განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
090100119002927937
დავის ტიპი
126 (1) 1 , 273
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე (1/17–2019) 090100119002927937

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - თ------------–---ს

ადვოკატის – მ----------------–-ძის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ თ------------–---ს მიმართ

მამის სახელი: პ------;

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ქ---------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ტ----------;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

პირადი ნომერი: 0----------;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ამბროლაური, ქ----------------------------------–-------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ამბროლაური, ქ----------------------------------–-------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2---–ე მუხლის მეოთხე ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.თ-----------–---მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა საერთო წონით 151 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა ამბროლაურში, თ-----------------------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2019 წლის 7 მარტს.

 

2.თ-----------–---მ, 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ამბროლაურში, თ-----------------------–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკებისას, კედელზე თავი მიარტყმევინა მეუღლეს – ნ-------------–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა – შენახვა დიდი ოდენობით.

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 19 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 190–194).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.თ------------–---- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.საქმეზე დართული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული 2019 წლის 7 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ამბროლაურში, თ-----------------------–- მდებარე თ------------–---ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდი აივანზე არსებული მაგიდიდან შუშის ნამსხვრევები, საძინებელ ოთახში მდგარი კარადის თავიდან მომწვანო – მოყავისფრო მცენარეული მასა(ს.ფ. 6–32);

 

7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 7 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ თ------------–---ს მიერ, მეუღლის – ნ-------------–---ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, მოძალადეს აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა, იარაღით (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღით) სარგებლობა (ს.ფ:44–51).

 

8.დაზარალებულ ნ-------------–---ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან, მის მშობლებთან და ორ შვილთან: 4 წლის ნ----ა და 1 წლის ლ-----------–-------ან ერთად. ჰყავს და, 25 წლის ნ------------–---, რომელიც ხანდახან მიდის მათთან სახლში ბავშვების მოვლაში დახმარების მიზნით. 2019 წლის 7 მარტს, მისი მეუღლე მივიდა ნასვამი. ზოგადად კონფლიქტური და აგრესიული არ არის, თუმც სიმთვრალეში აქვს თავისებური ქცევები. იშვიათად სვამს და ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს. თ-----ი იყო გაღიზიანებული, უმნიშვნელო წვრილმანზე მისცა შენიშვნა. მან უთხრა რომ არაფერს აშავებდა. თ------ა სთხოვა საძინებელ ოთახში გაჰყოლოდა. გაჰყვა კიდეც. თ-----ი მისგან მოითხოვდა რომ სამსახურის შემდეგ თუ სადმე გაივლიდა, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. წინა დღით დედასთან გაიარა სამსახურის შემდგომ, მაშინ თ-----ს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ სიმთვრალეში გაახსენდა. ოთახში ყოფნის დროს აგინებდა სვიტერზე ხელი მოჰკიდა და დაიქნია, რის შედეგადაც შეეჯახა კედელს. დაიზიანა წარბი, რაც მტკივნეული იყო. ხმაურზე მის დას, რომელიც გარეთ იმყოფებოდა დაურეკავს პოლიციაში. (ს.ფ. 3–5; 52–54);

 

9.მოწმეთა სახით დაკითხული ნ------------–---- და რ-----------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებები ადასტურებს მთვრალ მდგომარებაში მყოფი თ------------–---ს მიერ 2019 წლის 7 მარტს ნ-------------–---ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს(მოწმის დაკითხვის ოქმები, ს.ფ. 52–54; 91–93);

 

10.2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ თ------------–---- დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 7 მარტს, რის გამოც, მეუღლის, ნ-------------–---ს მიმართ განხორციელებული ძალადობის საფუძვლით წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ს.ფ.107–111);

 

11.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 19 მარტის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნ-------------–---ს სხეულზე, გარეგნულად, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით.

 

დაზინებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზიანება სისხლნაჟრენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ.172–175);

 

12.საქართველოს შინაგანს აქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო – კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 9 მარტის N125/სქ ექსპერტის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი დ----–---- სახლიდან ამოღებული მომწვანო – მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასები, მშრალ მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, საერთო წონით 151,0 გრამი

 

შავი ფერის ნიადაგის მსგავსი ფხვნილი, წონით 4,15 გრამი, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.(ს.ფ.147–155);

 

13.თ------------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 7 მარტის თ------------–---ს ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, თანდართული ამონაწერით; 2019 წლის 8 მარტის ბრალდებულ თ------------–---ს დაკავების ოქმით; 2019 წლის 8 მარტის ოქმით ნარკოტიკულ შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ; 2019 წლის 8 მარტის ოქმით ნათესავის დაკავებაზე შეტყობინების შესახებ; 2019 წლის 8 მარტის ნ-------------–---ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 8 მარტის თ----- დ---–---- მ--------ს ამოღების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 8 მარტის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2019 წლის 9 მარტის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 8 მარტის დადგენილებით ნ-------------–---ს სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 8 მარტის დადგენილებთ ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; საქმეზე დართული საგნებით და ნივთებით: – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები, ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, ნ-------------–---საგან ამოღებული ტანსაცმელი, თ------------–---საგან ამოღებული მ--------; 2019 წლის 9 მარტის ცნობით თ------------–---ს ნასამართლობის შესახებ; 2019 წლის 9 მარტის ცნობით თ------------–---ს ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2019 წლის 11 მარტის ცნობით სოციაური მომსხურების სააგენტოდან თ------------–---ს ნასამართლობის შესახებ; 2019 წლის 9 მარტის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან თ------------–---ს მიმართ; 2019 წლის 7 მარტის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; ნ-------------–---სა და თ------------–---ს ქორწინების მოწმობით; 2019 წლის 8 მარტის ფორმა N1–თ; 2019 წლის 8 მარტის თ------------–---ს სამედიცინო ბარათით; 2019 წლის 8 მარტის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ; წერილებით და მიმართვებით; 2019 წლის 8 მარტის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების ჩატარების შესახებ; 2019 წლის 8 მარტის შუამდგომლობით ნ-------------–---ს ტანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 8 მარტის შუამდგომლობით თ------------–---ს მ--------ს ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 8 მარტის დადგენილებით ნ-------------–---ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 9 მარტის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 9 მარტის განჩინებით ნ-------------–---ს ტანსაცმლის ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 9 მარტის განჩინებით თ------------–---ს მ--------ს ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 10 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 11 მარტის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; 2019 წლის 11 მარტის შეტყობინებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თ----- დ---–---- შესახლების შესახებ; 2019 წლის 15 მარტის შეტყობინებით ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით თ------------–---ს მიმართ; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ 2019 წლის 14 მარტის გაფრთხილების ოქმით; 2019 წლის 14 მარტის განჩინებით ყადაღის დადების შესახებ; 2019 წლის 19 მარტის განცხადების მიღების ბარათით;

 

14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

15.ნარკოტიკული საშუალება ”გამომშრალი მარიხუანა” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში №90 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა და შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც თ----- დ----–---- არ ჰქონია.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, 151,0 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა”, ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას.

 

16.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა თ-----------–---მ ჩაიდინა გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა – შენახვა დიდი ოდენობით.

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17.სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------------–----, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა – შენახვა დიდი ოდენობით –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მეოთხე ნაწილით

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14. თ------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.

 

15.თ------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. დაზარალებულისაგან ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თ----- დ----–---- ჩადენილი დანაშაულისათვის საბოლოოდ დანაშაულთა ერობლიობით, უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ------------–---ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, თავის მხრივ დაზარალებული აგრზელებს ბრალდებულთან თანაცხოვრებას, ხასიათდება დადებითად, არის სუფთა წარსულის მქონე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

თ------------–---ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე, თ------------–---საგან პირველად მოხდა მეუღლეზე ძალადობა, მეუღლის გადაადგილებიდან გამომდინარე გაურკვევლობის ფონზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------------–---- სრულად გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის ქმედების კანონთან და მორალთან არათავსებადობა, რისი დასტურიცაა ოჯახური დავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მეუღლის შერიგებისა და მის მიერ ჩვენების მიცემაზე შესაძლო უარის მიუხედავად, ბრალდების მხარისაგან მოპოვებული მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, მზაობა პასუხისმგებლობისათვის ჩადენილი ქმედების გამო.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თ------------–---ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული თ----- დ----–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2--- მუხლის მეოთხე ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათის ოდენობით;

 

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სარტანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება: პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით –საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის– თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ----- დ----–---- მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაშკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

თ----- დ----–----, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სარტანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება: პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით –საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

2.მსჯავრდებულ თ----- დ----–---- სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 8 მარტის 00 საათისა და 06 წუთიდან, 2019 წლის 15 მარტამდე.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ თ------------–---ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ თ------------–---ს მიმართ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ თ------------–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ,,გირაოს” გადახდის უზრუნველსაყოფად ტ------–-----------–---- (პ/ნ 0----------)საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთს, მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფელი ღვიარა, ნაკვეთი – 08-, დაზუსტებული ფართობი 1290 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი N8--------8-, ღირებული 5000(ხუთი ათასი) ლარად.

 

5.საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რიონულ სამმართველოში შენახული :

 

– შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი;

– შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები –განადგურდეს.

– ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქ მეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად;

– ნ-------------–---საგან ამოღებული ტანსაცმელი – დაუბრუნდეს ნ-------------–---ს;

– თ------------–---საგან ამოღებული მ-------- – დაუბრუნდეს თ----- დ----–----.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი