5----, 2-.1-.20-7წ. N1-/6----, 2-.0-.20-8წ. N1-/3---- წერილები.
3.2.11. აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ფორმა N IV – 1-0/ა, ცნობა N 33753, პაციენტის ხვ-----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომერეობის შესახებ სრული დიაგნოზია: C8-.0 წვრილუჯრედული B- უჯრედული ლიმფომა; M9699/3 მარგინალური ზომის B-უჯრედული ლიმფომა; სხვაგვარად დაუზუსტებელი; T N M G II სტადია;
არაჰოჯკინის ლიმფომა. ჰ/მ-იჰქ: ნოდალური მარგინალური B უჯრედული ლიმფომა. II სტადია. II კლ/ჯგ. 6 კურსი ქ/თ და ადიუვანტური სხივური თერაპიის შ/პ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: -
- ფორმა N IV – 1-0/ა.
3.2.12. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ინდმეწარმე ხვ-----------–---–ის მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობის ფაქტი.
იგივე ფაქტს ადასტურებს თავად მოპასუხე, თუმცა უთითებს, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება რა დისპოზიციურობის პრინციპს, განსაზღვრავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, ასევე, ვალდებულებას, მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამტკიცონ ამა თუ იმ ფაქტის არსებობა, თუ არარსებობა, ვინაიდან ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება წარმოიშვას, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული (მე-17 მ) და სამოქალაქო საპროცესო (მე-4 მ) კანონმდებლობა ადგენს მხარეთა ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება. სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა საკმარისი მტკიცებულებები და მისი წილი მტკიცების ფარგლებში შეძლო დაესაბუთებინა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მითითება არ შეიძლება გახდეს ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი, აღნიშნულზე ჩანაწერს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განამრტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ხვ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 20-7 წლის თ-------–ის თვიდან, ფართის გამოთავისუფლებამდე საიჯარო ქირის თვეში 8- ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის გადახდა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხვ-----------–---– ინდმეწარმედ რეგისტრირებულია 20-0 წლის 1-------დან;
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასტურდება, რომ აბ-–-, თა----------ს ქუჩაზე, 4-.0-.3-.4-- საკადასტრო კოდის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 4--.00 კვ.მ., უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, დაადგინა, რომ აბ-–-, თა----------ს ქუჩაზე, 4-.0-.3-.4-- საკადასტრო კოდის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, 4-- კვ/მ მიწის ნაკვეთი, დაკავებულია მოპასუხის მიერ, რომელსაც იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის.
ექსპერტიზის N5--------- და N5--------- დასკვნების თანახმად, ქ. აბ-–-ში, თა----------ს ქუჩაზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების , ს/კ 4-.0-.3-.4--, ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 20-8 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1-- ლარს. ამის შესაბამისად, 4-- კვ.მ. 4-- კვ.მ. საიჯარო ქირის ოდენობა საორიენტაციოდ თვეში შეადგენს 8- ლარს. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4-- კვ/მ მიწის ნაკვეთით არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უვადო ან სამუდამო(გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 20-7 წლის თ-------–ის თვიდან ფართის გამოთავისუფლებამდე თვეში 8- ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად.
მითითებული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 86.40 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ხვ-----------–---–ის მიმართ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრებით თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს ხვ-----------–---–ს, პ/ნ 02-0-0-8-55, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის საფასურის გადახდა თვეში 8- (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, 20-7 წლის თ-------–ის თვიდან ფართის გამოთავისუფლებამდე.
3. მოპასუხეს ხვ-----------–---–ს, პ/ნ 02-0-0-8-55, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 86.40 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი-ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქN32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი-ქ. სენაკი, რუსთაველის ქN247)
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე