გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210017001941350
საქმე №2/1306-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე: შპს მისო „ბ------–-“
წარმომადგენელი - ქ--------- კ-------ე, თ----- გ--------ე
მოპასუხე - ნ------ი ლ---------ე
წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 21303.62 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც 11645.00 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 5467.69 აშშ დოლარი - პროცენტი, 4190.93 აშშ დოლარი კი - პირგასამტეხლო).
1.2. მოპასუხეს ასევე დაეკისროს შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 29 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 326,06 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეს აგრეთვე დაეკისროს შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 29 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8.15 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. აღნიშნული ვალდებულების დაფარვის მიზნით, დადგენილ იქნეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა მ----–---------–- №--, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 443 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 176.12 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 2.56 კვ.მ. ს/კ 0-----------. იძულებით რეალიზაცია. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდგომ, ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიექცეს მოპასუხე ნ------ი ლ---------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
1.5. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სახელმწიფო ბაჟი - 3075 ლარი, იურიდიული მომსახურების - 500 ლარი).
1.6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2014 წლის 14 ნოემბერს შპს მისო „ბ------–სა“ და ნ------ი ლ---------ეს შორის გაფორმდა №91-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო „ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 12120 აშშ დოლარის ფარგლებში.
2014 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის №362 ხელშეკრულება, რომლითაც ნ------ი ლ---------ემ ისესხა 12120 აშშ დოლარი 60 თვით, გრაფიკის შესაბამისად მსესხებელს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა 419.34 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა ყოველთვიურად დარჩენილი თანხის 2.8 %. 2.11 პუნქტის თანახმად კი, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%.
სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ნ------ი ლ---------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 14 ნოემბერს გაფორმდა №91 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ნ------ი ლ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა მ----–---------–- №--, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 443კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 176.12 კვ.მ.დამხმარე ნაგებობა ფართით 2.56 კვ.მ.ს/კ 0-----------.
სესხის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე), სესხის ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი, სესხის ძირი თანხის 2.8% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%-ის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. ხოლო 2,12 და 2.13 პუნქტების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება ვალდებულების დარღვევიდან მეორე დღესვე და წყდება მოპასუხის მიერ გადახდის შემთხვევაში, ან სესხის იძულებით ამოღებით (აღსრულებით).
მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 2017 წლის 29 აპრილიდან ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2.8% ანუ 336.06 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 2017 წლის 29 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8 აშშ დოლარი და 15 ცენტი სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
სესხისა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.19 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. იპოთეკის ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, სესხისა და დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შპს მისო „ბ------–-“ უფლებამოსილია დაკმაყოფილება მიიღოს იპოთეკის საგნიდან. აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 3.5.2. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ არის საკმარისი მოვალის ვალდებულებების დასაფარად იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალეს კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება 16.09.2016 წლიდან 2017 წლის 29 აპრილის მდგომარეობით მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 21303.62 აშშ დოლარი. საიდანაც: 11645.00 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 5467.69 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 4190.93 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, რაც ხელშეკრულებით და სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით არ იქნა გადახდილი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-ს“ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ფასი - 41967025 აშშ დოლარი არის დაუსაბუთებელი და საფუძველსმოკლებული, რადგან მოპასუხის მიერ გადახდილია ვალის ნაწილი 4500 აშშ დოლარი. ამასთან, იპოთეკით დატვირთული ქონება არის მეუღლეთა თანასაკუთრება, რითაც არ შეიძლება ვალის გადახდა, თუ არ დამტკიცდა, რომ ვალი დაიხარჯა ოჯახის საჭიროებისთვის, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს იმავე გარემოებებზე მითითებით და დამატებით განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დაუსაბუთებელია როგორც სარგებლის, პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც აღემატება ძირ თანხას. ითხოვა სარგებლის შემცირება 1%-მდე, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, არაგონივრული და მისი გადახდა არ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. ამასთან ხელშეკრულება უნდა დასრულებულიყო 2019 წელს და შესაბამისად არ დაეთანხმა სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 14 ნოემბერს შპს მისო „ბ------–სა“ და ნ------ი ლ---------ეს შორის გაფორმდა №91-14 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო „ბ------–მა“ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 12120 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №91-14 (ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2014 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის №362 ხელშეკრულება, რომლითაც ნ------ი ლ---------ემ ისესხა 12120 აშშ დოლარი 60 თვით, გრაფიკის შესაბამისად მსესხებელსყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა 419.34 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების 2.8 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა ყოველთვიურად დარჩენილი თანხის 2.8 %. 2.11 პუნქტის თანახმად კი, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №362 (ს.ფ. 26-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სესხის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებისა და ნ------ი ლ---------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 14 ნოემბერს გაფორმდა №91 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ნ------ი ლ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა მ----–---------–- №--, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 443კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 176.12 კვ.მ.დამხმარე ნაგებობა ფართით 2.56 კვ.მ.ს/კ 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 14 ნოემბერს იპოთეკის ხელშეკრულება №91 (ს.ფ. 29-31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სესხის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სესხის აღების მომენტიდან და გრძელდება სესხის ძირი თანხის მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით სრულად დაფარვამდე ან სესხის იძულებით ამოღებამდე (აღსრულებამდე), სესხის ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი, სესხის ძირი თანხის 2.8% და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%-ის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილებას სრულ აღსრულებამდე. ხოლო 2,12 და 2.13 პუნქტების თანახმად პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება ვალდებულების დარღვევიდან მეორე დღესვე და წყდება მოპასუხის მიერ გადახდის შემთხვევაში, ან სესხის იძულებით ამოღებით (აღსრულებით). მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 2017 წლის 29 აპრილიდან ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი სესხის ძირი თანხის 2.8% ანუ 336.06 აშშ დოლარი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აგრეთვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 2017 წლის 29 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8 აშშ დოლარი და 15 ცენტი სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №362 (ს.ფ. 26-27);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სესხისა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.19 პუნქტის თანახმად, მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. იპოთეკის ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის თანახმად მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, სესხისა და დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, შპს მისო „ბ------–-“ უფლებამოსილია დაკმაყოფილება მიიღოს იპოთეკის საგნიდან. აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების 3.5.2. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ არის საკმარისი მოვალის ვალდებულებების დასაფარად იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალეს კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 14 ნოემბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება №91-14 (ს.ფ. 24-25);
- 2014 წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №362 (ს.ფ. 26-27);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 28);
- 2014 წლის 14 ნოემბერს იპოთეკის ხელშეკრულება №91 (ს.ფ. 29-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. მსესხებლის მხრიდან დარღვეულ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება 16.09.2016 წლიდან 2017 წლის 29 აპრილის მდგომარეობით მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 21303.62 აშშ დოლარი. საიდანაც: 11645.00 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 5467.69 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 4190.93 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო, რაც ხელშეკრულებით და სესხის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით არ იქნა გადახდილი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №362 (ს.ფ. 26-27);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 28);
- გაფრთხილების წერილი ჩაბარების დასტურით (ს.ფ. 38-39);
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 34-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. ნ------ი ლ---------ის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა მას და შპს მისო „ბ------–ს“ შორის 2014 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული №362 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მსესხებელს 2016 წლის 16 სექტემბრიდან აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 34-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–-“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 403-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 131-ე მუხლები.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ნოემბერს, შპს მისო „ბ------–ს“ და ნ------ი ლ---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის ოდენობა განისაზღვრა 12120 აშშ დოლარით 60 თვის ვადით, ყოველთვიურად 2.8%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით მოსარჩელის მიერ გაანგარიშებულია 29.04.2017 წლის მდგომარეობით.
სესხის დაფარვის ვალდებულება მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მთავარ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - შპს მისო „ბ------–თან“ დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 11645 აშშ დოლარის გადახდა.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ სესხით სარგებლობის 2.8%-ზე (წლიური 33.6%).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე როგორც, ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შპს მისო „ბ------–-ს“ მიმართ არსებული დავალიანება არ ცნო სარგებლის დაკისრების ნაწილში ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რადგან მისაღები თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს. თუმცა 2014 წლის ნოემბრისთვის ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე იყო 12.1%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავალი გონივრულია დაეკისროს წლიური 12,2 პროცენტის ფარგლებში და მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხზე დარიცხული პროცენტი 1972,27 აშშ დოლარის ოდენობით.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე შპს მისო „ბ------–-ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1.01%-ის ოდენობით 2017 წლის 29 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 117,61 აშშ დოლარის ოდენობით.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრებას დავალიანების 0.07% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2017 წლის 29 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8.15 აშშ დოლარის ოდენობით.
8.5. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს დარიცხვა 0,07%-ის ოდენობით. მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0,03%-მდე, და მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით 1796,11 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხეს აგრეთვე დაეკისროს შპს მისო „ბ------–-ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 29 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3.49 აშშ დოლარის გადახდა.
8.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ------ი ლ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა მ----–---------–- №--, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 443კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 176.12 კვ.მ.დამხმარე ნაგებობა ფართით 2.56 კვ.მ.ს/კ 0-----------.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა - იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 7.9 პუნქტის და იპოთეკის ხელშეკრულების 7.12 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
იმის გამო რომ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელის აღძვრისას 3075 ლარი. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ძირი თანხის - 11645 აშშ დოლარის ნაწილში მთავარ სხდომაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟის ნახევარი - 420.54 ლარი და ზედმეტად გადახდილი 43.88 ლარი ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 1274.58 ლარი.
სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1336.00 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა გადახდეს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნ------ი ლ---------ეს შპს მისო ”ბ------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 15413.38 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 11645 აშშ დოლარი, პროცენტი - 1972.27 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1796.11 აშშ დოლარი;
1.2. მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს შპს მისო „ბ------–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 29.04.2017 წლიდან სესხის ძირ თანხაზე 11645 აშშ დოლარზე ყოველთვიური სარგებლის 1.01%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 117.61 აშშ დოლარს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს შპს მისო „ბ------–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 29.04.2017 წლიდან სესხის ძირ თანხაზე 11645 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.03%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.49 აშშ დოლარს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს მოპასუხე ნ------ი ლ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ქუჩა მ----–---------–- №--, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 443 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 176.12 კვ.მ. დამხმარე ნაგებობა ფართით 2.56 კვ.მ. ს/კ 0-----------. აუქციონზე რეალიზაცია;
3. მოპასუხე ნ------ი ლ---------ეს შპს მისო „ბ------–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1274.58 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე შპს მისო „ბ------–-“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა.
5. შპს მისო „ბ------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 27.05.2017 წელს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3075 ლარიდან) 464,42 ლარი (საგადასახადო დავალება N 144, გადამხდელი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–-“, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150, ხოლო 1336 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;);
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე