განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/8---18
გამოძიების N0-----------
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - დავით აბაშიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ--------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ-------------–-–---–-, ნ----------–---–-, ზ----------------–---–-, ი-----------–---
ბრალდებული ხ---- ს---–-----–--ე
მამის სახელი: ჯ--------
დაბადების თარიღი: 2---------წ.
პირადი ნომერი: 0----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქ. ზესტაფონი, დ------–-----–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი
ბრალდებული ა------ ბ--------–---–ი
მამის სახელი: მ-–-
დაბადების თარიღი: 0---------წ.
პირადი ნომერი: 1----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქ. ზესტაფონი, ჩ---–---- ქუჩა N9--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი
ბრალდებული თ------ კ-----–--ე
მამის სახელი: დ------
დაბადების თარიღი: 1---------
პირადი ნომერი: 1----------
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქ. ზესტაფონი, კ--------- ქუჩა N2-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი
ბრალდებული მ--–---- ბ--------–---–ი
მამის სახელი: ა---------–-
დაბადების თარიღი: 0---------
პირადი ნომერი: 1----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: უმაღლესი
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქ. ზესტაფონი, გ-------------- ქუჩა N6--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერი-–--ბით - სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 ბრალდებულებს ხ---- ს---–-----–--ეს, მ--–---- ბ--------–---–ს, ა------ ბ--------–---–ს, თ------ კ-----–--ეს წარედგინათ ბრალდება, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით- ქურდული სამყაროს წევრობა.
სასამართლომ დაადგინა:
1.2. ბრალდებულები მ--–---- ბ--------–---–ი, (ზედმეტ სახელად ,,ბ--------“), ხ---- ს---–-----–--ე და თ------ კ-----–--ე არიან ქალაქ ზესტაფონის მაცხოვრებლები, ისინი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ ერთმანეთთან მეგობრული კავშირი და თავისი ქმედებებით გამოხატავდნენ მ---დყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის. 20-8 წლის მაისის თვის მეორე ნახევარში ბრალდებულები დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ბრალდებულ ხ---- ს---–-----–--ის ძმის კანონიერი ქურდის ფ-------- ს---–-----–--ის (ზედმეტსახელად ,,პ-–---ს“) სახელის გამოყენებით შეთანხმდნენ, ზემოქმედების მოხდენით ქ.ზესტაფონში, ზ--------–--ს ქუჩის N2-ში მდებარე ,,ა---–-----------–-“ კაფე ბარის მეპატრონე მეწარმე გ------- ჯ----–---–ზე და ქურდული წესების შესაბამისად, ამ უკანასკნელს მიეღო მათი მფარველობა სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, ბრალდებულები პირდებოდნენ, მათი მხრიდან ზეგავლენის მიღებისათვის მფარველობას, რითაც, მას მიეცემოდა შესაძლებლობა უსაფრთხოთ განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა. რის სანაცვლოდაც, გ------- ჯ----–---–ს კომერციული მოგებიდან 30%-ანი წილი უნდა დაეთმო მათთვის და კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ოჯახისა და მისი ახლობლებისათვის.
1.3. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულერების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ქურდული სამყაროს წევრების მხრიდან მზადდებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენა, მიუხედავად ამისა, მან არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც, ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით(2018 წლის 17 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება-დანაშაულის შეუტყობინებლობა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულებმა ხ---- ს---–-----–--ემ, მ--–---- ბ--------–---–მა, თ------ კ-----–--ემ, ჩაიდინეს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედება, რაც ბრალდებულების მიერ გამოხატული იქნა წინასწარი განზრახვით აქტიური მოქმედებაში, ხოლო ბრალდებულმა ა------ ბ--------–---–მა ჩაიდინა, სსკ-ის 376-ე მუხლით(დანაშაულის შეუტყობინებლობა) გათვალისწინებული განზრახი ქმედება.
3. აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
3.1 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
3.2. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო საქმეში არსებული, 20-8 წლის 22 მაისს დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის მიერ შედგენილი განცხადება, რომლის ადრესატიც იყო შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბ---- ა-------–---–ი, განცხადებაში მითითებულია, რომ იგი ექვსი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, საფრანგეთსა და ბელგიაში, სადაც მუშაობდა პატიოსნად, დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და ვინაიდან მას ჰქონდა მცირე კაპიტალი დაგროვებული, უნდოდა, რომ წამოეწყო ბიზნესი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძამისი - დედის ძმა, რ---------------ე აპირებდა ქ. ზესტაფონში, ზ--------–--ს ქუჩა №2-ში მდებარე მისი კუთვნილი 190 კვადრატული მეტრის კომერციული ფართის გაყიდვას და ამ ფართის რეალიზაციის შედეგად აღებული თანხით ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართის ყიდვას. განმცხადებლის განმარტებით, ბიძამისს შესთავაზა აღნიშნული ფართის გადაცვლა ქ. თბილისში მისი საცხოვრებელი სახლის ერთ სართულში, რაზეც ის დათანხმდა და მან ოფიციალურად გადაიფორმა ბიძამისისგან ქ. ზესტაფონში ზ--------–--ს ქუჩა №2-ში მდებარე კომერციული ფართი, აღნიშნულ ფართში გადაწყვიტა, რომ გაეხსნა დღის ა---–-----------–- ბარი და დაიწყო ფართის რემონტი, რომელიც უფრო აქტიურად მიმდინარეობდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, მიუთითებს, რომ მითითებული კომერციული ფართი მოიცავს სამსართულიანი შენობის პირველი სართულის ნაწილს, რომლის გვერდითაც, იმავე ფართში მდებარეობს ავეჯის საამქრო. აღნიშნულ საამქროში გ------- ჯ----–---–ი ხშირად ხედავდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც მას გაეცნო, როგორც თ------ კ-----–--ე და ურთიერთობის შემდეგ შევიდა მასთან ნდობაში. თ------ კ-----–--ემ ერთი თვის წინ დაპატიჟა რესტორანში მის სამეგობროსთან ერთად, რაზეც დათანხმდა და საღამოს საათებში მივიდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც დახვდა თ------ კ-----–--ე თავის ორ მეგობართან ერთად. მათ ბევრი არ დაულევიათ, ხოლო სუფრის ბოლოს თ------ კ-----–--ემ უთხრა, რომ გარკვეული პერიოდი აკვირდებოდა და აინტერესებდა თუ რა გაგების ადამიანი იყო ის, ხოლო ამის შემდეგ წამოუწყო კანონიერ ქურდებზე საუბარი და უთხრა, რომ ის კანონიერი ქურდების გვერდით უნდა დამდგარიყო ყველანაირად, ასევე, უთხრა, რომ ზესტაფონში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლების უკანაც ქურდები დგანან მისი კომერციული ობიექტის მიმართ ინტერესი ქონდათ და მიაკითხავენ მას, ასევე, თ------ კ-----–--ემ შესთავაზა და უთხრა, რომ ის დაულაგებდა მათთან ურთიერთობას, რაზეც მან უარი უთხრა. აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ თავის ნაცნობთან ზ----------------ესთან ერთად მიდიოდა თავისი შვილის საფლავზე, რა დროსაც, ზ----------------ეს ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს რომ რესტორანში ეპატიჟებოდნენ მას და ზ----------------ეს. ისინი ორივენი დაახლოებით 17:00 საათისთვის მივიდნენ ქ.ზესტაფონში, კ---–----ს დასახლებაში არსებულ რესტორანში და შევიდნენ ერთ-ერთ კუპეში, სადაც სუფრასთან იჯდა ოთხი პიროვნება, მათგან ერთ-ერთმა უთხრა, რომ გვერდით დაჯდომოდა, რაზეც ის დათანხმდა და დაუჯდა აღნიშნულ პიროვნებას გვერდით. მითითებული პიროვნება მას გაეცნო, როგორც მ--–----ი მ-------ე, მეტსახელად „ფ-–-----,“ რომელმაც უთხრა, რომ იყო კრიმინალური ავტორიტეტის შ----- მ-------ის ძმა, რომელიც მისი განმარტებით, მალე გახდებოდა კანონიერი ქურდი და რასაც ის ეტყოდა მას ფაქტობრივად იყო მისი ქურდ ძმასთან და ასევე უკვე კანონიერ ქურდ რ--------------–---–თან, მეტსახელად „პ-–--სთან“ შეთანხმებული. მ--–---- მ-------ემ საუბრისას უთხრა, რომ მას და მის უკან მდგომ ხალხს გარკვეული ინტერესი ქონდათ მისი ობიექტის მიმართ და ცოტახანში ყველაფერს ეტყოდნენ და ისინი დაალაგებდნენ ყველა სახის ურთიერთობებს მისი ობიექტის მუშაობასთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად გულისხმობდა მისი საქმიდან სრულ ჩამოშორებას, მათთვის გარკვეული წილის მიცემას ან გარკვეული ოდენობის თანხის სისტემატიურ გადახდას, უფრო კონკრეტულს კი რას ითხოვდნენ ისინი ცოტა ხანში გაიგებდა. განცხადებაში მითითებულია, რომ მან ოთხი დღის წინ ოფიციალურად გახსნა ბარი. იმავე დღეს გვიან ღამით, დაახლოებით 22:00 საათისათვის სხვა თანამშრომლებთან ერთად მის ობიექტში შევიდა აღნიშნული ფართის მეწილე გ-------------–--ე მეტსახელად „ი----“, რომელმაც მას დაუწყო საუბარი, რომ მას ძალიან ბევრი ახლობელი კანონიერი ქურდი ჰყავდა და მეგობრობდა მათთან, მანვე უთხრა, რომ ის და მისი მეწილე პ--------------------ი მისი ფართით დაინტერესებულნი იყვნენ, ასევე საჭირო ხალხიც საქმის კურსში იყვნენ და დანარჩენზე კი კონკრეტულად სხვები დაელაპარაკებოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაში განმარტებულია, რომ კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების უკან მდგარი დასახელებული პირების მხრიდან ადგილი აქვს მის მიმართ უკანონო ქმედებებს. მითითებული პირები კი წარმოადგენენ ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებს, რის გამოც, გ------- ჯ----–---–ი ითხოვდა განცხადებაში, რომ მათ მიმართ გატარებულიყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და მას მისცემოდა საშუალება უსაფრთხოდ განეგრძო კანონიერი სამეწარმეო საქმიანობა.
3.3. საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა გ------- ჯ----–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, ამჟამად, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ზესტაფონში, 20-1 წლიდან იმყოფებოდა უცხოეთში, საიდანაც ჩამოვიდა დაახლოებით სამი წლის წინ, განმარტავს, რომ ქალაქ ზესტაფონში მის ბიძას ზ--------–--ს ქუჩა N2-ში გასაყიდად ჰქონდა ფართი, რომლის ნაწილიც მიჰყიდა გ-------------–--ეს, ზედმეტ სახელად „ი----“-ს, რომელმაც აღნიშნული ფართი შეიძინა თავის ბიზნეს პარტნიორთან ერთად, ხოლო ფართის მეორე ნაწილზე, ბიძამ უთხრა, რომ ავიწროებდნენ და თუ შეეძლო მას შეესყიდა იგი, გადაწყვიტა აღნიშნული ფართის შეძენა და ქალაქ თბილისში არსებული მისი საცხოვრებელი სახლის ერთი სართული გაუცვალა მას ამ ფართში, თავიდან აღნიშნული ფართი უნდოდა საცხოვრებლად, მაგრამ ოჯახს შემოსავალი არ ჰქონდა, რის გამოც, გადაწყვიტა ქირით გადასულიყო საცხოვრებლად და აღნიშნული ფართი გამოეყენებინა კომერციული საქმიანობისათვის, ურჩიეს, რომ გაეხსნა კაფე-ბარი, რადგან კარგად იმუშავებდა და ექნებოდა შემოსავალი, 20-8 წელს დარეგისტრირდა ინდ მეწარმედ და გახსნა კაფე-ბარი, განმარტავს, რომ მას არასოდეს ოფიციალურ სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობა არ ჰქონია, 20-0 წელს ჰქონდა ხმის ჩამწერი სტუდია და დაკვეთებს ღებულობდა, როგორც კერძო პირებისგან ისე სახელმწიფოსგან, გარდა აღნიშნულისა სხვა სახის ურთიერთობა სახელმწიფოსთან არასოდეს არ ჰქონია, განმარტავს, რომ დაიწყო კაფე-ბარის გახსნისათვის ფართის რემონტი, ნახა, რომ ამ საქმეს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა, რის გამოც, დაიხმარა სხვა პიროვნებებიც და მათთან ერთად დაიწყო რემონტის გაკეთება, ამ დროს მის მეზობლად არსებულ ფართში, გ-------------–--ესთან მუშაობდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რადგანაც მომავალში უნდა ყოფილიყვნენ მეზობლები, ისინი თვითონ მივიდნენ მასთან და უთხრეს, თუ რაიმეში დასჭირდებოდა მათი დახმარება შეეძლო ეთქვა მათთვის და დაეხმარებოდნენ. დაზარალებულის განმარტებით, ისინი ასეც იქნეოდნენ და გარკვეულ სამუშაოებში ეხმარებოდნენ, დაზარალებულის განმარტებით ამ დროს გარკვეულმა პიროვნებებმა მოინდომეს მუხანათურად ჩაეგდოთ ხელში მისი ფართი, თავიდან მოითხოვდნენ გარკვეულ პროცენტებს და იქვე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ თ------ კ-----–--ისაგან, რომელიც მეგობრობდა მასთან, რომელმაც გააცნო მისი ოჯახის წევრებიც და დაპატიჟა რესტორანში, ყოველივე ეს ყოფილა გათამაშება, იმის გამო, რომ ხელში ჩაეგდო მისი ქონება. დაზარალებულის განმარტებით მიიჩნევს, რომ თ------ კ-----–--ე მუშაობდა სხვისი დაკვეთით, მას ამ საკითხზე კონფრონტაცია, ძალიან სწრაფად მოუხდა თ------ კ-----–--ესთან, მათ შორის წარმოშობილი პატარა კონფლიქტის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მის მიმართ გამოიჩინა მეტი ყურადღება, მივიდა მასთან მის უფროსთან, ვინმე პ--------------------თან ერთად და დაჰპირდნენ დახმარებას ფართში ელექტროდენი შეყვანასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ, მეორე დღეს, თ------ კ-----–--ე თბილად შეხვდა მას, ხშირად შედიოდა მასთან ბარში, ერთხელაც დაპატიჟა რესტორანში, ხოლო, რესტორანში ყოფნის დროს ,,აუშარდა“ მას, სანამ რესტორანში მივიდოდნენ გზაში დაუწყო საუბარი ქურდების შესახებ, ეკითხებოდა თუ როგორი განწყობილი იყო იგი ქურდების მიმართ და დაუდგებოდა თუ არა მათ გვერდით, ამაზე თ------ კ-----–--ეს უპასუხა, რომ „მშრომელი ხალხი ვართ, რა გვინდა ქურდებთან-თქო“, შემდეგ დაიშალნენ, მეორე დღეს, მივიდა მის მეზობლად არსებულ თ------ კ-----–--ის ცეხში, სადაც მოიკითხა თუ ვინ იყო იგი, უთხრეს მას, რომ მორიდებოდა ამ უკანასკნელს, რადგან ის თანამშრომლობდა პოლიციასთან და „რამე არ გაგიჩალიჩოსო“, მას არ მოეწონა ასეთი შეფასება და ერიდებოდა თ------ კ-----–--ესთან ურთიერთობას. დაზარალებულის განმარტებით, თ------ კ-----–--ესთან ერთად რესტორანში ყოფნის დროს, ამ უკანასკნელმა მას გააცნო ერთი პიროვნება და უთხრა, რომ იყო პარკეტის სპეციალისტი, რომელსაც ერქვა ,,ი-–--“, ამ პიროვნებამ უთხრა მას, რომ კ-----–--ე მუშაობდა პოლიციაში და უშიშროებასთან ერთად მოძრაობდა და ,,რამე არ გაგიჩალიჩოსო“ რაზეც უპასუხა, რომ მისთვის რა უნდა „გაეჩალიჩებინათ“ და გადაეცა მისი მეგობრისთვის, რომ თავი დაენებებინა მისთვის, ამის შემდეგ თ------ კ-----–--ე უფრო გამომწვევად იქცეოდა მის მიმართ, მან ისევ გააგრძელა მუშაობა თავის ცეხში და ერთხელ მივიდა მასთან, ი-–--სთან ერთად, რა დროსაც უთხრა თ------ კ-----–--ეს, რომ თავი დაენებებინა მისთვის და დაცილებოდნენ ერთმანეთს, აღნიშნულის შემდეგ კ-----–--ე ისევ მივიდა მასთან და ზ-----------------ესთან ერთად, რომელსაც ადრეც იცნობდა, რადგანაც საჭიროების დროს აგურები გაატანა. დაზარალებულის განმარტებით, იგი ერთხელ ზ----------------ემ თავის საცხოვრებელ სახლშიც წაიყვანა, რის შემდეგაც, მასთან ერთად ავიდა მისი შვილის საფლავზე, შემდეგ შესულები იყვნენ რესტორანში, სადაც მათ დახვდათ რამდენიმე ახალგაზრდა კაცი, რა დროსაც, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დაიწყო მის ბიზნესზე საუბარი, ეს პიროვნება იყო მ-------ე, ზედმეტსახელად „ფ-–-----,“ რომელმაც უთხრა, რომ მისი ძმა მალე ქურდი უნდა გამხდარიყო, ამ დროს ამ საუბარს ისმენდა ზ----------------ეც, ხოლო როდესაც მ-------ე მის მიმართ ხმას აუწია, ზ----------------ემ ზურგი შეაქცია მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ადგა და მიატოვა სუფრა, ხოლო ზ----------------ე ურეკავდა მას და ეუბნებოდა ,,რამ აგიშალა ნერვებიო“, ასეთი შეხვედრებისა და მოქმედებების გამო მან ოჯახს განუცხადა, რომ ტოვებდა საქართველოს, მართალია მისი მეუღლე მიხვდა მის გასაჭირს, მაგრამ ამ უკანასკნელს არ უნდოდა დაეტოვებინა ქალაქი ზესტაფონი, სადაც მათი შვილი იყო დაკრძალული, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო ქალაქო ზესტაფონში, რის შემდეგაც მივიდა მოძღვართან და ჩააყენა იგი საქმის კურსში, მოძღვარმა ურჩია, რომ დაეტოვებინა ქალაქი ზესტაფონი, გააფრთხილა, რომ ელოდა საშიშროება ისეთ ხალხს ჰქონდა მასთან ურთიერთობა, ,,რომლითაც მწვანე აქვთ ანთებულიო“. მეორე დღეს სახლში მიაკითხა ზ----------------ეს, რათა მოეთხოვა დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთი „ფუსფუსა“ იგი სახლში არ შესულა, ზ----------------ემ ისევ დაუწყო საუბარი და უთხრა, რომ მისი მეგობარი „ფ-–-----სთან“ ჩასულიყვნენ, რაზეც უპასუხა, რომ თავი დაენებებინა მისთვის, ამის შემდეგ აიღო კრედიტი ბანკიდან, რომ საქმე დაჩქარებულიყო, გააფორმა ხელშეკრულებები, დაიწყო რეალიზაცია, შედიოდა მასთან ხალხი და ასევე შევიდა თ------ კ-----–--ეც და დაულოცა მას ბარი, ამის შემდეგ ერთხელ, როდესაც მასთან მივიდა თ------ კ-----–--ე, მას ახლდა სამი პიროვნება და ერთ-ერთი იყო მ--–---- ბ--------–---–ი ზედმეტსახელად „ბ--------“ ისინი მეორე ოთახში შევიდნენ, ერთმანეთში რაღაცას მსჯელობდნენ, მიირთვეს ლუდი და წავიდნენ, იმ დღესვე ისევ შევიდა მასთან თ------ კ-----–--ე და უთხრა, რომ „ბ--------“ არის „პრისტუპნიკიო“, მიხვდა, რომ თ------ კ-----–--ემ ისევ დაიწყო მასთან ,,ძველბიჭური“ საუბარი, რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა მასთან ბარში ი-----–----------–ი და უთხრა , რომ იყო „ბ--------“ და დაუწყო მას საუბრები, გამოკითხვები დაინტერესდ ,,რა ცხოვრებით ცხოვრობო “ უთხრა, რომ იგი ვერ იმუშავებდა თავის ბარში თუ „კრიშა“ არ ეყოლებოდა ქურდული სამყაროდან და ასევე უთხრა, რომ „შენ თუ არ გყავს, მე მოგიყვან კრიშასო“ ამ საუბრის გამო უთხრა ამ პიროვნებას, რომ დაეტოვებინა მისი ბარი, გადაწყვიტა გაეგო თუ ვინ იყო ის პიროვნება ვინც ამ ბიჭებს უგზავნიდა მას, ამის გამო უთხრა მას , რომ მოეყვანა ეს პირები თუ ვინ იყვნენ, ი-----–----------–მა და მისმა თანმხლებმა პიროვნებამ მას მიაყენეს შეურაცხყოფა, მან ხელი მოკიდა მაგიდაზე არსებულ დანას, რა დროსაც ისინი გაიქცნენ, ამის თაობაზე პოლიციაში არ დაურეკავს, მეორე დღეს მიაწერა ბარს, რომ ყიდდა და გადაწყვიტა დაეტოვებინა ზესტაფონი, ამის შემდეგ მასთან შევიდა თ------ კ-----–--ე და კითხა მას, თუ რატომ ყიდიდა ბარს, ასევე ურჩია, რომ დაწყნარებულიყო, იგი ფიქრობს, რომ მათ უნდოდათ, რომ გაეყიდა ბარი, ხოლო თ------ კ-----–--ემ უთხრა, რომ თუ ამუშავებდა ბარს, 50% უნდა ყოფილიყო ქურდების შემოსავალი, „ბ-------- არის საქმის კურსშიო“ ოჯახის წევრებმა ურჩიეს, რომ მისულიყო პოლიციაში, ასევე ურჩევდნენ სხვა პიროვნებებიც და იგი მივიდა ქალაქ ქუთაისის სამხარეო პოლიციაში და განაცხადა აღნიშნულის შესახებ, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ მას, დაიწყო გამოძიება, იგი მოამ---დეს, დაარიგეს, როგორ მოქცეულიყო და განათავსეს კამერები, როგორც ბარში, ასევე მანქანაშიც, ეს ის პერიოდია, როდესაც თ------ კ-----–--ემ უთხრა მას, რომ საქმის კურსში იყო „ბ--------“ და სავარაუდოდ 50% იქნებოდა გადასახდელი , ზუსტა არ ახსოვს მაგრამ შეიძლება ესეც იწერებოდა. ამ ფაქტიდან მეორე დღეს დაურეკა მას „ბ--------მ“ მ--–---- ბ--------–---–მა და უთხრა, რომ შეხვედროდა მას, დაზარალებულის განმარტებით, როდესაც შეხვდა მისი ავტომანქანით, მ--–---- ბ--------–---–ის თხოვნით წავიდნენ უბისაში არსებულ ეკლესიაში, ავტომანქანაში იმყოფებოდნენ მხოლოდ თვითონ და მ--–---- ბ--------–---–ი. რა დროსაც, მ--–---- ბ--------–---–მა უთხრა მას, რომ მისი მუშაობით დაინტერესებული იყო არამარტო თვითონ, არამედ ,,ქურდული ოჯახიც“ კერძოდ, კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ოჯახი და უთხრა მას, რომ ამ ოჯახში უნდა შეეტანა ფულადი თანხა ,,ეს არის ქურდული ოჯახიო“. როდესაც მივიდნენ უბისაში მათ ეკლესიის ეზოში დახვდათ თ------ კ-----–--ე, რომელმაც, ასევე უთხრა მას, რომ ,,ქურდებში უნდა გადამეხადა“ და არ გაეყიდა ბარი ,,თუ გაყიდი გრივი უნდა გააკეთოო, ეს არის საჩუქარიო“. ამის შემდეგ ის და მ--–---- ბ--------–---–ი წამოვიდნენ უბისიდან. ავტომანქანით უკან მოძრაობის დროს საუბრობდნენ ერთმანეთში, რა დროსაც, მ--–---- ბ--------–---–მა უთხრა, რომ უნდა შეხვედროდნენ კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ძმას ხ---- ს---–-----–--ეს, რომელიც საქმის კურსში იყო ,,ამ საქმეში მისი ოჯახი არისო“. დაზარალებულის განმარტებით, მივიდნენ ქალაქ ზესტაფონში იმ ადგილას, სადაც არის ბანკი, იქ შეხვდნენ ხ---- ს---–-----–--ეს, რა დროსაც, ხ---- ს---–-----–--ემ უთხრა მას ,,დაჯექი ბიჭო აქ შენო“ და ასევე უთხრა, რომ ,,ჩვენ მთლად გაგაშავებთო“, რასაც დაეთანხმა მ--–---- ბ--------–---–იც, ხ---- ს---–-----–--ემ უთხრა მას, რომ მათთან ყოფილიყო. მას თავის ობიექტთან, ასევე შეხვდა ,,ჩ----“ დ-------------ე, რომელმაც ჰკითხა მას თუ რა ხდებოდა. ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს მასთან შევიდნენ ხ---- ს---–-----–--ე და მ--–---- ბ--------–---–ი, დასხდნენ მის ოთახში და დაიწყეს საუბარი ,,რა ვერ მოვრიგდითო“. ხ---- ს---–-----–--ემ უთხრა ჩემს ძმას ,,პ-–---ს“ უნდა გადაუხადოო, ვითვალისწინებ შენს ოჯახსო უთხრა ხ---- ს---–-----–--ემ და 30% უნდა მოიტანო მოგებისო. დაზარალებულის განმარტებით, მან უთხრა, რომ თ------ კ-----–--ემ 50% მოითხოვა, რაზედაც ხ---- ს---–-----–--ემ უპასუხა, რომ ,,თ------ კ-----–--ეს ვინ ეკითხება 50%-სო“ ამ დროს მ--–---- ბ--------–---–ი გაჩუმებული იყო, შემდეგ გაიგონა, რომ მ--–---- ბ--------–---–მა თქვა ,,რასაც გააკეთებ 100% -ით დაგიბრუნდებაო “. მან უთხრა მათ, რომ მათი საქციელი არ იყო კაცური საქციელი, რის გამოც, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შეურაცყოფა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც მ--–---- ბ--------–---–ი, ასევე ხ---- ს---–-----–--ე. ამის შემდეგ მასთან მივიდა თ------ კ-----–--ე ამ საკითხზე სასაუბროდ, ობიექტზე ღამის საათებში მივიდა ბ------ ზედმეტ სახელად ,,-----“ ეს ბ------ აკეთებს მეტალო პლასტმასებს, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ უნდა წასულიყო მასთან ერთად და შეხვედროდა ა------ ბ--------–---–ს, რომელიც საქმის კურსში იყო. მან უპასუხა, რომ იყო ნასვამი და ვერ შეხვდებოდა, ,,-----მ“ მის თვალწინ დაურეკა ა------ს და ელაპარაკა. შემდეგ უთხრა, რომ მაშინ ხვალ შეხვდიო. დაზარალებულის განმარტებით, იგი მეორე დღეს სამართალდამცავებმა აღჭურვეს ვიდეო გადაღებით. მან არ იცოდა თუ ვისთან მიდიოდა, დაურეკა მას ბ------მ და უთხრა, რომ მისულიყო მასთან სამსახურში. როდესაც მივიდა მასთან ბ------მ დაურეკა ა------ ბ--------–---–ს, რომელიც მივიდა და დაიწყეს საუბარი. მან მოუყვა ა------ს ზოგადად თუ რასთან ჰქონდა საქმე, რა დროსაც, ა------მა უთხრა, რომ მასთან მისული იყო თ------ კ-----–--ე და უთხრა, რომ ქურდის სახელის ხსენებაზე მისთვის ხელი დამირტყამს. იქვე ა------ ბ--------–---–მა უთხრა, რომ ,,ისე არავის არაფერი არ მისცეო“. დაზარალებულის განმარტებით, ა------ ბ--------–---–ისაგან რაიმე აგრესია არ უგრძვნია. ისე უთხრა, რომ თუ დაპირდი უნდა შეასრულო ,,თუ პატივს სცემ ქურდებს კარგი იქნებაო“. დაცვის შეკითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ადრე მას ჰქონდა ხმის ჩამწერი სტუდია, იწერდა მუსიკალურ ტექსტებს ეს იყო ,,შპს“. განმარტავს, რომ მან პოლიციის განყოფილებაში მიიტანა განცხადება და ასევე აუხსნა მათ მომხდარის შესახებ. ზუსტად არ ახსოვს განცხადებაში თუ რომელ პირებზე მიუთითა. განმარტავს, რომ იგი არაფრის გადახდას არ აპირებდა გარდა საგადასახადო გადასახადისა. რაც შეეხება ა------ ბ--------–---–თან მიმართებაში დაზარალებული განმარტავს, რომ იგი განცხადების შეტანიდან ერთ კვირაში შეახვედრა ბ------მ, ა------ ბ--------–---–თან შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. რა დროსაც, ა------ ბ--------–---–ი იქცეოდა კულტურულად, რაიმე სახის ზედმეტი სიტყვა ან უცენზურო სიტყვა არ უთქვამს, იმათთან შედარებით ვინც ადრე მიდიოდა მასთან მისი საუბარი გასაგები იყო. მასთან შეხვედრა მისი ინიციატივა არ ყოფილა, იგი მას შეხვდა ,,-----ს“ ბ------ გ------–--ის წინადადებით. ფაქტიურად იგი ბ------მ მიიყვანა მასთან და ეუბნებოდა გინდა თუ რა უნდა შეხვდე მასო. განმარტავს, რომ თუ ა------ ბ--------–---–ი მის საქმეში არ ფიგურირებს მას პირიქით გაუხარდება. ა------ ბ--------–---–ი მასთან საუბრობდა დარიგებით, საუბარში უთხრა, რომ ,,პ-–---ს“ ოჯახის პატივისცემა კარგი იქნებაო. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც იკითხა მან თუ რატომ დაიჭირეს ა------ ბ--------–---–ი უთხრეს, რომ ამის გამო ანუ ,,ქურდული“ წევრობის გამო იჭერენო. ეს უთხრა მისმა ახლობელმა, კანონმდებლობა არის ასეთიო. ა------ ბ--------–---–მა შეხვედრის დროს უთხრა მას, რომ იცნობდა ბევრ მის ახლობელ ბიზნეს პარტნიორს. ასევე უთხრა, რომ ,,თუ ამბობ იხდიო, უნდა გადაიხადოო“. დაზარალებულის განმარტებით, ქურდების ხსენებით ა------ ბ--------–---–ს მისთვის არაფერი არ დაუძალებია, მისგან რაიმე შიში არ უგრძვნია. მხოლოდ უთხრა, რომ ქურდის ხსენების გამო ხელის დარტყმა არასწორი იყო, მან ვერ გაიგო თუ რის გამო შეხვდა იგი ა------ ბ--------–---–ს. მხოლოდ ბ------მ უთხრა ა------ზე, რომ ,,პრისტუბნიკიაო“. მას არ ახსოვს, რომ ეთქვას ა------ზე, რომ იყო ,,პრისტუპნიკი“. ა------ ბ--------–---–მა უთხრა, რომ შეხვდა თ------ კ-----–--ეს და ამის გამო ჩემგან აინტერესებდა ზუსტი ინფორმაცია თ------ კ-----–--ის ნათქვამის შესახებ. ბ------ გ------–--ე ძალიან აქტიურობდა ა------ ბ--------–---–ის და მის შეხვედრაზე. მას აინტერესებდა მონაწილეობდა თუ არა ა------ ბ--------–---–ი ამ საქმეში და ამიტომ აუხსნა მას მომხდარის შესახებ და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ა------ ბ--------–---–მა თავიდანვე იცოდა იმ მოთხოვნაზე, რასაც უყენებდნენ დანარჩენები და ფიქრობს, რომ ამ პიროვნებებს ძალით, რომ არ გამოუვიდათ შესაძლოა ასეთი საუბრით სურდათ მისი მხრიდან პროცენტის გადახდა. ხოლო ა------ ბ--------–---–მა ამ საუბრის დროს მის კითხვაზე რა უნდა გაეკეთებია მას უპასუხა, რომ ,,თუ არ გააკეთებ ესეც შენი საქმეაო“. დაზარალებულის განმარტებით, თ------ კ-----–--ე მუშაობდა იქვე მის გვერდით არსებულ შენობაში. იგი თვითონ გაეცნო მას და თ------ის მიწვევით იმყოფებოდა მის ოჯახშიც, ეს მოხდა მანამ სანამ რესტორანში წაიყვანდა მას. ერთხელ როდესაც მასთან შევიდა თ------ კ-----–--ე მ--–---- ბ--------–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის თანდასწრებით უთხრა მას, რომ მისგან მოითხოვა პროცენტი. რაც კ-----–--ემ უარყო და რასაც მოჰყვა მათ შორის კონფლიქტი. განმარტავს, რომ მას საუბარში მ--–---- ბ--------–---–მა უთხრა ,,ქურდულში უნდა შეიტანო, ოჯახი არის დაინტერესებულიო“. თვითონ მ--–---- ბ--------–---–ი არ ამბობდა, რომ მისთვის გადამეხადა ეუბნებოდა, რომ ,,უნდა გადაიხადო ქურდულ ოჯახში, პ-–---ს ოჯახში“. მ--–---- ბ--------–---–ის ინიციატივა იყო შეხვედროდა იგი ხ---- ს---–-----–--ეს და უთხრა, რომ დაინტერესებული არის ხ---- ს---–-----–--ეო, რაზედაც მან უპასუხა, რომ თუ დაინტერესებული იყო ხ---- ს---–-----–--ე, თვითონ შეხვედროდა მას. ამ უკანასკნელთან შეხვედრამდე, ერთხელ მასთან მისული იყო მ--–---- ბ--------–---–ი და უთხრა ,,ხ---- ს---–-----–--ესთან პროცენტზე იქნებოდა საუბარიო“. მან უპასუხა მ--–----ს, რომ ალბათ 50%-ზე იქნება საუბარი, რადგანაც ამის შესახებ მას უთხრა თ------ კ-----–--ემ. მ--–---- ბ--------–---–მა ამაზე უპასუხა ,,არ იქნებოდა არც 50 და არც 40 კიდე ქვემოთ იქნებაო“. დაზარალებულის განმარტებით, მის მიმართ ბრალდებულების მხრიდან მუქარას ქონდა ადგილი მაშინ, როდესაც, საუბრის დროს მისკენ დასარტყმელად გაიწია ხ---- ს---–-----–--ე, რა დროსაც, მან ხელი მოჰკიდა დანას თავის დასაცავად, ხ---- ს---–-----–--ე ზემოქმედებას ახდენდა მასზე ,,როცა მე ვსაუბრობ შენ უნდა გაჩუმდეო “. ბრალდებულ მ--–---- ბ--------–---–ის შეკითხვაზე დაზარალებულმა უპასუხა, რომ თ------ კ-----–--ემ უთხრა მასზე, რომ იყო ,,პრისტუბნიკი ბიჭი და მისი ზედმეტ სახელი იყო ბ--------“. მას შეხვედრის დროს ხ---- ს---–-----–--ემ უთხრა, რომ ,,30% გექნება გადასახდელიო “ რის შესახებაც იცოდა, როგორც მ--–---- ბ--------–---–მა, ასევე თ------ კ-----–--ემ. დაზარალებულის განმარტებით, ყველა შეხვედრის ინიციატორი თავიდან იყო თ------ კ-----–--ე. შემდგომ ასევე მ--–---- ბ--------–---–იც, ხოლო ა------ ბ--------–---–თან შეხვედრის ინიციატორი იყო გ---- გ------–--ე. დაზარალებულის განმარტებით, იგი თ------ კ-----–--ესთან რაიმე პირადულის თხოვნით არასოდეს არ მისულა, განმარტავს, რომ მათი შეხვედრები უფრო დეტალურად იქნება აღწერილი ფარულ ჩანაწერებში.
3.4. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ზესტაფონის შსს სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილემ მ----------------ემ განმარტა, რომ 20-8 წლის ივლისის თვეში მუშაობდა პოლიციის უფროსის მოადგილედ, მისი პოლიციის სამმართველოში მუშაობის დროს შედიოდა ინფორმაცია, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის, თ------ კ-----–--ის, ა------ ბ--------–---–ის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში, აღნიშნულ ინფორმაციას ის აწვდიდა პოლიციის სამმართველოს, ამ ინფორმაციაში, ასევე იყო მითითება, რომ ისინი კავშირში იყვნენ ქურდულ სამყაროსთან. 20-8 წლის 07 ივნისს ჩატარდა ოპერატიული ღონისძიება მათი დაკავების მიზნით, უშუალოდ დაკავებაში ზესტაფონის პოლიციას მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ იმყოფებოდნენ ,,პერიმეტრზე,“ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულნი იქნენ ქურდული სამყაროს წევრობისათვის აღნიშნული პირები, რომლებიც, გ------- ჯ----–---–ის კაფე-ბარიდან, რომლის სიახლოვესაც მუშაობდა თ------ კ-----–--ე, ითხოვდნენ 30%_იან წილს, რაც მათი კონფლიქტის მიზეზი გახდა, აღნიშნულზე გ------- ჯ----–---–მა განაცხადა პოლიციის სამმართველოში და მიუთითა, რომ აშინებდნენ და სძალავდნენ ფულს აღნიშნული პირები, ამ პიროვნებებიდან ერთ-ერთი, რომელიც მისული ყოფილა გ------- ჯ----–---–თან, არის ხ---- ს---–-----–--ე, რომელსაც ჰყავს ძმა ფ-------- ს---–-----–--ე, რომელიც არის ,,კანონიერი ქურდი“ და იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, მისი ზედმეტსახელია „პ-–---,“ განმარტავს, რომ იგი გამოძახებულ და გამოკითხულ იქნა გამომძიებლის მიერ, მიუთითებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი და იგი მიღებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დამუშავებულ იქნა სამმართველოში, ხოლო ამ საქმეზე გამოძიება წარმართა იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, განმარტავს, რომ იგი ოპერატიულ ინფორმაციას იღებდა ოპერატიული მუშაკებისაგან, გარდა გ------- ჯ----–---–ისა ეს პირები თუ ახორციელებდნენ რაიმე ქმედებებს დადგენილი არ არის, სხვა ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, გარდა ამ ინფორმაციისა სხვა ფაქტზე მას ინფორმაცია არ გააჩნია, განმარტავს, რომ ა------ ბ--------–---–ის შესახებ შეიტყო ზესტაფონის პოლიციაში მუშაობის დროს, იგი არის ნასამართლევი პირი და არსებობდა ინფორმაცია მის დანაშაულებრივ კავშირებთან დაკავშირებით, ასევე, არსებობდა ინფორმაციები სხვა ბრალდებულთა მიმართაც, რომ ისინი იყვნენ გამომძალველები.
3.5. მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის განყოფილების უფროსმა თ------ გ-–---მ განმარტა, რომ მას სამსახურებრივად ევალება განახორციელოს უწყებრივი ზედამხედველობა გამომძიებლებზე. 20-8 წლის 22 მაისს პოლიციის დეპარტამენტში მიღებულ იქნა, მოქალაქე გ------- ჯ----–---–ის განცხადება, რომელიც დაეწერა მას შესასრულებლად, განცხადება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც, დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ქურდული სამყაროს წევრობით, მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოკითხული იქნა გ------- ჯ----–---–ი, რომელსაც მიეცა წინადადება მონაწილეობა მიეღო ამ ფაქტზე განსახორციელებელ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, მიმართა ქუთაისის სასამართლოს სათანადო განჩინების მიღების მიზნით, რომლის შემდეგაც გ------- ჯ----–---–ის მითითებით მის კომერციულ ფართში განთავსებული იქნა ვიდეო კამერები, სატელეფონო მოსმენაზე ჩართული იყვნენ მ--–---- ბ--------–---–ი და სხვა პირები, დგინდებოდა, რომ ისინი კავშირში იყვნენ ხ---- ს---–-----–--ის ძმასთან, კანონიერ ქურდთან „ პ-–---სთან“ მათ მიერ მოპოვებული იქნა ყველა საეჭვო პირის ტელეფონის ნომრები და განხორციელდა ფარული მიყურადება, რის შემდეგაც დაკავებული იქნენ ბრალდებულები, ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგენილ იქნა მათი აქტიური მოქმედებები გ------- ჯ----–---–თან მიმართებით, დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლობდნენ ავტორიტეტით ქურდულ სამყაროში.
3.6. მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის პოლიციის გამომძიებელმა ლ-–-------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ იგი წარმოდგენილ საქმეზე ახორციელებდა გამოძიებას, სრული მოცულობით, ასევე, საგამოძიებო ჯგუფში მონაწილეობდნენ სხვა გამომძიებლებიც, ამ საქმეზე ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შესრულებულია მის მიერ. 20-8 წლის 22 მაისს გ------- ჯ----–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ, რადგანაც განცხადებაში მითითებული იყო დანაშაულის შესახებ, განცხადება დაბეჭდილი იყო გ------- ჯ----–---–ის მიერ, განცხადების შინაარსში მითითებული იყო, რომ ჰქონდა კაფე-ბარი და ქურდული სამყაროს წევრები მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, რომ მისგან მიეღოთ სარგებელი, მიეღოთ წილი, რაც მითითებული იყო განცხადებაში, იყო მითითებები მ-------ეზე, გ------------ზე და ფ------–--ეზე, მის მომიჯნავედ მომუშავე პირებზე, რის გამოც ამ პირებზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, მათ მიმართ გამოყოფილია ცალკე სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მტკიცებულებების შეკრება, მიყურადება, მის მიერ გამოკითხულ იქნა გ------- ჯ----–---–ი, ასევე, ეს უკანასკნელი რამდენჯერმე იქნა გამოკითხული სხვა გამომძიებლების მიერ, მის მიერ დათვალიერებული იქნა გ------- ჯ----–---–ის ტელეფონი, დაათვალიერა ასევე, საჯარო რეესტრის ვებ გვერდი, განმეორებით დაათვალიერა გ------- ჯ----–---–ის ტელეფონი, მისგან ამოღებული იქნა წარმოდგენილი დივიდი დისკი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა ა------ ბ--------–---–ი და წარუდგინა მას ბრალი, საქმეზე დანიშნა ექსპერტიზები, გ------- ჯ----–---–ი მონაწი-–--ებას იღებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, პარალელურად მიმდინარეობდა ფარული მოსმენები, გ------- ჯ----–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულზე განხორციელდა ფარული მიყურადება, ასევე კაფე-ბარიდან ინფორმაციის მოპოვების მიზნით განხორციელდა ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა, სადაც იწერებოდა გ------- ჯიხვაშვიულის მომიჯნავე მომუშავე პირებთან შეხვედრა და ასევე სხვა პირებთან შეხვედრა, რაც შეეხება გ------- ჯ----–---–ის კაბინეტში 20-8 წლის 26 მაისს ჩატარებული ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ თ------ კ-----–--ე და გ------- ჯ----–---–ი, ამ დროს თ------ კ-----–--ემ უთხრა მას, რომ შეახვედრებს მ--–---- ბ--------–---–ს, რაც შეეხება 27 მაისს გ------- ჯ----–---–ის მანქანაში განხორციელებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებას იგი განხორციელდა მ--–---- ბ--------–---–სა და გ------- ჯ----–---–ს შორის არსებული საუბრის ჩაწერის მიზნით, იმ მ--–---- ბ--------–---–თან, რომელთანაც გ------- ჯ----–---–ი დააკავშირა თ------ კ-----–--ემ, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს თ------ კ-----–--ე ესაუბრება მ--–---- ბ--------–---–ს ტელეფონზე და ეუბნება , რომ მისი მეზობელი მ---დ არის წასასმელად როგორც კარაქი, მ--–---- ბ--------–---–ისა და გ------- ჯ----–---–ის შეხვედრას, რომელიც შედგა ზესტაფონში, ორგანიზება გაუკეთა თ------ კ-----–--ემ, რა დროსაც, მ--–----ი და გ------- იმყოფებოდნენ უბისაში მონასტერში, სადაც შეხვდა თ------ კ-----–--ეს, ასევე ჩაწერილ იქნა გ------- ჯ----–---–ის შეხვედრა თავისივე ბარში ნ------ესთან, ი-----–- ბ--------–---–თან, ხოლო 29 მაისს კი შეხვედრა შედგა ბარში ბ------ გ------–--ესა და გ------- ჯ----–---–ს შორის, ასევე ჩაწერილ იქნა 30 მაისს გ------- ჯ----–---–სა და ა------ ბ--------–---–ს შორის შემდგარი შეხვედრაც, მოწმის განმარტებით, ა------ ბ--------–---–ის მხრიდან სხვა პირებთან კავშირი დადგენილი არ არის, ხოლო რაც შეეხება კანონიერ ქურდი ფ-------- ს---–-----–--ის ზედმეტსახელად „პ-–---სთან“ შეხვედრას მასთან შეხვედრა ვერ შედგებოდა, რადგან ის სასჯელს იხდის რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საქმეში არ დევს რაიმე სახის ინფორმაცია, ფ-------- ს---–-----–--ის საქმის გარჩევაში მონაწილეობის თაობაზე, უშუალოდ ფ-------- ს---–-----–--ეზე ფარული ჩანაწერი არ არსებობს, იგი დადგენილია სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, რაც შეეხება ა------ ბ--------–---–სა და გ------- ჯ----–---–ს შორის მათი სატელეფონო კავშირი არ არსებობს, არ არსებობს ასევე ა------ ბ--------–---–თან და სხვა პირებთან შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი, მოწმის განმარტებით, რაც შეეხება ხ---- ს---–-----–--ეს, იგი არის კანონიერი ქურდის ფ-------- ს---–-----–--ის ძმა.
3.7. მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის პოლიციის გამომძიებელმა თ----------------------ემ განმარტა, რომ 20-8 წლის ივნისის თვეში მუშაობდა პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლად, მის მიერ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად 20-8 წლის 07 ივნისს გაჩხრეკილ იქნა ა------ ბ--------–---–ის საცხოვრებელი სახლი, ჩხრეკა ჩატარებული იქნა დღის საათებში, რომელსაც ესწრებოდა ა------ ბ--------–---–ის მეუღლე, ამოღებულ იქნა ნოუთბუქი და ,,აიფონის“ ფირმის ტელეფონი, ამოღებული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე და ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ, ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულ იქნა, რომ ჩხრეკის განჩინება გაეცნო ა------ ბ--------–---–ის მეუღლეს, რომელიც დაადასტურა ხელმოწერით, ასევე, გაეცნო ჩხრეკის ოქმს და გადასცა მას ოქმის ასლი, ა------ ბ--------–---–ის მეუღლემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე და წარუდგინა მათ ნოუთბუქი და ტელეფონი, მოწმის განმარტებით, მისთვის იმ დღეს გახდა ცნობილი, რომ ა------ ბ--------–---–ის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება, რის გამოც, განხორციელდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.
3.8. მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა გ------- მ------ემ განმარტა, რომ 20-8 წლის ივნისის თვეში მუშაობდა, დეპარტამენტის გამომძიებლად იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი, დეპარტამენტში 20-8 წლის 22 მაისს დაიწყო გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა მ--–---- ბ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა მ--–---- ბ--------–---–ის მეუღლე, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სამი ცალი ნოუთბუქი, რომელის დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩხრეკაში მასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ უბნის ინსპექტორ გამომძიებლები, ჩხრეკაში მონაწილე მ--–---- ბ--------–---–ის მეუღლეს გააცნო განჩინება ჩხრეკს ჩატარების შესახებ, ამ უკანასკნელმა დამსწრე პირებთან ერთად ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით, გადაეცა ოქმის ასლი, იგი მ--–---- ბ--------–---–ის დაკავებას არ შესწრებია, მხოლოდ დაინახა, რომ იგი დაკავებული გამოყვანილი იქნა საცხოვრებელი სახლიდან, ჩხრეკის ჩატარების მიზანი იყო დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან საგნის ამოღება.
3.9. მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა მ------–-----–--მ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი მის მიერ იქნა დაკავებული მ--–---- ბ--------–---–ი, რომელსაც განუმარტა მისი უფლებები და გამოკითხა მოწმის სახით, მ--–---- ბ--------–---–ი დაკავებული იქნა ოპერატიული ჯგუფის მიერ მის საცხოვრებელ სახლში ქ. ზესტაფონში რ-------ის ქუჩაზე, გააცნო ამ უკანასკნელს განჩინება მისი დაკავების შესახებ, განუმარტა უფლებები და მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლებაც, მ--–---- ბ--------–---–მა ოქმზე ხელი არ მოაწერა, იგი გადაყვანილ იქნა ჯერ ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში და შემდგომ იმერეთის დეპარტამენტში, იგი დაკავებულ იქნა ქურდული სამყაროს წევრობის მოტივით, წარუდგინა მას ბრალდება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა პროკურორიც, ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე, გამოიყენა დუმილის უფლება, დაათვალიერა ინტერნეტის მონაცემები, რადგანაც საქმეში ფიგურირებდა კანონიერი ქურდი ფ-------- ს---–-----–--ე, დაკითხა მოწმეები, მ--–---- ბ--------–---–ის დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა გამომძიებლები და სპეცგანყოფილების თანამშრომლები, განმარტავს, რომ იგი ჯგუფის ხელმძღვანელი არ იყო და მოქმედებდა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, როგორც ახსოვს დაკავების დროს ჩატარდა ვიდეო გადაღება, როგორც ახსოვს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარა გამომძიებელმა გ------- მ------ემ.
3.10. მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ჯ-----------ემ განმარტა, რომ იგი იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა, ხ---- ს---–-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა რა დროსაც ეს უკანასკნელი სახლში არ იყო, სახლში იმყოფებოდა მისი დედა მ---- ს---–-----–--ე და მისი ახლობელი თ-----------------–---–ი, ხ---- ს---–-----–--ის დედას გააცნო განჩინება ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ამოღებული იქნა ორი ტელეფონი, ნოუთბუქი, აიფონის კოდების ჩანაწერები რომლები დაილუქა ცალ ცალკე სამ პაკეტად, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი, რაც დადასტურებულ იქნა ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით, მათ შორის ოქმს ხელი მოაწერა ხ---- ს---–-----–--ის დედამ მ--- ს---–-----–--ემ და განმარტა, რომ თუ სად იმყოფებოდა ხ---- ს---–-----–--ე არ იცოდა, ჩხრეკის მიზანი იყო ამოღებულიყო კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი, შესაძლოა ეს ყოფილიყო მობილურში არსებული ინფორმაცია ხ---- ს---–-----–--ის საქმიანობის შესახებ, მისთვის უცნობია ეს საცხოვრებელი სახლი იყო თუ არა ხ---- ს---–-----–--ის საკუთრება, იგი რეგისტრირებული იყო ზესტაფონის რაიონის ერთერ სოფელში, მაგრამ ფაქტიურად იგი ოჯახთან ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში ა----–-----–ის ქუჩაზე.
3.11. მოწმის სახით დაკითხულმა, ზესტაფონის სამმართველოს გამომძიებელმა ნ-----–--------------ემ განმარტა, რომ იგი შსს ორგანოებში მუშაობს 2-09 წლიდან მის სამოქმედო ტერიტორიაში შედის ქ. ზესტაფონში ა----–-----–ისა და წ-------–ის ქუჩები, სადაც ცხოვრობს ხ---- ს---–-----–--ე, რომელიც არიან კრიმინალური ავტორიტეტი, ასევე მ--–---- ბ--------–---–ი, ზედმეტ სახელად „ბ--------,“ ხ---- ს---–-----–--ე და მ--–---- ბ--------–---–ი არიან მეგობრები, აღნიშნულის თაობაზე იგი გამოკითხული იქნა გამომძიებლის მიერ, განმარტავს, რომ იგი ინფორმაციას ღებულობდა სხვადასხვა წყაროებიდან და აქედან გამომდინარე იცის მათ შესახებ დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი მათთან შეხება არ ქონია, მანამდე ნარკოტიკების მოხმარების გამო შეხება ჰქონდა მ--–---- ბ--------–---–თან სხვა ბრალდებულებს არ იცნობს და მათ შესახებ შეიტყო ამ ფაქტის შემდგომ, ხ---- ს---–-----–--ე ცხოვრობს ა----–-----–ის ქუჩაზე ოჯახთან ერთად, ხოლო სოფელ ს----–- აქვს სახლი, სადაც მისი დედა ცხოვრობს, იგი ხშირად მიდიოდა საზღვარგარეთ და შეხვედრა ჰქონდა მის ძმასთან განმარტავს, რომ მან შეისწავლა მ--–---- ბ--------–---–ის პიროვნება და სათანადო ინფორმაციით მიმართა ხელმძღვანელობას პატაკით, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულები აწარმოებდნენ სხვადასხვა პირების ,,დაკრიშვას“ სარგებლის მიღების მიზნით .
3.1-. მოწმის სახით დაკითხულმა, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლ-–-------–---–-–---–მა განმარტა, რომ 20-8 წლის 1- დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ მიმალვაში მყოფი ხ---- ს---–-----–--ე უნდა ყოფილიყო სოფელ ს----–- მისი დედის საცხოვრებელ სახლში, რის შესახებაც რეაგირების მიზნით მოახსენა ხელმძღვანელობას, მას უშუალოდ დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია, მიღებული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, სამძებრო საქმეს აწარმოებდა ზესტაფონის რაიონული სამმართველო და მას როგორც გამომძიებელს წვდომა ჰქონდა ამ სამძებრო საქმესთან.
მოწმის სახით დაკითხულმა, ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ზ------------------მ განმარტა, რომ 2-1- წლიდან მუშაობს პოლიციის განყოფილებაში, მის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენს ზესტაფონში არსებული კ---–----ს დასახლება, დიდი ხანია იცნობს ა------ ბ--------–---–ს, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ზესტაფონში, ასევე, ცნობილია მისთვის, რომ იგი ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულისათვის, რისთვისაც მოიხადა სასჯელი, მოწმის განმარტებით, ა------ ბ--------–---–ი არის ქურდული ტრადიციების მიმდევარი, ურთიერთობა აქვს კანონიერ ქურდებთან, ხ---- ს---–-----–--ესთან, მ--–---- ბ--------–---–თან, ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ამყარებდნენ კავშირს ფ-------- ს---–-----–--ესთან, რომელიც არის კანონიერი ქურდი და იღებდა მისგან ინსტრუქციებს, აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე, ა------ ბ--------–---–ი და ხ---- ს---–-----–--ე იღებდნენ დავალებებს დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გ------- ჯ----–---–ს სძალავდნენ თანხას, მისგან ითხოვდნენ წილს, რაზედაც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, მისთვის მოქალაქეებისაგან გახდა ცნობილი, რომ წილს ითხოვდა ა------ ბ--------–---–ი, აღნიშნულზე მას პატაკი არ დაუწერია ეს გაიგო ჭორის დონეზე, რის გამოც, არ დაწერა პატაკი, კონკრეტულად თუ ვის სძალავდა ფულს ამის თაობაზე არ იცის, რადგანაც საქმეს იძიებდა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი და ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, მას ჰქონდა მოქალაქეებთან შეხვედრა და ისინი ეუბნეოდნენ ამას, მისთვის უცნობია თუ ტელეფონის რა ნომრით უკავშირდებოდნენ ისინი ერთმანეთს, როგორც გაიგო მათ კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან მობილურით ან ფეისბუქით, ა------ ბ--------–---–ს კავშირი ჰქონდა თუ არა ფ-------- ს---–-----–--ესთან და მონაწილეობდა თუ არა გ------- ჯ----–---–ის ფულის გამოძალვაში ზუსტად არ იცის, ასევე, არ იცის რაიმე სარგებელი მიიღო თუ არა მან აქედან, რაც შეეხება თ------ კ-----–--ეს პირადად მას არ იცნობს, ჭორის დონეზე აქვს გაგებული, რომ არის ქურდული სამყაროს წევრი, განმარტავს, რომ ინფორმაციის წყაროს ვერ დაასახელებს, მისთვის უცნობია თუ სად მუშაობს თ------ კ-----–--ე და ჰქონდა თუ არა პოლიციასთან რაიმე შეხება, რადგანაც ამ ფაქტს სჭირდებოდა დაზუსტება, ამიტომ ხელმძღვანელობის სახელზე პატაკი არ დაუწერია, დიდი ხანია იცნობს მ--–---- ბ--------–---–ს, იგი არის მისის კლასელის მამა, მასთან პირადად შემხებლობა არ ჰქონია, მასზე რაიმე სახის ინფორმაციას არ ფლობს.
3.1-. მოწმის სახით დაკითხულმა, ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა მ--–---- ბ-----ემ განმარტა, რომ ქ. ზესტაფონიდან იცნობს ბრალდებულებს, 2-04 წლიდან მუშაობს განყოფილებაში. ქ. ზესტაფონში კ--------- ქუჩაზე ცხოვრობს თ------ კ-----–--ე, რომელიც არის ქურდული სამყაროს მიმდევარი, მას ურთიერთობა აქვს კანონიერ ქურდ ფ-------- ს---–-----–--ესთან, იგი დაკავებულ იქნა, კაფე-ბარის მეპატრონის გ------- ჯ----–---–ზე წილის მოთხოვნის და სარგებლის მიღების გამო, ის რომ თ------ კ-----–--ე არის ქურდული სამყაროს მიმდევარი იცის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი უკავშირდებოდა ტელეფონით ფ-------- ს---–-----–--ეს და მეგობრობდა ამ უკანასკნელის ძმასთან ხ---- ს---–-----–--ესთან, გ------- ჯ----–---–ს იცნობს შორიდან, ამ უკანასკნელს მისთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს, თ------ კ-----–--ე მუშაობდა ავეჯის საამქროში, მის კონკრეტულ ქმედებაზე ინფორმაცია არ მიუღია, იგი დაკითხულ იქნა იმის გამო, რომ მისი უბნის მაცხოვრებელია თ------ კ-----–--ე, მას გამოძიების პროცესში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, განმარტავს, რომ სამსახურებრივად ჰქონდა შეხება მ--–---- ბ--------–---–თან, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკებზე, თ------ კ-----–--ესთან სამსახურებრივად შეხება არ ჰქონია, მოცემულ საქმეზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იცის რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ხ---- ს---–-----–--ესთან და სურდა გ------- ჯ----–---–ისაგან წილის მიღება, მან გადაამოწმა ოპერატიული ინფორმაცია და იგი დამტკიცებული იქნა, მისთვის არავის არ მიუმართავს, რომ ავიწროებდა თ------ კ-----–--ე, ა------ ბ--------–---–ს დიდი ხანია იცნობს, იგი არის ნასამართლევი, ა------ ბ--------–---–ი არის ავტორიტეტი ზესტაფონში და მას პატივს სცემენ შავ სამყაროში, თუ რაში გამოიხატება მის მიმართ პატივისცემა არ იცის, კონკრეტულად არ იცის თუ ვინ სცემს მას პატივს, ზუსტად არ იცის როგორ სცემენ პატივს, მან მხოლოდ იცის გ------- ჯ----–---–ის ფაქტთან დაკავშირები, იგი ადრე თუ მონაწილეობდა საქმის გარჩევაში არ იცის, ასევე უცნობია მიიღო თუ არა მან რაიმე სარგებელი, იცის, მხოლოდ, რომ ურთიერთობა ჰქონდა ფ-------- ს---–-----–--ესთან, მისთვის უცნობია თუ როგორ უკავშირდებოდა იგი მას, ტელეფონით თუ სოციალური ქსელებით, როგორც მისთვის ცნობილია ეს კავშირი დადგენილ იქნა გამოძიების მიერ, მას ა------ ბ--------–---–ი თ------ კ-----–--ესთან და ხ---- ს---–-----–--ესთან ერთად არ უნახავს, რადგანაც, გ------- ჯ----–---–ის საქმეში მიიღო მონაწილეობა მიიჩნევს, რომ თ------ კ-----–--ე არის ქურდული სამყაროს მიმდევარი, იცის, რომ აქვს ურთიერთობა ხ---- ს---–-----–--ესთან და ფ-------- ს---–-----–--ესთან, ეს უკანასკნელი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არის კანონიერი ქურდი.
3.14. მოწმის სახით დაკითხულმა, ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა პ----- ჯ------–მა დაადასტურა, რომ 20-8 წლის 1- დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო ხ---- ს---–-----–--ის დაკავებაში, რომელიც დაკავებულ იქნა თავის საცხოვრებელ სახლში, დაკავების დროს განემარტა მისი უფლებები, დაკავების ოქმი შედგენილ იქნა განყოფილებაში, რომელსაც გაეცნო ხ---- ს---–-----–--ე და ხელი არ მოაწერა, მას გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, მის მიმართ ზესტაფონის პოლიციის სამმართველოში შექმნილი იყო ძებნის საქმე, რომელსაც თვითონ აწარმოებდა, მის მიერ მოიხდა ხ---- ს---–-----–--ის დაკავება, პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, მას დაკავების დროს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს, განმარტავს, რომ არ ჰყავდა ადვოკატი და ამიტომ ხ---- ს---–-----–--ემ არ მოაწერა ხელი დაკავების ოქმს. ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შექმნილი არის შესწავლის მასალები, სადაც მითითებულია ქურდული სამყაროს წევრებზე, მ--–---- ბ--------–---–ს იცნობს მისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე და მასთან პირადი შემხებლობა არ ჰქონია, თ------ კ-----–--ესთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია ხოლო ა------ ბ--------–---–ს იცნობს დაახლოებით სამი წელია, ამის შესახებ მას პატაკით ხელმძღვანელობისთვის არ მიუმართავს.
3.15. ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა იმერეთის პოლიციის გამომძიებელმა ლ------–------ემ და დაადასტურა, რომ 20-8 წლის 1- დეკემბერს, დილის 5 საათზე მონაწილეობას იღებდა ხ---- ს---–-----–--ის დაკავებაში, რომელიც დაკავებულ იქნა ქ. ზესტაფონში ა----–-----–ის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, დაკავებულს განემარტა მისი უფლებები, დაკავების ოქმი შედგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც ხ---- ს---–-----–--ემ ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ არ ჰყავდა ადვოკატი და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
3.16. ანალოგიურად დაადასტურა, ქობულეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა რ-------------მა და განმარტა, რომ 20-8 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში და 1- დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ხ---- ს---–-----–--ის დაკავებაში, რომელსაც დაკავებისთანავე განემარტა მისი უფლებები, ოქმი შედგენილ, იქნა პოლიციის განყოფილებაში, რადგანაც ეს უკანასკნელი დაკავებულ იქნა მეზობლის საცხოვრებელი სახლის სხვენში სადაც სიბნელე იყო და იქ დაკავების ოქმი ვერ შედგებოდა, დაკავების ოქმს ხ---- ს---–-----–--ემ ხელი არ მოაწერა, რადგანაც არ ჰყავდა ადვოკატი, მისთვის თანამშრომელებისაგან ცნობილი გახდა, რომ ის იყო ქურდული სამყაროს მიმდევარი.
3.17. მოწმის სახით დაკითხული იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა კ--------------------ემ დაადასტურა, რომ იგი გამოძიებაში მონაწილეობას იღებდა, როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომელებთან ერთად ხარაგაულის სოფელ უბისაში დაკავებული იქნა თ------ კ-----–--ე, რომელსაც მათთვის დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავების შემდგომ ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, ამოღებული იქნა ფულადი თანხა და მობილური, თ------ კ-----–--ემ ოქმს ხელი არ მოაწერა, რის გამოც, ოქმზე გაკეთებული იქნა შენიშვნა, თ------ კ-----–--ეს წარუდგინა ბრალდება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა დუმილის უფლება, ასევე, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული გ------- ჯ----–---–ი, რადგანაც საქმეზე ჩატარებული იყო საგამოძიებო მოქმედება, რომლის მონაწილეც იყო დაზარალებული, განმარტავს, რომ თ------ კ-----–--ე დაკავებისას თავს დამნაშავედ არ სცნობდა და ამის გამო არ მოაწერა ხელი.
3.18. მოწმის სახით დაკითხულმა, შსს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მნიშვნელოვან საქმეთა დეტექტივ გამომძიებელმა დ----------–------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა საქმის გამოძიებაში, როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრი, მან წარუდგინა ბრალდება ხ---- ს---–-----–--ეს, გამოკითხა მოწმეები, გამოძიება დაწყებული იყო გ------- ჯ----–---–ის განცხადების საფუძველზე, მან დაუსწრებლად წარუდგინა ბრალიო ხ---- ს---–-----–--ეს, იმ დროს, როდესაც ის თავს არიდებდა გამოძიებას ადვოკატთან ერთად, გამოკითხა ხ---- ს---–-----–--ის ოჯახის წევრები, მანამდე ბრალდებულებს არ იცნობდა, ასევე არ იცნობდა დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ს, რომლის განცხადებაში მითითებული იყო, რომ იგი თ------ კ-----–--ემ შეახვედრა კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც ითხოვდნენ მფარველობას მის ობიექტზე, დაზარალებული გამოკითხულია რამდენჯერმე, ასევე, მის მიერ გადამოწმებულ იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაციები საჯარო რეესტრში.
3.19. მოწმის სახით დაკითხული შსს ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების: მ---------------–--ის, ნ-----–--------------ის, ზ------------------ს, მ--–---- ბ-----ის ჩვენებების თანახმად, მათ ხელში არსებული პირველადი ოპერატიული მონაცემებით, ბრალდებულები არიან ქურდული ტრადიცების მიმდევრები.
3.2-. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების: ლ-–-------ის, დ----------–------ის, კ--------------------ის, თ----------------------ის, მ------–-----–--ს, გ------- მ------ის, ჯ--------------ის, თ------ გ-–--ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით.
3.2-. მოწმის სახით დაკითხულმა, ბ------ გ------–--ემ განმარტა, რომ ა------ ბ--------–---–ი არის მისი ნათესავი, თ------ კ-----–--ეს იცნობს მისი სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, გ------- ჯ----–---–ს იცნობს იქედან, რომ იგი არემონტებდა შენობას და უნდოდა პლასტმასების ჩასმა, რის გამოც, მივიდა მასთან და სთხოვდა ფანჯრების და კერების გაკეთებას, ისინი დამეგობრდნენ, ერთხელ დაბადების დღიდან ნასვამ მდგომარეობაში დაურეკა გ------- ჯ----–---–ს, რა დროსაც, ეს უკანასკნელი იგინებოდა და ამბობდა, რომ მას ჩხუბი მოუვიდა ვიღაცასთან, იგი გამოვიდა რესტორნიდან და შეხვდა მას, გაირკვა, რომ გ------- ჯ----–---–ს ჩხუბი მოსვლია მასთან ლუდის დასალევად შესულ პირებთან და ამბობდა, რომ სურდა ობიექტის გაყიდვა, მან ა------ ბ--------–---–ზე უთხრა, რომ შეხვედროდა და თუ გაყიდვა უნდოდა მასთან ერთად გადაეწყვიტა, მოწმის განმარტებით იგი დილის საათებში დაუკავშირდა გ------- ჯ----–---–ს და უთხრა, რომ მასთან ცეხში იყო მისული ა------ ბ--------–---–ი და შეხვედროდა მას, ისინი შეხვდნენ მასთან ცეხში და ერთმანეთში დაიწყეს საუბარი, თვითონ კი გადი- გამოდიოდა და ყველაფერი არ ესმოდა, ა------ ბ--------–---–ის შეკითხვაზე თუ რა მოხდა გ------- ჯ----–---–მა უთხრა, რომ აწუხებდნენ, რაზედაც ა------მა უთხრა, რომ „შენ რა ვალდებულებები გაქვს, რა ფულიო, ჩემთან ამას ნუ ამბობო“ ასევე, უთხრა ა------მა, რომ გააცნობდა საქმიან ხალხს და ურჩია, რომ ლუდის ბარი არ ივარგებდა, მისგან მას არაფერი არ უნდოდა, ამ საუბრის დროს მას არ გაუგონია რაიმე წილებზე ან პიროვნებებზე საუბარი, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ნაწილობრივ გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმი, რაზედაც ბ------ გ------–--ემ განმარტა, რომ გ------- ჯ----–---–მა თავად დაუწყო ა------ ბ--------–---–ს ფ-------- ს---–-----–--ეზე „პ-–---ზე“ საუბარი, რაზეც ა------მა უპასუხა, რომ ,,პ-–---“ იყო მისი ახლობელი და ურთიერთობა ჰქონდა მასთან და იქვე უთხრა, რომ ,,შენი საქმისა შენ იციო, ვალდებულება არავისზე არ გაქვსო, შენი საქმე შენ თვითონ აკეთეო“ განმარტავს, რომ იგი ეხმარებოდა გ------- ჯ----–---–ს მინების პლასტმასების ჩასმაში და ამ უკანასკნელს ახლაც მისი ვალი აქვს, განმარტავს, რომ ისინი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და პატივს სცემდა მას, მოწმემ ასევე განმარტა, რომ „ა------მა უთხრა, სხვა რამე გახსენი თორემ დაიტანჯებიო, პივნოის გამოო“ და იქვე ა------ ბ--------–---–მა გ-------ს კითხვებზე პასუხობდა „მე რა შუაში ვარო“ ასევე, უთხრა, რომ „შენი ამხანაგის ნათესავი კი ვარო, მაგრამ თქვენ უნდა გაერკვიოთ ერთმანეთშიო“.
3.22. საქმეში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად: დათვალიერებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო ვებ გვერდი ინტერნეტ მისამართზე მითითებული გვერდის ბმულზე უძრავი ქონების რეესტრი განცხადების ძებნა საძიებო ველში შეყვანილ იქნა გ------- ჯ----–---–ის პირადი ნომერი 0---------- რის შედეგადაც მოძიებულ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი. ამონაწერის თანახმად, რომელიც მომზადებულია 20-7 წლის 28 ივლისს ქ. ზესტაფონში ზ--------–--ს ქ. №2-ში მდებარე შენობა ნაგებობების პირველ სართულზე განთავსებული ფართი 188,63 კვმ წარმოადგენს გ------- ჯ----–---–ის საკუთრებას. ამობეჭდილი იქნა მითითებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც დაერთო ოქმს.
3.23. საქმეში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად: ლ-–-------ემ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის პერსონალური კომპიუტერის საშუალებით დაათვალიერა საქართველოს საჯარო სამსახურის ვებ-გვერდი, რომლის მისამართიცაა . საჯარო სამსახურის ბიუროს ბიუროს მთავარ გვერდზე ცალკე გამოსახულია დასაქმების, დეკლარაციების და რეფორმების გვერდებზე მოსახვედრი პროგრამა . დეკლარაციის გვერდის გახსნისას მთავარ გვერდზე აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირები ავტორიზაციას გადიან ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ; დეკლარაცია ჩაბარებიდან 48 საათში ხელმისაწვდომი ხდება ონლაინ ნებისმიერი მსურველისათვის. ვებ-გვერდის მომხმარებლები არიან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე მედია საშუალებები. www.declaration.gov.ge ვებ-გვერდის მისამართზე თანამდებობის პირის ქონებრივი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მოპოვების საძიებო ველში შეტანილ იქნა გ------- ჯ----–---–ის პ/ნ 0---------- რა დროსაც მითითებული პირის სახელზე შედგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ვერ მოიძებნა. ვებ-გვერდიდან ამობეჭდილ იქნა ზემოხსენებული პირთა სახელზე მოთხოვნილი მონაცემი, რაც დაერთო ოქმს.
3.24. საქმეში არსებული შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის პატაკის თანახმად: სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე მის მიერ მიღებული ინფორმაციით, ქ. ზესტაფონში, ი. გ---–-–---–ის ქ. №2-ში მცხოვრები გ------- რ------ს ძე ჯ----–---–ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ ქ. ზესტაფონში, ზ--------–--ს ქ.№2-ში მდებარე კომერციულ ფართთან დაკავშირებით ინტერესს გამოხატავენ და მესაკუთრის მიერ აღნიშნულ კომერციულ ფართზე საკუთრების უფლების დათმობის სქემაში ჩართული არიან შემდეგი პირები: კრიმინალური ავტორიტეტის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლები შ----- ო-----ს ძე მ-------ის (დაბ: 2--------- წელს, რეგ: ქ. ზესტაფონი, ფ---------ის პირველი შესახვევი №10, პ/ნ 1----------) ძმა, ასევე წარსულში ნასამართლები მ--–---- ო-----ს ძე მ-------ე (დაბ: 2--1-.1--- წელს, რეგ: ქ. თბილისი, ირ. ე-----–---–ის ქ. №1-----, პ/ნ 1----------), მეტსახელად „ფ-–-----“, თ------ დ------ს ძე კ-----–--ე (დაბ: 1--------- წელს, რეგ: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ---–----, პ/ნ1----------) გ---- ო-----ს ძე ფ------–--ე (დაბ: 1--------- წელს, რეგ: ქ. ზესტაფონი, გ. ა-----ის ქ. №7-, პ/ნ 1----------)მეტსახელად „ი----“ და პ----------------ს ძე გ------------ი (დაბ: 0--------- წელს, რეგ: ქ. ზესტაფონი, დ. უ-----ის ქ. №92, პ/ნ 1----------), რომლებიც კავშირში იმყოფებიან ე.წ კანონიერ ქურდ რ--------------–---–თან, მეტსახელად „პ-–--სთან“.
3.25. ამავე ინფორმაციით, ირკვევა, რომ მ--–---- მ-------ეს სარგებლობაში აქვს 5----------- და 57--6------- სააბონენტო ნომრები, თ------ კ-----–--ეს სარგებლობაში აქვს 5----------- საბონენტო ნომერი, გ-------------–--ეს სარგებლობაში აქვს 5------2--2- საბონენტო ნომერი, ხოლო პ--------------------ს სარგებლობაში აქვს 5----------- სააბონენტო ნომერი, რომელთა მეშვეობით, როგორც ერთმანეთში, ასევე მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ახორციელებდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სატელეფონო საუბრებს. ითხოვს შემდგომ რეაგირებას.
3.26. საქმეში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების, დეტექტივ-გამომძიებლის მ------–-----–--ს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე,...T--------------/a-----s megobari. მონაცემები გადაღებულ იქნა სქრინ შოთის საშუალებით, რაც გადატანილი იქნა პერსონალურ კომპიუტერში, ამოიბეჭდა და დაერთო ოქმს”.
3.2-- საქმეში არსებული გ------- ჯ----–---–ის 20-8 წლის 24 მაისს გაკეთებული განცხადების თანახმად ,,მოგახსენებთ, რომ 20-8 წლის 23 მაისს დაახლოებით 19 საათზე ჩემს ბარში, მდებარე ქ.ზესტაფონი ჯ--------–--ს ქუჩა N2-ში შემოსული იყო ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დამიწყო საუბარი, რომ მე ჩემს ბარში სამუშაოდ მჭირდებოდა ვინმეს მხრიდან ე.წ ,,დაკრიშვა“ და შემომთავაზა, რომ მომიყვანდა კრიმინალური სამყაროს ისეთ წარმომადგენელს რომელიც გამიწევდა ე.წ ,,დაკრიშვას“ და დამიცავდა სხვა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შემექმნებოდა პრობლემები. მე ჩემი მობილური ტელეფონით მოვახდინე აღნიშნული საუბრის ნაწილობრივი ვიდეო აუდიო ჩაწერა. ჩანაწერი გადავიტანე DVD-R დისკზე, რომელიც თან მაქვს და შემიძლია წარმოგიდგინოთ. ასევე მითითებული ჩანაწერი მაქვს ჩემს ,,სამსუნგის” ფირმის ტელეფონშიც”.
3.28. საქმეში არსებული გამომძიებელ ლ-–-------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,გ------- ჯ----–---–მა ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი კუთვნილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის იმეი კოდია 3--------------, ტელეფონში მოთავსებულია ჯეოსელის ქსელში ჩართული სიმ ბარათი ნომრით 5----------- ტელეფონის მენიუში ,,გალერეა“ მოთავსებულია ვიდეო ფაილი, რომელზეც აღნიშნულია გადაღების თარიღი 23.05.20-8 წელი. დათვალიერებაში მონაწილე გ------- ჯ----–---–ის განმარტებით აღნიშნულ ვიდეო ფაილზე ჩაწერილია 20-8 წლის 23 მაისს დაახლოებით 19:00 საათზე ქ.ზესტაფონში ჯ--------–--ს ქუჩა N2-ში, მის კუთვნილ ,,ა---–-----------–-----ში“ მასსა და მისთვის უცნობ პირს შორის შემდგარი საუბარი, რა დროსაც, აღნიშნული უცნობი პირი გ------- ჯ----–---–ს სთავაზობს მის საქმიანობაში ე.წ ,,დაკრიშვას“ ვიდეო ფაილში მოსაუბრე პირები ვიზუალურად არ ჩანან, რადგან კამერა მიმართულია იატაკისაკენ და კადრში ჩანს ფეხსაცმლიანი ფეხი. გ------- ჯ----–---–ის განმარტებით მას მისი კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონით ჩანაწერის გაკეთებისას მობილური ტელეფონი კამერით იატაკისაკენ ჰქონდა მიმართული და კადრში ჩანს მისი ფეხსაცმლიანი ფეხი. ვიდეო ფაილის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს 03:1- წუთს, რა დროის განმავლობაშიც ისმის ორი მამაკაცის ხმა. მათ შორის ერთ-ერთი გ------- ჯ----–---–ის განმარტებით არის თვითონ ხოლო მეორე მოსაუბრე არის პიროვნება, რომელიც მასთან შემოვიდა ბარში 20-8 წლის 23 მაისს დაახლოებით 19:00 საათზე და საუბრისას სთავაზობს გ------- ჯ----–---–ს მისი ბიზნესის ,,დაკრიშვას“ და ჰპირდება შესაბამისი პიროვნების მიყვანას. ასევე გ------- ჯ----–---–ის შეკითხვებს უსვამს მითითებულ პიროვნებას, რა მოიმოქმედოს და თუ ვინ გაუწევს ე.წ ,,დაკრიშვას“. დათვალიერების დასრულების შემდეგ მობილური ტელეფონი დაუბრუნდა გ------- ჯ----–---–ს“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მხრიდან ოქმზე ხელის მოწერით.
3.29. საქმეში არსებული შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის პატაკის თანახმად, ,,სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე მის მიერ დამატებით მიღებული ინფორმაციით, ქ. ზესტაფონში , ი. გ---–-–---–ის ქ. №2-ში მცხოვრები გ------- რ------ს ძე ჯ----–---–ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ ქ. ზესტაფონში, ზ--------–--ს ქ.№2-ში მდებარე კომერციულ ფართთან დაკავშირებით ინტერესს გამოხატავენ და მესაკუთრის მიერ აღნიშნულ კომერციულ ფართზე საკუთრების უფლების დათმობის სქემაში ჩართული არიან: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლევი, კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს წევრი მ--–---- ა---------–-ს ძე ბ--------–---–ი ( ვინაობის შეცვლამდე, მ--–---- ა---------–-ს ძე კ------ე, მეტსახელად „ბ--------“, დაბადებული 0--------- წელს, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონი სოფელი პ------–------------–- ქუჩის №30-ში , პ/ნ 1----------) და ამჟამად პირობითი მსჯავრდებული ი-----–- ა-–-----------------------–ი, (დაბადებული 1-.0-.1--- წელს, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონი სოფელი მ------------------ე ქუჩის №95-ში, პ/ნ 1----------) რომლებიც დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებიან წარსულში ნასამართლებ მ--–---- ო-----ს ძე მ-------ესთან (მეტსახელად „ფ-–-----“ ), თ------ დ------ს ძე კ-----–--ესთან (მეტსახელად „ს------“) გ---- ო-----ს ძე ფ------–--ესთან (მეტსახელად „ი----“) და პ----------------ს ძე გ------------თან, ასევე კავშირში იმყოფებიან ე.წ. კანონიერ ქურდ რ--------------–---–თან, მეტსახელად „პ-–--სთან“. ამავე ინფორმაციით მ--–---- ბ--------–---–ს (მეტსახელად „ბ--------“ სარგებლობაში აქვს 5----------- სააბონენტო ნომერი, ხოლო ი-----–----------–ს სარგებლობაში აქვს 5----------- სააბონენტო ნომერი, რომლებიც აღნიშნული სააბონენტო ნომრებით, როგორც ერთმანეთში, ასევე მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ახორციელებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სატელეფონო საუბრებს. ითხოვს შემდგომ რეაგირებას“.
3.30. საქმეში არსებული შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის თ------ გ-–--ის პატაკის თანახმად, ,,სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე მის მიერ დამატებით მიღებული ინფორმაციით, ქ. ზესტაფონში, ი. გ---–-–---–ის ქ. №2-ში მცხოვრები გ------- რ------ს ძე ჯ----–---–ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ ქ. ზესტაფონში, ზ--------–--ს ქ.№2-ში მდებარე კომერციულ ფართთან დაკავშირებით ინტერესს გამოხატავენ და მესაკუთრის მიერ აღნიშნულ კომერციულ ფართზე საკუთრების უფლების დათმობის სქემაში ჩაერთო წარსულში ნასამართლევი და კრიმინალური დაჯგუფების წევრი ი-----–- რ------ს ძე ბ--------–---–ი (დაბადებული 2-.0-.1--- წელს, რეგისტრირებული ქ. ზესტაფონი მ. კ--------- ქუჩა №34-ში, პ/ნ 1----------), რომელიც დანაშაულებრივ კავშირშია კრიმინალურ ავტორიტეტებთან, კერძოდ მ--–---- ა---------–-ს ძე ბ--------–---–თან (მეტსახელად „ბ--------“), კანონიერი ქურდის ფ-------- ჯ--------ს ძე ს---–-----–--ის (მეტსახელად „პ-–---“) ძმასთან, კრიმინალურ ავტორიტეტთან და ქურდული სამყაროს წევრთან ხ---- ჯ--------ს ძე ს---–-----–--ესთან (დაბადებული 2--------- წელს, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონი სოფელი პირველი სვირი, პ/ნ 0----------) და სხვებთან. ამავე ინფორმაციით ი-----–- ბ--------–---–ს სარგებლობაში აქვს 5----------- სააბონენტო ნომერი, რომელიც აღნიშნული სააბონენტო ნომრით, როგორც მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან, ასევე სხვა პირებთან ახორციელებს ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სატელეფონო საუბრებს. ითხოვს შემდგომ რეაგირებას“.
3.31. საქმეში არსებული შსს, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თ----------------------ის მიერ 2018 წლის 07 ივნისს შედგენილი ოქმის თანახმად, ,,ა------ ბ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა „ეიჩპის“ ფირმის ნოუთბუქი, რაც ამოღებულ იქნა, მოთავსდა შავი ფერის წარწერებიან პარკში და დაილუქა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლუქის ბეჭდით №33, ასევე ამოღებულ იქნა „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი კოდით - 0--------------, მასში არსებული სააბონენტო ნომრით 5-----------, მობილური ტელეფონი ამოღებულ იქნა, მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლუქის ბეჭდით №33. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
3.32. საქმეში არსებული შსს, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის გ------- მ------ის მიერ შედგენილი 20-8 წლის 07 ივნისს მ--–---- ბ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ,,მისი შვილის გ------- კ------ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა “ASUS”-ის ფირმის შავი ფერის ნოუთბუქი, ასევე საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შავი ფერის “HP”-ის და “ASUS”-ის ფირმის ნოუთბუქები, ამოღებული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე იმერეთის, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის №33 ლუქის ბეჭდით პაკეტისთვის, 03 პაკეტად. სხვა რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან დოკუმენტი ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული ვერ იქნა, ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
3.33. საქმეში არსებული შსს, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის კ--------------------ის მიერ 2018 წლის 07 ივნისს ჩატარებული თ------ კ-----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად: ,,თ------ კ-----–--ისგან ამოღებული იქნა 1) მუქი მორუხო ფერის ნაჭრის პატარა ზომის მხარზე გადასაკიდებელი პატარა ჩანთა, რომელსა გააჩნია სამი ელვაშესაკრავიანი და ერთი ღილაკით შესაკრავი ჯიბეები, მასი მოთავსებულია: 2) „სამსუნგის“ ფირმის „ნოუთ 8“ მოდელლის მობილური ტელეფონი, რომლის ულკანა ზედაპირზე იკითხება იმეი კოდები: 3-------------- და 3--------------, თ------ კ-----–--ის განმარტებით მასში მოთავსებულია ორი სიმ ბარათი ნომრებით 5----------- და 5-----------, მობილური ტელეფონი დაბლოკილია და ბლოკის მოხსნაზე თ------ კ-----–--ემ უარი განაცხადა. 3) „Cellet”-ის ფირმის ტელეფონის დამმუხტავი კვების წყარო, თავისი უესბე კაბელით, ტელეფონის ყურსასმენი და დენის წყაროში შესაერთებელი ტელეფონის დამმუხტავი. 4) ლითონის გასაღებების აცმა, ოთხი გასაღებით და პატარა ზომის მოწითალო კორპუსის მქონე გასაშლელი დანის და სხვა ხელსაწყოების ნაკრებით. 5) მოშავო ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული: ერთი 50 ლარიანი და რვა - 20 ლარიანი კუპიურებით და ორი ერთლარიანი მონეტით, სულ 212 ლარი, 13 ცალი სხვადასხვა სახელის და გვარის, ასევე ფირმის ე.წ „ვიზიტკა“ 8 ცალი სხვადასხვა სააფთიაქო ქსელისა და ფირმის პლასტიკური ბარათი. 6) თ------ კ-----–--ის სახელზე გაფორმებული პირადობის მოწმობა N ა-------. თ------ კ-----–--ემ ოქმის გაცნობასა და მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ასევე შენიშვნაზე ხელმოწერაზეც უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ასევე თ------ კ-----–--ემ ოქმზე ხელმოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა“.
3.34. საქმეში არსებული შსს, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის დ----- ამბროლაძის მიერ შედგენილი 2018 წლის 07 ივნისს თ------ კ-----–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ,,საცხოვრებლის პირველ სართულზე არსებული მისაღებ ოთახში ამოღებულ იქნა “acer”-ის ფირმის შავი ფერის პლასტმასის კორპუსის მქონე ლეპტოპი, რომელსაც გააჩნია შემდეგი მაიდენტიფიცირებელი ჰოლოგრამა წარწერით: “E5-531G-P6R6 MFG Date:2014/05/30 S/N:NXMNSER 0024221BD383400, SNID: 42211397634”, ასევე ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი ბინის მეორე სართულზე საძინებელ ოთახში ამოღებულ იქნა სტაციონალური კომპიუტერის „დრაივერი“ (ე.წ. ვინჩსტერი), რომელიც: „DEEPCOOL”-ის ფირმისაა, შავი ფერის პლასტმასის კორპუსის, ამავე საძინებელი ოტახიდან კომპიუტერის მაგიდაზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, (ე.წ. ჩიპი“) რომელიც შავი ფერის პლასტმასის და მოვერცხლისფრო ფერის ლითონის კორპუსისაა, მეხსიერების ბარათზე იკითხება შემდეგი წარწერა “CRUZER”, “SANISK”, “CRUZER CONTOUR” მეხსიერების ბარათი „4GB”-იანია, ამავე საძინებელ ოთახში კომპიუტერის ოთახის მარჯვენა ქვედა უჯრიდან, ამოღებულ იქნა მოყავისფრო ფერის ებონტის ბუდისა და დანის ტარის მქონე ხიშტ დანა, რომლის ბუდეზე და ტარზე იკითხება ამოტვიფრული ციფრები „442“, ასევე ჩხრეკისას საცხოვრებლის პირველ სართულზე არსებული სასტუმრო ოთახში განთავსებული ხის კარადაში ჩამოკიდებული ქალის ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობის თანხა შემდეგი კუპიურებით: 46 ( ორმოცდაექვსი) ას ლარიანი, 1 (ერთი) ორას ლარიანი და 4 (ოთხი ) ორმოცდაათლარიანი კუპიურა, საერთო ჯამში ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი). სხვა რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან დოკუმენტი ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული ვერ იქნა, ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.
3.35. საქმეში არსებული შსს, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ჯ--------------ის მიერ შედგენილი 2018 წლის 07 ივნისს ხ---- ს---–-----–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ,,ხ---- ს---–-----–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონები: 1) “IPHONE”-ის ფირმის, იმეი კოდით 3--------------- მობილური ტელეფონები მაგთიკომში ჩართული 5----------- ნომრის სიმბარათით, 2) “meizu”-ს ფირმის მობილური ტელეფონი რომელსაც აქვს ორი იმეი კოდი: 1-------------- და 1-------------- რომელშიც მოთავსებულია ჯეოსელში ჩართული 5----------- ნომრის სიმბარათი, 2) ხ---- ს---–-----–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა “ASUS”-ის ფირმის ნოუთბუქი “MODEL- XSUC” თავისივე სამუხტი ელემენტით და მოწყობილობით, 3) ხ---- ს---–-----–--ის საცხოვრებელი სახლის სასტუმრო ოთახში განთავსებული ვაზიდან - მინის ვაზიდან ამოღებულ იქნა თეთრ თაბახის ფურცელზე, რომელზეც გაკეთებულია ჩანაწერები, კერძოდ, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის აიქლაუდის კოდები. სხვა რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან დოკუმენტი ასევე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული ვერ იქნა, ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელისმოწერით.
3.36. საქმეში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,ლ-–-------ემ აღნიშნული ოქმი დღეის რიცხვს სისხლის სამართლის № 0----------- საქმესთან დაკავშირებით შეადგინა მასზედ, რომ შემდგომი გამოყენებისათვის დათვალიერებულ იქნა (დაცვის მხარისათვის ინფორმაციის გადასაცემად) დათვალიერებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიული ტექნიკური სააგენტოდან, გადმოგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული აუდიო - ვიდეო ჩაწერი ამსახველი DVD-R დისკი, კერძოდ 2018 წლის 03 ივლისის საიდუმლო წერილით №6/4/2-90ს გადმოგზავნილი DVD-R დისკი, რეგისტრაციის ნომრით №73ს; აღნიშნული დისკი დალუქულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის №6/4 ლუქის ბეჭდით ქაღალდის კონვერტში. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD-R დისკი სარეგისტრაციო ნომრებით №73ს. დისკზე ჩაწერილია ორი ვიდეო ფაილი, შექმნის თარიღი 16.06.2018, საერთო მოცულობითი 2078,188 კილობაიტი. დისკზე არსებული ფაილები გადატანილი იქნა სამსახურებრივ კომპიუტერში. დათვალიერების შემდგომ ზემოხსენებული 01 ცალი DVD-R დისკი მოთავსდა თავის, თავდაპირველ დალუქულ პაკეტში და შემდგომ მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რომელიც დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის №33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის, 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები“.
3.37. საქმეში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,ლ-–-------ემ აღნიშნული ოქმი დღეის რიცხვს სისხლის სამართლის № 0----------- საქმესთან დაკავშირებით შეადგინა მასზედ, რომ შემდგომი გამოყენებისათვის დათვალიერებულ იქნა ( დაცვის მხარისათვის ინფორმაციის გადასაცემად ) დათვალიერებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიული ტექნიკური სააგენტოდან, გადმოგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული ჩაწერის ამსახველი CD-R დისკები, კერძოდ: 2018 წლის 25 ივნისის საიდუმლო წერილით №6/1/3-2010ს გადმოგზავნილი 2 ცალი CD-R დისკი, აღნიშნული დისკი დალუქულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის №6/1/3 ლუქის ბეჭდით ქაღალდის კონვერტში. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი CD-R დისკი წარწერებით 174123/6 და 174123/3. დისკზე წარწერით 174123/6 ჩაწერილია პროგრამული ფაილები და 28 აუდიო ფაილი, შექმნის თარიღი, 24.06.2018, საერთო მოცულობით 82,7 მეგაბაიტი. CD-R დისკზე წარწერით 174123/3 ჩაწერილია პროგრამული ფაილები და 29 აუდიო ფაილი, შექმნის თარიღი 24.06.2018, საერთო მოცულობითი, 72,6 მეგაბაიტი. CD-R დისკებზე არსებული ფაილები გადატანილი იქნა სამსახურებრივ კომპიუტერში. ხოლო ორივე CD-R დისკი მოთავსდა თავდაპირველ დალუქულ პაკეტში და შემდგომ მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რომელიც დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის №33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის, 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები. 2018 წლის 27 ივნისის საიდუმლო წერილით №6/1/3-2063ს გადმოგზავნილი 3 ცალი CD-R დისკი. აღნიშნული დისკები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის №6/1/3 ლუქის ბეჭდით ქაღალდის კონვერტში. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა სამი ცალი CD-R დისკი წარწერებით 174138/1, 174138/2, 174138/4. დისკზე წარწერით 174138/1 ჩაწერილია პროგრამული ფაილები და 4 აუდიო ფაილი, შექმნის თარიღი 27.06.2018 წელი, საერთო მოცულობითი 10,6 მეგაბაიტი. დისკზე წარწერით 174138/2 ჩაწერილია პროგრამული ფაილები და 9 აუდიო ფაილი, შექმნის თარიღი 27.06.2018 წელი, საერთო მოცულობითი 27,1 მეგაბაიტი. დისკზე წარწერით 174138/4 ჩაწერილია პროგრამული ფაილები და 4 აუდიო ფაილი, შექმნის თარიღი 27.06.2018 წელი, საერთო მოცულობითი 8,45 მეგაბაიტი. დათვალიერების შემდგომ ზემო ხსენებული 03 ცალი CD-R დისკი მოთავსდა თავის, თავდაპირველ დალუქულ პაკეტში და შემდგომ შემდგომ მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, რომელიც დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის №33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის, 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები“.
3.38. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს
4.1 მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
4.2. საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
4.3. საქმეში არსებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1-7/ფ დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება“.
4.4. საქმეში არსებული ჰაბიტორკოპიური ექსპერტიზის N597/ჰ დასკვნის თანახმად, „გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით „ch0-_20-80-0-1-2241.mp4”, „ch0-_20-80-04102351.mp4”, „ch0-_20-80-0412-915.mp4”, „ch0-_20-80-04143850.mp4”, „ch0-_20-80-05141-05.mp4”, „ch0-_20-80-05144923.mp4”, „ch0-_20-80-05151-17.mp4”, „ch0-_20-80-05173453.mp4”, “KALK0579_20-80-0800-023.ASF”, “KALK0579_20-80-08004607.ASF”, “KALK0579_20-80-0801-253.ASF” და “KALK0579_20-80-080-5841.ASF” არ აღენიშნებათ რედაქტირების და მონტაჟის ნიშნები.“
4.5. საქმეში არსებული ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N5--/ვ-ტ დასკვნის თანახმად, „გამოკლვევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები“
4.6. სისხლის სამართლის საქმეში არსებული ექსპერტიზების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხული იქნენ ექსპერტიზის შედგენაში მონაწილე ექსპერტები, ე------------–-–---–-, ვ--------------------, გ------- გ---------, რომელთაც მთლიანად დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და განმარტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნები მათ მიერ შედგენილი იქნა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეში არსებული დასკვნების შინაარსში ეჭვის შეტანის რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც, ისინი შედგენილია ასეთი დასკვნების გაცემისათვის აუცილებელი სამეცნიერო მიღწევების გამოყენებით და სრულად ასახავენ საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
4.8. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
4.9. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა თ------ კ-----–--ემ, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, 1995 წლიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ზესტაფონში. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდგომ დაეუფლა ხელობას კერძოდ: ავეჯის დამზადების კუთხით. არის დიზაინერი. მუშაობდა ქ.ზესტაფონში ზ--------–--ს ქუჩის N2-ში მდებარე საამქროში, სადაც მისი მონაწილეობით მზადდებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. საამქრო ეკუთვნის გ------------ს, ფ------–--ეს და ხ-------ეს. საამქროში თვითონ მუშაობდა, როგორც თანამშრომელი. გ------- ჯ----–---–ი გაიცნო საამქროში, როცა ეს უკანასკნელი აწარმოებდა საამქროს გვერდით არსებულ მისი ფართის რემონტს, რისთვისაც ჭირდებოდა წყალი სამუშაოებისათვის. რის გამოც, ეს უკანასკნელი ხშირად მოდიოდა მათთან და გაიცნეს ერთმანეთი. ბრალდებულის განმარტებით, გაცნობის შემდეგ გ------- ჯ----–---–ი ხშირად მიდიოდა მათთან საამქროში, უნდოდა მასთან საუბარი, ეუბნებოდა გამოერთო დანადგარი, რომელიც დიდ ხმას გამოსცემდა და მოესმინა მისთვის, უსვამდა სხვადასხვა კითხვებს, მისგან აინტერესებდა ავეჯის დიზაინი მისი საწარმოსთვის, ეუბნებოდა, რომ ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა სახის სამეურნეო ნივთები, სამედიცინო დანიშნულების ნივთები და სურდა მათი გაყიდვა. გამოხატავდა მოწონებას მის მიერ ჩატარებული სამუშაოების მიმართ. ერთხელ მასთან საწარმოში საუბრის დროს განუცხადა, რომ ვიღაცეები აწუხებდნენ მას ,,დაჭერით მემუქრებიანო“. მოწმის განმარტებით, იქნებოდა ალბათ 2018 წლის 25 მაისი, როდესაც გ------- ჯ----–---–ი კვლავ მივიდა მათთან საამქროში და ეკითხებოდა მათ, თუ როგორ უნდა მოეწყო მისი საწარმო. განმარტავს, რომ საუბრის დროს ყოველთვის გ------- ჯ----–---–ი მას პასუხს არ ასრულებინებდა, ერთი საკითხიდან გადადიოდა სხვა საკითხზე ისე, რომ ვერ გაარკვევდი რა უნდოდა, ეუბნებოდა, რომ უნდა გაეხსნა მის ობიექტში ფილმების საჩვენებელი სტუდია ,,კინოთეატრი“. ერთხელ როდესაც ეს უკანასკნელი მასთან შევიდა იყო გაღიმებული სახით, მოსთხოვა დანადგარის გათიშვა, აუხსნა მას, რომ დანადგარის გათიშვა არ იყო შესაძლებელი, რის გამოც, მასთან ერთად გავიდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად, შესთავაზა, რომ შესულიყვნენ მის ობიექტზე, იგი დაჟინებით ითხოვდა მისგან ობიექტში შესვლას. როდესაც შევიდნენ მასთან უთხრა, რომ უნდა დაემზადებინა მისთვის ავეჯი, რაზედაც უპასუხა, რომ იგი საამქროს უფროსის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. ეს პასუხი დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ შესთავაზა მასთან ერთად ბიზნესის გაკეთება. კერძოდ, მის ფართში უნდა გახსნილიყო საბილიარდო, რაზედაც უპასუხა, რომ ეს მომგებიანი არ იქნებოდა, რადგან ქ.ზესტაოფნში სამ ადგილას უკვე იყო გახსნილი საბილიარდო. შემდეგ გადავიდა მეორე თემაზე, უთხრა, რომ კინოთეატრის გახსნა უნდოდა. იგი უსვამდა ბიზნესის გარშემო კითხვებს მას თუმცა მის პასუხს ბოლომდე არ ამთავრებინებდა. უთხრა, რომ ,,მინდა პატივი ვცე ყველასო“ და შესთავაზა მას 30% -იანი წილი ალბათ საერთო ბიზნესისათვის. მოწმის განმარტებით მან ამაზე გამოხატა გაკვირვება, იმის გამო, რომ ერთი კვირის გაცნობილი ადამიანი სთავაზობდა ასეთ რამეს. გ------- ჯ----–---–მა იქვე უთხრა, რომ ,,გეცოტავაო, მაშინ 50% იქნებაო“. უთხრა, ასევე, რომ მასთან შედიოდნენ პიროვნებები, რომლებიც აწუხებდნენ, ,,დანაც კი დამარტყესო“. იქვე კითხა გ-------მ მას, ხომ არ იცნობდა ,,პ-–---ს,“ განუმარტა, რომ თავად იცნობდა ამ პიროვნებას ,,მინდა მის ოჯახს პატივი ვცეო“. ამაზე უპასუხა გ------- ჯ----–---–ს, რომ არ იცნობდა არც ,,პ-–---ს“ და არც მის ოჯახს. ამ საუბრის შესახებ მოუყვა მის ნაცნობს მ--–---- ბ--------–---–ს, რომელსაც იცნობს დაახლოებით 9 წელია. ა------ ბ--------–---–ს იცნობს, მაგრამ მასთან რაიმე სატელეფონო კავშირი არ ჰქონია. ხ---- ს---–-----–--ე გაიცნო ახლა პენიტენციური დაწესებულებაში ყოფნის დროს. მოწმის განმარტებით, იგი დაუკავშირდა მ--–---- ბ--------–---–ს და უთხრა მასსა და გ------- ჯ----–---–ს შორის შემდგარი საუბრის შესახებ და იმ შემოთავაზებაზე, რაც გ-------მ უთხრა მას. ასევე უთხრა მ--–----ის, რომ გ------- იყო წარმატებული პიროვნება და მას დახარჯული ჰქონდა საწარმოსთვის დაახლოებით 30 000 ლარი. აუხსნა მ--–----ს, რომ გ------- ჯ----–---–ი სთავაზობდათ ბიზნესს და სთხოვა, რომ მოესმინათ მისთვის, როდესაც შეხვდა მ--–---- ბ--------–---–თან ერთად გ------- ჯ----–---–ს ამ უკანასკნელის კუთვნილ შენობაში, გ-------მ მოუყვა მათ მისი ისტორიის შესახებ, ოჯახის შესახებ, დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მას დახმარება უნდოდა. ერთხელ სუფრასთან ყოფნის დროს, გ------- ჯ----–---–მა არასწორი შეფასება მისცა სჯულის თემას, შეურაცხყოფა მიაყენა ეკლესიის მსახურებს. მან ურჩია მას, რომ ურთიერთობა ჰქონოდა საეკლესიო პირებთან და დაკავშირებოდა მათ და ისიც უთხრა, რომ მას შეეძლო გაეცნო საეკლესიო პირები, რადგანაც ყველა მისთვის საინტერესო საკითხი განეხილათ მონასტერში და ამის გამო შედგა მათი შევედრა უბისის მონასტერში. ხოლო უბისიდან გ------- ჯ----–---–ს უკან არ გამოჰყოლია. გ------- ჯ----–---–ი ხშირად ურეკავდა მას და ეუბნებოდა, რომ ერთად გაეკეთებინათ ბიზნესი. როგორც შეხვედრის, ასევე, გაცნობის ინიციატივა მოდიოდა გ------- ჯ----–---–ისაგან, ეუბნებოდა, რომ შეეხვედრებინა იგი ბიზნესმენებისთვის. მათ შორის საერთო ბიზნესი არ შედგა. ერთხელ გ------- ჯ----–---–მა თავის ობიექტზე უთხრა მას, რომ ,,შენა არ ითხოვდი 30%-ს თუ 50%-სო, შენ არ მესაუბრებოდი ამაზეო“. მოწმის განმარტებით, მისი მხრიდან პროცენტის ხსენება არასოდეს არ ყოფილა. განმარტავს, რომ მ--–---- ბ--------–---–თან ყოველდღიურად საუბრობდა, გ------- ჯ----–---–ის სურვილი იყო, რომ შეხვედროდა მ--–---- ბ--------–---–ს, მას ჰქონდა მ--–---- ბ--------–---–ის ტელეფონის ნომერი. აქედან შედგა მათი ერთობლივი შეხვედრა უბისაში, მონასტერში. განმარტავს, რომ მას გ------- ჯ----–---–ისთვის არ უთქვამს, რომ ,,დაგკრიშავს ვინმეო“. რაც შეეხება ა------ ბ--------–---–ს, მოწმის განმარტებით, მასთან ურთიერთობა არ ჰქონია. მან ზუსტად არ იცის თუ რა საუბარი შედგა გ------- ჯ----–---–სა და ხ---- ს---–-----–--ეს შორის ბარში. ბარში შემდგარი საუბარი დაიწყო გ------- ჯ----–---–მა. კადრში ჩანს მ--–---- ბ--------–---–იც, მისთვის უცნობია თუ რა დღეს მოხდა ეს საუბარი. როდესაც გ------- ჯ----–---–ი ეუბნება მას, რომ ,,შენ არ მთხოვე 30 თუ 50%-იო“ მან უპასუხა ამაზე, რომ ასეთი რამე არასოდეს არ ყოფილა. ითხოვს გამართლებას.
4.10. საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა მ--–---- ბ--------–---–მა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ როგორც თვითონ, ასევე, სხვა ბრალდებულები თავად არიან დაზარალებულები გ------- ჯ----–---–ის მხრიდან. განმარტა, რომ ეს ყველაფერი დაიდგა როგორც სცენარი. რომლის შემსრულებელიც არის გ------- ჯ----–---–ი. თ------ კ-----–--ესთან გააჩნია კარგი ურთიერთობა, რადგანაც ეს უკანასკნელია არის მშრომელი პიროვნება და თავისი შრომით უძღვება საქმეს. რაც შეეხება ა------ ბ--------–---–ს მას იცნობს ქალაქიდან. მასთან რაიმე სახის კავშირი ამ საქმიდან გამომდინარე არ ჰქონია. რაც შეეხება ხ---- ს---–-----–--ეს იგი მასზე უმცროსია, იცნობს როგორც მას, ასევე მის ოჯახს. მათ შორის არის წმინდა ურთიერთობა კერძოდ, ნათლიმირონობა. იგი წესიერი ადამიანია. მოწმის განმარტებით, იგი ადრე მუშაობდა პურის ქარხანაში დირექტორის მოადგილედ, სადაც მას და ხ---- ს---–-----–--ეს ერთად აჰქონდათ ფქვილი სოფლებში. ხ---- ს---–-----–--ეს აქვს კარგი ობიექტი და კარგი ოჯახი. რაც შეეხება გ------- ჯ----–---–ს იგი გაიცნო ქალაქ ზესტაფონში კერძოდ, ერთ დღეს იმყოფებოდა სოფელში, სადაც ტელეფონით დაუკავშირდა თ------ კ-----–--ე და უთხრა მას, რომ ბიზნესიდან გამომდინარე უნდოდა შეხვედრა და ურთიერთობა მათთან გ------- ჯ----–---–ს, ასევე, ამ უკანასკნელს ჰქონდა პრობლემები, აწუხებდნენ მას. როდესაც შეხვდა გ------- ჯ----–---–ს იგი მას წარუდგა შეწუხებული კაცის სახით და ამბობდა, რომ ჭირდებოდა დახმარება. მან იფიქრა, რომ იგი სტუმარი იყო ქ.ზესტაფონში და ალბათ ვიღაცეები ,,სისხლს უღებდნენ ვენიდან“. როცა მათი პირველი შეხვედრა მოხდა იგი პირდაპირ ხვდება მას ჩამწერი კამერით. პირველად მასთან შეხვედრილი ადამიანი ცდილობდა მის პროვოკაციაზე წამოგებას. განმარტავს, რომ მანქანაში დამონტაჟებული მეორე კამერა იწყება იმ მომენტში, როდესაც ყურადღება აქვს გამახვილებული გ------- ჯ----–---–ს და თავად ახსენებს ფ-------- ს---–-----–--ეს. იქ თავად ამბობს, რომ იგი იყო ოჯახის მირონი, მისგან ოჯახის ხსენება არ არის იმ კონტექსტში ნახსენები, როგორც ეს წარმოაჩინა გ------- ჯ----–---–მა. გ------- ჯ----–---–მა თქვა, რომ იგი იცნობდა ფ-------- ს---–-----–--ეს და მის ოჯახს ,,მინდა, რომ ყურადღება გამოვხატოო“ რაზედაც უპასუხა, რომ თავად გადაეწყვიტა როგორც უნდოდა ,,თუ გინდა დაეხმარეთქო, თუგინდა მიაქციე ყურადღებათქო“ ეს არის მისი ნათქვამი. გ------- ჯ----–---–ი ეუბნებოდა მას, რომ მასთან მიდიოდნენ ,,პრისტუბნიკები“. აყენებდნენ შეურაცხყოფას, როგორც მას, ასევე მის მეუღლეს. მოწმის განმარტებით, მას შეეცოდა გ------- ჯ----–---–ი ადამიანურად. განმარტავს, რომ როდესაც გ------- ჯ----–---–თან ერთად უბისაში ადის იქ საუბარია მხოლოდ გ------- ჯ----–---–ის ობიექტის გაყიდვაზე. ჩანაწერებში არის წყვეტილები და სრულად არ ჩანს მისი საუბარი. განმარტავს, რომ გ------- ჯ----–---–ი ეკლესიაში იმასთვის წაიყვანა, რომ სანთელი აენთო. უთხრა ამ უკანასკნელს მიეხედა თავისი ოჯახისათვის და შვილებისათვის. როდესაც უბისის მონასტრიდან უკან ბრუნდებოდნენ იგი დაუკავშირდა ქალაქ ზესტაფონში ხ---- ს---–-----–--ეს და უთხრა, რომ სტუმარი იყო ჩამოსული, უნდოდა დახმარება. გ------- ჯ----–---–თან ერთად შეხვდა ხ---- ს---–-----–--ეს. განმარტავს, რომ ხ---- ს---–-----–--ეს ამ საქმესთან არანაირი შეხება არა აქვს. მან მოუსმინა გ------- ჯ----–---–ს, რომელიც ეუბნებოდა, რომ კლავდნენ მას და ეშველათ მისთვის. მან უთხრა ხ---- ს---–-----–--ეს, რომ ,,ალბათ ბავშვები არიან და ყური უნდა აუწიოთო“. ეს იმიტომ თქვა, რომ არ შეეწუხებინათ გ------- ჯ----–---–ი. განმარტავს, რომ ბელგიიდან გ------- ჯ----–---–ს ჩამოტანილი აქვს მოპარული საქონელი, რომლის რეალიზაციას აკეთებს და ამის გამო ყავს ,,დავებორკებული“ პროკურატურას. განმარტავს, რომ გ------- ჯ----–---–ისგან არც მას და არც სხვა ბრალდებულებს რაიმე სახის წილია არ მოუთხოვიათ, იმისგან რაიმე სახის სარგებლის მიღება არ უნდოდათ და ეს ყველაფერი წინასწარ შედგენილი სცენარის მიხედვით განახორციელა გ------- ჯ----–---–მა. ითხოვს გამართლებას.
4.11. მოწმის სახით დაკითხულმა ხ---- ს---–-----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ყველაფერი დაწყებულია ტყუილით. ბრალდებულების დაკავება გადასცეს ტელევიზიით და აქედან იწყება ყველაფერი. მისი ძმა ფ-------- ს---–-----–--ე 2003 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა, ის საქართველოს მოქალაქე არ არის. მასთან წლების განმავლობაში არანაირი კავშირი არ ჰქონია. ეს ყველაფერი არის დაგეგმილი პროვოკაცია, ჩანაწერებში, რომ ყველაფერი ისმინებოდეს კარგი იქნებოდა. შეგნებულად არის ჩახშობილი გარემოებები. გ------- ჯ----–---–ია არის აგენტ-პროვოკატორი. განმარტავს, რომ გ------- ჯ----–---–ი ამბობდა მაწუხებენო. სინამდვილეში ასეთი ხალხი არ არსებობს ვინც მას შეაწუხებდა ეს ყველაფერი არის მოგონილი. შეხვედრის დროს გ------- ჯ----–---–მა ისეთი სურათი დაუხატა, რომ მას ,,მიტყეპვაც უნდოდა თუ ვინ იყვნენ ისინი“. იგი დაინტერესდა თუ ვინ იყო ისეთი ადამიანები ვინც ასე ჩაგრავდნენ გ------- ჯ----–---–ს. აინტერესებდა და ფიქრობდა, რომ ალბათ ვიღაც ახალგაზრდები იყვნენ. გ------- ჯ----–---–თან შეხვედრაზე დაიბარა მ--–---- ბ--------–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ გ------- ჯ----–---–ი იყო ახლობელი კაცი და ერთად უნდოდათ ბიზნესის გაკეთება და ამ საქმეში ვიღაც ბავშვები უშლიდნენ ხელს და აწუხებდნენ გ------- ჯ----–---–ს. მ--–---- ბ--------–---–მა უთხრა, რომ იგი იქ ყველას იცნობდა და ენახა ეს ხალხი და გაეფრთხილებინა. იგი შეხვდა გ------- ჯ----–---–ს და მ--–---- ბ--------–---–ს, რა დროსაც, გ------- ჯ----–---–მა უთხრა, რომ ავიწროვებდნენ მას და იქვე უთხრა ,,შენნაირი მშრომელი მირჩევნია“ და იქვე მიუთითა ,,უყურადღებოდა არ დავრჩებიო“. მას აღნიშნული გაუკვირდა, რადგან გ-------სთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შემდეგ თავად გ------- ჯ----–---–ი ურეკავს მაგრამ მის მოთხოვნაზე არ ხვდება მას. გ------- ჯ----–---–ი ყველას ეუბნებოდა ,,თქვენ მომიგზავნეთო ის ხალხი“. მოწმის განმარტებით, მათი მეორე შეხვედრამდე გ------- ჯ----–---–მა ჩაიწერა მისი ტელეფონის ნომერი. მეორე შეხვედრის დროს მათ შორის ლაპარაკი იყო სამომავლო ბიზნესზე რაც არ შედგა. შეხვდრამდე ამის გამო დაურეკა მან გ------- ჯ----–---–ს და სთხოვა შეხვედრა, რაზედაც გ-------მ უთხრა, რომ მ--–---- ბ--------–---–თან ერთად მისულიყო მათთან ბარში, მ--–---- ბ--------–---–მაც დაურეკა, რომ მისულიყო გ------- ჯ----–---–თან და ამის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. სანამ შიგნით შევიდოდნენ გარეთ უთხრა გ------- ჯ----–---–ს თუ ვინ იყვნენ ის პირები ვინც აწუხებდნენ. რაზედაც გ------- ჯ----–---–მა უპასუხა ,,მომისმინე ბრატო, მაგათო საერთოდ გადავზიდავ პანკისშიო“. ამის შემდეგ შევიდნენ ბარში, სადაც გ------- ჯ----–---–ი სთავაზობს ლუდს, მერე უხსნის თავისას, გ------- ჯ----–---–ი თვითონ იწყებს პროვოკაციას და ეუბნება ,,მე ვიცნობ შენს ძმას და მინდა ყურადღება გამოვხატოო“. რაზედაც მან უპასუხა ,,შენიდან გამომდინარე რაც გინდა გამოხატეთქო“. განმარტავს, რომ მისი მხრიდან რაიმეს მოთხოვნა გ------- ჯ----–---–ის მიმართ არ ყოფილა. ჯერ ერთი რა უნდა ყოფილიყო, კაფე ბარი გახსნილიც არ იყო, არ მუშაობდა და რატო უნდა მოეთხოვა რაიმე. თვითონ გ------- ჯ----–---–ი იძახდა 50%-ს და ამბობდა ,,ყურადღება იქნება საჭიროო“. მან გ------- ჯ----–---–ს უთხრა შენ ვინ გაშინებს ,,რა წილი რის წილი-თქო“. განმარტავს, რომ მისთვის მას არაფერია არ მოუთხოვია, უთხრა გ------- ჯ----–---–ს, რომ ის არაფერ შუაში არ იყო, ხოლო თვითონ მას უთხრა ,,რაც გინდა ის აკეთე-თქო“. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ თვითონ გ------- ჯ----–---–ი ურეკავს მას და ეუბნება, რომ ვიღაცა სცემა ვინც მას აწუხებდა, შემდეგაც კიდე ურეკავს მას, რაზედაც უპასუხა, რომ მას არანაირი ინტერესი არ ქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ითხოვს გამართლებას.
4.12. ბრალდებულმა ა------ ბ--------–---–მა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, მთლიანად დაეთანხმა მისი ინტერესების დაცველი ადვოკატის დასკვნით სიტყვაში მითითებულ გარემოებებს და ითხოვს გამართლებას.
4.13. მოწმე პ----- კ------ემ განმარტა, რომ მ--–---- ბ--------–---–ი არის მისი ბიძა, იგი არის განსაკუთრებული სიყვარულის მატარებელი და მასზე მას ცუდი არ გაუგია, ასევე, განმარტა, რომ მ--–---- ბ--------–---–ს კავშირი არასოდეს ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან, არ გაუგია ვინმესგან, რომ მას რაიმე სახის კონფლიქტი მოეგვარებინოს.
4.14. მოწმე თ------ ჭ---–-----ემ დაადასტურა, რომ ახლოს იცნობს მ--–---- ბ--------–---–ს და მის ოჯახს, არის მათი მეზობელი, მუშაობდა სვირის გამგეობის თავმჯდომარედ ერთი პერიოდი მუშაობდა პურის ქარხანაში, ს----–- იყო ,,საძმო“, რომლებიც ყველაფერს ფლობდნენ, მ--–---- ბ--------–---–ი მოცილდა მათ და ამის შემდეგ იყო პურის ქარხანაში მოადგილედ, მისთვის უცნობია, რომ მ--–---- ბ--------–---–ს ვინმესთვის რამე გამოეძალოს, ასევე უცნობია, რომ მას კავშირი ქონდა ქურდულ სამყაროსთან.
4.15. მოწმე კ------------- ქ--------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონ სოფელ ს----–- და ხ---- ს---–-----–--ე არის მისი მეზობელი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად, იგი კარგი ადამიანია, მოწმის განმარტებით, იგი იცნობს გ------- ჯ----–---–ს, რომელსაც აქვს ობიექტი, იგი მის გვერდით მუშაობდა მშენებლობაზე და ეხმარებოდა მას, გ------- ჯ----–---–მა ერთხელ მასთან საუბარში თქვა, რომ „მთელი ზესტაფონი უნდა დაიჭიროო, კაპიტანი ვარო“ განმარტავს, რომ ხ---- ს---–-----–--ე ცუდ საქმიანობაში შემჩნეული არასოდეს არ ყოფილა.
4.16. მოწმე თ------------მ განმარტა, რომ ხ---- ს---–-----–--ე არის მისი მეუღლე, მისი მეუღლე და ოჯახი არის დაზარალებული, რადგანაც მათ დაადგათ შეიარაღებული სამართალდამცავები, და მოახდინეს მათი სახლის უკანონო ჩხრეკა, იგი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა, ჩხრეკის ოქმზე მის დედამთილის მოაწერინეს ხელი, მისი სახლიდან წაიღეს პასპორტები, ოქრო და ფული, მეორე დღეს დაბრუნდა საქართველოში, ამის შემდეგ მიაკითხა მეუღლეს ქ. ქუთაისში, სადაც დახვდათ მათი ადვოკატი, მივიდა პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში, სადაც დახვდათ თ------ გ-–---, ნახეს გამომძიებელი დ----------–------ე, თ------ გ-–---მ განუცხადა მათ, რომ მისი მეუღლე იყო დამნაშავე, მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა ხუთი საათის განმავლობაში განმარტავს, რომ ამ ფაქტის გამო ბავშვები არიან სტრესულ მდგომარეობაში, ადასტურებს, რომ მას დაუბრუნეს მისი სახლიდან ამოღებული ნივთები.
4.17. მოწმის სახით დაკითხულმა მ----------------მ განმარტა, რომ მ--–---- ბ-------–---–ი არის მისი თანაკლასელი, მის ოჯახთან აქვს კარგი ურთიერთობა, მ--–---- ბ--------–---–ი იყო კარგი მოსწავლე, წარჩინებით დაამთავრა სკოლა, ინსტიტუტი, დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში მუშაობდა პურის ქარხანაში დირექტორის მოადგილედ, მას არასოდეს არ გაუგია, რომ მ-–----- ბ--------–---–ს რაიმე ურთიერთობა ქონოდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან, ახასიათებს მას დადებითად.
4.18. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული მოწმეების ს------- კ-----–--ის და ნ----------–- ა--–--ის გამოკითხის ოქმები, რომლითაც დგინდება, რომ თ------ კ-----–--ე არის ს------- კ-----–--ის შვილი, თ------ კ-----–--ემ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოიხადა სამხედრო სავალდებული სამსახური, შეისწავლა ხელობა და გახდა ხის ხელოსანი, ჰყავს შემკვეთები და აქვს კარგი შემოსავალი. ნ----------–- ა--–--ე და ს------- კ-----–--ე მუშაობენ ზესტაფონის ბაზრის ტერიტორიაზე მაღაზიაში. ნ----------–- ა--–--ეს ს------- კ-----–--ესთან და მის შვილთან თ------ კ-----–--ესთან აქვს კარგი ურთიერთობა, ის თ------ კ-----–--ეს ახასიათებს დადებითად. დაადასტურეს, რომ 20-8 წლის 7 ივნისს დილის საათაბში ს------- კ-----–--ის საცხოვრებელ სახლში, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, პოლიციის თანამშრომლების მიერ წაღებული იქნა მაღაზიის პროდუქტების რეალიზაციით მიღებული თანხა 5000 ლარის ოდენობით, ასევე, მათ მიერ სახლიდან წაღებული იქნა სხვა ნივთებიც და უთხრეს, რომ მალე დაუბრუნებდნენ.
4.19. მოწმე ვ----–-----------მა განმარტა, რომ თ------ კ-----–--ე გაიცნო საქმიან ვითარებაში კარგად იცნობს მას და არიან მეგობრები, ერთად დადიოდნენ უბისის მონასტერში, თ------ი არის სტიქაროსანი და მონასტერს ეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში, არასოდეს შეუმჩნევია, რომ მას კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონოდა კავშირი, ცხოვრობს ნორმალურად და დაკავებულია თავისი საქმიანობით, ასევე იცნობს ა------ ბ--------–---–ს და მასზე ცუდი არასოდეს არ გაუგია, მ--–---- ბ--------–---–თან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, ხ---- ს---–-----–--ესთან გააკეთა რეკლამა მაღაზიაში, მას ახლოს არ იცნობს, მაგრამ მისი შეხედულებით არის დადებითი პიროვნება, იცის რომ იგი სულ ბიზნესშია, გ------- ჯ----–---–ს არ იცნობს.
4.20. მოწმე დ-------- ხ-------ემ განმარტა, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ფართი მდებარეობს გ------- ჯ----–---–ის ფართის გვერდით, ეს ფართი მის მიერ იქნა შეძენილი და აპირებდა კომერციისთვის მის გამოყენებას, გ------- ჯ----–---–თან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, ამ უკანასკნელის ობიექტი ჯერ გახსნილი არ არის, სანამ ამ ფართს შეიძენდა გ------- ჯ----–---–ი, ფართის მეპატრონეს სთხოვდა მის შესყიდვას, მაგრამ მან ვერ შეიძლო შეძენა და ამის შემდეგ შეიძინა გ------- ჯ----–---–მა, თ------ კ-----–--ე იყო მისი თანამშრომელი, ერთხელ გაიარა გ------- ჯ----–---–ის ფართთან და მიესალმა მას, რა დროსაც, გ-------მ უთხრა, რომ მოწილეები უწყობდნენ პროვოკაციას, იქვე უთხრა, რომ ალბათ თქვენ გინდათ ჩემი ფართიო, ასევე უთხრა, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო მისი, ამიტომ შეეძინა მისი მიწის ნაკვეთი, რაზეც მან უარით უპასუხა, იქვე უთხრა გ------- ჯ----–---–მა, რომ თუ არ იყიდიდა მის ფართს, მოიყვანდა მოწილეებს და მოაქცევდა მას ,,ბლოკადაში“, ამ დროს თურმე იწერდა იგი მათ საუბარს, გ------- ესაუბრებოდა შავ სამყაროზე და ეუბნებოდა, რომ თითქოს მან გაუგზავნა ისინი მას, გ-------მ თვითონ ახსენა და უთხრა, რომ იცნობდა შავებს „ი----ზე“ თქვა, რომ ქურდებს იცნობს და ისინი „მკრიშავენო,“ ხოლო სხვებს ეუბნებოდა, რომ ქურდები „მკრიშავენო“, მასთან საუბარში ახსენა, რომ თენგოს და ,,ბ--------ს“ უნდოდათ მისთვის წილის წართმევა, განმარტავს, რომ ბაღდათში დაახლოებით 10 დღის წინ შეხვდა გ------- ჯ----–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ „მაგენი, რომ არ დამეჭირა მე დამიჭერდნენო, უშიშროება დამიჭერდაო“ განმარტავს, რომ მისი თანდასწრებით, თ------ კ-----–--ე და გ------- ჯ----–---–ი ერთმანეთს არ შეხვედრიან.
4.21. მოწმე გ-------------–--ემ განმარტა, რომ იგი სამუშაოებში ეხმარებოდა მის ნათესავ დ-------- ხ-------ეს, რომლის გვერდითაც მდებარეობს გ------- ჯ----–---–ის ობიექტი და ამ უკანასკნელსაც ეხმარებოდა ავეჯის გაკეთებაში, როდესაც ეკითხებოდა თუ რას შვებოდა, გ------- ჯ----–---–ი სულ ეუბნებოდა მას, რომ ვიღაცა აწუხებდა, ეკითხებოდა მას „ვინ გპატრონობს, ავტორიტეტები გაწუხებენო?“ ერთ საღამოს გ------- ჯ----–---–ის ობიექტში მიიტანეს საჭმელი და დასხდნენ, იქ საუბარში გ------- ჯ----–---–ი ურეკავდა ავტორიტეტებს და ეუბნებოდა მას, რომ მთელმა ზესტაფონმა იცის, რომ „გკრიშავენო“ თვითონ ამბობდა, რომ მას თავისი მაინც უნდა გაეკეთებინა და პატივი უნდა ეცა ვიღაც პიროვნებისთვის, რომელიც ციხეშიაო, განმარტავს, რომ მას ზედმეტ სახელად ეძახიან ,,ი----ს“, თან დაემუქრა გ------- ჯ----–---–ი, რომ გაეყიდა მისი წილი და ეყიდა მისგან „თორემ გაგიჩალიჩებო“ გ------- ჯ----–---–ი ამბობდა მხოლოდ, რომ აწუხებდნენ, ხოლო კონკრეტულ პირებზე არ მიუთითებდა, გ------- ჯ----–---–ის ობიექტი არ მუშაობდა, ამაჟამად ის თავად ცხოვრობს იქ თავისი ოჯახით, განმარტავს, რომ თ------ი კ-----–--ე არის პატიოსანი კაცი, მას არ სმენია, რომ ამ უკანასკნელს კავშირი ჰქონოდა ქურდული ტრადიციის მატარებელ პირებთან.
4.22. მოწმე პ--------------------მა განმარტა, რომ აქვს ავეჯის დასამზადებელი საამქრო, თ------ კ-----–--ე მუშაობს მასთან წლების განმავლობაში, ხ---- ს---–-----–--ეს არ იცნობს, გ------- ჯ----–---–ი ბოლო დროს გაიცნო, თავიდან იგი მივიდა როგორც გაჭირვებული ადამიანი, თავიდან იყო წყნარად, შემდეგ გახდა ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირი, ამბობდა „სამეგობრო მყავს ჩეჩნებიო“ ალბათ მას აშინებდა, ერთხელ შეიყვანა იგი თავისთან და უთხრა, რომ ფული უნდა გადაეხადა, ხოლო კონკრეტულად ვისთვის არ უთქვამს, „მინდა ბიჭებს პატივი ვცეო“ რაზეც უპასუხა, რომ თუ ვინმესთვის ფულის მიცემა უნდოდა მას რატომ ეუბნეოდა ამას, სთავაზობდა მისი ფართის შეძენას, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა საშუალება და ვერ იყიდიდა, ფიქრობს, რომ თვითონ გ------- ჯ----–---–ი არის ქურდული მენტალიტეტის მატარებელი, განმარტავს, რომ 10 წელია იცნობს თ------ კ-----–--ეს, მუშაობდნენ ერთად და არ სმენია მის კავშირებზე შავი სამყაროს წარმომადგენლებთან, განმარტავს, რომ გ------- ჯ----–---–ს მისთვის დღემდე არ მიუცია ვალი 800 ლარის ოდენობით, ერთხელ გ------- ჯ----–---–მა უთხრა რომ „ სუსის კაპიტანი ვარო “ იგი თ------ კ-----–--ისა და გ------- ჯ----–---–ის საუბარს არ შესწრებია.
4.23. მოწმე დ----- ნ------ემ განმარტა, რომ 2014 წელს შეიძინა პროფილაქტიკა, და უთანხმოება მოუვიდა მის მოწილეებთან, რა დროსაც კამათის დროს გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი და უთხრა, თუ რატომ იგინებოდა მისი ბიძის მისამართით და წავიდა მის ბიძის მოსაყვანად, ეს პიროვნება აღმოჩნდა გ------- ჯ----–---–ი, რომელიც იძახოდა ,,ქურდებთან წავიდეთ“ ამის შემდეგ გ------- ჯ----–---–ი არ უნახავს, ეს უკანასკნელი გასული წლის მარტის თვეში შეხვდა და უთხრა, რომ იყო გერმანიაში, ჩამოვიდა, იყიდა ფართი და აპირებდა ბიზნესის გაკეთებას, ერთი კვირის შემდეგ ისევ მივიდა მასთან და უთხრა, რომ იმ კონფლიქტში ბიძამისი იყო დამნაშავე, შესთავაზა მეგობრობა, გახსნა კაფე-ბარი, ერთ დღეს უთხრა, რომ „მაწყენინესო, მოდიან და მეჩხუბებიანო“ მოწმის განმარტებით, ის ერთ დღეს შევიდა მასთან ბარში და იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ არ ეწყენინებინათ გ-------სთვის, 27 მაისს მიდიოდა სუფრაზე, გააჩერა გ------- ჯ----–---–მა ჩამოიყვანა ავტომანქანიდან შეიყვანა ბარში და უთხრა, „ქურდების ახლობელი თუ იყავი რატომ არ მითხარიო, პ-–---ს ოჯახს ფული მიუტანეო“, რაზეც უპასუხა, რომ თვითონ რა შუაში იყო, გ------- ჯ----–---–მა უთხრა, რომ 30% სთხოვდა ხ---- ს---–-----–--ე, რაზედაც უპასუხა, რომ მის გარეშე არაფერი გადაეწყვიტა და თავად ეტყოდა ხ----ს ამის შესახებ, ამის შემდეგ შეხვდა ხ---- ს---–-----–--ეს და უთხრა, თუ რა წილს სთხოვდა რაზედაც ხ----მ უპასუხა, რომ თვითონ გ------- მისულა მასთან და უთქვამს „დამიცავი და 30% მოგცემო“ გ------- ამბობდა, რომ თითქოს მე გავუგზავნე მას ქურდები და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი აგერ მაქვს ჩაწერილიო, იგი ღალატში სდებდა ბრალს, ორი დღის შემდგომ ნასვამი მივიდა მასთან, გ-------მ იგი შეიყვანა ოთახში და უთხრა, რომ მოეყოლა ყველაფერი, გ-------ა აუხსნა, რომ ასეთ, საქმეში მას წვლილი არ მიუძღვის და ამის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთში, ამის შემდეგ გ------- მივიდა მასთან და უთხრა, რომ „არაკაცი ხარო, ბიძაჩემს წილი წაართვიო, ხალხი მომიგზავნეო“ მოწმის განმარტებით, იგი მივიდა პოლიციაში, მაგრამ პოლიციას ამ ფაქტზე რაიმე სახის რეაგირება არ მოუხდენია, განმარტავს, რომ ხ---- ს---–-----–--ემ თქვა მხოლოდ, „ბიძაშვილს თუ მომიწყობსო სამსახურშიო, ამის შემდეგ ხ---- სულქველიძესთან არ მისულა. განმარტავს, რომ ხ---- ს---–-----–--ე არის წესიერი და ზრდილობიანი ადამიანი, ბრალდებულების დაკავების შემდეგ უბანში ნახა გ------- ჯ----–---–ი, რომელსაც ხელი ჰქონდა შეხვეული მიესალმა მას და უთხრა „კაპიტანი ჯ----–---–იო, ეს ასე იყო საჭირო როგორც მოხდაო,“ მოწმის განმარტებით, იცნობს მ--–---- ბ--------–---–ს და იცის, რომ იგი სხვას არავის არაფერს დაუშავებს არასოდეს.
4.24. მოწმე ზ-----------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ გ------- ჯ----–---–ი გაიცნო დაახლოებით 4-5 წლის წინ, უთხრეს, რომ იგი აკეთებდა სამრეკლოს და დახმარების ხელი გაუწოდა მას, კერძოდ, ამ საქმისთვის აჩუქა აგურები, იგი სულ სამჯერ ჰყავს ნანახი, ამ ფაქტამდე ერთი თვით ადრე ეს უკანასკნელი მივიდა მასთან შეახსენა თავი და უთხრა, რომ იყო გ------- ჯ----–---–ი, რომელსაც მან აჩუქა აგურები, დაიწყეს საუბარი, მოუყვა მას, რომ იმყოფებოდა უცხოეთში და ამჟამად აპირებდა ზესტაფონში ბიზნესის დაწყებას, კერძოდ, ,,პივნოის გავაკეთებო, გ------- ჯ----–---–ი მას ძველბიჭურად ელაპარაკებოდა“ უთხრა, რომ ,,აქეთ არავის არ იცნობდა და სთხოვა გვერდით ამოდგომოდა და მიუთითა, რომ ავტორიტეტი გაქვსო“ მოწმის განმარტებით, უპასუხა, რომ ის ისე ამოუდგებოდა მას გვერდში და მას არაფერი არ უნდოდა, რაც გ------- ჯ----–---–ს არ მოეწონა, მოწმის განმარტებით, მას მისი ფული არ უნდოდა, მაგრამ, როდესაც პიროვნება ეუბნებოდა, რომ წილს მისცემდა, მოწმის განმარტებით რატომ არ უნდა დათანხმებოდა, გ------- ეუბნებოდა, რომ „კაი ბიჭები გამაცანიო“ ამ ფაქტიდან ერთ თვეში ტელევიზიაში ნახა სიუჟეტი, სადაც იცნო გ------- ჯ----–---–ი, ამ ფაქტის შემდეგ გ------- ჯ----–---–ი მივიდა მასთან სახლის ჭიშკართან, როდესაც გავიდა მასთან, გ-------მ უთხრა მას, რომ „ჩავიცუცქოთ და ვილაპარაკოთო“ თან უთხრა, რომ მას ფულს ვინ შეაწერდა, უთხრა, რომ იგიც „პადელნიკი“ იყო მათი და შეუვარდა მას ეზოში, რის გამოც, მისმა მეუღლემ დარეკა ძმასთან, მის ეზოში მყოფი გ------- ჯ----–---–ი ეუბნებოდა ,,პანკისში ძმები მყავს, ქურდები მყავს და ყველას მთელს ზესტაფონს ყოფას გიტირებთო“ მოწმის განმარტებით, შეიკრიბა ხალხი, რის გამოც, გ------- ჯ----–---–ი დაჯდა მანქანაში და გაიქცა, მასთან მივიდნენ პოლიციელები, მაგრამ ყურადღება არ მიქციეს, განმარტავს, რომ გ------- ჯ----–---–ი ერთხელ დაპატიჟა რესტორანში, მიუთითებს, რომ გ------- ჯ----–---–ი მის მიმართ ყოველთვის იქცეოდა გამომწვევად.
4.24. იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულება შეიძლება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4.25. ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და მათი გადმოცემის ინდივიდუალური უნარის გათვალისწინებით, მოწმის ჩვენების შინაარსისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ფაქტობრივი გარემოებების თავისებური ასახვა, რადგანაც, მოწმის მიერ ასახული ინფორმაცია გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მისი აღქმისა, დამახსოვრებისა და გადმოცემისას, რის გამოც, მოწმის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას, უნდა გაირკვეს მიზეზი, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ, წინასწარგანზრახულ სიცრუეს, თუ მოვლენათა თავისებური აღქმის შედეგია. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დაცვის მოწმეთა ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად დასტურდება ამ ჩვენებებში მითითებული გარემოებები საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
4.26. ამასთან მხარეებს უფლება აქვთ მტკიცებულებათა უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა ეჭქვეშ დააყენოს მოწმის მიკერძოების გამო.
ამ უფლების გამოყენებით ბრალდების მხარემ არასარწმუნოდ მიიჩნია დაცვის მხარის წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი არის ბრალდებულების ნათესავები ან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ მათთან, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის მოსაზრებით, მიუთითებს ამ მოწმეთა მიკერძოებაზე და მცდელობაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დაიცვან ბრალდებულები, როგორც მათი ახლობელი პირები.
4.27. სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ, ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავენ ბრალდებულთა მიერ ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის მიერ ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც, დაცვის მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, არსებითად ეწინააღმდეგება და არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით.
5. ქურდული სამყაროს წევრობა:
5.1. დაზარალებულმა გ------- ჯ----–---–მა, როგორც თავის განცხადებაში, ასევე, საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში, რომლის შინაარსიც მთლიანად დადგენილია საქმეში არსებული ფარული ჩანაწერებით, თანმიდევრულად ახსნა მის გარშემო პერიოდულად განვითარებული მოვლენები, რომელიც დაკავშირებული იყო მის სამაწარმეო საქმიანობასთან და რომლის უშუალო მონაწილენიც იყვნენ ბრალდებულები, კერძოდ, მიუთითა, რომ 2018 წლის მაისის თვეში ბრალდებულები - თ------ კ-----–--ე, მ--–---- ბ--------–---–ი, (ზედმეტსახელად„ ბ--------“), ხ---- ს---–-----–--ე, კანონიერი ქურდის, ფ-------- ს---–-----–--ის, (ზედმეტსახელად „პ-–---ს“) ძმა, კანონიერი ქურდის, „პ-–---ს“ კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ცდილობდნენ მასზე ზეგავლენის მოხდენას იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელის ოჯახს მისი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან მიეღო გარკვეული მატერიალური სარგებელი, სანაცვლოდ, დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულები დაპირდნენ, რომ საშუალება მიეცემდა სამეწარმეო საქმიანობა ეწარმოებინა უსაფრთხოდ, კერძოდ, კანონიერი ქურდის ოჯახისათვის მიღებული შემოსავლის 30%-ის გადახდით, იგი მოიპოვებდა თავისუფალი საქმიანობის უფლებას, მას არავინ შეაწუხებდა და მისი კაფე-ბარის ფუნქციონირებას საფრთხე არ დაემუქრებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვინმე შეაწუხებდა, ბრალდებულებმა აუხსნეს, რომ დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა მათ და ისინი გაარკვევდნენ ყველაფერს. დაზარალებულზე ზემოქმედების მიზნით განხორციელებული აღნიშნული რჩევა-დარიგება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ქურდული სამყაროს წევრობისთვის დამახასიათებელ ნიშანზე, დარწმუნებით, ზეგავლენის მოხდენით მიეღოთ სარგებლი დაზარალებულის სამეწარმეო საქმიანობიდან, რისთვისაც ბრალდებულები, დაზარალებულის განმარტებით, რამდენჯერმე შეხვდნენ მას, როგორც მათი შეხვედრების ფარულ ჩაწერამდე, ასევე, ფარული ჩაწერის მიმდინარეობისას, მიუთითებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე და მის შემდეგ მათ შორის შეხვედრების ინიციატორი იყვნენ ბრალდებულები თ------ კ-----–--ე, მ--–---- ბ--------–---–ი და ხ---- ს---–-----–--ე. დაზარალებული თავის ჩვენებაში თანმიმდებრულად მიეთითებს, თუ როგორი ხორციელდებოდა და მზადდებოდა ბრალდებულების მხრიდან მისგან სარგებლის მისაღებად საჭირო მოქმედებები, კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, თავდაპირველად ბრალდებული თ------ კ-----–--ე, რომელიც მის გვერდით არსებულ ,,ცეხში“ მუშაობდა დაუახლოვდა მის კომერციულ ფართში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, შედიოდა მასთან ბარში და საჭიროების შემთხვევაში პირდებოდა დახმარებას, ისინი ისე დაახლოვდნენ, რომ თ------ კ-----–--ემ იგი მიიყვანა და დაათვალიერებინა საკუთარი სახლი, გააცნო ოჯახის წევრებს, ხოლო შემდეგ თავის მეგობრებთან ერთად დაპატიჟა რესტორანში, სუფრის დასრულების შემდეგ, გზაში მსვლელობის დროს, თ------ კ-----–--ემ დაინტერესდა თუ რა პიროვნება იყო პატივს სცემდა თუ არა ქურდებს, დაუწყო საუბარი კანონიერ ქურდებზე, რა აზრის იყო მათზე, იცნობდა თუ არა მათ, უთხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მას, უნდოდა გაეგო თუ რა შეხედულებები ქონდა, ურჩია, რომ კანონიერ ქურდებს ყველანაირად უნდა დადგომოდა გვერდში და დაპირდა მათთან ურთიერთობას მოგვარებას, დაზარალებულის განმარტებით, მან უარით უპასუხა და იქვე უთხრა თ------ კ-----–--ეს, რომ იყვნენ მშრომელი ხალხი და რა საერთო უნდა ჰქონოდათ „კანონიერ ქურდებთან“, განუმარტა მას, რომ ამ თემაზე აღარ ესაუბრა მასთან და დაშორდნენ ერთმანეთს. შემდგომში განვითარებული მოქმედებებიდან ირკვევა, რომ თ------ კ-----–--ე ისევ ცდილობს დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენას, ამ დროს დაზარალებულის განმარტებით, იგი გაესაუბრა თ------ კ-----–--ესთან ერთად ავეჯის საამქროში მომუშავე პირებს, რათა დაედგინა ამ უკანასკნელის პიროვნება, რომელთაც ურჩიეს, რომ შეძლებისდაგვარად მორიდებოდა თ------ კ-----–--ეს, ,,რაიმე შარს არ გადაგკიდოსო“ დაზარალებული მიუთითებს, რომ იგივე უთხრა მას რესტორანში ყოფნის დროს, თ------ კ-----–--ესთან ერთად მყოფმა პირმა, სახელად „ი-–--მ“, რომელსაც თ------ კ-----–--ესთან დააბარა, რომ თავი დაენებებინა მისთვის. დაზარალებულის განმარტებით, თ------ კ-----–--ემ ბოდიში მოუხადა შემდგომში მას და ისინი ურთიერთობდნენ დისტანციურად. განმარტავს, რომ ამ პერიოდში იგი შევიწროებული იყო ი-----–----------–ის მიერ, რომელიც მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ ბარის უსაფრთხოდ მუშაობისათვის მას აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ე.წ. „კრიშა“ ქურდული სამყაროდან, რის გამოც, მათ შორის მოხდა კონფლიქტი. განმარტავს, რომ თავისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონით მოახერხა ნაწილობრივ ჩაეწერა მასთან საუბარი, რაც შემდგომში წარუდგინა საგამოძიებო ორგანოს. ამ შევიწროების გამო იგი იძულებული გახდა გადაეწყვიტა კომერციული ფართის გაყიდვა და ქალაქიდან წასვლა, ამის შესახებ უთხრა კიდეც ოჯახის წევრებს, მაგრამ ისინი არ დაეთანხმნენ, მან გაყიდვის შესახებ შესაბამისი განცხადებაც გააკრა კაფე-ბარზე, ამ განცხადების გაკვრის შემდეგ, მასთან მივიდა თ------ კ-----–--ე, რომელიც დაინტერესდა თუ რატომ ყიდდა ბარს და საუბარში უთხრა, რომ იმ ხალხთან ვინც მას აწუხებდა საქმის მოსაგვარებლად ჩართავდა თავის ნაცნობს, მ--–---- ბ--------–---–ს, ზედმეტსახელად „ბ--------ს“, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა „ქურდებთან“, იყო ე.წ. „პრისტუპნიკი“ და იგი ამ საქმეს სავარაუდოდ მოუგვარებდა „ნახევარ-ნახევარში“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაზარალებულს სავარაუდოდ თავისი შემოსავლის ნახევარი უნდა დაეთმო კრიმინალური სამყაროსათვის, რითაც შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებას, დაზარალებულის განმარტებით, თ------ კ-----–--ე დაპირდა, რომ შეახვედრებდა ,,ბ--------ს“, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა მისი ბარიდან. განმარტავს, რომ მომდევნო დღეს, ტელეფონით დაუკავშირდა თ------ კ-----–--ე, რომელმაც გააფრთხილა, რომ ტელეფონით დაუკავშირდებოდა ,,ბ--------“, ანუ მ--–---- ბ--------–---–ი, შეთანხმდებოდნენ შეხვედრის თაობაზე და ორივენი ერთად გაემგზავრებოდნენ უბისის მონასტერში, სადაც დახვდებოდა მათ. ფაქტობრივად ამ მოქმედებით თ------ კ-----–--ემ დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით შეძლო მ--–---- ბ--------–---–ისა და დაზარალებულის შეხვედრა, რასაც წინ უძღოდა თ------ კ-----–--ესა და მ--–---- ბ--------–---–ს შორის ამ შეხვედრამდე რამდენჯერმე შემდგარი სატელეფონო საუბარი, რა დროსაც, ერთ-ერთი საუბრის დროს თ------ კ-----–--ე უხსნის მ--–---- ბ--------–---–ს, რომ მისი ,,ცეხის“ გვედით მომუშავე მეზობელი ,,კარაქია და მ---დ არის წასასმელად“ რითაც, დადგენილია, რომ ამ შეხვედრისთვის უკვე მზად იყო მ--–---- ბ--------–---–ი, რაც, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დადასტურებულია ფარული სატელეფონო და აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, კერძოდ, უბისის მონასტერში ავტომანქანით მსვლელობისას, ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერით დგინდება, რომ ავტომანქანით გზაში მსვლელობისას მ--–---- ბ--------–---–მა უთხრა დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ს, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული იყო არამარტო თვითონ, არამედ „კანონიერი ქურდის“, „პ-–---ს“ ოჯახი, რომელსაც მატერიალურად უნდა დახმარებოდა თავისი შემოსავლიდან და მას ყველა პრობლემა მოგვარებული ექნებოდა და ვერავინ გაუბედავდა „შეწუხებას“. უბისი მონასტერში თ------ კ-----–--ესთან და მ--–---- ბ--------–---–თან საუბრისას, ირკვევა, რომ ეს უკანასკნელები დაინტერესებულნი არიან დაზარალებულის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებით და თუ იგი გარკვეულ სარგებელს მისცემდა „კანონიერი ქურდის ოჯახს“, მას ვერავინ შეაწუხებდა, მაგრამ თუკი ის მაინც გაყიდდა თავის კომერციულ ობიექტს, მაშინ კარგი იქნებოდა თუ მიღებული თანხიდან გარკვეულ პატივს სცემდა „ქურდის ოჯახს“. როგორც დაზარალებუის განმარტებით, ასევე, ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ უბისის მონასტრიდან დაბრუნების დროს ავტომანქანით მსვლელობისას, მ--–---- ბ--------–---–მა კვლავ დაუდასტურა დაზარალებულს, რომ თუკი ის გარკვეულ სარგებელს მისცემდა კანონიერი ქურდის ოჯახს, მას ყველა პრობლემა მოეხსნებოდა, რადგან იქნებოდა მათი მფარველობის ქვეშ, მისგანვე გაიგო, რომ ამ საქმით დაინტერესებული იყო კანონიერი ქურდის „პ-–---ს“ შვილიც, რომელიც წასული იყო რუსეთში მამის სანახავად და როცა დაბრუნდებოდა, შეახვედრებდა მას, მ--–---- ბ--------–---–მა, იქვე, განუცხადა, რომ ზესტაფონში ჩასვლისთანავე შეახვედრებდა „კანონიერი ქურდის“ ძმას „დ------ჩს“, რომელსაც დაელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე, დაზარალებულის ჩვენებით არკვევა, რომ მ--–---- ბ--------–---–ი თავისი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ცდი-–--ბს დაზარალებული დაარწმუნოს მისი დაპირების სისწორეში, გზიდან უკავშირდება ხ---- ს---–-----–--ეს და უთანხმდება შეხვედრაზე, ზესტაფონში ჩასვლის შემდეგ მ--–---- ბ--------–---–მა მართლაც შეახვედრა დაზარალებული „დ------ჩს“, იგივე ხ---- ს---–-----–--ეს, მისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სს „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შენობასთან, სადაც დაზარალებულის განმარტებით, მათ შორის შემდგარი საუბრის შინაარსით, მისთვის ნათელი გახდა, რომ ხ---- ს---–-----–--ე, მ--–---- ბ--------–---–თან ერთად, მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის სანაცვლოდ გამოხატავდა გარკვეულ მატერიალურ დაინტერესებას, რასაც მოგვიანებით ,,დაუკონკრეტებდნენ“ ხოლო თუ ამ პერიოდში შეაწუხებდა ვინმე კრიმინალური სამყაროდან, ტელეფონით უნდა დაკავშირებოდა მათ და პრობლემასაც მოუგვარებდნენ. დაპირებული ,,დაკონკრეტების“ მიზნით დაზარალებულს განმარტებით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, მასთან ბარში მივიდნენ მ--–---- ბ--------–---–ი და ხ---- ს---–-----–--ე, ამ უკანასკნელისაგან გაიგო, რომ მფარველობის სანაცვლოდ ეს უკანასკნელი „ქურდის ოჯახისათვის“ ითხოვდა მიღებული შემოსავლის 30% -ს, იმის გამოც, რომ თ------ კ-----–--ისაგან იცოდა, რომ მისგან ითხოვდნენ შემოსავლის ნახევარს, ხოლო დ----- ნ------ისაგან, (ზედმეტსახელად „ჩ----საგან“) კი ჰქონდა ინფორმაცია, რომ უფასოდ ლუდით და თევზით გამასპინძლებითაც მოესხნებოდა პრობლემები, მათ შორის მოხდა შეკამათება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულები ზეგავლენის მოხდენის მიზნით, გარდა საუბრით დარწმუნებისა, ასევე, იყენებენ დაზარალებულის დაშინებას, საბოლოოდ, მათ განუცხადეს, რომ პასუხს აცნობებდა დაახლოებით ორ-სამ დღეში, ასევე, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ იმავე დღეს, ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი და დაპირისპირება მოუხდა თ------ კ-----–--ესთან. დაზარალებულის განმარტებით, ამ დაპირისპირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ნაცნობის, ბ------ გ------–--ის, (ზედმეტსახელად „ქ----“) ინიციატივით პრობლემემის მოსაგვარებლად, იგი უნდა შეხვედროდა მისთვის მანამდე უცნობ ა------ ბ--------–---–ს, რომელსაც ბ------ გ------–--ე ჯერ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა შეხვედრის შესახებ, მანამდე გამოჰკითხა მას, მისი კაფე-ბარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები და შეპირდა დახმარებას, ხოლო იმავე დღეს, ღამის საათებში, ბ------ გ------–--ე პირადად მივიდა მასთან ბარში და უთხრა, რომ მის პრობლემას მოუგვარებდა მისი ახლობელი ა------ ბ--------–---–ი, რომელიც მისივე გადმოცემით სარგებლობდა ავტორიტეტით კრიმინალურ სამყაროში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მომდევნო დღეს, ბ------ გ------–--ის კუთვნილ საამქროში შეხვდა ა------ ბ--------–---–ი, რომელიც უკვე შენახვედრი იყო თ------ კ-----–--ესთან და იცოდა მანამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, მაგრამ ამჯერად სურდა ინფორმაცია მიეღო უშუალოდ მისგან, დაზარალებული განმარტავს, რომ მოუყვა ამ უკანასკნელს მისი კაფე-ბარის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, მათ შორის, თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის და ხ---- ს---–-----–--ის მიერ, მის მიმართ წამოყენებული მოთხოვნის შესახებ, ა------ ბ--------–---–მა უთხრა, რომ მას რაიმე დარღვევა არ ქონდა, ამიტომ სცემდა თუ არა იგი მატერიალურად პატივს ქურდის ოჯახს და ეს რა ფორმით იქნებოდა ეს მისი გადასაწყვეტი იყო, თუმცა, თუკი იგი თავისი შეხედულებით და მის მიერ არჩეული ფორმით, ასეთ პატივს სცემდა ქურდის ოჯახს, ამ შემთხვევაში, პატიმრის ოჯახს, იგი წინააღმდეგი არ იქნებოდა და ეს საქციელი მისგან იქნებოდა მოსაწონი, დაზარალებულის განმარტებით, ა------ ბ--------–---–ი ესაუბრებოდა კულტურულად მისგან შიში არ უგრძვნია, ასევე, ვერ გააერკვია, თუ რატომ შეახვედრეს ა------ ბ--------–---–ს, ალბათ მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. როგორც დაზარალებული განმარტავს, მისი მონაწილეობით საქმეზე ჩატარებული ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედება, გამოძიების მიერ ჩატარებული იქნა მისი თანხმობით, იგი, ბრალდებულებთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების დროს აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით, აღჭურვილი იყო, ასევე მისი კუთვნილი ავტომანქანაც და ა---–-----------–- კაფე-ბარის სამუშაო ოთახიც, მიუთითებს, რომ პირადად ფარული ჩანაწერების მასალებს არ გაცნობია, ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების მასალებში ასახული შეხვედრების ინიციატორები იყვნენ თავად ბრალდებულები, რომლებიც ცდილობდნენ დაშინებით მიეღოთ მისგან სარგებელი, განმარტავს, რომ იგი არ აპირებდა მათთვის რაიმე გადაეხადა, ამის გამო გადაწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა, განმარტავს, რომ მისი მიზანი იყო ბრალდებულები ემხილა მის მიმართ დაშინების გზით განხორციელებულ ზეწოლაში და გამორიცხა მისი მხრიდან რაიმე მაპროვოცირებელი მოქმედებების განხორციელება, აჩვენა, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემისას მან მაქსიმალურად გადმოსცა ხსენებული შეხვედრების დროს ბრალდებულებთან და სხვა პირებთან გამართული საუბრების ძირითადი შინაარსი, ხოლო ამ საუბრების სრულად გადმოცემა მათი მოცულობისა და საკმაო დროის გასვლის გამო არ შეუძლია, მაგრამ ყოველი მათი შეხვედრა ასახული უნდა იყოს გამოძიების მიერ მოპოვებულ ჩანაწერებში. დაზარალებულმა გ------- ჯ----–---–მა მიუთითა, რომ ადრე ქონდა ხმის ჩამწერი სტუდია, რომლითაც სარგებლობდნენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები, ასევე, სხვა პირებიც, განმარტავს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი არასოდეს არ ყოფილა. სასამართლო ფაქტობის აღწერისას სარგებლობს, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე, საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებში ასახული გარემოებებით.
5.2. დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებისა და მათი გაშიფრული ტექსტების-კრებსების შინაარსით, საიდანაც ნათლად ირკვევა, თუ რა საუბრები წარიმართა დაზარალებულ გ------- ჯ----–---–სა და ბრალდებულებს შორის, როგორ და რა მიზნით ითხოვდნენ ისინი სარგებელს დაზარალებულისაგან და რა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე.
5.3. დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ისა და ბრალდებულ თ------ კ-----–--რს შორის 2018 წლის 26 მაისს ა---–-----------–- კაფე-ბარში შეხვედრიდან ირკვევა, რომ საუბრის დასაწყისში თ------ კ-----–--ე ეკითხება გ------- ჯ----–---–ს თუ რა მოხდა, რაზედაც გ------- ჯ----–---–ი პასუხობს რომ შეაწუხეს „შპანებმა“, თ------ კ-----–--ე ეუბნება, რომ „კაი მაგასაც მივხედავ....კაი მოგვარდება....კაცო, შენ რა გინდა?! მოგაშოროთ თუ არ გინდა?“ ამ დროს თ------ კ-----–--ე ურეკავს ვიღაცას და თხოვს შეხვედრას, ხოლო გ------- ჯ----–---–ს ეუბნება, რომ ესაუბრა ,,ბ--------ს“, რომელსაც ის არ იცნობს, გ------- ჯ----–---–ის კითხვაზე არის თუ არა ,,ბ--------“ ე.წ. შავი, თ------ კ-----–--ე პასუხობს „კი“, მათ შორის საუბრის დროს თ------ კ-----–--ე უხსენებს გ------- ჯ----–---–ს ტერმინს „ნახევარ-ნახევარს“, გ------- ჯ----–---–ის შეკითხვაზე „მე ნახევარ-ნახევარს მომიგვარებს“ თ------ კ-----–--ე პასუხობს, რომ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საერთოდ მოაშორონ ესენი, თუ არ გაყიდის ბარს და გააგრძელებს მუშაობას, საუბარში თ------ კ-----–--ე ეუბნება გ------- ჯ----–---–ს, რომ ქურდების პრობლემა არ არის, თ------ კ-----–--ე საუბარში აძლევს რჩევას, რომ მოუსმინოს ,,ბ--------ს“ და უთხრას ყველაფერი ჩვეულებრივად, რომ ბარში არავინ რომ არ შედის და ხელს უშლიან მუშაობაში. (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დისკი N52 ს და მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრა N 50ს)
5.4. გ------- ჯ----–---–ის ბარში ყოფნისას თ------ კ-----–--ის მიერ მ--–---- ბ--------–---–თან, იგივე ,,ბ--------ს“ 20-8 წლის 26 მაისს განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად ირკვევა, რომ თ------ კ-----–--ემ კითხა მ--–----ს, თუ სად იმყოფებოდა, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ს----–-, ჰკითხა თუ როდის დაბრუნდებოდა, რადგან სასწრაფო და კარგი საქმე ჰქონდა, რასაც ტელეფონში ვერ ეტყოდა, მ--–----მა უპასუხა, რომ გაარკვევდა მისი ზესტაფონში დაბრუნების ზუსტ დროს და დაუკავშირდებოდა.( სატელოფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის ნომერია 140-339765, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4383).
5.6. გ------- ჯ----–---–თან ბარში შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც, თ------ კ-----–--ე ესაუბრა მ--–---- ბ--------–---–ს, 14:10 საათიდან მ--–---- ბ--------–---–ი თავად ურეკავს თ------ კ-----–--ეს და ეუბნება, რომ წამოვიდოდა ერთ საათში და იქვე ეკითხება თ------ კ-----–--ეს შეხვედრის ზუსტ მიზეზს, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ,,კარგი სიტყვა არის ერთი, ჩემი ცეხის გვერდით მეზობლიდანო,“ და იქვე თ------ კ-----–--ე უზუსტებს, მას „კარაქია რა წასასმელად გამზადებული, ითხოვს შეხვედრას“; მ--–---- ბ--------–---–ი, იგივე ,,ბ--------“ კი თანხმობის ნიშნად პასუხობს, „ბაზარი არ არის ბრატ“, თანხმდებიან, რომ ერთ საათში შეხვდებიან, თუმცა, თ------ კ-----–--ე სთავაზობს, რომ ,,ორი საათი მოაცდევინონ“, ამ სატელეფონო საუბრის შინაარსიდან და მათი შემდგომში განვითარებული ურთიერთობიდან ჩანს, რომ ბრალდებულები, დაზარალებულის ბიზნესის გაკონტროლების მიზნით, ქურდული სამყაროს მიზნებიდან გამომდინარე, გარკვეული სარგებლის მისაღებად, მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ჩანს, რომ მათი გეგმის მიხედვით ბიზნესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაზარალებული მიეყვანათ იმ დონემდე, რომ მას თავად მოეთხოვა ან დათანხმებოდა ქურდული სამყაროს წევრების მფარველობას, რაც, შესაძლებლობას მისცემდა ბრალდებულებს მიეღოთ მატერიალური სარგებელი. (სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომლის ნომერია 1406347305, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4383)
5.7. ბრალდებულ თ------ კ-----–--ის 2018 წლის 26 მაისს, 19:16 საათზე, გ------- ჯ----–---–თან განხორციელებული სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ თ------ კ-----–--ე უკვე ესაუბრა მ--–---- ბ--------–---–ს, იგივე ,,ბ--------ს“ მის პრობლემაზე და იგი თვითონ გაარკვევს ყველაფერს, საუბარში ეუბნება, რომ მომდევნო დღეს, დილის საათებში, ,,ბ--------ს“-თან ერთად უნდა ავიდეს უბისის მონასტერში, სადაც დახვდება თავად და ექნებათ შეხვედრა, უთხრა რომ ,,ბ--------“ თავად დაუკავშირდება და ერთად წამოვლენ უბისაში, საუბრისას აფრთხილებს, რომ ტელეფონით ისაუბროს ფრთხილად, ამ საუბრიდან ჩანს, რომ მ--–---- ბ--------–---–ი მათი საუბრის დროს იმყოფება თ------ კ-----–--ესთან ერთად, რადგან ეს უკანასკნელი ეუბნება გ------- ჯ----–---–ს, რომ ,,ეს აქ არის და გითვლის, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო“. (სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 1406347311, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4383),5.8. თ------ კ-----–--ისა და გ------- ჯ----–---–ის სატელეფონო საუბრის შემდეგ, იმავე დღეს, 2018 წლის 26 მაისს, 19:50 საათზე, მ--–---- ბ--------–---–ი ურეკავს ხ---- ს---–-----–--ეს და ეუბნება, რომ აუცილებლად სურს მისი ნახვა, უთხრა, რომ აუცილებლად დაურეკავდა მომდევნო დღეს და ნახავდა. იმის გათვალისწინებით, რომ მ--–---- ბ--------–---–ი, თ------ კ-----–--ისთან შეხვედრის შემდგომ ამ უკანასკნელის თხოვნით ჩაერთო გ------- ჯ----–---–ის საკითხის გადაწყვეტაში, აშკარაა, რომ მ--–---- ბ--------–---–ს ხ---- ს---–-----–--ესთან შეხვედრა სურს გ------- ჯ----–---–ის საკითხთან დაკავშირებით, რაც, გაირკვა კიდეც, მათ შორის შემდგარი შემდგომი შეხვედრის შედეგად. (სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 1406348073, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4383)
5.9. 2018 წლის 27 მაისს, 10:14 საათზე, გ------- ჯ----–---–სა და თ------ კ-----–--ეს შორის შემდგარი ხანმოკლე სატელეფონო საუბარით ირკვევა, რომ თ------ კ-----–--ე უკვე იმყოფება უბისის მონასტერში წირვაზე და ინტერესდება დაურეკა თუ არა გ------- ჯ----–---–ს მ--–---- ბ--------–---–მა, ხოლო უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ უთხრა მას, რომ თავად დაურეკავდა მ--–---- ბ--------–---–ს და გაარკვევდა მის ადგილსამყოფელს. (სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 1406355593, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4383).
5.10. 2018 წლის 27 მაისს, 10:58 საათზე, გ------- ჯ----–---–სა და მ--–---- ბ--------–---–ს შორის, ამ უკანასკნელის ინიცირებით, შედგა ხანმოკლე სატელეფონო საუბარი, რა დროსაც, უბისის მონასტერში ასვლის მიზნით შეთანხმდნენ ქ. ზესტაფონში შეხვედრის ადგილზე, აქედან ირკვევა, რომ მ--–---- ბ--------–---–ი, საქმის კურსშია და სურვილი აქვს გაესაუბროს გ------- ჯ----–---–ს.( სატელოფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 140-356449, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4393)
5.11. 2018 წლის 27 მაისს, 11:18 საათზე, თ------ კ-----–--ე ურეკავს მ--–---- ბ--------–---–ს და ამ უკანასკნელის საუბრიდან რწმუნდება, რომ იგი უკვე გ------- ჯ----–---–ს ავტომანქანაშია და მოემართებიან უბისის მონასტრისაკენ, სადაც თვითონ თ------ კ-----–--ე იმყოფება, აქედან ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა შეძლო მათი შეხვედრის ორგანიზება, რაც იმთავითვე მის ინტერესში იყო. (სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 140-356811, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4383)
5.12. ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერით, რომელიც ასახავს, დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ისა და ბრალდებულ მ--–---- ბ--------–---–ის ერთად მგზავრობას უბისის მონასტერში, მათ შეხვედრას თ------ კ-----–--ესთან ამავე მონასტერში, დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ისა და ბრალდებულ მ--–---- ბ--------–---–ის ერთად მგზავრობას უბისის მონასტრიდან ქ. ზესტაფონში და შემდგომ მათ შეხვედრას ხ---- ს---–-----–--ესთან, მისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირკვევა, რომ ორივე მიმართულებით მგზავრობისას ისინი არკვევენ მათ შემდგომ ურთიერთობას, ეხებიან და განიხილავენ გ------- ჯ----–---–ის განსახორციელებელ მოქმედებებს, კერძოდ, უბისის მონასტრისკენ მგზავრობისას, როდესაც გ------- ჯ----–---–მა უკმაყოფილება გამოთქვა თ------ კ-----–--ის საეჭვო მოქმედებების გამო, მ--–---- ბ--------–---–მა უპასუხა, რომ ეს ქმედებები თ------ კ-----–--ის მხრიდან მისი პიროვნების ამოცნობის საკითხი იყო, ამასთან, თ------ კ-----–--ე დადებითად დაუხასიათა, ამავე საუბარში მ--–---- ბ--------–---–მა გ------- ჯ----–---–ს ნათლად და გასაგებად უთხრა, რომ ამ საქმით დაინტერესებული იყო ქურდის ოჯახი, კერძოდ, „პ-–---ს“ ოჯახი, რომლის შვილს და ძმას შეახვედრებდა მას, გ------- ჯ----–---–ს ეუბნება, რომ მას უნდა გადაეწყვიტა, როგორ და რა ფორმით უნდა ეცა პატივი ამ ოჯახისათვის, ეს პროცენტებით იქნებდა თუ სხვა ფორმით, აუხსნა, რომ ამ მოქმედების განხორციელების შემდგომ მას თმის ღერიც არ ჩამოუვარდებოდა თავიდან და თუკი ვინმე შეაწუხებდა ამ პრობლემას თავად მოაგვარებდა, მაგრამ თუ ვინმე განსაკუთრებულ აქტივობას გამოიჩენდა ეხსენებინა მისი სახელი და ქურდის, გ---- ს---–-----–--ის სახელი, თუმცა, იქვე უხსნის, რომ სახალხოდ უნდა მორიდებოდა მათ ხსენებას, გარდა ამისა, მ--–---- ბ--------–---–მა გასაგებად უხსნის გ------- ჯ----–---–ს, რომ ვინც შეაწუხეს ისე, როგორც იგი შეაწუხეს და არ მისცეს მუშაობის საშუალება, ისინი ახლაც მუშაობენ, რადგან ის მფარველობს და რაშიც ყოველთვიურად მიაქვთ მასთან ფული, გ------- ჯ----–---–ის შეკითხვაზე, რომ ისიც ამ ფორმით უნდა მოქცეულიყო თუ არა მ--–---- ბ--------–---–ი პასუხობს, რომ ეს ფორმა თავად უნდა გადაეწყვიტა, უბისის მონასტერში მისვლის შემდგომ ჩანაწერში დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის, მ--–---- ბ--------–---–ის და თ------ კ-----–--ის შეხვედრის დროს, შემდგარ საუბარში გ------- ჯ----–---–ი საყვედურობს თ------ კ-----–--ეს, თუ რატომ არ გაუმხილა, რომ ამ საქმის კურსში იყო კანონიერი ქურდის, „პ-–---ს“ ოჯახი, რაზეც იღებს პასუხს, რომ ეს არ იყო მისი საქმე, მათ ნათლად აუხსნეს გ------- ჯ----–---–ს, რომ მას უნდა გამოეჩინა ყურადღება და ინტერესი ოჯახის მიმართ და მას პრობლემები არ ექნებოდა, გ------- ჯ----–---–ის შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, თუ გადაწყვეტდა კომერციული ობიექტის გაყიდვის იმის გამო, რომ ობიექტი არ იმუშავებდა, მ--–---- ბ--------–---–მა აუხსნა, რომ მაშინ კარგი იქნებოდა თუ იგი გარკვეულ საჩუქარს გააკეთებდა ამ თანხიდან, ხოლო თ------ კ-----–--ემ განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მისი პრობლემა მოგვარდებოდა და ის თავისუფლად იმუშავებდა, ამ საკითხის ისევ განხილვა არ იქნებოდა სწორი საქციელი, როდესაც უბისის მონასტრიდან ქ. ზესტაფინისაკენ მგზავრობდნენ, ავტომანქანაში მ--–---- ბ--------–---–ი ისე აგრძელებს გ------- ჯ----–---–თან საუბარს იმ თემაზე, რაზედაც მას ესაუბრებოდა უბისის მონასტერში მისვლამდა, კერძოდ, მ--–---- ბ--------–---–ი, ისევ ეუბნება საუბარში გ------- ჯ----–---–ს, რომ თუკი შეთანხმებას შეასრულებდა, ამ შემთხვევაში მას ი-----–----------–ი ,,ს------“ და სხვები მას აღარ შეაწუხებდნენ და ჩაეთვალა, რომ ყველა ჩამოცილებული ეყოლებოდა, „კაციშვილი ვერ გაცემდა ხმას“, და ,,თავიდან ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდებოდა“ როცა, გ------- ჯ----–---–მა მ--–---- ბ--------–---–ს შეახსენა, რომ მისი ობიექტის მიმართ ინტერესს იჩენდა მ--–---- მ-------ეც, ზედმეტსახელად „ფ-–-----ც“, მ--–---- ბ--------–---–მა განუმარტა „შენ ფ-–-----შთან აღარაფერი საქმე აღარ გაქვს,...ეს საქმე მოგვარებულია, გაკეთდება ყველაფერი და მიხედე საქმეს, და იმუშავე „ბრატ“; ამასთან დაარიგა, რომ თუ „ფ-–-----“ მაინც გამოჩნდებოდა მასთან და მფარველობას შესთავაზებდა, მას არაფერი არ უნდა ეთქვა მათი ურთიერთობის შესახებ, არამედ ეცნობებინა მათთვის და ისინი მოაგვარებდნენ ამ საკითხს, საუბრის დროს, ისიც უთხრა გ------- ჯ----–---–მა, რომ მისი ინფორმაციით თ------ კ-----–--ის მამა და თვითონაც, უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ, რაც, მ--–---- ბ--------–---–მა უარყო, თუმცა, იქვე ამბობს, რომ მაგას მნიშვნელობა არც ჰქონდა, ,,მამები პოლიციელები ყავდათ, მაგრამ შვილები ბირკებს იხევენ და ქურდებთან ძმაკაცობენო“, საგულისხმოა, რომ ამავე საუბარში მ--–---- ბ--------–---–მა თავისი ინიციატივით უთხრა გ------- ჯ----–---–ს, რომ ახლა მიიყვანდა და გააცნობდა კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ძმას, ხოლო შემდეგ მის შვილს, რომელიც ახლა ზესტაფონში არ იყო, საუბრის დროს მ--–---- ბ--------–---–ი ასევე აფრთხილებს, რომ მისგან თუ რაიმე დასჭირდება, თვითონ მივიდოდა და ნახავდა, ხოლო მათ შორის ტელეფონით კავშირი საჭირო არ იყო, ამავე ჩანაწერიდან ჩანს, რომ მ--–---- ბ--------–---–ი გ------- ჯ----–---–ის ტელეფონით უკავშირდება „პ-–---ს“ ძმას - ხ---- ს---–-----–--ეს, სთხოვს ჩამოსვლას და მასთან შეხვედრას, როდესაც გ------- ჯ----–---–ი და მ--–---- ბ--------–---–ი ამ უკანასკნელის ინციატივით შეხვდებიან ხ---- ს---–-----–--ეს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ---- ს---–-----–--ე გასაგებად ეუბნება გ------- ჯ----–---–ს, რომ მან ყველაფერი იცის თუ ვინ აწუხებდა და რატომ, მას თავისი სიტყვა აქვს და ყველამ იცის, თუკი იგი ადამიანს გვერდში დაუდგება და პასუხისმგებობას აიღებს, მას არაფერი დაემუქრებოდა, უთხრა, რომ ჩამოეხსნა ობიექტის გაყიდვის განცხადება, რადგან ის ხდებოდა უკვე პასუხისმგებელი, კვლავ შეხვდებოდნენ მას და კიდევ ,,დაუკონკრეტებდნენ“ ყველაფერს, აუხსნა, რომ თუ მასთან ექნებოდა ურთიერთობა, ის უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდა ვიდრე ახლა, უხსნის, რომ ის ხალხი, რომლებიც აქამდე აწუხებდნენ, იცოდა ვისი მოგზავნილებიც იყვნენ, ეუბნება, რომ ამჯერად ის იღებს პასუხისმგებლობას მასზე და ამის გამო უნდა ჩაეთვალა, რომ მასთან ერთად ისიც იყო ამ კომერციულ ობიექტში, უთხრა, რომ დაუტოვებდა თავის ტელეფონის ნომერს საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდა მას, თუკი ვინმე შეაწუხებდა, ტელეფონით უნდა დაეკავშირებინა მისთვის ან მ--–---- ბ--------–---–ისათვის, მოგვარების მიზნით. მათ შორის საუბრის დროს მ--–---- ბ--------–---–ი ხ---- ს---–-----–--ეს მიმართვას „დ------ჩის“ სახელით.
(ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დისკი N49 ს და მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრა N 45 ს (ფაილი rec 005), დისკი N 49/1 ს, მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრა N 45 ს (ფაილი rec 00-), აღნიშნული სატელეფონო საუბარი დასტურდება სატელეფონო ფონოგრამით N140-358750, რომელიც შედგა 2018 წლის 27 მაისს 1-:52 საათზე).
5.1-. დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ისა და ბრალდებულ მ--–---- ბ--------–---–ის შეხვედრით, რომელიც შედგა 2018 წლის 28 მაისს, 17:57 საათიდან, ბარის სამუშაო ოთახში ირკვევა, რომ ამ საუბარში მ--–---- ბ--------–---–ი ეუბნება გ------- ჯ----–---–ს, რომ მას შეუძლია მუშაობის გაგრძელება, პრობლემები არ ექნება და ეს შეთანხმებული აქვს, ასევე, ეუბნება, რომ „ჩ----“, იგივე დ----- ნ------ე, არის მისი თაობის ადამიანი და ახლობელი, ამიტომ თუ მან წინა დღით უთხრა, რომ უბნის ბიჭებს უფასოდ უნდა მომსახურებოდა და მათგან პრობლემები არ ექნებოდა, ეს ამ უკანასკნელს მოუვიდა სიმთვრალის გამო; ამავე საუბრიდან ჩანს, რომ ბარის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გ------- ჯ----–---–ი და მ--–---- ბ--------–---–ი შენახვედრი არიან წინა დღით, (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დისკი N54 ს და მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრა N 52 ს, რ ფაილის N 20-80528171726)
5.14. სატელოფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 140-40895, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4394, დგინდება, რომ 2018 წლის 29 მაისს, 10:48 საათზე, გ------- ჯ----–---–ს უკავშირდება ხ---- ს---–-----–--ე, რომელიც ითხოვს შეხვედრას მასთან მ--–---- ბ--------–---–თან ერთად, რათა საბოლოოდ გაირკვეს მათი ურთიერთობის ფორმა და პირობები, როგორც თავად ეუბნება „გევიგო ერთი ვის, რა, რაფერ და რანაირად ერთი ის მაინტერესებს...შევხვდეთ და მივხედოთ ჩვენ ჩვენ საქმეს“
5.16. დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის და ბრალდებულების მ--–---- ბ--------–---–ს და ხ---- ს---–-----–--ის 20-8 წლის 29 მაისს ა---–-----------–- კაფე-ბარის სამუშაო ოთახში შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერით, ირკვევა, რომ ხ---- ს---–-----–--ე საუბრის დასაწყისშივე ითხოვს გ------- ჯ----–---–ისაგან მისი დისშვილის დასაქმებას ობიქეტში, და მიუთითებს, რომ ისიც მათი ოჯახის წევრია. ხ---- ს---–-----–--ე თავიდანვე ეუბნება გ------- ჯ----–---–ს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში თუ რამდენის გადახდა შეუძლია ქურდის ოჯახისათვის, ამ დროს გ------- ჯ----–---–ი რამდენჯერმე სთხოვს, რომ დააკონკრეტოს თანხა, რადგანაც უნდა, რომ წინასწარ იცოდეს შეძლებს თუ არა დაფიქრდება და ეტყვის პასუხს, ამაზე ხ---- ს---–-----–--ე გარკვევით ორჯერ პასუხობს, რომ უნდა გადაუხადოს 30%, იმის გამო, რომ გ------- ჯ----–---–მა გამოხატა უკმაყოფილება იმაზეც, რომ თ------ კ-----–--ემ უთხრა გადაეხადა 50%-ი, ხოლო დ----- ნ------ემ, ანუ „ჩ----მ“ უთხრა, რომ მათ მხოლოდ ლუდით და თევზით უფასოდ გამასპინძლება იყო საკმარისი, ამაზე მოსაუბრეთა შორის წარმოიშვა კამათი, ამავე ფარულ ჩანაწერშია ასახულია ის გარემოებაც, როდესაც ხ---- ს---–-----–--ე გავიდა ოთახიდან, შემდეგ ამავე ოთახში შედის თ------ კ-----–--ე, იქვეა მ--–---- ბ--------–---–იც და გ------- ჯ----–---–ს და თ------ კ-----–--ეს შორის ხდება შეკამათება, რა დროსაც, თ------ კ-----–--ე ამბობს,რომ მას არ უთქვამს გ------- ჯ----–---–ისათვის 50%-ის გადახდის შესახებ, რასაც გ------- ჯ----–---–ი არ ეთანხმება. (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დისკი N55 ს და მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრა N 54 ს).
5.17. დაზარალებულ გ------- ჯ----–---–სა და ბ------ გ------–--ეს, იგივე „ქ-----ს“ შორის, 20-8 წლის 29 მაისს, 22:44 საათზე განხორციელებული ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერით, ირკვევა, რომ ამ საუბრის დასაწყისში გ------- ჯ----–---–ი ვერ ცნობს თანამოსაუბრეს, ამიტომ ის ახსენებს თავის თავს, ხოლო შემდეგ ეუბნება, რომ მისთვის ცნობილი გახდა ბართან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესახებ და სთავაზობს დახმარებას, კერძოდ, მომდევნო დღეს „ერთ კაი ადამაინთან შეხვედრას...დავილაპარაკოთ ერთი იმ კაი კაცთან და ვნახოთ რას გადაწყვიტავს....მას ზესტაფონში ეთქმისო...“, შემდგომ განვითარებული მოვლენების თანახმად, ცხადი ხდება, რომ ბ------ გ------–--ე გულისხმობს ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ს, რომელთან შეხვედრასაც ორგანიზებას უკეთებს ბ------ გ------–--ე. (ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის ნომერია 140-422-87, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4348).
5.18. ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, რომელიც ასახავს დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ისა და მოწმე ბ------ გ------–--ის, იგივე „ქ-----ს“ შეხვედრას 2018 წლის 29 მაისს, 23:30 საათიდან, ანუ, სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 01 საათში, ირკვევა, რომ ბ------ გ------–--ე მივიდა გ------- ჯ----–---–თან კაფე-ბარში და მასთან ჰქონდა საუბარი, რა დროსაც, ნათლად უთხრა, რომ მის პრობლემას მოაგვარებდა ა------ ბ--------–---–ი, რომელთანაც ახლობლობს, რომელსაც უკვე გარკვეული ჰქონდა მისი საკითხი, მომდევნო დღეს, დილის საათებში შეახვედრებდა მას და იგი ეტყოდა პასუხს, ბ------ გ------–--ემ აუხსნა გ. ჯ----–---–ს, რომ ა------ ბ--------–---–ი არის ავტორიტეტია, შეუთანხმდა, რომ მომდევნო დღეს, დაახლოებით 11 საათისათვის შეახვედრებდა ა------ ბ--------–---–ს (დისკი N56 ს და მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრით N 55).
5.19. სატელოფონო საუბრის ფარული ჩანაწერებით, რომლის ნომრებია 140-422223, 140-422848, 140-428--9 და 140-431853, ხოლო ტექსტური კრებსის ნომერი N 4348, აშკარად ჩანს, თუ როგორ გაუკეთა ორგანიზება ბ------ გ------–--ემ გ------- ჯ----–---–ის და ა------ ბ--------–---–ის შეხვედრას მის კუთვნილ საამქროში, რა დროსაც, ა------ ბ--------–---–მა წინასწარ იცოდა მისგან გ------- ჯ----–---–ის პრობლემებთან დაკავშირებით.
5.20. 2018 წლის 30 მაისს, ბ------ გ------–--ესთან ერთად, დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ისა და ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შეხვედრა შედგა ბ------ გ------–--ის საამქროში, 13:48 საათიდან 14:22 საათამდე დროის მონაკვეთში, სადაც ა------ ბ--------–---–მა, გ------- ჯ----–---–ისაგან მოისმინა კომერციული ობიექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ისტორია, შეაფასა გ------- ჯ----–---–ის ქმედებები და უთხრა, რომ მისი საუბრის მიხედვით მას არავითარი დარღვევა არ ჰქონდა, თუმცა, თუ მოსაფიქრებელი დრო ჰქონდა აღებული, პასუხი აუცილებლად უნდა ეთქვა ,,ბ--------ს“თვის და ხ---- ს---–-----–--ისათვის, ნათლად განუმარტა, რომ მისი გადასწყვეტი იყო რა პატივს სცემდა „ქურდის ოჯახს“, თუ საერთოდ უარს ეტყოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილება და პასუხი უნდა „აეხსნა“; ა------ ბ--------–---–მა საუბრისას თქვა, რომ რომ თუკი იგი პატივს სცემდა ქურდის ოჯახს, როგორც პატიმრის ოჯახს, ეს მოსაწონი საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან, აუხსნა, რომ, რადგან დასახელებული პირები მისი ახლობლები იყვნენ, წინ ვერ გადაუდგებოდა მათ, სხვები, რომ ყოფილიყვნენ, მაშინ საერთოდ გააქრობდა მათ, ამ შემთხვევაში კი გ------- ჯ----–---–ს თავად უნდა გაეცა პასუხი. ა------ ბ--------–---–მა განუმარტა ისიც, რომ მას ვისაც დარღვევა ჰქონდა ჩადენილი, სწორედ იმას ავალდებულებდნენ ფულის გადახდას მას დარღვევა არ ქონდა ჩადენილი და მისი გადასაწყვეტი იყო რას იზამდა. ა------ ბ------–---–ის საუბრის შინაარსიდან აშკარად ირკვევა რომ იგი საქმის კურსში იყო და შენახვედრი და ნასაუბრები იყო ამ თემაზე თ------ კ------ესთანაც. (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დისკი N50 ს და მისი შესაბამისი ტექსტური გაშიფვრა N 46 ს).
5.21. სატელოფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 140-4337-5, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4357, ირკვევა, რომ 20-8 წლის 30 მაისს, 1-:47 საათზე, სატელეფონო საუბარი შედგა გ------- ჯ----–---–სა და მ--–---- ბ--------–---–ს შორის, რა დაროსაც, გ------- ჯ----–---–ი ეუბნება, რომ შეხვდა ა------ ბ--------–---–ს იმ დღეს, ჩანს, რომ მ--–---- ბ--------–---–ი იცის ამის შესახებ და საუბარში უსწორებს იმას, რომ თ------ კ-----–--ე კი არ შეხვედრია ა------ს, არამედ პირიქით, ა------ს თვითონ შეუჩერებია და უნახავს იგი. ამ საუბრის შინაარსიდან ჩანს რომ ბრალდებულები საერთო მიზნის მისაღწევად, მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებით.
5.22. ბრალდებულებს თ------ კ-----–--ესა და მ--–---- ბ--------–---–ის შორის, 2018 წლის 02 ივნისს, 11:36 საათზე შემდგარი სატელეფონო საუბარით დგინდება, რომ ისინი უკმაყოფი-–-- არიან გ------- ჯ----–---–ის ქმედებებით, მისი წინააღმდეგობით და ამბობენ, რომ გ------- ჯ----–---–ი „დასაზელი“ და „გასალახია“ და უნდა „მიაწვნენ“..,(სატელოფონო საუბრის ფარული ჩანაწერით, რომლის ნომერია 140-518867, ხოლო შესაბამისი ტექსტური გაშიფვრის N 4438-ი)
5.23. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სსსკ-ის მე-9 მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრაბითობის საფუძველზე, სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ ადგენს გაიზიაროს თუ არა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები.
5.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2-03; №3780-/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №2-522/93; /29/05/1997; §43).
5.25. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ფონოსკოპიური ექსპერტიზის N142/ფ, 1-7/ფ დასკვნებით, ექსპერტ ე------------–-–---–-ს ჩვენებით, ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზების NN 597/ვტ და 5--/ჰ დასკვნებითა და ექსპერტების - ვ-------------------ის და გ------- გ---------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ საქმეში არსებულ ჩანაწერებს, როგორც აუდიო, ისე ვიდეო ნაწილში არ აღენიშნებათ მონტაჟის კვლები და ისინი უწყვეტია და შესაბამისად ავთენტური. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ტექნიკურ ხარვეზებს კავშირი არ აქვთ ამ ჩანაწერების ავთენტურობასთან, რის გამოც, იგი არ შეიძლება ეჭვის შეტანის საფუძველი გახდეს და მათი შინაარსი არ იქნას გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც ამას დაცვის მხარე მიუთითებს, რადგანაც, საქმეზე ჩატარებული ფარული მოსმენები განხორციელებულია მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მათი მოპოვებისას არსებითი საპროცესო დარღვევების არარსებობის გამო, ისინი ცნობილი იქნენ დასაშვებ მტკიცებულებებად, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული იქნენ ის პირები, რომლებმაც შესაბამისის სამსახურის ხელმძღვანელებისაგან მიღებული დავალების თანახმად, განახორციელეს ფარული მოსმენები, მათ განმარტეს, თუ როდის და რა ვითარებაში ხორციელდებოდა ეს მოსმენები, რომელთა საფუძველზეც შემდგომში შედგენილი იქნა შესაბამისი კრებსები. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ დისკებზე არსებული ფარულ ჩანაწერებსა და მათ საფუძველზე შედგენილ ტექსტობრივ კრებსებში გადმოცემულ საუბრების შინაარსს შორის შეუსაბამობა არ არსებობს, რაც გამორიცხავს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა დისკები შეცვლილი ყოფილიყო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, სპეციალურად მომხდარიყო ჩანაწერების გარკვეულ ადგილებში ხმის დახშობა, ან მისი ტექსტობრივი შეცვლა, დალუქულ მდგომარეობაში მყოფი აღნიშნული დისკები გახსნილ და გამოკვლეული იქნა სასამართლოს მიერ მხარეთა მონაწილეობით, ასევე, აღნიშნული დისკები თავის დროზე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად იქნა გაცვლილი დაცვის მხარესთან, რის გამოც, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის მიერ, საქმეში არსებული ფარული მოსმენის ამსახველი კრებსების და მათი შესაბამისი დისკების, მასზე არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის მოთხოვნას, რადგანაც, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულეების დაუშვებლად ცნობა გათვალისწინებულია წინასასამართლო სხდომაზე, მოცემულ საქმეზე ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე, დასაშვებ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფარული ჩანაწერები და ამ ჩანაწერების ამსახველი კრებსებიც, რის გამოც, სასამართლო არსებით სხდომაზე საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ განიხილავს ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნას, ხოლო რაც შეეხება ამ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების შედეგად შედგენილი კრებსებს შინაარსს, ისინი ურთიერთშესაბამისია და გადმოსცემს მასში მონაწილე პირების საუბრის შინაარსს, აქედან გამომდინარე, სამართლო იზიარებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებს და მათ შესაბამისობას დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის ჩვენებაში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რადგანაც ჩანაწერები არ ისმინება სრულყოფილად, მათ ტექსტურ კრებსებში არის ხარვეზები, ამის გამო ვერ ხდება სრულყოფილად ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და მათი შესწავლა, რადგანაც, თავად ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ კრებსებშია მითითებულია იმ ხარვეზებზე, (სათანადო აღნიშვნით) რომელიც თან ახლავს ამ კრებსებს. სასამართლო ეყრდნობა და განიხილავს ამ კრებსებში სრულყოფილად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აქედან ახდენს მასში მითითებული საქმის გარემოებების ანალიზს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში არსებული სხვა მასალების და მონაცემების ერთობლიობით სრულიად სარწმუნოა და სრულიად დადგენილია ფარულ ჩანაწერებსა და კრებსებში აღბეჭდილ სატელეფონო საუბრებში მონაწილე სუბიექსტები, რომლებიც არიან იმ ტელეფონების შესაბამისი ნომრებისა და იმეი კოდების რეალური მფლობელები, რომლთა გამოყენებითაც საუბრობენ ისინი. ამასთან თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტს, მაგრამ არ ეთანხმებიან ამ საუბრების შინაარსის კონტექტს, რადგანაც, მათი მიზანი არ ყოფილა დაზარალებულისაგან სარგებლის მიღება, არამედ, შეეცოდათ იგი მისი ოჯახური მდგომარეობის გამო და თანაც მიიღეს როგორც სტუმარი, რომელსაც აწუხებდნენ და არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას მათთვის უცნობი პირები, რაც არ დასტურდება საქმეზე ჩატარებული ფარული მოსმენებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, ხოლო ამავე დისკებსა და კრებსებში არსებული ინფორმაცია თანხვედრაშია საქმეზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენებებთან და სხვა წერილობითი მტკიცებულების შინაარსთან. ხოლო რაც შეეხება ცალკეული რეკვიზიტებში არსებულ ხარვეზსს, ისინი ნამდვილად ვერ ჩაითვლება არსებითად და იმ მნიშვნელოვან დარღვევად, რის გამოც, შესაძლოა ჩანაწერებმა დაკარგონ მტკიცებულებითი ძალა, რის გამოც, დაცვის მხარის მოთხოვნა მათი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს და მათი შინაარსი სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაზიარებული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს, რადგანაც, მათი შინაარსი სრულიად შეესაბამება სასამართლო განხილვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
5.26. ბრალდებულების თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის და ხ---- ს---–-----–--ის, დაზარალებულთან და ერთმანეთთან გამართული სატელეფონო საუბრებით, მათი მონაწილეობით დაზარალებულთან გამართული შეხვედრების ფარული ჩანაწერების შინაარსი ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი მოქმედებენ ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად და ქურდული სამყაროს მიზნებისათვის სარგებლის მისაღებად. მათი მოქმედების სტილი და ხერხები, სწორედ ქურდული სამყაროსთვისაა დამახასიათებელი და გამომდინარეობს იმ წესებიდან, რაც ამ სამყაროში დომინირებს, როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა პირებთან ურთიერთობებში, მათ მიმართ განხორციელებული ფარული მოსმენებით, იკვეთება ის გარემოება, რომ ბრალდებულები აქტიურადაც მოქმედებენ ქურდული წესების შესაბამისად, რაზედაც, აშკარად მეტყველებს აღნიშნული საუბრებისა და დაზარალებულთან მათი შეხვედრების მთელი შინაარსი, რაც მიუთითებს, რომ მკაფიოდ, უდავოდ იკვეთება მათზე ბრალად შერაცხული ქმედების რეალურად არსებობა და არა მხოლოდ ვარაუდი მისი შესაძლო არსებობაზე. საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო, დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულების თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- სულქველიძის ქმედებები სრულად შეიცავს, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების-ქურდული სამყაროს წევრისათვის დამახასიათებელ დანაშაულის ყველა არსებით ნიშანს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ბრალდებულების უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე, რადგანაც, იგი არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ.
6. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გაანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების, თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, ხოლო, ა------ ბ--------–---–ის ქმედება სსკ-ის 376-ე, მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
6.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
6.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის 223(1)-ე მუხლით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდად“ ყოფნის დანაშაულთან. ეს უკანასკნელი სისხლის სამართლებრივად იდევნება იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფით. ორივე ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს, მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).
6.5. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ქურდული სამყაროს ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში. კერძოდ, `ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ~ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ,,ქურდული სამყაროს წევრის” სამართლებრივ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად, ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის დროს, აუცილებელია 1) პირი აღიარებდეს ქურდულ სამყაროს და 2) აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული სამყაროს აღიარებისთვის აუცილებელია ამ სამყაროს მიერ დადგენილი სპეციალური წესებითა და მიზნებით ცხოვრება, ხოლო ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს ამ სამყაროს სასარგებლოდ პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებაში, ქურდულ გარჩევაში, დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. ქურდული სამყაროს წევრობა დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთანავე. სუბიექტურად განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის აქტიური მოქმედებები, რაც მათი მხრიდან განხორციელდა ქურდული სამყაროს წევრისათვის დამახასიათებელი, დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის დაყოლიების მიზნით ქურდულ გარჩევაში, სრულად შეიცავს ამ დანაშაულის ნიშნებს და მიმართულია ამ გზით სარგებლის მისაღებად.
P6.6. ,,ორაგნიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“, საქართველოს, 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქურდული სამყაროს წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქურდული სამყაროს წევრი, შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდული სამყაროს წესებს და აქტიურად მოქმდებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. რა დროსაც, აუცილებელია, რომ ქურდული სამყაროს წევრის მოქმედება მიმართული უნდა იყოს ქურდული სამყაროს წევრისათვის ან მასთან დაკავშირებული პირისათვის სარგებლის მიღებისაკენ. ამ დროს აუცილებელია, რომ ქურდული სამყაროს წევრი აქტიურად მოქმედებდეს ამ მიზნის განსახორციელებლად. რაც გულისხმობს დაშინებით, იძულებით, ქურდული გარჩევის გზით ცდილობდეს სარგებლის მიღებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს ქურდული სამყაროს წევრმა მიაღწია თუ არა მიზანს, კერძოდ, სარგებლის მიღებას. მთავარია დადგენილი იქნეს ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა თუ არა აქტიურად, რის გამოც, თავისი შინაარსით, აღნიშნული ქმედება განზრახ დანაშაულს წარმოადგენს, რა დროსაც, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აღიარებს ქურდული სამყაროს წესებს, არის სწორედ ამ სამყაროს წევრი, ასევე, გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სურს ამ ქმედების შედეგად, შედეგის მიღწევა.
6.7. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულების თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის და ხ---- ს---–-----–--ის მოქმედება განხორციელებული დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის მიმართ, სრულად შეესაბამება მათ მიერვე დადგენილ და აღიარებულ ქურდული გარჩევის წესებს. რადგანაც ისინი მისი დაშინების გზით ცდილობდნენ მიეღოთ სარგებელი ამ უკანასკნელის კომერციული საქმიანობიდან პროცენტის გადახდის გზით. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა როგორც დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი ბრალდებულთა შორის განხორციელბული სატელეფონო კავშირები და დაზარალებულ გ------- ჯ----–---–თან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შინაარსი, საიდანაც დგინდება, რომ ბრალდებულმა თ------ კ-----–--ემ განიზრახა ქურდული გარჩევის გზით სარგებელი მიეღო დაზარალებულისაგან. რის გამოც, ეს უკანასკნელი დაუახლოვდა დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ს, რომელიც მისი საამქროს გვერდით არემონტებდა კომერციულ ფართს და აპირებდა კაფე-ბარის გახსნას. შევიდა მასთან ნდობაში, დაპატიჟა ოჯახში, გააცნო ოჯახის წევრები, ხოლო შემდგომ დაპატიჟა იგი რესტორანში თავის მეგობრებთან ერთად. თ------ კ-----–--ე დაინტერესდა ,,თუ რა ცხოვრებით ცხოვრობდა გ------- ჯ----–---–ი“ და ჰკითხა მას სცემდა თუ არა პატივს ქურდებს. ასევე აცნობა მას, რომ მისი მუშაობით დიანტერესბული იყვნენ სხვა პირები და თუ ის თანახმა იქნებოდა მას შეეძლო მფარველობა გაეწია მისთვის. ამ შეთავაზებაზე გ------- ჯ----–---–ისაგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მიუხედავად უარყოფითი პასუხის მიღებისა თ------ კ-----–--ე კვლავ შეხვდა გ------- ჯ----–---–ს, ესაუბრა მას მფარველობასთან დაკავშირებით და უთხრა, რომ გააცნობდა მის მეგობარს მ--–---- ბ--------–---–ს ანუ ,,ბ--------ს“, რომელიც დაეხმარებოდა მას და გაუწევდა მფარველობას. იგი გ------- ჯ----–---–ის თანდასწრებით დაუკავშირდა ტელეფონის საშუალებით მ--–---- ბ--------–---–ს და სთხოვა შეხვედრა გ------- ჯ----–---–თან და აუხსნა, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო ბიზნესთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ თ------ კ-----–--ე, ისევ უკავშირდება მ--–---- ბ--------–---–ს, რომელიც დიანტერესდა თუ რა ბიზნესთან იყო დაკავშირებული მათი შეხვედრა, რაზედაც, თ------ კ-----–--ე მ--–---- ბ--------–---–ს უთხრა, რომ მისი ,,ცეხის“ მეზობლად მომუშავე პიროვნებას სურდა მასთან შეხვედრა, რომელიც მ---დ იყო მიეღო მათი პირობები, რაც გაგებული იქნა მ--–---- ბ--------–---–ის მხრიდან და მან თანხმობა განუცხადა ამ პიროვნებასთან შეხვედრაზე. რის შემდეგაც, თ------ კ-----–--ე მ--–---- ბ--------–---–თან ერთად შეხვდა გ------- ჯ----–---–ს, რა დროსაც, ორივე ბრალდებული შეეცადა, რომ დაეყოლიებიათ იგი, რომ მიეღოთ მათი მფარველობა სარგებლის მიღებით. გ------- ჯ----–---–ი და მ--–---- ბ--------–---–ი თ------ კ-----–--ის ინიციატივით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და გ------- ჯ----–---–ის ავტომანქანით გაემგზავრნენ უბისის მონასტერში, სადაც მათ უნდა დახვედროდათ თ------ კ-----–--ეც. ავტომანქანაში მგზავრობის დროს, როგორც ეს, არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერითაც დასტურდება, მ--–---- ბ--------–---–მა გ------- ჯ----–---–ს დაუზუსტა, რომ ამ საქმით დაინტერსებული იყო კანონიერი ქურდის ფ-------- ს---–-----–--ის ზედმეტ სახელად ,,პ-–---ს“ ოჯახი. რის გამოც, გ------- ჯ----–---–ს პატივი უნდა ეცა ამ ოჯახისათვის. ამასთან გასაგებად აუხსნა, რომ მისი მხრიდან გადახდილი ფულადი თანხა მიდიოდა ,,ქურდულ ოჯახში“, რის სანაცვლოდაც იგი მოიპოვებდა მათ მფარველობას, რის გამოც, მას ვერავინ შეაწუხებდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა დაკავშირებოდა მას და თვითონ მოაგვარებდა ამ საქმეს. გ------- ჯ----–---–ი და მ--–---- ბ--------–---–ი უბისის მონასტერში შეხვდნენ თ------ კ-----–--ეს, რომელმაც, ასევე, დაუდასტურა გ------- ჯ----–---–ს, რომ მისი საქმიანობით დიანტერესებული იყო ,,ქურდული ოჯახი“. ხოლო მ--–---- ბ--------–---–მა, როდესაც უბისის მონასტრიდან ბრუნდებოდნენ გ------- ჯ----–---–ს უთხრა, რომ იგი შეახვედრებდა კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ძმას, მის მეგობარს ხ---- ს---–-----–--ეს. როდესაც შეხვდნენ ამ უკანასკნელს მათი საუბრიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ხ---- სელაქველიძე, მისი პატიმარი ძმის, კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ოჯახის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, მფარველობას დაჰპირდა გ------- ჯ----–---–ს, ხოლო, თუ როგორ უნდა ეცა პატივი ამ ოჯახისათვის ამის თაობაზე ხ---- ს---–-----–--ემ უთხრა დაზარალებულს, რომ ამ საკითხზე შეხვდებოდნენ და ზუსტად დაუკონკრეტებდნენ. მათი შეხვედრების ვიდეო ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალადებული ხ---- ს---–-----–--ე იმფორმირებული იყო მ--–---- ბ--------–---–ისაგან თუ რა საკითხზე უნდა შემდგარიყო მათი შეხვედრა. რა დროსაც, ხ---- ს---–-----–--ემ გ------- ჯ----–---–ს დაუზუსტა, რომ თუ მისი ძმის კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ოჯახს დაეხმარებოდა ეს იქნებოდა მისგან კარგი საქციელი. დაზარალებულ მ--–---- ჯ----–---–ის კომერციულ ფართში მათი მეორე შეხვედრის დროს, ხ---- ს---–-----–--ე და მ--–---- ბ--------–---–ი შეეცადნენ დაერწმუნებინათ გ------- ჯ----–---–ი, რომ ქურდული ოჯახის სასარგებლოდ მოგებიდან 30%-ის გადახდით იგი მოიპოვებდა მათ მფარველობას და მშვიდად გააგრძელებდა საქმიანობას.
6.8. ბრალდებულების თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის მიერ განხორციელებული მოქმედებისთვის დამახასიათებელია აქტიური მოქმედება მიზნის მისაღწევად. ამასთან სასამართლო ითვალისიწნებს, რომ ნებისმიერი განძრახი ქმედებისათვის დამახასიათებელია განსაზღვრული მოტივისა და მიზნის არსებობა. რა დროსაც, აუცილებელია მიზნის მისაღწევად ქმედების ჩამდენი პირის აქტიური მოქმედება, მაგრამ ეს მოქმედება ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს დასახული მიზნიდან და იგი უნდა დგინდებოდეს საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით. როგორც დაზარალებულის გ------- ჯ----–---–ის ჩვენების შინაარსიდან, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულები: თ------ კ-----–--ე, მ--–---- ბ--------–---–ი, ხ---- ს---–-----–--ე საერთო მიზნის მისაღწევად, ქურდული გარჩევის გზით, გ------- ჯ----–---–ისაგან სარგებლის მისაღებად, მოქმედებდნენ ერთობლივად, ერთიანი განზრახვით და მათი მოქმედება ურთიერთგანპირობებული იყო.
6.9. ამდენად, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, როგორც დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის, ასევე, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების-ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების და მათი ტექსტური კრებსების, ბრალდებულების დაკავებისა და საქმეში არსებული დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელითაც, დადგენილი და დადასტურებულია, რომ თ------ კ-----–--ემ ჩაიდინა, ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. მ--–---- ბ--------–---–მა ჩაიდინა, ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. ხ---- ს---–-----–--ემ ჩაიდინა, ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7. დანაშაულის შეუტყობინებლობა:
7.1.ქურდული სამყაროს წევრობა, აუცილებელ პირობად ითვალისწინებს ქმედების ჩამდენი პირის აქტიურ მოქმედებას ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად. ამ შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია პირთა ერთობა და მათი თანააღმსრულებლობა დაშინების, მუქარის განხორციელების გზით სარგებლის მისაღებად. საქმის სასამართლო განხილვის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის შემადგენლობისათვის აუცილებელი პირობებიდან ბრალდებული ა------ ბ--------–---–ის მოქმედებაში არ იკვეთება მისი აქტიური მოქმედება ამ მიზნის მისაღწევად. რაც ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის ქმედებაში, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი ვარ იქნა ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ნიშანი- ქმედებაში აქტიური მონაწილეობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა------ ბ--------–---–ი მოწმის გ------- გ------–--ის ინიციატივით მხოლოდ ერთხელ შეხვდა, გაიცნო და ესაუბრა დაზარალებული გ------- ჯ----–---–ს, ამ უკანასკნელთან შეხვედრამდე და ამ შეხვედრის შემდგომ არ განუხორციელებია რაიმე სახის აქტიური მოქმედება, არ დაკავშირებია ამ ქმედებაში ჩართულ პირებს, არ მიუცია მათთვის რაიმე სახის რჩევა-დარიგება დაზარალებულთან შემდგომი ურთიერთობის შესახებ, მითუმეტეს, რომ ბრალდებულები მისი ნაცნობები და მეგობრები იყვნენ. ხოლო შეხვედრის დროს მშვიდად აუხსნა დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ს, რომ ალბათ იგი არავის მოთხოვნას არ შეასრულებდა, პირიქით, შეეწინააღმდეგებოდა მათ მოთხოვნას, ხოლო თუ დაზარალებული თავად გადაწყვეტდა მაშინ, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა ისე მოქცეულიყო და თუ პატივს სცემდა მისი ნაცნობის კანონიერი ქურდის ,,პ-–---ს“ ოჯახს იგი ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა. დაზარალებულმა გ------- ჯ----–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა თუ რატომ შეხვდა ა------ ბ--------–---–ს, რომლის მხრიდანაც, რაიმე სახის დაშინებას, ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია და არც შიში უგრძვნია მასთან შეხვედრით. დაზარალებული ადასტურებს, რომ ა------ ბ--------–---–ს შეხვდა ბ------ გ------–--ის ზედმეტ სახელად ,,-----ს“ ინიციატივით, რომელიც არწმუნებდა მას, რომ ა------ ბ--------–---–ი იყო ,,ავტორიტეტი“ ქ.ზესტაფონში და შეეძლო მოეგვარებია მის წინაშე არსებულ ყველა პრობლემა. დაზარალებული მიუთითებს, რომ ა------ ბ--------–---–თან შეხვედრისთანავე, მისთვის ნათელი გახდა, რომ ამ უკანასკნელმა იცოდა მის გარშემო განვითარებული მოვლენები, რაც აისახა კიდეც თ------ კ-----–--ესთან მისი ურთიერთობის მიმართებაში, რადგანაც, ა------ ბ--------–---–მა თავად დაინტერესდა ამ ურთიერთობით, ხოლო მისი მხრიდან სრულად იქნა ახსნილი ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და მისი სამეწარმეო საქმიანობიდან სარგებლის მიღების მოთხოვნის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ი დაზარალებულზე არ ახდენს ქურდული სამყაროს წევრისათვის დამახასიათებელ ზემოქმედებას სარგებლის მისაღებად, მშვიდად უხსნის დაზარალებულს, რომ იმოქმედოს ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, ამ საკითხზე არ უკავშირდება ბრალდებულებს, რის გამოც, მისი მოქმედება არ ხასიათდება ქურდული სამყაროს წევრობისათვის დამახასიათებელ აქტიური მოქმედებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის ქმედებაში, არ არსებეობს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშანი-პირის აქტიური ქმედება. რის გამოც, ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიცავს არა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების- ქურდული სამყაროს წევრობისათვის, არამედ, დანაშაულის შეუტყობილებლობისათვის დამახასიათებელ დანაშაულის ნიშნებს, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება ამ უკანასკნელის მხრიდან ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ქმედების ჩადენის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2.დანაშაულის შეუტყობინებლობის შემადგენლობა ფაქტობრივად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობებს. რადგანაც ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშვე პირის პასიურ ქცევაში, უმოქმედობაში, კომპეტეტური ორგანოების შეუტყობინებლობაში, რომ მზადება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. რა დროსაც, ქმედების ჩამდენი არ ასრულებს თავის მოქალაქეობრივ ვალდებულებას და ხელს უშლის სამართალდამცავი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. რითაც, ამ შემადგენლობის ნიშნები შესაძლოა სრულად იქნეს გამოვლენილი, პირის პასიური ქმედების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისიწნებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების მომზადებისა თუ მისი ჩადენის შეტყობისთანავე.
7.3. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბ------ გ------–--ემ (ზედმეტსახელად,,-----მ“)დაადასტურა, რომ ბრალდებულ ა------ ბ--------–---–სა და დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ს შორის შეხვედრა შედგა მისი ინიციატივით, რადგანაც, სურდა დახმარებოდა გ------- ჯ----–---–ს, რომელსაც ავიწროვებდნენ მისთვის უცნობი პირები და არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ამასთან მოწმის განმარტებით, მან იცოდა, რომ ა------ ბ--------–---–ი ქ.ზესტაოფნში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით და მას შეეძლო მოეგვარებინა გ------- ჯ----–---–ის პრობლემები. განმარტავს, რომ გ------- ჯ----–---–სა და ა------ ბ--------–---–ს შორის შემდგარი შეხვედრის დროს იგი მოძრაობდა ,,ცეხში“ და ზუსტად არ მოუსმენია თუ რაზე საუბრობდნენ ისინი. მოწმის ბ------ გ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ა------ ბ--------–---–ისათვის დაზარალებულთან შეხვედრამდე იყო ცნობილი, რომ გ------- ჯ----–---–ზე სარგებლის მისაღებად ზემოქმედებას ახდენდნენ უცხო პირები და არ აძლევდნენ საშუალებას მშვიდად განეხორციელებინა მისი საქმიანობა, რაც, ასევე დადასტურებულია თავად დაზარალებულის გ------- ჯ----–---–ის ჩვენებითაც, სადაც იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ა------ ბ--------–---–თან საუბრის დროს მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს უკანასკნელი უკვე შენახვედრი იყო თ------ კ-----–--ესთან და გარკვევით იცოდა საქმის ვითარება, რადგანაც, თავად ა------ ბ--------–---–მა ესაუბრა მას ამ უკანასკნელთან მისი ურთიერთობის შესახებ.
7.4. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ისათვის უცნობი იყო იცოდა თუ არა პოლიციამ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც მას დაზარალებული ესაუბრა. ამასთან პირი არ შეიძლება გათავისუფლდეს პასუხიმგერლობისაგან დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, მხოლოდ იმის გამო, რომ ის იმედოვნებდა შეიძლება პოლიცია მის დაუხმარებლადაც ყოფილიყო ინფორმირებული დანაშაულის შესახებ, რაც პირდაპირ მიუთითებს ამ შემადგენლობის სუბიექტურ მხარეზე, რაც არის საფუძველი იმისა, რომ ა------ ბ--------–---–ი ვალდებული იყო საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, შეეტყობინებინა სათანადო ორგანოებისათვის დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის მიმართ, მისი ნაცნობთა მხრიდან ქურდული გარჩევის გზით სარგებლის მიღების შესახებ, რადგანაც, ნებისმიერი პიროვნება ვალდებულია აცნობოს პოლიციას დანაშაულის თაობაზე იმ მომენტში, როდესაც მზადდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა, ან როდესაც უკვე მიმდინარეობს მისი ჩადენა. დადგენილია, რომ ბრალდებულმა ა------ ბ--------–---–მა, არ აცნობა სათანადო ორგანოებს, ქურდული გარჩევის გზით, ქურდული წესების შესაბამისად, მისი ნაცნობები თუ როგორ ცდილობდნენ დაზარალებულისაგან სარგებლის მიღებას, რაც გამოწვეული იყო ბრალდებულის ახლო მეგობრული ურთიერთობიდან თითოეულ ბრალდებულთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივს ქმედების შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
7.5. დაზარალებულ გ------- ჯ----–---–ის, მოწმის ბ------ გ------–--ის ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, ფარული სატელეფონო საუბრებითა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოკვლებით, დადგენილია, რომ მოწმე ბ------ გ------–--ის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრამდე, ა------ ბ--------–---–მა იცოდა, რომ დაზარალებულის მიმართ, მზადდებოდა ქურდული სამყაროს წევრობისათვის დამახასიათებელი ნიშნების შემცველი მძიმე დანაშაულებრივი ქმედება, რაც, მისთვის უფრო ნათელი გახდა მის შემდეგ, როდესაც იგი თავად შეხვდა დაზარალებულს და ესაუბრა მას მის პრობლემებზე, რა დროსაც, დაზარალებულმა გ------- ჯ---–---–მა აუხსნა მას, რომ ავიწროვებდნენ უცხო პირები, ითხოვდნენ მისგან სარგებელს და ხელს უშლიდნენ თავის საქმიანობაში და დაუსახელა ეს პირები, მათ შორის ბრალდებულები, რომელთაც ა------ ბ--------–---–ი იცნობდა. იმის მიუხედავად, რომ ა------ ბ--------–---–ისათვის დაზარალებულთან შეხვედრამდე და მასთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულ გ------- ჯ---–---–ის მიმართ, ადგილი ჰქონდა, ქურდული სამყაროს წევრობისათვის დამახასიათებელ დანაშაულის მომზადებას, ბრალდებულმა ა------ ბ--------–---–მა, არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ, რითაც, ხელი შეუშალა სამართალდამცავი ორგანოების ფუნქციონირებას, რის გამოც, მისი ქმედება სრულად შეიცავს დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დამახასიათებელ დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევაში, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა თავით გათვალისწინებულ დანაშაულთან, იგი თვისობრივად არ სცილდება ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რადგანაც, დანაშაულის შეუტყობინებლობა ფორმლაური შემადგენლობისაა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობებს, იგი დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ნამდვილად მზადდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და პირს რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამას არ აკეთებს სხვადასხვა მოტივით, თუნდაც ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, აღნიშნული შემადგენლობის დამახასიათებელი ამ ნიშნებს სრულად მოიცავს ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის ქმედება, რადგანაც, აღნიშნული მტკიცებულებები სრულიად საკმარისი და სარწმუნოა საიმისოდ, რომ ბრალდებული ა------ ბ--------–---–ი ბრალეულად იქნეს ცნობილი დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რადგან ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სრულიად ცხადი და სარწმუნოა ის ფაქტი, რომ მისთვის ცნობილი იყო, როგორ მზადდებოდა და ხორციელდებოდა ბრალდებულების მიერ ქურდული სამყაროს ხელშემწყობი ქმედება, აგრეთვე, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით დაზარალებულისგან თანხების გამოძალვა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება-ქურდული სამყაროს წევრობა, უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისის რედაქციით) გათვალისწინებულ ბრალდებაზე-დანაშაულის შეუტყობინებლობაზე.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8.1. ბრალდებულები თ------ კ-----–--ე, მ--–---- ბ--------–---–ი, ხ---- ს---–-----–--ე, ა------ ბ--------–---–ი მეზობლებისაგან ხასიათდებიან დადებითად, ბრალდებულებს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
9.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
9.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9.2 საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
9.3. სასამართლო ბრალდებულების, თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს - კრიმინალური სამყაროს გაძლიერებას, რაც კონფლიქტშია საზოგადოების ჯანსაღ ინტერესებთან, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ, ქურდული სამყარო არის ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი და ხელს უწყობს დანაშაულებრივი სინდიკატის გაძლიერებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - რაც გამოიხატა გამოძალვაში, დაზარალებულისა და მისი ოჯახის დაშინებაში, ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ბრალდებულების, თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები. შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ბრალდებულთა რესოციალიზაციას.
9.4.სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქურდული სამყაროს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 37). ამდენად, წესები, რომელიც მოქმედებს კრიმინალურ სამყაროში, პირობითად იწოდება ,,კანონად”, თუმცა კანონთან, სახელმწიფოებრივი გაგებით, მათ არაფერი აქვს საერთო. „ქურდული სამყარო“ მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ სამყაროს ყავს თავისი ცნობადი ლიდერები, წინასწარ შემუშავებული ინიცირების რიტუალები და ქცევის წესები, რომლის მკაცრი მორჩილება სავალდებულოა. ამ ერთობას აქვს კარგად ორგანიზებული მართვის სტრუქტურა, სუბორდინაციისა და მისი წევრების კონტროლის მკაცრი სისტემა, ასევე, გავლენა ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ქურდების“ ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი იყო მათი, რეპუტაციაზე დაფუძნებული ავტორიტეტი დანაშაულებრივ წრეებში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, მაინც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ საჯარო წესრიგისთვის ერთგული კრიმინალების ქსელის დახმარებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).
9.5. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9.6. სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
9.7. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
9.8. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
9.9.სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
9.10.გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
9.11.სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
9.12.სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
9.13.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
9.14.სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
9.15.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
9.16.საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
9.17.იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
9.18.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს.
9.19. სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის მიმართ წარდგენილი ქურდული სამყაროს წევრობა, თავისი შინაარსით წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივად საშიშ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ამ დროს პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით და მისთვის იმთავითვე ცნობილია, რომ ზიანს აყენებს სხვა პირის კანონით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებითაც, რომ დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულებს თ------ კ-----–--ეს, მ--–---- ბ--------–---–ს, ხ---- ს---–-----–--ეს წარდგენილი ბრალდებებით გათვალისიწინებული თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
9.20.ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების, თ------ კ-----–--ის, მ--–---- ბ--------–---–ის, ხ---- ს---–-----–--ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
9.21.ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის მიმართ, სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა, თავისი შინაარსით გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში, უმოქმედობაში, კერძოდ, კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რითაც, პიროვნება არ ასრულებს თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას და ამით ხელს უშლის სამართალდამცავი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის მიმართ, დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს-ჯარიმის ის ოდენობა, რაც, მისი ქონებრივი მდგომარეობის, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ბრალდებულის მიმართ, კერძო და ზოგადი ხასიათის პრევენციის მიზნების მიღწევას და მის შემდგომ რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებულ ა------ ბ--------–---–ის მიმართ წარდგენილი, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაზე (2018 წლის 17 მაისის რედაქციით) და ა------ ბ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, ა------ ბ--------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. მსჯავრდებულ ა------ ბ--------–---–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. ბრალდებული თ------ კ-----–--ე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. მსჯავრდებულ თ------ კ-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 7 ივნისიდან.
6. ბრალდებული მ--–---- ბ--------–---–ი, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
7. მსჯავრდებულ მ--–---- ბ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-8 წლის 7 ივნისიდან.
8. ბრალდებული ხ---- ს---–-----–--ე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
9. მსჯავრდებულ ხ---- ს---–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 დეკემბრიდან.
10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: თ------ კ-----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, მოყავისფრო ფერის ებონიტის ბუდისა და დანის ტარის მქონე ხიშტდანა, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
თ------ კ-----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათებით, „Cellet“-ის ფირმის ტელეფონის დამმუხტველი კვების წყარო, თავისი კაბელით, ტელეფონის ყურსასმენი და დენის წყაროში შესაერთებელი ტელეფონის დამმუხტველით, ლითონის გასაღებების აცმა ოთხი გასაღებით და პატარა ზომის მოწითალო კორპუსის მქონე გასაშლელი დანის და სხვა ხელსაწყოების ნაკრებით, მოშავო ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული: ერთი 50 ლარიანი და რვა 20 ლარიანი კუპიურა და ორი ერთლარიანი მონეტა, სულ 212 ლარი; 13 ცალი სხვადასხვა სახელისა და გვარის, ასევე ფირმის ე.წ. სავიზიტო ბარათი; 8 ცალი სხვადასხვა სააფთიაქო ქსელის და ფირმის პლასტიკური ბარათი, თ------ კ-----–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა Nა1-79748, მცირე ზომის ჩანთა, ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
11. ა------ ბ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული სიმ ბარათით; ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოდან, 2018 წლის 25 ივნისის საიდუმლო წერილით N6/1/3-20-0ს გადმოგზავნილი 2 ცალი CD-R დისკი, 2018 წლის 27 ივნისის საიდუმლო წერილით N6/1/3-20-3ს გადმოგზავნილი 3 ცალი CD-R დისკი, ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
13. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოდან 2018 წლის 03 ივლისის საიდუმლო წერილით N6/4/2-90ს გადმოგზავნილი DVD-R დისკი, რეგისტრაციის ნომრით N73ს, ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
14. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო, ვიდეო ჩანაწერები (12 ცალი DVD-R დისკზე, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრებით - N44ს, N44/1ს, N49ს, N49/1ს, N50ს, N51ს, N52ს, N53ს, N54ს, N54/1ს, N55ს, N56ს) ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
15. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო, ვიდეო ჩანაწერები (06 ცალი DVD-R დისკზე, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრებით - N64ს, N65ს, N66ს, N67ს, N68ს, N69ს) ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე