გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-7--19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.04.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახური
წარმომადგენელი - კი------–------ძე, მა--------–-–---–ი
მოპასუხე - შპს „ბო----ო“
მოპასუხე - ვა---–-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ბო----ო“-ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 517-.8 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ბო----ო“-ს რეგისტრირებულია ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში.
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილების N1 დანართის მიხედვით შპს „ბო----ო“-ს ყოველთვიური გადასახადი განისაზღვრა 159.00 ლარით (სარ-------–------------ი - 300 სკამი; 1 სკამზე 0.53 თეთრი). 2018 წლის 01 აპრილიდან შეიცვალა სკამების რაოდენობა და ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობამ შეადგინა 201.40 ლარი
სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით შპს „ბო----ო“-ს დავალიანება აითვლება 2016 წლის აპრილიდან და შეადგენს 517-.8 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა მოპასუხე შპს „ბო----ო“-ს წარმომადგენელი დაეთანხმა 517-.8 ლარის დავალიანების არსებობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2013 წლის 10 ოქტომბერს შპს „ბო----ო“ დარეგისტრირდა მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ ობიექტად (რეგისტრაციის აქტი N1/10-4; ხელმომწერი შპს „ბო----ო“-ს დირექტორი გი---–---------–--ლი პ/ნ 3----------) რეგისტრაციის აქტში განისაზღვრა ობიექტისთვის ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა-159 ლარი და 00 თეთრი (სარ-------–------------ი 300 სკამი; 1 სკამზე განსაზღვრულია 0 ლარი და 53 თეთრი ) 2018 წლის 1 აპრილიდან შეიცვალა სკამების რაოდენობა (380 სკამი; 1 სკამზე განსაზღვრულია 0 ლარი და 53 თეთრი;) და ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობამ შეადგინა - 201 ლარი 40 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 10 ოქტომბრის რეგისტრაციის აქტი (ს.ფ 12-13)
-2018 წლის 19 მარტის შემოწმები აქტი (ს.ფ 15-16)
3.2. შპს „ბო----ო“-ს მიერ, მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან 2013 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით გადახდილია 3309.00 ლარი. 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით შპს „ბო----ო“-ს დავალიანება აითვლება 2016 წლის აპრილიდან და შეადგენს 517-.8 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ს 2019 წლის 05 თებერვლის N1785-02 მიმართვა თანდართული მასალებით (ს.ფ26-39)
- სააბონენტო ამონაწერი (ს.ფ 74-7-)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ბო----ო“-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“;
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.2 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
6.4 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
6.5 ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.6 ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
6.7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
6.8. ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უიმისოდ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისთვის”. ამავე კანონის მე-121 მუხლის მიხედვით, ,,მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს”.
6.9 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მე- 4 პუნქტის მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ მეწარმეებს და დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე შპს „ბო----ო“-ს სამეწარმეო საქმიანობის ობიექტი მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე წარმოადგენს სარ-------–------------ი, რომლის საქმიანობის პროცესში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი, შესაბამისად, ეკისრება დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება.
6.10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, ასევე, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება.
2018 წლის 01 თებერვლის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ N23 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სამსახურს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია სამსახურის სახელწოდება, აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
სასამართლო მიუთითებს ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია: განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური, უფლებამოსილი იყო სასარჩელო განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა, მოპასუხე შპს „ბო----ო“-ს მიმართ თანხის დაკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქ. რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N68 დადგენილების N1 დანართის მიხედვით 2013 წლის 10 ოქტომბერს შპს „ბო----ო“ დარეგისტრირდა მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელ ობიექტად. რეგისტრაციის აქტში განისაზღვრა ობიექტისთვის ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა-159 ლარი და 00 თეთრი (სარ-------–------------ი 300 სკამი; 1 სკამზე განსაზღვრულია 0 ლარი და 53 თეთრი ) 2018 წლის 1 აპრილიდან შეიცვალა სკამების რაოდენობა (380 სკამი; 1 სკამზე განსაზღვრულია 0 ლარი და 53 თეთრი;) და ყოველთვიურად გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობამ შეადგინა - 201 ლარი 40 თეთრი. შპს „ბო----ო“-ს მიერ, მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან 2013 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით გადახდილია 3309.00 ლარი. 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით შპს „ბო----ო“-ს დავალიანება აითვლება 2016 წლის აპრილიდან და შეადგენს 517-.8 ლარს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს „ბო----ო“-ს (ს/ნ: 41------5) მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 517-.80 ლარის გადახდა;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 3%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 24-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ბო----ოს (ს/ნ: 41------5) მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს 517-,80 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს „ბო----ო“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. რუსთავი, ბოსტან -ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი