გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030210018002-53246
№2/861-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.02.2019 წ. ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ო------ რ------,მოსარჩელის წარმომადგენელი: მ-----–- ა-----–---,მოპასუხე: ნ----- გ-----,მოპასუხის წარმომადგენელი: ნ-----–- კ--------------,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფ------ ს----–---- განყოფილება,წარმომადგენელი: შ------- ღ-----,ნ-----–---- რ------- საპროცესო წარმომადგენელი: შ------- ღ-----.
სარჩელის დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, დაკისრებული საალიმენტო მოვალეობის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნ-----–---- რ------- (პ/ნ 4---------- დაბადების თარიღი: 2--- წლის 2- მ----) საცხოვრებელ ადგილად მამის - ო----- რ------- საცხოვრებელი ადგილით განსაზღვრა;
1.2. მოსარჩელე ო----- რ------- მიმართ ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით დაკისრებული საალიმენტო მოვალეობის გაუქმება.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ნ----- გ----- განქორწინებულები არიან 2015 წლიდან, ქორწინების პერიოდში შეეძინათ ვაჟიშვილი ნ-----–---- რ------ (პ/ნ4----------), დაბადებული 2-.0-.2--- წელს. ნ-----–---- რ------ იზრდებოდა დედასთან და დედა-შვილი ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლებთან, ნ--- და გ------ გ---------- მარტვილის რაიონის სოფელ გ--------–-. მოპასუხემ ორი წელია შექმნა ოჯახი და საცხოვრებლად გადავიდა კასპის მუნიციპალიტეტში, მეუღლის მშობლების სახლში, ხოლო მათი შვილი ნ-----–---- რ------ დატოვა საკუთარ მშობლებთან, მარტვილის რაიონის სოფელ გ--------–- და ამავე სოფლის კ-–--- სკოლაში დადის. ბავშვი არის შვიდი წლის, მეორე კლასში და არ იცის წერა-კითხვა, ფაქტიურად ბავშვი ცხოვრობს არა თავის დედასთან, არამედ დედის მშობლებთან, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ ბავშვზე. ამჯერად ბავშვი იმყოფება მამასთან და არანაირი სურვილი არა აქვს დაბრუნდეს საცხოვრებლად დედის მშობლებთან, ხოლო თავად დედას იგი არ მიჰყავს საცხოვრებლად მასთან ვინაიდან არა აქვს შესაბამისი პირობები. ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინების შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ბოლო ორი წელია ბავშვი არაუფლებამოსილ პირებთან ცხოვრობს და მას არა აქვს სურვილი იმყოფებოდეს თავისი დედის მშობლებთან, გამოთქვამს კიდევაც უკმაყოფილებას, ფაქტიურად დედისგან მოცილებულია.
მოსარჩელის განმარტებით, ნ-----–---- რ------ ამჟამად მასთან იმყოფება და ცდილობს მას აუნაზღაუროს ის დანაკლისი, რაც მშობლებთან განშორებით განიცადა, ასწავლის წერა კითხვას, ბავშვმა არ იცის მარტივი ციფრების შეკრება გამოკლება და ამეცადინებს მათემატიკაში, მაგრამ ს------ რაიონული სასამართლოს განჩინება არ აძლევს შესაძლებლობას ბავშვი საცხოვრებლად მასთან გადაიყვანოს.
1.2. მოპასუხის პოზიცია:
1.2.1. მოპასუხე არ ეთანხმება პირველ სასარჩელო მოთხოვნას ვინაიდან, ნ-----–---- რ------ კარგად გრძნობს თავს დედის ახლად შექმნილ ოჯახში. აქვთ კარგი ეკონომიკური მდგომარეობა. მამინაცვალთან აქვს კარგი ურთიერთობა. მამინაცვალს ნ-----–---- რ------ მამით მიმართავს და აქვთ მამა-შვილური ურთიერთობა. დედა-შვილს აქვთ და ქონდათ ჩვეულებრივი ყოველდღიური ურთიერთობა, რომელსაც ამჟამად მამასთან მყოფი ნ-----–----იც დაადასტურებს.
1.2.2. მოპასუხე არ ეთანხმება მეორე სასარჩელო მოთხოვნას 2015 წლის 18 მარტის ს------ რაიონული სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტის გაუქმების შესახებ.
მოპასუხის განმარტებით, ო----- რ------ და ნ----- გ----- განქორწინებულები არიან 2015 წლიდან. ჰყავთ საერთო შვილი ნ-----–---- რ------, რომელიც იზრდება მოპასუხე ნ----- გ-----სთან, მომავალშიც ნ-----–----ი გაიზრდება დედასთან, დედის საცხოვრებელ ადგილას ქ. თბილისში, ვინაიდან აქვთ საუკეთესო საცხოვრებელი და სხვა პირობები შვილის აღსაზრდელად. შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ ორ თვეში შექმნა ახალი ოჯახი, ანუ 2015 წელს. 2017 წელს მოპასუხე ნ----- გ-----ც დაქორწინდა. შეეძინათ შვილი, ამის გამო ერთი წლით გადავიდნენ საცხოვრებლად მშობლებთან და ნ-----–---- რ------ს დროებით შეიყვანეს მეორე კლასში. პირველ კლასში დადიოდა სკოლაში ქ. თბილისში და მომავალშიც ისწავლის ქ. თბილისში. მოპასუხე ერთი დღითაც არ მოსცილებია თავის შვილს, სახლშიც ყავდა დამხმარეები, რაც მოსარჩელისთვისაც კარგად არის ცნობილი. მასწავლებლები ნ-----–----ს ახასიათებდნენ, როგორც თითით საჩვენებელ მოსწავლეს, განსაკუთრებით უყვარს მათემატიკა.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოსარჩელე ო----- რ------- წარმომადგენელი მ-----–- ა-----–--- მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2.2. მოპასუხე ნ----- გ-----ს წარმომადგენელი ნ-----–- კ-------------- არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას არცერთ ნაწილში.
2.3. არასრულწლოვანი ნ-----–---- რ------- საპროცესო წარმომადგენელმა შ------- ღ-----მ განმარტა, რომ ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება და ნ-----–---- რ------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბავშვი გაიზარდა, იგი გარკვეული პერიოდი მამასთან იმყოფებოდა, ამჟამადაც მასთან ცხოვრობს, მოცემულ საქმეზე დაიწყო აღსრულება სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მაგრამ იგი ვერ განხორციელდა, ვინაიდან ბავშვმა უარი განაცხადა დედასთან დაბრუნებაზე და იგი ამჟამადაც კატეგორიულ უარს აცხადებს მამის ოჯახიდან გასვლაზე, ხოლო სხვა რაიმე მექანიზმი იძულებით აღსრულებაზე არ არსებობს. ამასთან მოსარჩელის ოჯახში მას შექმნილი აქვს ყველა პირობა ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის. საქმეში ჩართული იყო ფსიქოლოგი და მისი დასკვნიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, ვინაიდან სხვაგვარი ჩარევა მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ბავშვის ინტერესებზე, ამიტომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ნ-----–---- რ------- საცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს მამის - ო----- რ------- საცხოვრებელი ადგილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ო------ რ------ და ნ----- გ----- განქორწინებული არიან 2015 წლიდან.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2- მ---ს შეეძინათ შვილი - ნ-----–---- რ------.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- დაბადების მოწმობა, მხარეთა განმარტებები.
3.1.3. ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება, ნ-----–---- რ------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ----- გ-----ს საცხოვრებელი ადგილი, ო------ რ------ დაეკისრა ალიმენტის თანხის გადახდა თავისი შვილის ნ-----–---- რ------- სასარგებლოდ 130 ლარის ოდენობით, მასვე განესაზღვრა ბავშვთან ურთიერთობის დღეები.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2015 წლის 18 მარტის, ს------ რაიონული სასამართლოს განჩინება, მხარეთა განმარტებები.
3.1.4. 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის თვემდე ო----- რ------ იხდიდა ალიმენტის თანხა 140 ლარის ოდენობით, ეს ის პერიოდია, როდესაც მისი შვილი ნ-----–---- რ------ ცხოვრობდა მოსარჩელესთა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- შპს „დ-------- დ----- ჯ--------“-ს მიერ გაცემული ცნობით, მხარეთა განმარტებები.
3.1.5. ნ-----–---- რ------ (პ/ნ 4---------- დაბადების თარიღი: 2--- წლის 2- მ----) ამჟამად იმყოფება მამასთან, ო----- რ------- საცხოვრებელ ადგილას.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
მხარეთა განმარტებები.
3.1.6. ო----- რ------მ და ნ----- გ-----მ განქორწინების შემდეგ შექმნეს ცალკე ოჯახები, ნ-----ს გ-----ს მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები და მხარეთა განმარტებები.
4. სადავო გარემოებები:
4.1. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და დაკისრებული ალიმენტის გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ბავშვთა უფლებათა კონვენცია.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების და კვლევის საგანია, არის თუ არა მცირეწლოვანი ნ-----–---- რ------- საუკეთესო ინტერესებში, მამასთან - ო----- რ------სთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით, რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
7.2. ამ მხრივ სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმის გარემოებები, მხარეთა პოზიციები, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფ------ ს----–---- განყოფილების და ამავე სააგენტოს გ---------- რ--------–- განყოფილების დასკვნები, არასრულწლოვან ნ-----–---- რ------- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, ფსიქოლოგ ლ--–- ნ---–---- დასკვნა.
განხილული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით ნ-----–---- რ------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ----- გ-----ს საცხოვრებელი ადგილი, მამას - ო----- რ------ს განესაზღვრა შვილის ნახვის დღეები. 2018 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამამ წაიყვანა ნ-----–---- რ------ და უკან აღარ დააბრუნა.
ნ-----მ გ-----მ ო----- რ------სთან განქორწინების შემდეგ, მეორე ოჯახი შექმნა, ამ ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, ცხოვრობს მეუღლესთან - ა---- პ---------- გარდაბნის რაიონის სოფელ ვ------–-, ბავშვის ცხოვრებისა და მოვლისათვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო და პირობები, შექმნილი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მამის საცხოვრებელ სახლში ნ-----–----ი თავს მშვიდად გრძნობს, ბავშვი უზრუნველყოფილია ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით, სრულფასოვანი კვებით, ამინდის შესაფერისი ტანსაცმლით, სათამაშოებით, ოჯახში უსაფრთხო საყოფაცხოვრებო პირობებია, ოჯახის ყველა წევრს დადებითი ზრუნვითი უნარ-ჩვევები გააჩნიათ.
ბავშვის გადმოცემით მამასთან ყოფნა მისი არჩევანია, განქორწინების შემდეგ დედამ დატოვა მარტვილის რაიონის სოფელ კ-–--–- ბებია-ბაბუასთან და გარდაბანში წავიდა. გარკვეული პერიოდი დედასთან ცხოვრობდა და აღნიშნა, რომ ნ----- გ----- ხშირად ცემდა, დედა მეტ ყურადღებას უთმობდა მის მცირეწლოვან დედმამიშვილებს და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, მამინაცვალი კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მას არასდროს მიუყენებია სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხოფა, თანახმაა არდადეგები დედასთან გაატაროს, აქვს მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა საცხოვრებლად დედასთან დაბრუნება არ სურს.
დასკვნის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას ნ-----–---- რ------- საუკეთესო ინტერესები და მიეცეს ორივე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე ნ-----–----ი კატეგორიულ უარს აცხადებს დედასთან დაბრუნებაზე. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ფსიქოლოგი ლ--–- ნ---–---, რომელმაც რამდენიმე ვიზიტი განახორციელა ბავშვთან.
ლ--–- ნ---–---- განმარტებით, ბავშვი არის ორივე მშობლის ზეგავლენის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლებისთვის ბავშვი რესურსია, მას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს დედის და მამინაცვლის მიმართ, ამ ეტაპზე, თუნდაც მორიგების შემთხვევაშიც, დაუშვებელია მისი დედასთან წასვლა, მისი გადაადგილება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ნევროტიკულ არასრულწლოვანს, ორივე მხარემ უნდა დაანებოს თავი ბავშვით მანიპულირებას, ხოლო დედამ უნდა იზრუნოს, რომ ხშირად ნახოს შვილი და დაამყაროს მასთან ურთიერთობა.
იხ.13.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.
არასრულწლოვან ნ-----–---- რ------- საპროცესო წარმომადგენლის შ------- ღ-----ს პოზიციით, გამოკვლეული გარემოებებით, ფსიქოლოგის დასკვნიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, ვინაიდან სხვაგვარი ჩარევა მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ბავშვის ინტერესებზე, ამიტომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ნ-----–---- რ------- საცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს მამის - ო----- რ------- საცხოვრებელი ადგილი.
7.3. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ).
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალიწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან ნ-----–---- რ------- საუკეთესო ინტერესების დაცვა და განხორციელება, განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებითაა შესაძლებელი, შესაბამისად ნ-----–---- რ------- საცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს მამის - ო----- რ------- საცხოვრებელი ადგილი.
7.4. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვების აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–---- რ------- საცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს მამის - ო----- რ------- საცხოვრებელი ადგილი. ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით ო----- რ------ს დაკისრებული ჰქონდა საალიმენტო მოვალეობა, იმ საფუძვლით, რომ არასრუწლოვან ნ-----–---- რ------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ----- გ-----ს საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ამჟამად, იმ პირობებში, როდესაც ნ-----–---- რ------- საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია მამის - ო----- რ------- საცხოვრებელი ადგილი, იმავე საფუძვლით ო----- რ------- საალიმენტო ვალდებულება არ არსებობს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს და ო----- რ------ უნდა გათავისუფლდეს ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით დაკისრებული საალიმენტო მოვალეობისგან.
8. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე ნ----- გ-----ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 2-7-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო------ რ------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ო------ რ------- (პ/ნ 4----------) და მოპასუხე ნ----- გ-----ს (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2- მ---ს დაბადებული ნ-----–----ი რ------- (პ/ნ 4----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - ო------ რ------- საცხოვრებელი ადგილი.
3. გაუქმდეს ს------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განჩინებით (საქმე №---------------) მოსარჩელე ო------ რ------- მიმართ საკუთარი არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–----ი რ------- მიმართ ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტი.
4. მოპასუხე ნ----- გ-----ს მოსარჩელე ო------ რ------- სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე