გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2019
საქმის ნომერი
330310018002678161
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6474-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები: რ------------–---–ია, ა-–-----------------–---–ია, ს-----–----–----ა, კ------------–---–ია, ა-----–------–---–ი

წარმომადგენელი - ზ-----------ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის 0-------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გრძელვადიანი განსახლების მიზნით რ------------–---–იას, ა-–-----------------–---–იას, ს-----–----–----ას, კ------------–---–იას და ა-----–------–---–ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. რ------------–---–ია, ა-–-----------------–---–ია, ს-----–----–----ა, კ------------–---–ია, არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 31.01.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 20);

- დაბადების მოწმობა N0---------- (იხ.ს.ფ. 21).

 

3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 7 მარტის N------------- წერილით ა-–-----------------–---–იას, რ------------–---–იას და ს-----–----–----ას ეცნობათ, რომ 2012 წლის 29 თებერვალს, ქ-------–--–-- ჭ-------------------------ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ჩამონგრევის შედეგად, მათი ოჯახის მიერ დაკავებული ფართი გახდა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება განიხილება ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 1 (ერთი) წლის ვადაში. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მათი ოჯახის დროებით საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს 170 ლარის გადახდას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 7 მარტის N------------- წერილი (იხ.ს.ფ. 26).

 

3.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ-------–--–-- ა-----ის ქუჩა N---–- მდებარე 150 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს------–----ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 19.04.2017წ.; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 11.04.2017წ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 19 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 25).

 

3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- სხდომის ოქმის თანახმად, განხილულ იქნა საკითხი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, ქ-------–--–-- (ჭ-------------) სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ა-–-----------------–---–ია, რ------------–---–ია, ს-----–----–----ა, კ------------–---–ია და ა-----–------–---–ი (არადევნილი) დაკმაყოფილდნენ სამოთახიანი ბინით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 116-128).

 

3.5. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ-------–--–-- შ--------------–---–-------------ში (--------------–-----–----------------- მდებარე 72,55 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 28.05.2018წ.

 

ა-–-----------------–---–იამ, რ------------–---–იამ, ს-----–----–----ამ, კ------------–---–იამ და ა-----–------–---–მა 2018 წლის 22 ივნისს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის N-- ოქმის საფუძველზე განაწილებული 3 (სამი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართის (მდებარე - თ---–---- ი------------ი, შ. ნ-------–---–------------, კ----------------–--------------------------–----------- მიღებაზე თანხმობა განაცხადეს.

 

ა-–-----------------–---–იას, რ------------–---–იას, ს-----–----–----ას, კ------------–---–იას და ა-----–------–---–ს 2018 წლის 22 ივნისს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ გადაეცათ 3 (სამი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართი მდებარე - თ---–---- ი------------ი, შ. ნ-------–---–------------, კ----------------–--------------------------–-----------

 

2018 წლის 14 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ქ-------–--–-- ა-----ის ქ--------–- რ------------–---–იას მიერ გასხვისებულ საკუთრებაში, სადაც ადგილზე დახვდათ რ------------–---–იას მეუღლე ს-----–----–----ა და შვილიშვილი კ------------–---–ია. გასაუბრებისას გაირკვა, რომ ოჯახი გასხვისებულ სახლში ცხოვრობს დაახლოებით 3 წელზე მეტია და როდის აშენდა სახლი მას არ ახსოვს. გაირკვა, რომ რ------------–---–იამ სახლი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 11 აპრილს გადააფორმა ს-----–----–----ას ძმაზე - ს------–----აზე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს პ---–---------აიას ქუჩა N---–-- ზემოაღნიშნული ს-----–----–----ამ დაადასტურა ხელმოწერით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის N-- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა 2018 წლის 5 ივნისის (ოქმი N--) გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის შ--–---------–---–ის განცხადებით, კომისიის მიერ (05.06.2018წ., ოქმი N--) 2012 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რ------------–---–იას ოჯახის, სულადობის გათვალისწინებით, ქ-------–--–- ახ-–----–-------–------------–- სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. შ--–---------–---–ის განცხადებით, სამმართველოსათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა რ------------–---–იას ოჯახის განმეორებით შესწავლა. მოკვლევის პროცესში დადგენილ იქნა, რომ განმცხადებელი 2017 წლამდე ფლობდა საცხოვრებელ ფართს (სამსართულიანი კერძო სახლი) ქ-------–--–-- ა------------------ში, რომელიც 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ცოლის ძმაზე - ს------–----აზე. მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ რ------------–---–იას ოჯახი ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, რაც დასტურდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მისი მეუღლე ს-----–----–----ა. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი N--) რ------------–---–იას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. რ------------–---–იას ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (ქ. თ---–---- ა-----------------) უარი ეთქვა ქ-------–--–------–----–-------–----------–- გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების (ოქმი N--) საფუძველზე, ქ-------–--–-- ახ-–----–-------–------------–-, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, უარი ეთქვა რ------------–---–იას ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N--------- წერილით რ------------–---–იას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N--) განმეორებით იქნა განხილული ოჯახის საკითხი, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კომისიის გადაწყვეტილებით, განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ახალი გარემოებების საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი N--), რომლის თანახმად მათი ოჯახი 2012 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, სულადობის გათვალისწინებით, დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით ქ-------–--–------–----–-------–----------–-, ვინაიდან მათი ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო საცხოვრებელი სახლი ქ-------–--–-- ა------------------ში. აღნიშნულიდან გამომდინარე მათ დაევალათ დაუყოვნებლივ გამოეთავისუფლებინათ სამინისტროს მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართი მდებარე: ქ. თ---–---- ი------------ი, შ. ნ-------–---–------------, კ----------------–--------------------------–-----------

 

2018 წლის 19 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ-------–--–-- ნ-------–---–-------------ში, კ----------------–------------------------------–--------------–-- საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლებისა და ჩაბარების მიზნით. მისამართზე დახვდათ ოჯახის უფროსი რ------------–---–ია და მისი მეუღლე ს-----–----–----ა. რ------------–---–იას გადაეცა წერილი (N---------; 19.08.18წ.) თანდართული შესაბამისი ბრძანებით. რ------------–---–იასთან შეთანხმებით დალუქულ იქნა საცხოვრებელი ფართი, ასევე გადაღებულ იქნა ფოტოები.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 8 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 101);

- 2018 წლის 22 ივნისის საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა N-- (იხ.ს.ფ. 103);

- 2018 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი N-- (იხ.ს.ფ. 102);

- 2018 წლის 14 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი და ფოტომასალა (იხ.ს.ფ. 99; 162-178);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 107-115);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N0-------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 98);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N--------- წერილი (იხ.ს.ფ. 97);

- 2018 წლის 19 სექტემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმი (იხ.ს.ფ. 100).

 

3.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N------ წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთზე მდებარე: ქ-------–--–-- ა-----ის ქუჩა, სა-------------------–------–---------- მიმდებარედ (მისი/უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0---------------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 150.00 კვ.მ. ნ---------–----------------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, რ------------–---–იას საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N------ წერილი (იხ.ს.ფ. 24).

 

3.7. 2018 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ------------–---–ია, ს-----–----–----ა, ა-–-----------------–---–ია, ა-----–------–---–ი და კ------------–---–ია რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თ---–--------------------------------------- ა-----------------/1. სარეიტინგო ქულა - 1--- (ქულის მინიჭების თარიღი 29.10.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 29.09.2017 წელი).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 31).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ------------–---–იას, ა-–-----------------–---–იას, ს-----–----–----ას, კ------------–---–იას და ა-----–------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის 0-------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვენ მოსარჩელეები მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომელიც ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). მითითებული წესი ადგენს რა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს და უშვებს დევნილთა გრძელვადიან განსახლებას ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების დაუცველად. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სამინისტროში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს. ამავე მუხლის მე-14 პუნქტით ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-12 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N-- სხდომის ოქმის თანახმად, განხილულ იქნა საკითხი ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, ქ-------–--–-- (ჭ-------------) სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. დადგენილია, რომ დევნილთა საკითხებს შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N--) რ------------–---–იას დევნილი ოჯახი (ა-–-----------------–---–ია, ს-----–----–----ა, კ------------–---–ია და ა-----–------–---–ი) დაკმაყოფილდა სამოთახიანი ბინით, ქ-------–--–-- ი------------ი, შ. ნ-------–---–------------, კ----------------–--------------------------–---------- (---–----–-------–------------–--. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, სამინისტროს თანამშრომლები დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდნენ ქ-------–--–-- ა-----ის ქ--------–-, რ------------–---–იას მიერ გასხვისებულ საკუთრებაში, სადაც ადგილზე დახვდათ რ------------–---–იას მეუღლე -ს-----–----–----ა და შვილიშვილი - კ------------–---–ია. ს-----–----–----ასთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ოჯახი გასხვისებულ სახლში ცხოვრობს დაახლოებით 3 წელზე მეტია და ს-----–----------–---–--ს განმარტებით, როდის აშენდა სახლი მას არ ახსოვს. გაირკვა, რომ რ------------–---–იამ სახლი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 11 აპრილს გაასხვისა ს-----–----–----ას ძმაზე - ს------–----აზე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს პ---–---------აიას ქუჩა N---–-- ზემოაღნიშნული ს-----–----–----ამ დაადასტურა ხელმოწერით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 17 სექტემბრის N-- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა 2018 წლის 5 ივნისის (ოქმი N--) გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამმართველოსათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა რ------------–---–იას ოჯახის განმეორებით შესწავლა. მოკვლევის პროცესში დადგენილ იქნა, რომ განმცხადებელი 2017 წლამდე ფლობდა საცხოვრებელ ფართს (სამსართულიანი კერძო სახლი) ქ-------–--–-- ა------------------ში, რომელიც 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ცოლის ძმაზე - ს------–----აზე. მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ რ------------–---–იას ოჯახი ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, აღნიშნული დასტურდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მისი მეუღლე ს-----–----–----ა. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება (ოქმი N--) რ------------–---–იას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. რ------------–---–იას ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო (ქ. თ---–---- ა-----------------) უარი ეთქვა ქ-------–--–------–----–-------–----------–- გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, ქ-------–--–-- ახ-–----–-------–------------–-, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა რ------------–---–იას ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის გამო.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დადგენილ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამასთან, მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით

 

ამასთან, ამავე წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეთა ოჯახი წარმოადგენს დევნილ ოჯახს. რ------------–---–ია, ა-–-----------------–---–ია, ს-----–----–----ა, კ------------–---–ია არიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. ა-----–------–---–ი არის ოჯახის არადევნილი წევრი.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 7 მარტის N------------- წერილით ა-–-----------------–---–იას, რ------------–---–იას და ს-----–----–----ას ეცნობათ, რომ 2012 წლის 29 თებერვალს, ქ-------–--–-- ჭ-------------------------ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ჩამონგრევის შედეგად, მათი ოჯახის მიერ დაკავებული ფართი გახდა საცხოვრებლად გამოუსადეგარი. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, მათი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება განიხილება ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 1 (ერთი) წლის ვადაში. ამასთან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მათი ოჯახის დროებით საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფს 170 ლარის გადახდას. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ აღნიშნული ობიექტი შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ ობიექტში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა. თუმცა, ამავე წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო არ განეხილა იმ დევნილი ოჯახების განაცხადება, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამასთან, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაშია საცხოვრებელის სახლი, მდებარე ქ. თ---–---- ა-----------------. მოსარჩელეთა ოჯახი ბოლო სამი წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება, როგორც მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი ოქმით, ასევე ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმადაც რ------------–---–ია, ს-----–----–----ა, ა-–-----------------–---–ია, ა-----–------–---–ი და კ------------–---–ია რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თ---–--------------------------------------- ა-----------------/1. სარეიტინგო ქულა - 1--- (ქულის მინიჭების თარიღი 29.10.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 29.09.2017 წელი).

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით, დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელეების ფაქტობრივ მფლობელობაშია ალტერნატიული ფართი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე, პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ.

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ რ------------–---–ია, ა-–-----------------–---–ია, ს-----–----–----ა, კ------------–---–ია და ა-----–------–---–ი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში (ქ. თ---–---- ა-----------------) ცხოვრობენ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე. ამდენად, სამინისტრო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ახ-–----–-------–------------–- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ, რამდენადაც მოსარჩელეებს არ გააჩნდათ საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება.

 

ამდენად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N0-------- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 19 სექტემბრის N0-------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ------------–---–იას, ა-–-----------------–---–იას, ს-----–----–----ას, კ------------–---–იას და ა-----–------–---–ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, როგორც მოსარჩელეები ასევე მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. რ------------–---–იას, ა-–-----------------–---–იას, ს-----–----–----ას, კ------------–---–იას და ა-----–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე