გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330210019002870655
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/40---19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - სს ''ტ--------ი''

წარმომადგენელი- ლე-----------ე

მოპასუხეები - სუ-–-------------ე, გიო------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სუ-–-------------ეს და გიო------------–---–ს სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 8 სექტ-მბრის საბანკო კრედიტის #1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 17 600.46 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13626.68 ლარი, პროცენტი - 1973.78 ლარი, პირგასამტ-ხლო - 2000 ლარი.

 

1.2. სუ-–-------------ეს და გიო------------–---–ს სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 16 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 14 288.65 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტ-ს 1 წლისა, წლიური 16 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 190.51 ლარს. (არაუმეტ-ს 2286.12 ლარი)

 

(დაზუსტ-ბული მოთხოვნა, 15.03.2019 წ. სხდომის ოქმი, 14.06.29 წთ, დაზუსტ-ბული განცხადება)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სუ-–-------------ემ და გიო------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ცნეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდგომ შეადგენს 13 626.68 ლარს. მოპასუხეებმა სესხზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტ-ხლო არ ცნეს. ასევე არ ცნეს მეორე სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ''ტ--------სა'' და სუ-–-------------ეს შორის 2015 წლის 8 სექტ-მბერს დაიდო საბანკო კრედიტის #1------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 14 980 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16%-ით, ფიქსირებული პირგასამტ-ხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 10 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, სს „ტ--------სა“ და გიო------------–---–ს შორის 2015 წლის 8 სექტ-მბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.

 

თავდების პასუხისგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 14 980 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 14)

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 15-18)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 20-21)

- თავდების განცხადება (ს.ფ 22)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 23-24)

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 2007 08 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 14 288 65 ლარი, პროცენტი - 1973.78 ლარი, პირგასამტ-ხლო - 3808.37 ლარი.

 

ხოლო სარჩელის განხილვის დროისათვის შემცირებული დავალიანება შეადგენს 17 600.46 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13626.68 ლარი, პროცენტი - 1973.78 ლარი, პირგასამტ-ხლო - 2000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ 25-26)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 27)

- დაზუსტ-ბული მოთხოვნა, 15.03.2019 წ. სხდომის ოქმი, 14.06.29წთ, დაზუსტ-ბული განცხადება

 

3.1.4. დადგენილია, რომ სს „კ----------------------მა“ შეიცვალა სახელწოდება და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს სს „ტ--------ი“-ს სახელით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 31-34)

- ცვლილებები ბანკის წესდებაში (ს.ფ 35-37)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს სასარჩელო მოთხოვნები განხილვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''ტ--------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე- 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სუ-–-------------ემ და გიო-------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 13 626.68 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 1973.78 ლარის დაკისრების ნაწილშიც.

 

6.2. საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტ-ხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დანაწესით, პირგასამტ-ხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტ-ხლო, რომელიც შეიძლება აღემატ-ბოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტ-ხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტ-ხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტ-ხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტ-ხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტ-ხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტ-ხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტ-ხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტ-ხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტ-ხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტ-ხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტ-ხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტ-ხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტ-ხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტ-ხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტ-ხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტ-ხლო არაგონივრულია, იგი უნდა შემცირდეს 2-ჯერ და განისაზღვროს 1000 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი შემცირებულია დავალიანება სარჩელის განხილვის დროისათვის შეადგენს 17 600.46 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13626.68 ლარი, პროცენტი - 1973.78 ლარი, პირგასამტ-ხლო - 2000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 8 სექტ-მბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გიო------------–---–თან გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხე სუ-–-------------ის ფულად ვალდებულებებზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატ-ბით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატ-ბით მატ-რიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.

 

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.

 

აღნიშულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და სუ-–-------------ეს და გიო------------–---–ს სს „ტ--------ი“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 16 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 14 288.65 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტ-ს 1 წლისა, წლიური 16 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 190.51 ლარს. (არაუმეტ-ს 2286.12 ლარი)

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან წარმოდგენილი შესაგებლებით მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის 13 626.68 ლარის ფარგლებში აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული მოცულობის სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ამასთან, სს „ტ--------ის“ მიერ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ შემცირების გამო მას უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი. ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს ტ--------ის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს „ტ--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სუ-–-------------ეს და გიო------------–---–ს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 8 სექტ-მბრის საბანკო კრედიტის #1------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 16 600.46 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13626.68 ლარი, პროცენტი - 1973.78 ლარი, პირგასამტ-ხლო - 1000 ლარი;

 

1.2. სუ-–-------------ეს და გიო------------–---–ს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 16 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 14 288.65 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტ-ს 1 წლისა, წლიური 16 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 190.51 ლარს. (არაუმეტ-ს 2286.12 ლარი);

 

2. სს „ტ--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის პირგასამტ-ხლოს სახით - 1000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

3. სს „ტ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 18.11.2016 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (758.60 ლარი) 428.65 ლარი. საგადახდო დავალება N-.

 

4. სუ-–-------------ეს და გიო------------–---–ს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 319.35 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი