გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2810266-2/020-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–--
მოპასუხე - გ------- რ------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ------- რ------ე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 4850.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3543.16 ლარი, პროცენტი - 599.18 ლარი, საკომისიო - 35 ლარი, პირგასამტეხლო - 672.78 ლარი.
1.2. მოპასუხე გ------- რ------ე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 1603.20 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 240 ლარი, პირგასამტეხლო - 563.20 ლარი.
1.3. მოპასუხე გ------- რ------ე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2018 წლის 29 იანვრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 375.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 330 ლარი, პროცენტი - 45.30 ლარი.
მოსარჩელემ იშუამდგომლოა, 2017 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 18 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------ს’’ და გ------- რ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N6523421, რომლის თანახმად გ------- რ------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 4275 ლარი, წლიური 27.3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზრვრა 36 თვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით და დაზღვევის მართვის საკომისიო თვეში 5 ლარი.
2017 წლის 24 ნოემბერს მსესხებელ გ------- რ------ეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველვვადაგადაცილებულ დღეზე. სამომხმარებლო კრედიტი თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით, პერიოდულობა თვეში ერთხელ, ყოველი თვის 24 რიცხვში.
2018 წლის 29 იანვარს გ------- რ------ის საბანკო ანგარიშზე დაშვებულ იქნა კრედიტი ე.წ. ოვერდრაფტი, რომლის თანახმად, მსესხებლის საბანკო ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტი შეადგენდა 330 ლარს. ხსენებული თანხა ათვისებული იქნა მსესხებლის მიერ, რომელიც დათქმულ დროში მას არ დაუბრუნებია. მოცემულს სესხს დაერიცხა საპროცენტო სარგებელიც.
სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის/საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2018 წლის 26 ივნისის შემდეგ შეწყდა გადახდები.
გ------- რ------ეს მიუხედავად გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ. მის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გ------- რ------ემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------სა’’ და გ------- რ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N6523421, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 4275 ლარი, 36 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 27.3%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დაზღვევის მართვის საკომისიო თვეში 5 ლარი.
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გ------- რ------ეძე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. სამომხმარებლო კრედიტის თანხის სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით, პერიოდულობა თვეში ერთხელ ყოველი თვის 24 რიცხვში.
3.1.3. 2018 წლის 29 იანვარს გ------- რ------ის საბანკო ანგარიშზე დაშვებულ იქნა კრედიტი ე.წ. ოვერდრაფტი. მსესხებლის საბანკო ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტი შეადგენდა 330 ლარს. თანხა ათვისებული იქნა მსესხებლის მიერ. სესხს დაერიცხა საპროცენტო სარგებელი.
3.1.4. მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი, ასევე არ დაუბრუნებია ოვერდრაფიტიდან გამომდინარე არსებული დავალიანება. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
- N4905343 სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ხელშეკრულების მნიშნელოვანი პირობები;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- N5012772 სესხის დაფარვის გარფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 18.10.2017-16.01.2019წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 24.11.2017-16.01.2019წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 29.01.2018-16.01.2019წ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 16.01.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე გ------- რ------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4850.12 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3543.16 ლარი, პროცენტი - 634,18 ლარი და პირგასამტეხლო 672.78;
3.2.2. გ------- რ------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 29.01.2018წ. გააქტიურებული ოვერდრაფტიდან გამომდინარე შეადგენს 375.30 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 330 ლარი და პროცენტი - 45.30 ლარი.
3.2.3. მოპასუხე გ------- რ------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 24.11.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1040 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 240 ლარი;
3.2.4. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 2017 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შესაბამისად გ------- რ------ეს არ უნდა დაკისროს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
- N4905343 სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ხელშეკრულების მნიშნელოვანი პირობები;
- საბანკო მომსახურების პირობები;
- N5012772 სესხის დაფარვის გარფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 18.10.2017-16.01.2019წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 24.11.2017-16.01.2019წ;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 29.01.2018-16.01.2019წ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- 16.01.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის და საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------- რ------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და გ------- რ------ეს) შორის გაფორმებული 2017 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით, 2017 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით და 2018 წლის 29 იანვრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------- რ------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 3543.16 ლარი, 24.11.2017წ. სესხის ხელშეკურლებიდან - 800 ლარი და 29.01.2018წ. ოვერდრაფტიდან - 330 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო/სესხი ხელშეკრულებებიდან და ოვერდრაფტიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. კერძოდ 18.10.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 634,18 ლარი, 24.11.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 240 ლარი და 29.01.2018წ. ოვერდრაფტიდან გამომდინარე - 45.30 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 672.78 ლარი უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 172.78 ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პრგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. პირგასამტეხლო არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალის მიერ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას გულისხმობს. ამასთან, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება 2017 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, წერილობით არ დადებულა. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;
სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს 2017 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, გ------- რ------ესა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის 2017 წლის 24 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 18 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, 18.10.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარეს თნხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპოციულად მოპასუხე გ------- რ------ეს მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 173 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე გ------- რ------ე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 18 ოქტომბრის №6523421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 4350.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3543.16 ლარი, პროცენტი - 634,18 ლარი, პირგასამტეხლო - 172.78 ლარი.
1.2. მოპასუხე გ------- რ------ე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2017 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 1040 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 800 ლარი, პროცენტი - 240 ლარი.
1.3. მოპასუხე გ------- რ------ე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ 2018 წლის 29 იანვრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 375.30 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 330 ლარი, პროცენტი - 45.30 ლარი.
2. სს ,,ს----------–--------ს’’ უარი ეთქვას 2017 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
3. გადაწყვეტილება 2017 წლის 18 ოქტომბრის №6523421 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების ნაწილში, მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. მოპასუხე გ------- რ------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 173 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი