გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/33-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
25 აპრილი, 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გურამ შენგელია
მოსარჩელე - გ------- შ-----;
წარმომადგენელი - თეიმურაზ მ----;
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველო;
დაინტერესებული პირი - ნ----- გ---–-----;
წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–---
მოთხოვნის არსი - გ------- შ-----ს მიმართ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული N017607 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- შ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გ------- შ-----ს მიმართ საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექორ გამომძიებლის თ-- გ---------- მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N017607.
3. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე: სამტრედია ძმები ნინუების ქ.N1) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე ნონა ზარქუა