განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100119002915840
N1/93-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
24 აპრილი, 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: უ–--------–--–---–ი
ბრალდებული: რ---- ჯ-----–---–ი
მამის სახელი: ვ-–-
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-----------–--ი
მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ზ-----------–--ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენიული ორი პირის მიმართ
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ორი პირის ცემის ეპიზოდი:
1. 2019 წლის 02 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-----------–--ში, შ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რ---- ჯ-----–---–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ამავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ს---–---------------–---–თან, შ-------------–---–თან, ა-------------–---–თან და ნ-----–-----–---–თან, რა დროსაც რ---- ჯ-----–---–მა ა-------------–---–ს სახის არეში გაარტყა ხელი და დანის გამოყენებით მარცხენა ფერდქვეშა არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ა-------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე კონფლიქტისას რ---- ჯ-----–---–მა ნ-----–-----–---–ს ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნ-----–-----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი:
2. 2019 წლის 02 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-----------–--ში, შ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რ---- ჯ-----–---–ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ამავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ს---–---------------–---–თან, შ-------------–---–თან, ა-------------–---–თან და ნ-----–-----–---–თან, რა დროსაც რ---- ჯ-----–---–მა დანის გამოყენებით ს---–---------------–---–ს გულმკერდისა და შორისის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რის შედეგადაც ს---–---------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით. ამავე კონფლიქტისას რ---- ჯ-----–---–მა შ-------------–---–ს ჯერ ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ დანის გამოყენებით გულმკერდის უკანა კედლის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც შ-------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ---- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენიული ორი პირის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
5. მან ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. სასამართლოს ბრალდებულ რ---- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
7. რ---- ჯ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
9. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ რ---- ჯ-----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
10. რ---- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვით.
11. რ---- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---- ჯ-----–---–ს დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით.
13. რ---- ჯ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 04 მარტიდან.
14. ნივთიერი მტკიცებულება - შეშის ღუმელის საჩხრეკი, ავტომანქანის ამწე, ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით, ნინო აივაზაშვილისგან ამოღებული რ---- ჯ-----–---–ის ტანსაცმელი, ე-–-------–----ისგან ამოღებული შ---- და ს---–---------------–---–ების ტანსაცმელი, ა-------------–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
15. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა, ა-------------–---–ის სისხლის ნიმუში, შ-------------–---–ის სისხლის ნიმუში, რ---- ჯ-----–---–ის სისხლის ნიმუში, საფლავის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური