გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.02.2019
საქმის ნომერი
330310018002714245
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7032-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ-------–----–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ----------------ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ---------------------- საჯარო ინფორმაციის გადაცემა:

1. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში (შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც - შერჩევა, შერჩევის, შერჩევაში) მონაწილეთა/წინადადებათა წარმდგენთა დასახელება ლოტების მიხედვით;

2. შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები (ლოტების მიხედვით);

3. შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია (ლოტების მიხედვით);

4. შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე (ლოტების მიხედვით);

5. შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ლოტების მიხედვით);

6. შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის გეგმა (ლოტების მიხედვით);

7. შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული დაინტერესებული პირის გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს დაინტერესებული პირის ან დაინტერესებული პირის ქვეკონტრაქტორების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების სულ მცირე ხუთ წლიან საერთაშორისო გამოცდილებას (ლოტების მიხედვით);

8. თუ ლოტზე განაცხადის წარმდგენი დაინტერესებული პირი კონსორციუმია, კონსორციუმის წევრთა სია და გამოცდილების აღწერა თითოეულ წევრზე;

9. შერჩევის პროცესის წარმართვისთვის უწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება;

10. შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის დებულება, რეგლამენტი, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და/ან პროცედურების განმსაზღვრელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება;

11. შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა, თავმჯდომარისა და მდივნის მითითებით;

12. შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის ყველა სხდომის ოქმი;

13. შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის მიერ გამოვლენილი და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შერჩევის პროცესის გამარჯვებული დაინტერესებული პირის/მონაწილის დასახელება, სარეგისტრაციო და საკომუნიკაციო რეკვიზიტები (ლოტების მიხედვით);

14. შერჩევის პროცესის გამარჯვებულ მონაწილეებთან; გაფორმებული ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებების (ლოტების მიხედვით).

 

1.2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ---------------------- საჯარო ინფორმაციის გადაცემა:

ა. შპს “პ---------------------ს“ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შქმნის/მოწყობისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის გეგმა;

ბ. შპს “პ---------------------ს“ (ან სს ,,გ-------------------–--ს“ ან მისი უფლებამონაცვლის) მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი ინსპექტირების ცენტრების არქიტექტურულ/სამშენებლო პროექტი/პროექტები;

გ) თუკი შპს ,,პ---------------------’’ (ან სს ,,გ-------------------–--ს“ ან მისი უფლებამონაცვლის) არ არის შესრულებული „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული ვალდებულება, ან ეს დოკუმენტები არ არის წარდგენილი მოპასუხისათვის, ინფორმაციის გაცემა, გამოიყენა თუ არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შერჩევაში გამარჯვებული კომპანიის მიმართ სანქციები (რაც გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 08 იანვრის N1-1/5 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების მე-8 მუხლით, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის მე-9 მუხლით), ამასთან მოსარჩელეს გადაეცეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 19 ივნისს ლ-------–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-40-ე მუხლების შესაბამისად ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტით, შემდეგი ინფორმაციის ასლები:

1. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში (შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც - შერჩევა, შერჩევის, შერჩევაში) მონაწილეთა/წინადადებათა წარმდგენთა დასახელება ლოტების მიხედვით;

2. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები (ლოტების მიხედვით);

3. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია (ლოტების მიხედვით);

4. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე (ლოტების მიხედვით);

5. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ლოტების მიხედვით);

6. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის გეგმა (ლოტების მიხედვით);

7. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული დაინტერესებული პირის გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს დაინტერესებული პირის ან დაინტერესებული პირის ქვეკონტრაქტორების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების სულ მცირე ხუთწლიან საერთაშორისო გამოცდილებას (ლოტების მიხედვით);

8. თუ ლოტზე განაცხადის წარმდგენი დაინტერესებული პირი კონსორციუმია, კონსორციუმის წევრთა სია და გამოცდილების აღწერა თითოეულ წევრზე;

9. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის უწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება;

10. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის დებულება, რეგლამენტი, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და/ან პროცედურების განმსაზღვრელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება;

11. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა, თავმჯდომარისა და მდივნის მითითებით;

12. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის ყველა სხდომის ოქმი;

13. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის მიერ გამოვლენილი და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შერჩევის პროცესის გამარჯვებული დაინტერესებული პირის/მონაწილის დასახელება, სარეგისტრაციო და საკომუნიკაციო რეკვიზიტები (ლოტების მიხედვით);

14. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის გამარჯვებულ მონაწილეებთან გაფორმებული ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებები (ლოტების მიხედვით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 19 ივნისის განცხადება - ს/ფ 14-16

 

3.1.2. 2018 წლის 22 ოქტომბერს ლ-------–----–---–მა განმეორებით, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და განმეორებით მოითხოვა 2018 წლის 19 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 22 ოქტომბრის განცხადება - ს/ფ 18-20

 

3.1.3. 2018 წლის 22 ოქტომბერს ლ-------–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა: ა) აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობასთვის განსახორციელებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის გეგმა; ბ) ინსპექტირების ცენტრის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი/პროექტები; გ) თუკი არ იყო შესრულებული ,,ა’’ და/ან ,,ბ’’ პუნქტებით მითითებული ვალდებულება, ან ეს დოკუმენტები წარდგენილი არ იყო, ითხოვა მისთვის ეცნობებინათ გამოიყენა თუ არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შერჩევაში გამარჯვებული კომპანიის მიმართ სანქციები (რაც გათვალისწინებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის N1-1/5 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების მე-8 მუხლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის მე-9 მუხლით და გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით (სავარაუდოდ მუხლი 3. სავარაუდოდ სანქციები 300 და 100 ლარი ვადაგადაცილების ყოველ დღეზე)) და გადასცემოდა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 22 ოქტომბრის განცხადება - ს/ფ 21-22

 

3.1.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 22 ნოემბრის N0------ წერილით, ლ-------–----–---–ს მისი განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 22 ნოემბრის N0------ წერილი - ს/ფ 52

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, მის მიერ, მისივე განცხადებებით, მოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის დავალება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

 

სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის ”მ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის დეფინიციის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული - როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს ლ-------–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გადაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-40-ე მუხლების შესაბამისად ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტით, შემდეგი ინფორმაციის ასლები:

1. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში (შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც - შერჩევა, შერჩევის, შერჩევაში) მონაწილეთა/წინადადებათა წარმდგენთა დასახელება ლოტების მიხედვით;

2. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები (ლოტების მიხედვით);

3. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული უპირობო და გამოუხმობი საბანკო/სადაზღვევო გარანტია (ლოტების მიხედვით);

4. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული წინადადება, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურის გადახდის თაობაზე (ლოტების მიხედვით);

5. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები (ლოტების მიხედვით);

6. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის გეგმა (ლოტების მიხედვით);

7. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადზე დართული დაინტერესებული პირის გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს დაინტერესებული პირის ან დაინტერესებული პირის ქვეკონტრაქტორების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების სულ მცირე ხუთწლიან საერთაშორისო გამოცდილებას (ლოტების მიხედვით);

8. თუ ლოტზე განაცხადის წარმდგენი დაინტერესებული პირი კონსორციუმია, კონსორციუმის წევრთა სია და გამოცდილების აღწერა თითოეულ წევრზე;

9. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის უწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება;

10. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის დებულება, რეგლამენტი, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და/ან პროცედურების განმსაზღვრელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება;

11. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა, თავმჯდომარისა და მდივნის მითითებით;

12. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის ყველა სხდომის ოქმი;

13. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვისთვის შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის მიერ გამოვლენილი და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შერჩევის პროცესის გამარჯვებული დაინტერესებული პირის/მონაწილის დასახელება, სარეგისტრაციო და საკომუნიკაციო რეკვიზიტები (ლოტების მიხედვით);

14. ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესის გამარჯვებულ მონაწილეებთან გაფორმებული ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობის თაობაზე ხელშეკრულებები (ლოტების მიხედვით).

 

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს ლ-------–----–---–მა განმეორებით, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და განმეორებით მოითხოვა 2018 წლის 19 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გადაცემა ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ----------------------. დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს ლ-------–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა: ა) აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობასთვის განსახორციელებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის გეგმა; ბ) ინსპექტირების ცენტრის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი/პროექტები; გ) თუკი არ იყო შესრულებული ,,ა’’ და/ან ,,ბ’’ პუნქტებით მითითებული ვალდებულება, ან ეს დოკუმენტები წარდგენილი არ იყო, ითხოვა მისთვის ეცნობებინათ გამოიყენა თუ არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შერჩევაში გამარჯვებული კომპანიის მიმართ სანქციები (რაც გათვალისწინებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის N1-1/5 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების მე-8 მუხლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის მე-9 მუხლით და გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით (სავარაუდოდ მუხლი 3. სავარაუდოდ სანქციები 300 და 100 ლარი ვადაგადაცილების ყოველ დღეზე)) და გადასცემოდა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო ინფორმაცია ოფიციალური დოკუმენტია (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამდენად, საჯარო ინფორმაციას უნდა გააჩნდეს მატერიალური ხასიათი და დაცული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში, ამასთან, მისი ამ სახით მოძიებისა და შექმნის ვალდებულება უნდა გააჩნდეს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებას.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 22 ნოემბრის N0------ წერილით, ლ-------–----–---–ს მისი განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია არ არის დაცული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჯარო დაწესებულებას ვერ დაევალება ამ ინფორმაციის გაცემა, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ინფორმაციის მიწოდების დავალების საფუძველი.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოხსენებული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ლ-------–----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ-------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი