განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის
კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ნ---- ც------–-
ადვოკატი: ი-----–- ე-----
ს/ს საქმე №0--------
განსასჯელი: ა----- პ--–------ი (ძებნილი)
მამის სახელი: ა--–----
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ-------–-------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2--------- წელი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი საბრალდებო დასკვნით: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
აღკვეთის ღონისძიების სახე: დაპატიმრება
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელ ა----- პ--–------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის თანახმად: ა----- პ--–------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის 01 ოქტომბერს ა----- პ--–------ი და ა-------- გ----------ი, ამ უკანასკნელსა და ი----– ი------–---ს შორის არსებული საერთო ინტერნეტის ქსელის გადასახადის გამო შეკამათდნენ, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 2008 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით 1500 საათზე, ა-------- გ----------ი გ------- ა-------–თან და ს-------- ა--------თან ერთად, შერიგების მიზნით, თბილისში მ---------–---------------------------------------------- მივიდა, სადაც ა----- პ--–------ი ი----– ი------–---თან და გამოძიებით დაუდგენელ 10-12 პირთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრისთანავე ა-------- გ----------მა სთხოვა ა----- პ--–------ს შერიგებულიყვნენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ა-------- გ----------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ა-------- გ----------მა ხელი დაარტყა მას თავის არეში. ა----- პ--–------ს გამოესარჩლენ მისივე თანმხლები პირები და ა-------- გ----------ს, ს-------- ა--------ს და გ------- ა-------–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე დროს შურისძიების გრძნობით განმსჭვალულმა ა----- პ--–------მა ა-------- გ----------ისა და მასთან მყოფი პირების მოკვლა განიზრახა, მოიმარჯვა დანა და მოკვლის მიზნით, ხელის სწრაფი მოძრაობით ს-------- ა--------ს გულ-მკერდის არეში დაარტყა, რის შედეგად მიაყენა არაშემავალი ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობა, გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილისებური მორჩის მიდამოში. ამის შემდეგ, მიბრუნდა ა-------- გ----------ისკენ, ზურგის არეში ჩაარტყა მომარჯვებული დანა და გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი პლევრის ღრუში. ა-------- გ----------ი, ს-------- ა--------ი და გ------- ა-------–ი გაერიდნენ ა----- პ--–------ს და ცენტრალური გზისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ. ა----- პ--–------ი მათ დაედევნა, თუმცა ვერ დაეწია და ზემოხსენებულმა პირებმა შეძლეს გაქცევა, გააჩერეს კერძო ტაქსი და სამედიცინო დახმარებისათვის მივიდნენ თ---–----------–-------- საავადმყოფოში, სადაც ექიმების კვალიფიცირებული დახმარების აღმოჩენის შედეგად ა-------- გ----------სა და ს-------- ა--------ს სიცოცხლე შეუნარჩუნდათ. შედეგად ა----- პ--–------მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დანაშაულის განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ---- ც------–მა სრულად დაუჭირა მხარი სახელმწიფო ბრალდებას და ითხოვა განსასჯელ ა----- პ--–------ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სასამართლო სხდომაზე განსასჯელ ა----- პ--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი წარდგენილ ბრალდებას არ დაეთანხმა და ითხოვა ა----- პ--–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-------- ა--------მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2008 წლის 5 ოქტომბერს დაურეკა ა-------- გ----------მა, რომელსაც იცნობს ბავშვობიდან და სთხოვა უბანში მისვლა, რადგან ჰქონდა პრობლემები. მოწმე დათანხმდა და ავტომანქანით მივიდა ადგილზე, სადაც ნახა ა-------- გ----------ი და გ------- ა-------–ი. მათ უახლოვდებოდათ 10-15 კაცი. სანამ ავტომანქანა დააყენა, შემხვედრებმა რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და დაიწყო ჩხუბი. მოწმე თავადაც ჩაერთო. ბიჭები, რომელებიც მას, ა-------- გ----------ს და გ------- ა-------–ს ეჩხუბებოდნენ, იყვნენ მისი უბნელები. ჩხუბის დროს მას ჯერ ვიღაცის ხელი მოხვდა, შემდეგ კი ა----- პ--–------მა, იგივე - ,,--------- მოუქნია დანა და ჯერ მას დაარტყა გულის მხარეს, შემდეგ ზურგში ჩაარტყა დანა ა-------- გ----------ს. მოწმემ უთხრა ა-------- გ----------ს გაქცეულიყვნენ, ა--------ი მირბოდა, მაგრამ უკვე ცუდად იყო. ჩასხდნენ ტაქსში და მივიდნენ საავადმყოფოში. გზაში ა-------- გ----------მა კითხა, თუ ვინ ჩაარტყა დანა, რაზეც მოწმემ უთხრა, რომ მხოლოდ ა----- პ--–------ს ქონდა დანა და შესაბამისად, მან დაარტყა. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ა----- პ--–------მა მოიქნია დანა და მას დაარტყა გულის მხარეს, ჭრილობა შემავალი არ ყოფილა, იყო ნაკვეთი, თეთრი მაისური სისხლით დაესვარა და მიხვდა, რომ დაჭრილი იყო. ასევე, დაინახა, რომ პ--–------მა დაარტყა დანა ა-------- გ----------ს. ამასთან, ჩხუბის დროს მხოლოდ ა----- პ--–------ს ქონდა დანა. ჩხუბის მიზეზი იყო ა-------- გ----------სა და ი----–ს შორის ინტერნეტთან დაკავშირებული შელაპარაკება, ა----- პ--–------ი იყო ი----–ის მხარეს. მოწმემ ამოცნობაშიც მიიღო მონაწილეობა და ამოიცნო განსასჯელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----- გ----------მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, სატელეფონო საუბრისას მისმა ძმამ უთხრა, რომ იყო დაჭრილი. მოგვიანებით, საავადმყოფოში გაარკვიეს რომ ა-------- გ----------ი დაჭრილი იყო ფილტვში და დაადეს დრენაჟი. მეზობლებისგან გაიგო, რომ ჩხუბისას მისი ძმა ,,--------- დაჭრა, შელაპარაკება კი მოხდა იმის გამო, რომ მოწმის ოჯახს და მეზობელ ი----–ს ქონდათ საერთო ინტერნეტი, ამ უკანასკნელს შეუწყდა მიწოდება და იფიქრა, რომ მათ გაუთიშეს. მომხდარის შემდეგ ,,--------“ ბიცოლა და სიდედრი მივიდნენ ა-------- გ----------თან საავადმყოფოში და იკითხეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ხ-----–---მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ა----- პ--–------ი, იგივე ,,ა------“ იყო მისი მეზობელი. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო უბანში მომხდარი ჩხუბის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკითხა კიდეც. სამართალდამცავებისგან გაიგო, რომ ა----- პ--–------მა დაჭრა ვიღაც ბიჭი, რის შემდეგაც გაიქცა. მომხდარი ფაქტიდან 1 კვირის შემდეგ ,,--------“ ბიცოლამ კითხა, თუ შეძლებდა განსასჯელის სასარგებლოდ მიეცა ჩვენება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-------- ი------მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მისი სახლის წინ შეიკრიბნენ 5-6 ბიჭი, მათ შორის იყო ა-------- გ----------ი და საუბრობდნენ ინტერნეტთან დაკავშირებით. მოწმე წავიდა სიდედრთან. საღამოს დაბრუნებულმა მეზობლისგან გაიგო, რომ ვიღაცამ ა-------- გ----------ი დაჭრა დანით. მოწმემ განმარტა, რომ მის სახლთან ბიჭებს არ უჩხუბიათ, მხოლოდ ისაუბრეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ვ--–------–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2008 წლის ოქტომბერში მუშაობდა თ---–----------------------------------–------------------------------–---–-, რა დროსაც განსახილველ საქმესთან დაკავშირებით 2-ჯერ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც გამოიკითხა გამომძიებლის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- ქ----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ს------–-----------------------------------–-, ს----------–----------–-----------------. 2008 წლის 07 ოქტომბერს ჩაატარა ს-------- ა--------ის და ა-------- გ----------ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ს-------- ა--------ს ქონდა მსუბუქი ხასიათის, არაშემავალი ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ა-------- გ----------ს კი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს დაზიანება.
მოწმე ა-------- გ----------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2008 წლის 01 ოქტომბერს, საღამო საათებში დაუძახა მეზობლად მცხოვრებმა ა----- პ--–------მა და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თავის მეგობარ ი----– ი------–---ის გამო, რადგან ამ უკანასკნელისაგან ა-------- გ----------ს გაყვანილი ქონდა ინტერნეტის ქსელი და ქონდათ უთანხმოება. საუბრისას ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე ხელიც გაარტყეს და დაშორდნენ, ,,--------- (ა----- პ--–------მა) მიაძახა, რომ კიდევ ნახავდა. მეორე დღეს ა-------- გ----------ი 2 დღით წავიდა ნათესავ გ------- ა-------–თან, მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა შერიგებაში დახმარებოდა. მეზობლისგან შეიტყო, რომ აღნიშნული 2 დღის განმავლობაში ,,ა------“ და ი---– ი------–---ი ეძებდნენ, კერძოდ იდგნენ მის სახლთან და ელოდებოდნენ. 5 ოქტომბერს ა-------- გ----------ი შეხვდა მეგობარ ს-------- ა--------ს, რომელთან ერთადაც კვლავ წავიდა გ------- ა-------–თან სახლში, სამივემ ერთად გადაწყვიტეს მისულიყვნენ უბანში - დ---–-------ში, რათა ენახათ ა----- პ--–------ი. ს--------მ მობილური ტელეფონით დაურეკა განსასჯელს და უთხრა, რომ სურდა შეხვედრა და შერიგება. შეთანხმდნენ 1700 საათზე უბანში შეხვედრაზე, ,,--------- უთხრა: ,,დ---–---------- მეორეს და მესამეს შორის დაგელოდები“. მითითებულ ადგილას მისვლისას ა-------- გ----------მა დაინახა, რომ ა----- პ--–------თან და ი---– ი------–---თან ერთად იყო 10-12 ახალგაზრდა ბიჭი. ა-------- გ----------მა სომხურ ენაზე უთხრა ,,--------“ შერიგებულიყვნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ა-------- გ----------მა კი გაშლილი ხელი გაარტყა თავის არეში. დაიწყო ჩხუბი, ვინ ვის ურტყამდა არ ახსოვს, მას ეჩხუბებოდა რამდენიმე პირი, ტანის და თავის არეში ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. გაიგონა ს-------- ა--------ის ხმა - „ა------მ დაგჭრა“, ა-------- გ----------მა ზურგის არეში მოიკიდა ხელი და იგრძნო სისველე, ხელზე კი დაინახა სისხლი. შიშის გამო გაიქცა, უკან მისდევდა ს-------- ა--------ი, რომელსაც მიყვებოდა გ------- ა-------–ი, უკან გახედვისას ასევე დაინახა, რომ ზემოთ ხსენებული პირები დაახლოებით 5-10 მეტრის მანძილზე მისდევდნენ, ესროდნენ ჯოხებსა და ქვებს, თუმცა მალევე შეტრიალდნენ და გაიქცნენ, მათ შორის ა----- პ--–------ი არ დაუნახავს, ეს უკანასკნელი ჩხუბის დაწყების შემდეგ საერთოდ არ ახსოვს. ა-------- გ----------მა, ს-------- ა--------მა და გ------- ა-------–მა დაახლოებით 20 მეტრში გააჩერეს ,,ოპელის“ ფირმის მუქი ფერის ტაქსი და მივიდნენ თ---–----------–-------- საავადმყოფოში. მგზავრობისას გ------- ა-------–მა და ს-------- ა--------მა უთხრეს, რომ მათ კარგად დაინახეს, თუ როგორ დაჭრა ა-------- გ----------ი ,,---------, მანვე მუცლის არეში დაჭრა ს--------. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბის დროს დანა ან სხვა რაიმე ბასრი საგანი არავის ხელში დაუნახავს, ვერ დაინახა ვინ და რა დროს დაჭრა, რადგან არ უგრძვნია დაჭრის მომენტი. ჩხუბის ინიციატორი იყო ა----- პ--–------ი და ის მონაწილეობდა ჩხუბში. ი---– ი------–---ი იგინებოდა და ჩხუბობდა, პირადად მას დაარტყა თუ არა, არ ახსოვს. ინციდენტი გრძელდებოდა დაახლოებთ 10 წუთი. სავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ა----- პ--–------ის სიდედრმა უთხრა, რომ საავადმყოფოში გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებდნენ, თუმცა აღნიშნული არ მომხდარა. ფოტოსურათით ამოიცნო ა----- პ--–------ი და ი---– ი------–---ი.
მოწმე გ------- ა-------–ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2008 წლის 1 ოქტომბერს მასთან მივიდა ცოლის დისშვილი ა-------- გ----------ი და უთხრა, რომ ინტერნეტის გამო უბნელებთან მოუვიდა შეკამათება და ცემეს, მანვე დაასახელა კონკრეტული პირი. 2 დღის განმავლობაში ა-------- გ----------ი დარჩა მასთან, 3 ოქტომბერს კი წავიდა სახლში, თუმცა 5 ოქტომბერს დილის საათებში კვლავ მოვიდა და უთხრა, რომ მეზობლები კვლავ აწუხებდნენ, სთხოვა ჩარეულიყო, კერძოდ ეთხოვა მეზობლებისთვის, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. გ------- ა-------–ი გაყვა ა--------ს და მის მეგობარ ს-------- ა--------ს უბანში. ჭ----–-–---–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდათ დაახლოებით 10-12 ახალგაზრდა პირი, მათ შორის ის ბიჭი, რომელმაც 1 ოქტომბერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-------- გ----------ს. ზემოთ ხსენებულმა პირებმა სომხურ ენაზე დაუწყეს საუბარი ა--------ს და ს--------ს, საუბრის შინაარსი არ ესმოდა, მაგრამ ტონით მიხვდა, რომ კამათობდნენ. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ბიჭმა სახის არეში ხელი გაარტყა ს-------- ა--------ს, მანვე საშუალო ზომის დანა დიდი სისწრაფით მოუქნია ს-------- ა--------ს, ეს უკანასკნელი დარტყმისთანავე ჩაიკეცა, ხოლო ბიჭი, რომელმაც მოუქნია დანა, მივარდა ა-------- გ----------თან და მარჯვენა ხელში მომარჯვებული დანა ჩაარტყა ზურგში. მოწმემ განმარტა, რომ დანარჩენი ბიჭები აგინებდნენ, რამდენიმე მათგანი ურტყამდნენ კიდეც. ა--------მა და ს--------მ მოახერხეს გაქცევა, გ------- ა-------–ი მათ დაედევნა, გზაზე გააჩერეს ტაქსი და სამივენი მივიდნენ ქ. თ---–----------–-------- საავადმყოფოში, სადაც ა--------ს და ს--------ს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. მგზავრობისას ა-------- გ----------მა თქვა - ,,ორივენი დაგვჭრა, ჩემი მეზობლის მეგობარმა ა------მ“, ა--------ი დარწმუნებით საუბრობდა, რის გამოც გ------- ა-------–მა იფიქრა, რომ ა--------ი და ს-------- იცნობდნენ პირს, რომელმაც ისინი დაჭრა. მოწმემ განმარტა, რომ ა--------ი და ს-------- დაჭრა ერთმა ბიჭმა, ვინმე ,,---------, მის გარდა, ჩხუბის მონაწილე სხვა პირის ხელში დანა, ან სხვა რაიმე ბასრი საგანი არ დაუნახავს. ჩხუბი გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მაგრამ როგორც კი ა--------ი და ს-------- დაიჭრნენ, სამივენი გაიქცნენ.
მოწმე კ------ ა---------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2008 წლის 05 ოქტომბერს დღის საათებში გააჩერა ტაქსი ე.წ. ,,დ---–---------“ უბანში არსებულ ჭ----–-–---–-- ქუჩაზე და წავიდა სახლის მიმართულებით, დაახლოებით 10 მეტრში დაინახა რომ 10-15 ახალგაზრდა ბიჭი ჩხუბობდა, მათ შორის ამოიცნო პ-----------–--------------–- მცხოვრები მეზობელი ი----– ი------–---ი, რომელიც იწვა ძირს და იქნევდა ფეხებს, მას თავზე ეხვეოდა რამდენიმე ბიჭი, ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაარჩია, რადგან აქცენტი გადატანილი ქონდა ი----– ი------–---ზე, ეს უკანასკნელი მალევე წამოდგა და განაგრძო ჩხუბი. საღამოს ს-----–--- მ--–-------მა უთხრა, რომ მის შვილს ი----– ი------–---ს ჩხუბი მოუვიდა მეზობელ ა-------- გ----------თან, რომელმაც ჩხუბის დროს დაჭრა ვიღაც. თავის მხრივ, კ------ ა---------მა უთხრა, რომ ჩხუბს შეესწრო, მაგრამ არავის დაჭრის მომენტი ან ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბისას ამოიცნო და კარგად დაინახა ი----– ი------–---ი, რომელსაც ოჯახში და სამეზობლოში ეძახიან ,,ი------“, ასევე ა----- პ--–------ი, რომელიც ეჩხუბებოდა ასევე მის უბნელ ა-------- გ----------ს. ზემოთ ჩამოთვლილი სამი პიროვნების გარდა, ნაცნობი არავინ შეუმჩნევია. ა-------- გ----------ის, ა----- პ--–------ის და ი----– ი------–---ის ხელში დანა ან რაიმე სხვა საგანი არ დაუნახავს.
მოწმე ლ--- ვ------------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: 2008 წლის სექტემბერში ი----– ი------–---ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა უბნელ ა-------- გ----------თან, ინტერნეტთან დაკავშირებით. აღნიშნული საუბარში ჩაერია ი----– ი------–---ის მამა რ------ ი------–---ი, რომელმაც მოსაუბრეებს მოუწოდა არ ენერვიულათ, რადგან ინტერნეტის მიწოდება აღდგებოდა. 2008 წლის 5 ოქტომბერს დაახლოებით 1500 საათზე ლ--- ვ------------ემ ე.წ. ,,დ---–---------“ უბანში არსებულ ჭ----–-–---–-- ქუჩაზე დაინახა საშინელი ქაოსი - დაახლოებით 10-15 ახალგაზრდა ბიჭი ჩხუბებოდა, მათ შორის იყო ი----– ი------–---ი, რომელიც იქნევდა ხელებს და ფეხებს, ასევე იგინებოდა, მის გარშემო იდგა 5-6 უცნობი ბიჭი, რომლებიც ასევე ჩხუბობდნენ, ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაარჩია. ერთი-ორი წუთის ჩხუბის შემდგომ ი----– ი------–---მა მოიქნია ფეხი და წაიქცა გულაღმა, მალევე წამოდგა და განაგრძო ჩხუბი, ის უცნობ ბიჭებს ურტყამდა ფეხებს და აგინებდა, თავის მხრივ ი----– ი------–---ისათვის ხელი არავის დაურტყამს. ლ--- ვ------------ემ ჩხუბისას გაიგონა ყვირილის ხმა - ,,მიდი დაარტყი, მოკალი“, იმავდროულად დაინახა ა----- პ--–------ი, რომელსაც ხელში ეჭირა საშუალო ზომის დანა, ამ დროისათვის მისგან იდგა დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით და კარგად ხედავდა მის ხელში დანას, რომელიც ა----- პ--–------ს აწეული ქონდა მხრის სიმაღლეზე. ლ--- ვ------------ემ დაიწყო ყვირილი, ეძახდა ხალხს, რა დორსაც ა----- პ--–------ი გაქრა თვალთახედვის არედან, ი----– ი------–---ი განაგრძობდა ჩხუბს და გინებას. ჩხუბი დასრულდა ქუჩაში ხალხის გამოსვლის შემდეგ. ლ--- ვ------------ემ მიაკითხა ი----– ი------–---ს სახლში, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, აღნიშნულის შემდეგ ის აღარ უნახავს. ჩხუბი დაახლოებით 10 წუთს გრძელდებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ა----- პ--–------ის ხელში დაინახა მომარჯვებული დანა, თუმცა უშუალოდ დარტყმა არ დაუნახავს. მეორე დღეს მეზობლებისგან გაიგო, რომ ჩხუბში ვიღაც დაიჭრა.
მოწმე ც----- წ-----–-–---–ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: ი----– ი------–---ი არის მეზობელი და სამეზობლოში ეძახიან ,,ი------“. იქვე კ---------------------–- ცხოვრობს ა----- პ--–------ი, რომელსაც სამეზობლოში ეძახიან ,,--------“. ი----– ი------–---თან და ა----- პ--–------თან აქვს ახლო ურთიერთობა და ორივე მათგანი ბოლოს ნახა 2008 წლის 5 ოქტომბერს, დ---–--------- უბანში, ჭ----–-–---–-- ქუჩაზე, სადაც დაინახა, რომ 8-10 ახალგაზრდა ბიჭი, მათ შორის ა-----ი და ი----–ი ხმამაღლა საუბრობდნენ. თავს ცუდად გრძნობდა და მალევე დაბრუნდა სახლში. გვიან ღამით, მეზობელი ბავშვებისგან გაიგო, რომ ჭ----–-–---–-- ქუჩაზე ჩხუბის შედეგად დაიჭრა ვიღაც, ხოლო ა----- პ--–------ი და ი----– ი------–---ი გაქცეულები იყვნენ.
მოწმე ა---- მ--------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: ა----- პ--–------ი არის მისი სიძე. 2008 წლის 6-7 ოქტომბერს გაიგო, რომ მისმა სიძემ დ---–--------- უბანში მეზობელთან იჩხუბა, ქალიშვილმა კი უთხრა, რომ მომხდარი ჩხუბის გამო ა-----ი სახლიდან წავიდა, სად მათთვის უცნობია. რამდენიმე დღეში ა---- მ--------მა გაიგო, რომ ა----- პ--–------მა იჩხუბა თავისივე უბნელ ა-------- გ----------თან, მის მეგობარ ი---- ი------–---სა და ა-------- გ----------ს შორის არსებული კონფლიქტის გამო, რაც ეხებოდა ინტერნეტის ქსელს. ხალხი საუბრობდა, რომ ჩხუბში ა----- პ--–------მა დანით დაჭრა ა-------- გ----------ი, შესაბამისად ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში ა---- მ--------ი მივიდა ა-------- გ----------თან და მოიკითხა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოწმე ა--–--- პ--–------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად: ა----- პ--–------ი არის მისი შვილი. შემთხვევის დროს იმყოფებოდა სომხეთში, თბილისში ჩამოვიდა 26 ოქტომბერს, რა დროსაც ა-----ი სახლში არ დახვდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
საბრალდებო დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე, დადასტურებულია საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ:
- 2008 წლის 5 ოქტომბრის ელ-სმენით შეტყობინების ოქმის თანახმად, მეტრო ი---თან უცნობებმა დანით დაჭრეს ა-------- გ----------ი და ს------- ა--------ი.
- 2008 წლის 5 ოქტომბრის ცნობის თანახმად, ა-------- გ----------ს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში.
- 2008 წლის 5 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-------------–--------------–-------- წინ, წარმოადგენს გზის სავალ ნაწილს და არის მიწიანი და ქვიანი.
- 2008 წლის 5 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ს-------- ა--------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, რომელსაც მიადგა ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანი.
- 2008 წლის 6 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ა-------- გ----------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, რომელსაც მიადგა ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანი.
- 2008 წლის 6 ოქტომბრის რეგისტრაციის N--–-------–-ს დათვალიერების ოქმის თანახმად, 5-------------- გაკეთებულია ჩანაწერი, როლის თანახმადაც 5 ოქტომბერს 1530 საათზე ფიქსირდება პაციენტი - ა-------- გ----------ი, დიაგნოზით: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის არეში. 57-ე გვერდის მე-2 გვერდზე ფიქსირდება ჩანაწერი, როლის თანახმადაც 5 ოქტომბერს 1530 საათზე ფიქსირდება პაციენტი - ს-------- ა--------ი, დიაგნოზით: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის არეში.
- სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო რუქა N-----ის თანახმად, პაციენტ ა-------- გ----------ს 2018 წლის 5 ოქტომბერს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი.
- სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო რუქა N------- თანახმად, პაციენტ ს-------- ა--------ს 2018 წლის 5 ოქტომბერს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: არაშემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მახვილისებური მორჩის მიდამოში.
- 2008 წლის 10 ოქტომბრის პატაკის თანახმად, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ა-------- გ----------ი და ს-------- ა--------ი არ დაუჭრია ე------------------ და ისინი დაჭრა ა----- პ--–------მა, რომელიც არის ჩხუბის მონაწილე და ი----– ი------–---ის მეგობარი.
- 2008 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-------- გ----------მა ამოიცნო მისი უბნელი, ზედმეტ სახელად ,,ა------“. ამომცნობმა განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილ პირთან 2008 წლის 1 ოქტომბერს ინტერნეტ ქსელის გამო მოუვიდა ჩხუბი, რომელსაც ასევე შეხვდა 2008 წლის 5 ოქტომბერს ე.წ. ,,დ---–---------“ უბანში. ,,--------“ ახლდა მეგობარი ი----–ი და უცნობი პირები, თავად ა-------- გ----------ს კი ახლდნენ მეგობრები - გ------- ა-------–ი და ს-------- ა--------ი. შეხვედრისას ,,--------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ვერ მოითმინა და გაარტყა ხელი სახის არეში, აღნიშნულს კი მოყვა ჩხუბი, რა დროსაც გაიგონა ს-------- ა--------ის ყვირილ - ,,,,--------- დაგჭრა“, იმავდროულად ა-------- გ----------მა ზურგის არეში იგრძნო სისველე და დაინახა სისხლი.
- 2008 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-------- გ----------მა ამოიცნო მისი უბნელი ,,ი---–ა“, რომლისგანაც მას გაყვანილი ქონდა ინტერნეტი. 2008 წლის 5 ოქტომბერს მომხდარი ჩხუბის დროს რას აკეთებდა ამოცნობილი პირი არ დაუნახავს.
- 2008 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-------- ა--------მა ამოიცნო ზედმეტ სახელად ,,ა------“. ამომცნობმა კატეგორიულად განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილმა პირმა 2008 წლის 5 ოქტომბერს ე.წ. ,,დ---–---------“ უბანში მომხდარი ჩხუბისას დანა დაარტყა მუცლისა არეში, რის შემდეგაც მიუახლოვდა მის მეგობარ ა-------- გ----------ს და დანა დაარტყა ზურგში.
- 2008 წლის 17 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ს-------- ა--------მა ამოიცნო ზედმეტ სახელად ,,ი---–ა“. ამომცნობმა განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი 2008 წლის 5 ოქტომბერს მონაწილეობდა ე.წ. ,,დ---–---------“ უბანში მომხდარი ჩხუბში.
- 2008 წლის 27 ოქტომბრის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად: მოქ. ს-------- ა--------ი არსებული ტრავმის გამო იტარებდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,თ----------------------- კლინიკაში 2008 წლის 5 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით. კლ. დიაგნოზი: არაშემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილსებური მორჩის მიდამოში. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
- 2008 წლის 27 ოქტომბრის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად: მოქ. ა-------- გ----------ი არსებული ტრავმის გამო მოთავსებულ იქნა შპს ,,თ----------------------- კლინიკაში 2008 წლის 5 ოქტომბერს და აგრძელებს მკურნალობას დიაგნოზით: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
- 2008 წლის 16 ოქტომბრის ს----------–----–--------------------------–----------------------------------–--- დასკვნის თანახმად: ს. ა--------ის სისხლის მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. ა. გ----------ის სისხლი მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. ს. ა--------ის მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს. ა. გ----------ის ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Аβ/II/ ჯგუფს.
- 2008 წლის 5 ნოემბრის ს----------–----–--------------------------–----------------------------------–--- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილი ა-------- გ----------ის ჯემპრის და ს-------- ა--------ის მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს ცალპირლესულა დანა.
ა-------- გ----------ის ჯემპრის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება, თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N7-------ში მითითებულ ა-------- გ----------ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
ს-------- ა--------ის მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება, თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N7-------ში მითითებულ ა-------- გ----------ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
- ს----------–----–----------------–----------------------–-–-----------------–---------------------------------------–---------–---------------------–--------–---------------------–-------------- ი. ქ-----–---–ის წერილისა და თანდართული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე ა----- პ--–------ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთის ფაქტი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის მიხედვით უფიქსირდება სგპ ,,ს------–---“ გავლით.
- ს-----------–----–------------------ ლ. ქ--------ს წერილის თანახმად კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით საქართველოს მოქალაქის ა----- პ--–------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ბოლო ფაქტი საკონტროლო-გამტარი პუნქტის გავლით 2011 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია სსკგ ,,ს------–---“ გავლით, წერილზე თანდართული დოკუმენტის თანახმად, ბოლო გასვლა უფიქსირდება 2008 წლის 6 ოქტომბერს.
- 2008 წლის 6 ნოემბრის ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილების თანახმად, ძებნა გამოცხადდა ა----- პ--–------ის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო არ იზიარებს განასასჯელ ა----- პ--–------ის ადვოკატის მოთხოვნას განსასჯელის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ თითქოსდა საქმეში არ არსებობს საკმარისი, სარწმუნო მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძვლები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, რადგან მოწმეებმა ეჭვგარეშე და კატეგორიულად დაადასტურეს, რომ 2008 წლის 5 ოქტომბერს სწორედ ა----- პ--–------მა მიაყენა დაზიანებები დაზარალებულებს, კერძოდ:
მოწმეთა უმრავლესობამ დაადასტურა ი----– ი------–---სა და ა-------- გ----------ს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ, რაც მომდინარეობდა მათი საერთო ინტერნეტის ქსელის მიწოდების შეფერხებით. ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ ამ მიზეზით ა-------- გ----------თან უთანხმოება ქონდა ასევე ი----– ი------–---ის მეგობარ ა----- პ--–------ს. სწორედ ამ კონფლიქტის ფარგლებში 2008 წლის 5 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ, ერთის მხრივ - ა-------- გ----------ი, ს-------- ა--------ი და გ------- ა-------–ი და მეორეს მხრივ - ა----- პ--–------ი, ი----– ი------–---ი და 10-12 პირი.
დაზარალებულმა ს-------- ა--------მა დაადასტურა, რომ 2008 წლის 5 ოქტომბერს ა-------- გ----------ის თხოვნით გაყვა უბანში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, მათთან ერთად იყო გ------- ა-------–ი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს 10-15 კაცი. შემხვედრებმა რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და დაიწყეს ჩხუბი. ს-------- ა--------ს ჯერ ვიღაცის ხელი მოხვდა, შემდეგ კი ა----- პ--–------მა, იგივე - ,,--------- მოუქნია დანა და დაარტყა გულის მხარეს. მანვე, ზურგში ჩაარტყა დანა ა-------- გ----------ს. აღნიშნულის შემდეგ ს-------- ა--------ი, ა-------- გ----------ი და გ------- ა-------–ი გაიქცნენ, ჩასხდნენ ტაქსში და მივიდნენ საავადმყოფოში. მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ მან დაინახა, როგორ მოიქნია დანა ა----- პ--–------მა და დაუსვა გულის მხარეს, რის შემდეგაც განსასჯელმა დანა დაარტყა ა-------- გ----------ს უკნიდან - ზურგში. მანვე განმარტა, რომ ჩხუბის დროს მხოლოდ ა----- პ--–------ს ქონდა დანა.
დაზარალებულმა ა-------- გ----------მა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს ა----- პ--–------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თავის მეგობარ ი---– ი------–---ის გამო, რომლისგანაც ა-------- გ----------ს გაყვანილი ქონდა ინტერნეტის ქსელი და ქონდათ უთანხმოება. დაშორებისას ,,--------- მიაძახა, რომ კიდევ ნახავდა. 5 ოქტომბერს ა-------- გ----------ი, ს-------- ა--------ი და გ------- ა-------–ი მივიდნენ უბანში - დ---–-------ში, რათა ენახათ ა----- პ--–------ი შერიგების მიზნით. ა----- პ--–------ი და ი---– ი------–---ი იყვნენ 10-12 ახალგაზრდა ბიჭთან ერთად. ა-------- გ----------მა სომხურ ენაზე უთხრა ,,--------“ შერიგებულიყვნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მან გაშლილი ხელი გაარტყა თავში. დაიწყო ჩხუბი, ვინ ვის ურტყამდა არ ახსოვს, კონკრეტულად რას აკეთებდნენ ა----- პ--–------ი და ი---– ი------–---ი არ დაუნახავს, თუმცა გაიგონა ს-------- ა--------ის ხმა - „ა------მ დაგჭრა“. ა-------- გ----------მა ზურგის არეში მოიკიდა ხელი და იგრძნო სისველე, ხელზე კი დაინახა სისხლი. საავადმყოფოსკენ მგზავრობისას გ------- ა-------–მა და ს-------- ა--------მა უთხრეს, რომ მათ კარგად დაინახეს, თუ როგორ დაჭრა ა-------- გ----------ი ,,---------, რომელმაც ასევე მუცლის არეში დაჭრა ს--------.
ასევე ჩხუბში მონაწილე გ------- ა-------–ის ჩვენების თანახმად, 2008 წლის 5 ოქტომბერს დილის საათებში ანერვიულებულმა ა-------- გ----------მა უთხრა, რომ მეზობლები აწუხებდნენ, ასევე სთხოვა ჩარეულიყო, კერძოდ ეთხოვა მეზობლებისთვის, რომ მისთვის თავი დაენებებინათ. ჭ----–-–---–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-------- გ----------ს, ს-------- ა--------ს და გ------- ა-------–ს დახვდა დაახლოებით 10-12 ახალგაზრდა პირი, მათ შორის ის ბიჭი, რომელმაც 1 ოქტომბერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-------- გ----------ს. ერთ-ერთმა ბიჭმა სახის არეში ხელი გაარტყა ს-------- ა--------ს, მასვე ხელში ეკავა საშუალო ზომის დანა, რომელიც დიდი სისწრაფით მოიქნია ს-------- ა--------ის მიმართულებთ, დარტყმისთანავე ეს უკანასკნელი ჩაიკეცა, ხოლო ბიჭი, რომელმაც მოუქნია დანა, მივარდა ა-------- გ----------ს და მარჯვენა ხელში მომარჯვებული დანა ჩაარტყა ზურგში. გ------- ა-------–მა ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო ა----- პ--–------ი. ამასთან განმარტა, რომ ვინმე ,,--------“ გარდა ჩხუბის სხვა მონაწილე პირის ხელში დანა, ან სხვა რაიმე ბასრი საგანი არ დაუნახავს და ა--------იც და ს--------ც დაჭრა სწორედ ამ პიროვნებამ.
ასევე, მოწმე ლ--- ვ------------ე ჩვენებებში განმარტავს, რომ 2008 წლის სექტემბერში ი----– ი------–---ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა უბნელ ა-------- გ----------თან ინტერნეტის ქსელის გათიშვის გამო. 2008 წლის 5 ოქტომბერს დაახლოებით 1500 კი ჭ----–-–---–-- ქუჩაზე დაინახა საშინელი ქაოსი - დაახლოებით 10-15 ახალგაზრდა ბიჭი ჩხუბებოდა, მათ შორის იყო ი----– ი------–---ი, დაინახა ასევე ა----- პ--–------ი, რომელსაც ხელში ეჭირა საშუალო ზომის დანა. მოწმე განსასჯელისგან იდგა დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით და კარგად ხედავდა მის ხელში დანას, რომელიც ა----- პ--–------ს აწეული ქონდა მხრის სიმაღლეზე. მოწმე კატეგორიულად განმარტავს, რომ ა----- პ--–------ს დანა მომარჯვებული ქონდა, თუმცა უშუალოდ დარტყმის მომენტი არ დაუნახავს.
მოწმე კ------ ა---------ა მის მიერ მიცემულ ჩვენებებში განმარტავს, რომ 2008 წლის 5 ოქტომბერს დღის საათებში ჭ----–-–---–-- ქუჩაზე დაინახა 10-15 ახალგაზრდა ბიჭის ჩხუბი, მათ შორის ამოიცნო და კარგად დაინახა ი----– ი------–---ი, რომელსაც ოჯახში და სამეზობლოში ეძახიან ,,ი------“, ასევე ა----- პ--–------ი, რომელიც ეჩხუბებოდა ასევე მის უბნელ ა-------- გ----------ს. ი----– ი------–---სა და ა-------- გ----------ს შორის ჩხუბს მანამდე არასდროს შესწრებია, თუმცა იცის, რომ ,,ი------“ და ა--------ს ქონდათ საერთო ინტერნეტის ქსელი, რის გამოც რამდენჯერმე ერთმანეთში მოუვიდათ კამათი.
ჩხუბის შედეგად ს-------- ა--------ის და ა-------- გ----------ის მიერ დაზიანებების მიღების ფაქტი დადასტურებულია ასევე 2008 წლის 27 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა თანახმადაც: 1. ს-------- ა--------ის კლ. დიაგნოზია: არაშემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილსებური მორჩის მიდამოში. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით; 2. ა-------- გ----------ის კლ.დიაგნოზია: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
გარდა ამისა, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-------- გ----------მა და ს-------- ა--------მა ამოიცნეს ა----- პ--–------ი, ამოცნობისას ა-------- გ----------მა განმარტა, რომ 2008 წლის 5 ოქტომბერს ჩხუბისას გაიგონა ს-------- ა--------ის ყვირილი - ,,--------- დაგჭრა“, იმავდროულად ა-------- გ----------მა ზურგის არეში იგრძნო სისველე და დაინახა სისხლი, ხოლო ს-------- ა--------მა კატეგორიულად განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილმა პირმა 2008 წლის 5 ოქტომბერს ე.წ. ,,დ---–---------“ უბანში მომხდარი ჩხუბისას ჯერ მას დაარტყა დანა მუცლის არეში, შემდეგ კი ა-------- გ----------ს ზურგში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება რეალურად მომხდარი ფაქტი, კერძოდ ის გარემოება, რომ სწორედ ა----- პ--–------მა მიაყენა დანით დაზიანებები დაზარალებულებს. აღნიშნული მოსაზრება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ემსახურება განსასჯელისათვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2008 წლის 5 ოქტომბერს დაახლოებით 1500 საათზე ა----- პ--–------მა მოკვლის განზრახვით ს-------- ა--------ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, რის შედეგად მიაყენა არაშემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილისებური მორჩის მიდამოში. მანვე, ა-------- გ----------ს მოკვლის განზრახვით, ზურგის არეში ჩაარტყა მომარჯვებული დანა და გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი პლევრის ღრუში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა.
დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. განზრახ მკვლელობა უნდა იქნას გამიჯნული სხვა დანაშაულისაგან. შელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე მკვლელობის კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, კონფლიქტის სხვადასხვა მხარის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან მის დამთავრებამდე და შემდგომ.
განსახილველ შემთხვევაში არაერთმა ფაქტის შემსწრე პირმა დაადასტურა, რომ ა----- პ--–------ს ქონდა დანა და მან მიყენა ჭრილობები ს-------- ა--------ს და ა-------- გ----------ს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას განსასჯელის უდანაშაულობისა და გამართლების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის მიერ საერთოდ არ იქნა გაჟღერებული კვალიფიკაციის საკითხი და დაცვის მხარემ სრულად გამორიცხა განსასჯელის მკვლელობის მცდელობასთან რაიმე სახით შემხებლობა თითოეულ დაზარალებულთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული ჩხუბის შედეგად მართალია, დაზარალებულ ა-------- გ----------ს აღენიშნებოდა მძიმე ხარისხს, სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, ხოლო დაზარალებულ ს-------- ა--------ს აღენიშნებოდა არაშემავალი მსუბუქი ხარისხის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილსებური მორჩის მიდამოში, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ განსასჯელმა ჩაიდინა 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია დამნაშავის განზრახვის დადგენა, კერძოდ ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის დადასტურება და შესაბამისად, ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც დაპირისპირების შედეგად ერთი მხარის 2 წარმომადგენლიდან, ერთი იღებს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებას, ხოლო მეორე მსუბუქი ხარისხის დაზიანებას. ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციის დადგენის შესაძლებლობას იძლევა დამნაშავის და დაზარალებულების ურთიერთდამოკიდებულება კონკრეტულ ქმედებამდე, დაზიანებების მიყენების მომენტში და შემდგომ, მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაზიანების ლოკაცია, დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩხუბის დროს დანა ქონდა მხოლოდ განსასჯელს, რომელმაც სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო ადგილას - გულმკერდის არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა ს-------- ა--------ს, ქაოტური ჩხუბის დროს კი დამნაშავის ქმედება - გულმკერდის მიდამოში დანის მოქნევა მიუთითებს როგორც მინიმუმ სიცოცხლის მოსპობის დაშვებაზე ან გულგრილ დამოკიდებულებაზე, თუ არა სურვილზე, სიცოცხლე მოუსპოს მსხვერპლს. მითუფრო თუ გავითვალისწინებთ ა----- პ--–------ის ქმედებას ს-------- ა--------ის დაჭრის შემდგომ, კერძოდ ამ უკანასკნელისათვის გულმკერდის არეში დანის მოქნევის და დაზიანების მიყენების შემდგომ, ის უმალვე შეტრიალდა ა-------- გ----------ისკენ და მომარჯვებული დანა ჩაარტყა ზურგის მხრიდან და მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში. ხოლო უშუალოდ ინციდენტს რომ წინ უსწრებდა მხარეებს შორის კონფლიქტი და უთანხმოება, ასევე, ის ფაქტი, რომ გასასჯელი წინა დღეებში ,,საქმის გასარჩევად’’ ელოდებოდა დაზარალებულს, ცალსახად მიუთითებს განსასჯელის მხრიდან შურისძიების განზრახვაზე.
შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი განსასჯელის მიერ რომელიმე დაზარალებულის მიმართ მხოლოდ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების სურვილის შესახებ.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა----- პ--–------მა ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ნორმის სანქციის ფარგლებში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 16-20 წლამდე ვადით, ან უვადოდ.
სასჯელის დანიშნვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის წარსულ ცხოვრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსასჯელ ა----- პ--–------ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. შესაბამისად, მისი პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, ა----- პ--–------ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 48-ე, 495-ე, 498-ე, 503-ე, 506-ე, 509-ე, 512-ე და 523-ე მუხლებით (ძვ.რედ.), 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----- პ--–------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18(თვრამეტი) წლის ვადით.
2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ა----- პ--–------ს გაუნახევრდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა----- პ--–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.
ა----- პ--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
ა----- პ--–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შავი ფერის ჯემპრი, თეთრი ფერის მაისური, 2018 წლის 7 ოქტომბერს თ---–----------–-------- საავადმყოფოში დაზარალებულების - ს-------- ა--------ის და ა-------- გ----------ისგან აღებული სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსარულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე