გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/4970-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - დ-------------–ი
წარმომადგენელი - თ--------–-–---–ი
მოპასუხეები:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი
წარმომადგენელი - ს--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 14 მაისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 8---- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- გადაწყვეტილება;
1.5. დაევალოთ მოპასუხეებს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ-------------–ს აღუდგება 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული სარეიტინგო ქულა - 4---- და გაიცემა 2017 წლის მაისის თვიდან მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ დაუსაბუთებლობის გამო არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დ-------------–ის ერთსულიანი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2005 წლიდან. მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 2015 წლის 5 იანვრიდან შეადგენდა 4---- ერთეულს და შესაბამისად, მას ერიცხებოდა ფულადი სოციალური დახმარება (სოციალური შემწეობა) – 6- ლარი, 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 23).
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა, 2017 წლის 14 მაისს, გრაფიკის გენერაციის საფუძველზე, ვიზიტი განახორციელა დ-------------–ის ოჯახში (ს/კ 0-----------), მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–------------- ბ-------–---–ის ქ. №--. სოციალურმა აგენტმა ოჯახის უფლებამოსილი წევრის - დ-------------–ის გამოკითხვის შედეგად შეავსო ოჯახის დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირდა: მოდული „A“ - მითითებულ მისამართზე დ-------------–ი ცხოვრობს მარტო; საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება; საცხოვრისი არის ერთოთახიანი და მისი ფართი შეადგენს 22 კვ.მ-ს; შინამეურნეობის მიერ დაკავებულ ფართში იატაკი არის პარკეტის; სხვა საცხოვრებელ ფართს ოჯახი არ ფლობს; მოდული „B“ - ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი - 6- წლის დ-------------–ი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); არის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები („B4“ გრაფა); არ ჰყავს სრულწლოვანი შვილი; მოდული „C“ - დ-------------–ს აქვს უმაღლესი განათლება; მის პირად შემოსავალს წარმოადგენს სოციალური პაკეტი - 7- ლარი და ფულადი სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა - 6- ლარი; მოდული „D“ - ოჯახს გააჩნია 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; არ აქვს მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); არ ჰყავს ზრდასრული შინაური პირუტყვი ან ფრინველი; მოდული „E“ - ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის („E1“ გრაფა) გადაიხადა 26-,00 ლარი, ბუნებრივი აირისთვის („E2“ გრაფა) - 48,00 ლარი; წყლისთვის („E3“ გრაფა) - 63,00 ლარი და დასუფთავებაში („E4“ გრაფა) - 40,00 ლარი.
დ-------------–მა მითითებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ მიწოდებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაციის სინამდვილე და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვა.
დადგენილია, რომ მითითებულ ოჯახის დეკლარაციაში, რომელიც ხელით არის შევსებული, „B4“ გრაფაში დ-------------–ის სტატუსად დაფიქსირებული - „სპეციალური სტატუსი არ გააჩნია“ გადახაზულია, შემდეგ მონიშნულია - „მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“. აღნიშნული შესწორება სოციალურმა აგენტმა პირადი ხელმოწერით დაადასტურა.
„ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე დ-------------–ის (დაბ. 2--0--1---წ.) ოჯახის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 1------ ერთეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 მაისი ,,ოჯახის დეკლარაცია” (ს.ფ. 16-22);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 23);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- წერილი (ს.ფ. 80-81).
3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა, 2017 წლის 19 ივლისს, დ-------------–ის განცხადების საფუძველზე, ვიზიტი განახორციელა განმცხადებლის ოჯახში (ს/კ 0-----------) მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–------------- ბ-------–---–ის ქ. №--. სოციალურმა აგენტმა ოჯახის უფლებამოსილი წევრის - დ-------------–ის გამოკითხვის შედეგად შეავსო ოჯახის დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირდა: მოდული „A“ - მითითებულ მისამართზე დ-------------–ი ცხოვრობს მარტო; საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება; საცხოვრისი არის ერთოთახიანი და მისი ფართი შეადგენს 22 კვ.მ-ს; შინამეურნეობის მიერ დაკავებულ ფართში იატაკი არის პარკეტის; სხვა საცხოვრებელ ფართს ოჯახი არ ფლობს; მოდული „B“ - ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი - 6- წლის დ-------------–ი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); არის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები („B4“ გრაფა); არ ჰყავს სრულწლოვანი შვილი; მოდული „C“ - დ-------------–ს აქვს უმაღლესი განათლება; მის პირად შემოსავალს წარმოადგენს სოციალური პაკეტი - 7- ლარის ოდენობით („C3 გრაფა); მოდული „D“ - ოჯახს გააჩნია 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; არ აქვს მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); არ ჰყავს ზრდასრული შინაური პირუტყვი ან ფრინველი; მოდული „E“ - ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის („E1“ გრაფა) გადაიხადა 26-,00 ლარი, ბუნებრივი აირისთვის („E2“ გრაფა) 36,00 ლარი; წყლისთვის („E3“ გრაფა) - 63,00 ლარი და დასუფთავებაში („E4“ გრაფა) - 40,00 ლარი.
დ-------------–მა მითითებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ მიწოდებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაციის სინამდვილე და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №------------- წერილით დ-------------–ს ეცნობა, რომ ვინაიდან მისმა ოჯახმა არ შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და ოჯახის წევრი - დ-------------–ი არ დარეგისტრირდა „შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge “, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, ოჯახის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვის შემთხვევაში ოჯახს მიენიჭებოდა სარეიტინგო ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-------------–ის 2017 წლის 20 ივნისის №----- განცხადება (ს.ფ. 24);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 28-34);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №------------- წერილი (ს.ფ. 35).
3.4. დ-------------–ი, 2017 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრში, როგორც ასაკით საპენსიო პაკეტის მიმღები, თანხით 1-- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №------------- წერილი (ს.ფ. 167).
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა, 2017 წლის 5 სექტემბერს, პირველადი ვიზიტი განახორციელა დ-------------–ის ოჯახში (ს/კ 0-----------) მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–------------- ბ-------–---–ის ქ. №--. სოციალურმა აგენტმა ოჯახის უფლებამოსილი წევრის - დ-------------–ის გამოკითხვის შედეგად შეავსო ოჯახის დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირდა: მოდული „A“ - მითითებულ მისამართზე დ-------------–ი ცხოვრობს მარტო; საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება; საცხოვრისი არის ერთოთახიანი და მისი ფართი შეადგენს 22 კვ.მ-ს; შინამეურნეობის მიერ დაკავებულ ფართში იატაკი არის პარკეტის; სხვა საცხოვრებელ ფართს ოჯახი არ ფლობს; მოდული „B“ - ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი - 6- წლის დ-------------–ი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); არის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები („B4“ გრაფა); არ ჰყავს სრულწლოვანი შვილი; მოდული „C“ - დ-------------–ს აქვს უმაღლესი განათლება; მის პირად შემოსავალს წარმოადგენს სოციალური პაკეტი - 7- ლარის ოდენობით („C3“ გრაფა); მოდული „D“ - ოჯახს გააჩნია 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, არ აქვს მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); არ ჰყავს ზრდასრული შინაური პირუტყვი ან ფრინველი; მოდული „E“ - ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის („E1“ გრაფა) გადაიხადა 26-,00 ლარი, ხოლო ბუნებრივი აირისთვის („E2“ გრაფა), წყლისთვის („E3“ გრაფა) და დასუფთავებისთვის („E4“ გრაფა) - 0 ლარი.
ამასთან, დადგენილია, რომ ოჯახის დეკლარაციაში, რომელიც ხელით არის შევსებული, „E1“ გრაფაში მითითებულია თავდაპირველად „0“ ლარი და გადასწორებულია „26-“ ლარით, ხოლო ელექტრონულად შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია „26-“ ლარი.
დ-------------–მა მითითებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ მიწოდებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაციის სინამდვილე და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვა.
„ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე დ-------------–ის ოჯახის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 8----- ერთეული და ოჯახმა ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის ,,ოჯახის დეკლარაცია” (ს.ფ. 40-46);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 5 სექტემბრის ,,ოჯახის დეკლარაცია” (ელექტრონული) (ს.ფ. 206-213);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- წერილი (ს.ფ. 157-158).
3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 22 თებერვლის №------------ წერილით, დ-------------–ს მისი 2017 წლის 1 დეკემბრის №------ და 2018 წლის 21 თებერვლის განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, მისი განცხადების საფუძველზე, სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია. 2017 წლის 1 ივნისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსების მომენტისათვის, ოჯახის ყველა არამომუშავე შრომისუნარიანი სტატუსის მქონე წევრი ვალდებულია დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის მართვის ბაზრის საინფორმაციო პორტალზე, ხოლო ვადა განსაზღვრულია 30 კალენდარული დღით. ვინაიდან დ-------------–ს დეკლარაციის შევსების მ----------------------–--- შეუსრულდა საპენსიო ასაკი, აგენტმა არასწორად ჩათვალა, რომ ერთი თვის გასვლის შემდეგ ბაზა ავტომატურად აღიქვამდა მის საპენსიო ასაკს და არ გააფრთხილა დასაქმების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულის გამო სოციალური აგენტს გამოეცხადა სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, რაც შეეხებოდა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით საკითხს, №141/ნ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, ოჯახის დეკლარაციაში დანახარჯი ხარჯები ვერ დაფიქსირდებოდა იურიდიული პირის მიერ აბონენტის ნომერზე ჩარიცხული გარკვეული თანხის გამოკლებით, ხოლო „D1“ გრაფაში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია სოციალურმა აგენტმა მოიძია საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, დ-------------–ს განემარტა, რომ ვინაიდან 2----–-–---------–--- შეუსრულდა საპენსიო ასაკი, მას გააჩნდა შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მოეთხოვა განმეორებითი რეგისტრაცია, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებისა და ხელახალი სარეიტინგო ქულის დათვლის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-------------–ის №------ განცხადება (ს.ფ. 47-62);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 22 თებერვლის №------------ წერილი (ს.ფ. 63-6-).
3.6. დ-------------–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 22 თებერვლის №------------ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს. მითითებული განცხადება განსახილველად გადაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- წერილობითი პასუხით დ-------------–ს ეცნობა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სააგენტოში დაცული მონაცემები, მათ შორის, 2017 წლის 14 მაისს, 2017 წლის 19 ივლისს და 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის საფუძვლები და შესაბამისი იურიდიული შედეგები. კერძოდ, ოჯახს 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით ერიცხებოდა ფულადი სოციალური დახმარება (სოციალური შემწეობა) – 6- ლარი. გრაფიკის გენერაციის საფუძველზე, 2017 წლის 14 მაისს სოციალურმა აგენტმა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასების მიზნით, განახორციელა ვიზიტი და შეავსო ოჯახის დეკლარაცია. სარეიტინგო ქულამ შეადგინა 1------ ერთეული, რის შედეგადაც ოჯახს შეუწყდა ფულადი სოციალური დახმარების (სოციალური შემწეობა) მიღების უფლება, 2017 წლის მაისის თვიდან.
ამავე წერილით დ-------------–ს კვლავ განემარტა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 22 თებერვლის №------------ წერილში მითითებული ინფორმაცია. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ მის მიერ ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის წარდგენის შემდეგ, სოციალურმა აგენტმა მას განუმარტა აბონენტის ნომრით თელასის ბაზაში თანხის მოძიებისა და შემდგომში დაფიქსირების თაობაზე, რაც დ-------------–ს არ გაუპროტესტებია. ამასთან, სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე დაურეგისტრირებლობის გამო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასების გაუქმების შემდეგ, დ-------------–მა 2017 წლის 24 აგვისტოს პირველადი განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრს, 2017 წლის 6 სექტემბერს შეივსო ოჯახის დეკლარაცია და სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 8----- ერთეულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-------------–ის 2018 წლის 6 მარტის განცხადება (ს.ფ. 6--71);
- დ-------------–ის 2018 წლის 13 ივნისის განცხადება (ს.ფ. 72-78);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 80-81).
3.7. დ-------------–მა 2018 წლის 18 ივლისის №----- საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ-------------–ის 2018 წლის 18 ივლისის №----- საჩივარი (ს.ფ. 150-156).
3.8. აბონენტის ბრუნვის ისტორიითა და ქვითრით დგინდება, რომ დ-------------–ის სახელზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე (აბონენტი №-------) 2014 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 16 ივნისამდე პერიოდში კრედიტის სახით მუდმივად არსებობდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე მეტი თანხა. დადგენილია, რომ იურიდიული პირი - ე------–------------------- აბონენტის ნომერზე დ-------------–ს ურიცხავს გარკვეული ოდენობით თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია, მომზადების თარიღი: 16.06.2017წ. (ს.ფ. 25-26);
- კომუნალური გადასახადის ქვითარი, მომზადების თარიღი: 04.05.2017წ. (ს.ფ. 168).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა დ-------------–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - 2017 წლის 14 მაისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 8---- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლის პირველი ნაწილების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე დ-------------–ის მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და მიუღებელი სოციალური შემწეობის ანაზღაურების დავალებასთან დაკავშირებით.
6.2. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი.
მითითებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამასთან, წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ-------------–ის ერთსულიანი ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2005 წლიდან. 2015 წლის 5 იანვრიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 4---- ერთეულს და 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით, მას ერიცხებოდა ფულადი სოციალური დახმარება (სოციალური შემწეობა) – 6- ლარი.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 14 მაისს, გრაფიკის გენერაციის საფუძველზე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით დ-------------–ის ოჯახში (ს/კ 0-----------) განახორციელა ვიზიტი და უფლებამოსილი წევრის - დ-------------–ის გამოკითხვის შედეგად შეავსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარაციაში დაფიქსირდა: მოდული „B“ - ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი - 6- წლის დ-------------–ი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); არის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები („B4“ გრაფა); არ ჰყავს სრულწლოვანი შვილი; მოდული „C“ - დ-------------–ს აქვს უმაღლესი განათლება; მის პირად შემოსავალს წარმოადგენს სოციალური პაკეტი - 7- ლარი და ფულადი სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა - 6- ლარი („C3“ გრაფა); მოდული „D“ - ოჯახს გააჩნია 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, არ აქვს მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); არ ჰყავს ზრდასრული შინაური პირუტყვი ან ფრინველი; მოდული „E“ - ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის („E1“ გრაფა) გადაიხადა 26-,00 ლარი, ბუნებრივი აირისთვის („E2“ გრაფა) - 48,00 ლარი; წყლისთვის („E3“ გრაფა) - 63,00 ლარი და დასუფთავებაში („E4“ გრაფა) - 40,00 ლარი. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე დ-------------–ის (დაბ. 2--0--1---წ.) ოჯახის მიერ მიღებულმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 1------ ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ დ-------------–ი არ დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ დეკლარაციაში მონაცემები არ იყო სწორად ასახული და 2017 წლის 20 ივნისს მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციული ორგანოს. მისი განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 19 ივლისს სოციალურმა აგენტმა დ-------------–ის ოჯახში ვიზიტის შედეგად შეავსო ოჯახის დეკლარაცია, რომელშიც დაფიქსირდა შემდეგი: მოდული „B“ - ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი - 6- წლის დ-------------–ი არ მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეგორიებს (სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსული (20 და მეტი კვირის); მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას); არის მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები („B4“ გრაფა), არ ჰყავს სრულწლოვანი შვილი; მოდული „C“ - დ-------------–ს აქვს უმაღლესი განათლება; მის პირად შემოსავალს წარმოადგენს სოციალური პაკეტი - 7- ლარის ოდენობით („C3“ გრაფა); მოდული „D“ - ოჯახს გააჩნია 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, არ აქვს მუშა მდგომარეობაში მყოფი მოძრავი ქონება (უცხოური (არასაბჭოთა) მსუბუქი, სამგზავრო ან/და სატვირთო ავტომობილი; ტრაქტორი, კომბაინი ან/და თესლის ჩამყრელი აპარატი); არ ჰყავს ზრდასრული შინაური პირუტყვი ან ფრინველი; მოდული „E“ - ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური („E1“ გრაფა) გადაიხადა 26-,00 ლარი, ბუნებრივი აირის საფასური („E2“ გრაფა) - 36,00 ლარი; წყლის საფასური („E3“ გრაფა) - 63,00 ლარი და დასუფთავების საფასური („E4“ გრაფა) - 40,00 ლარი.
ამდენად, მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ სოციალური აგენტის მიერ დ-------------–ის ოჯახის შემოწმებისას ოჯახის დეკლარაციაში თითქმის იდენტური მონაცემები დაფიქსირდა, კერძოდ, განსხვავება იყო მხოლოდ პირად ფულად შემოსავალში, ვინაიდან მას აღარ ერიცხებოდა სოციალური შემწეობა და კომუნალურ გადასახადში, რომელიც უფიქსირდებოდა წინა დეკლარაციაში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადად („E2“ გრაფა) (48,00 ლარის ნაცვლად დაფიქსირდა 36,00 ლარი).
ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №------------- წერილით დ-------------–ს ეცნობა, რომ ვინაიდან მისმა ოჯახმა არ შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და ოჯახის წევრი - დ-------------–ი არ დარეგისტრირდა „შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge“, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ოჯახის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვის შემთხვევაში, ოჯახს მიენიჭებოდა სარეიტინგო ქულა.
სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 2 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ამ წესის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის, მათ შორის, ერთწევრიანი ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით დარეგისტრირდეს „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge . ხოლო ამავე წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ამ წესით გათვალისწინებული პირობებით არ დარეგისტრირდა „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge . აღნიშნული რეგულირებულია ასევე წესის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე არ დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge, შეწყდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის პროცესი.
სასამართლო აქვე მიუთითებს ხსენებული წესის (02.06.2017წ. მდგომარეობით) მე-2 მუხლზე, რომელიც ადგენს წესში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობებს, კერძოდ, არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ეს არის პირი, რომელიც არ მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიას: ნ.ა) სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; ნ.ბ) დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ნ.გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი); ნ.დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი); ნ.ე) ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი; ნ.ვ) საპენსიო ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 6- წელი, მამაკაცი – 6- წელი).
დადგენილია ის გარემოება, რომ 2017 წლის 14 მაისს დ-------------–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება განხორციელდა სააგენტოს ინიციატივით, გრაფიკის გენერაციის, ხოლო 2017 წლის 19 ივლისს - დ-------------–ის განცხადების საფუძველზე. ასევე, დადასტურებულია, რომ დ-------------–მა საპენსიო ასაკს მიაღწია 2----–-–---------–---. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული საკანონმდებლო ცვლილებაზე და ოჯახის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისთვის მისი სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის სავალდებულო პირობის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან საპენსიო ასაკს მიაღწია. საგულისხმოა, რომ იმ დროს, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო თავად ადასტურებს სოციალური აგენტის მიერ დ-------------–ის დასაქმების პროგრამაში დარეგისტრირების ვადების არასწორად განსაზღვრის ფაქტს, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სწორედ აღნიშნულ პროგრამაში დაურეგისტრირებლობა გახდა მოსარჩელისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დ-------------–მა საპენსიო ასაკს მიაღწია 2----–-–---------–--- და 2017 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით, იგი აღრიცხვაზეა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრში, როგორც ასაკით საპენსიო პაკეტის მიმღები, თანხით 1-- ლარი.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სოციალურმა აგენტმა დ-------------–ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით კვლავ განახორციელა ვიზიტი 2017 წლის 5 სექტემბერს და წინა დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისგან განსხვავებით, ოჯახის დეკლარაციაში აღნიშნა, რომ ოჯახის უფლებამოსილი ერთადერთი წევრი, 6- წლის დ-------------–ი არის მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები, რომლის პირად შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ სოციალური პაჯეტის თანხა - 7- ლარის ოდენობით. ამასთან, სოციალური აგენტის მიერ ხელით შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში „E1“ გრაფაში დაფიქსირებული „0“ ლარი შესწორებულია და მითითებულია „26-“ ლარი, ხოლო დანარჩენი „E2“, „E3“და „E4“ გრაფებში ორივე - ხელით შევსებულ და ელექტრონულ დეკლარაციაში დაფიქსირებულია 0 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
ხსენებული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ოჯახის დეკლარაცია ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტის დროს.
ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი პუნქტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები), ხოლო მე-2 მუხლის თანახმად, შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი - „I“ გამოითვლება ფორმულით: I, სადაც: ა) C - არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი; ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსის შემადგენელი ელემენტები (კოეფიციენტები და სხვადასხვა ინდექსები). ამ უკანასკნელი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ასეთ ელემენტებს წარმოადგენს: C4- შემოსავლების ინდექსი და კომუნალური ხარჯების ინდექსი - C5.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-7 მუხლი განსაზღვრავს რა შემოსავლების ინდექსის გამოსათვლელ ფორმულას, ერთ-ერთ განმსაზღვრელად მიუთითებს თითოეული ოჯახის წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სახელმწიფო პენსიას. ამავე მეთოდოლოგიის მე-8 მუხლის თანახმად, კომუნალური ხარჯების ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: C5=K5,1ln(1+Y5,1), სადაც: ა) 5,1 - არის კოეფიციენტი; ბ) Y5,1 – ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, წყალსა და K დასუფთავებაზე გადახდილი თანხა, ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც აითვლება ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს და ასეთ მონაცემს წარმოადგენს ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, როგორც წინა თვეს მიღებული სახელმწიფო პენსია, ასევე, ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივ აირის, წყლისა და დასუფთავებისთვის გადახდილი თანხა.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-8 და მე-10 მუხლებით, კერძოდ, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციის „C3“ პუნქტის მე-3 გრაფაში უნდა ჩაიწეროს „სახელმწიფო პენსია“ – ინფორმაცია განმცხადებლის მიერ წინა მეორე თვეში მიღებული თანხის ოდენობის შესახებ. ამასთან, ინფორმაცია მოწმდება და ივსება სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან შედარებით. ხოლო ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“. დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“, ფიქსირდება ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოკლებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით გაცემული ფულადი დახმარების/ვაუჩერის ოდენობა, ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი უწყების მიერ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე, გარდა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახებისა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 მაისს ხელით შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში შესაბამის გრაფებში სოციალურმა აგენტმა დ-------------–ის ასაკი მიუთითა 6- წელი, ხოლო სტატუსი „B4“ გრაფაში გადახაზული სახით - „სპეციალური სტატუსი არ გააჩნია“ და ასევე, შემოხაზული - „მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“. 2017 წლის 19 ივლისის ოჯახის დეკლარაციის (ხელით შევსებული) თანახმად, 6- წლის დ-------------–ი არის „მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“, ხოლო 2017 წლის 5 სექტემბრის ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირდა, რომ 6- წლის დ-------------–ი „მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები“. ამავე დროს, ამ უკანასკნელ დეკლარაციაში, რომელიც საქმეში წარმოდგენილია როგორც ხელით შევსებული, ასევე ელექტრონული სახით, მისი პირადი შემოსავლების გრაფაში არ იქნა მითითებული სახელმწიფო პენსიის თანხა.
ამდენად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ შესაბამისმა სოციალური აგენტებმა რიგ შემთხვევაში არასწორად განსაზღვრა მოსარჩელის სტატუსი, ხოლო რიგ შემთხვევაში სრულად არ მიუთითა მისი პირადი შემოსავალი.
ამასთან, რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს აბონენტის ბრუნვის ისტორიასა და ქვითარზე, რომლითაც დგინდება დ-------------–ის სახელზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე 2014 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 16 ივნისამდე პერიოდში კრედიტის სახით მუდმივად არსებული თანხა, რომელიც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ბევრად აღემატებოდა. საგულისხმოა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, პერიოდულად, კონკრეტული თანხის ჩარიცხვას მოსარჩელის კომუნალური ხარჯებისათვის, რომელიც მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურს აღემატებოდა.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ როგორც მითითებულ ნორმებში, ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-8 მუხლში საუბარია ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებზე. იმ დროს, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო თავად ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის კომუნალური გადასახადების სხვა პირის მიერ გადახდის ფაქტს, ეს ვერ ჩაითვლება ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია სოციალური აგენტის მიერ 2017 წლის 14 მაისს და 2017 წლის 19 ივლისს შევსებულ დეკლარაციებში მითითებული იყო კომუნალური ხარჯები, მაგრამ 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირდა 0 ლარი, რომელიც მოგვიანებით მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის ნაწილში - „0“ ლარი გადაკეთდა „26-“ ლარად და ამ უკანასკნელი ოდენობით იქნა შეტანილი ელექტრონულად, რაც სარეიტინგო ქულის გამოანგარიშებისას გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
სასამართლოს დასკვნით, იმ პირობებში, როდესაც თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო დეკლარაციებში არ დააფიქსირა რეალური ინფორმაცია (დაუსაბუთებელია, დეკლარაციაში მითითებული მოხმარებული ბუნებრივი აირის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ოდენობა - 0 ლარი, მაშინ როდესაც ელექტროენერგიის საფასური შეცვალა). საგულისხმოა ისიც, რომ კანონმდებელი მას აკისრებს ვალდებულებას მოიპოვოს როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური ინფორმაცია, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მუდმივად სადავოდ ხდიდა ოჯახის დეკლარაციებში დაფიქსირებულ მონაცემებს და მათ საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებასა და რეგისტრაციის შემდეგ, მისი ოჯახისთვის მინიჭებულ სარეიტინგო ქულებს. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, დ-------------–ს ეცნობა, რომ მის მიმართ სოციალურმა აგენტმა არასწორად განმარტა სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის აუცილებლობის საკითხი და ვადები, ასევე, მან „D1“ გრაფაში მითითებული მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია მოიძია საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, ხოლო რაც შეეხება კომუნალურ ხარჯებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-10 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, იურიდიული პირის მიერ კომუნალური ხარჯებისათვის აბონენტის ნომერზე ჩარიცხული თანხები ვერ გამოაკლდებოდა რეალურ კომუნალურ ხარჯებს.
ასევე, დადგენილია, რომ დ-------------–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 22 თებერვლის №------------ გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში, თუმცა იგი უცვლელად დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება დ-------------–ის საჩივართან დაკავშირებით, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე თავად ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის დეკლარაციის შევსებისას სოციალური აგენტის მხრიდან დარღვევას, მან დეტალურად არ შეისწავლა საქმის გარემოებები და ფორმალურად მიიღო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ოჯახის შემოწმების შესახებ.
6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2017 წლის 14 მაისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 8---- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №-------- გადაწყვეტილება. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ-------------–ს აღუდგება 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული სარეიტინგო ქულა 4----.
დადგენილია, რომ დ-------------–ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში მოსარჩელის ოჯახის რეგისტრაციის გამო იღებდა სოციალურ დახმარებას, ვიდრე აღნიშნული რეგისტრაცია არ შეწყდა. ასევე დადგენილია, რომ დ-------------–ს სოციალური შემწეობის მიღება შეუწყდა 2017 წლის მაისის თვიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 14 მაისის, 2017 წლის 19 ივლისის და 2017 წლის 5 სექტემბრის ოჯახის დეკლარაციები და მათ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, მოპასუხეს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შესაბამისი ქულით, არსებობს ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა 2017 წლის მაისის თვიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ-------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 14 მაისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 1----- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დ-------------–ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 8---- სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N-------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოთ მოპასუხეებს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ-------------–ს აღუდგება 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული სარეიტინგო ქულა 4---- და 2017 წლის მაისის თვიდან დაუანგარიშდეს მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე