გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8160-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შპს ,,ე-–-------–--------------’’;
წარმომადგენელი - დ-----------------;
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ---------------–---;
მესამე პირი - შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’;
წარმომადგენელი - ა-----------–---–-;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 29 ნოემბრის N---- განკარგულება შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 201- წლის 3 მაისს შპს ,,ს----–-–---------–-----–------------"-მ გამოაცხადა SPA 1-------- ელექტრონული ტ--დერი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ–--------------–-------ლარსის საავტომობილო გზის კმ.65-კმ.66 სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხოლო იმავე წლის 7 ივნისს შპს ,,ე-–-------–-------------’’-თან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულება აღნიშნულ სამუშაოებზე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით შეადგენდა 9------.04 ლარს. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5. პუნქტის მიხედვით აუცილებლობის (საჭიროების) შემთხვევაში მიმწოდებელს შეეძლო შემსყიდველისათვის წარედგინა დასაბუთებული წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, რაც განახორციელა შპს ,,ე-–-------–-------------’’-მა და ამასთან ერთად წარუდგინა სადაზღვევო კომპანია ,,ა------" საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა №A------------------------ 2------ ლარზე, რის შემდგომაც შპს ,,ს----–-–---------–-----–------------"-მ სამჯერ ჩაურიცხა ავანსის თანხა, ჯამში - 7----- ლარის ოდენობით, რითაც ფაქტიურად დაადასტურა ხელშეკრულების 3.6 პუნქტის მიხედვით ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 2------ ლარის ნაცვლად შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს ჩაურიცხა 7----- ლარის ავანსი, რაც გახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპის შენელების მიზეზი. კომპანიისათვის ავანსის ჩარიცხვა ხელშეკრულების დადების უმთავრესს პირობას წარმოადგენდა, რაც არ განხორციელდა შემსყიდველის მხრიდან.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ს----–-–------–----------------------- წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა - შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-მ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ე-–-------–-------------’’ (ს/ნ 4--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი------------ წ. (ს.ფ. 53-54);
3.1.2. შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------’’-ის 201- წლის 1 ივნისის კომისიის სხდომის N- ოქმით ირკვევა, რომ შპს ,,ე-–-------–-------------’’-ის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სრულიად შეესაბამება სატ--დერო განცხადებითა და სატ--დერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე ოქმით დადგინდა, რომ შპს ,,ე-–-------–--------------’’ გამოვლინდეს გამარჯვებულად და მომზადდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ასევე, ამავე ოქმით დადგინდა, რომ შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში ეთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა, სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით და ამავე ვადაში გაფორმდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------’’-ის 201- წლის 1 ივნისის კომისიის სხდომის N- ოქმი (ს.ფ. 156-157);
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, რომლის თანახმად სს ,,ა----- დაზღვევა" თანახმა არის გასცეს პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელზე გარანტია. ამასთან, დაადასტურა, რომ გარანტი და პასუხისმგებელია შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------’’-ის წინაშე პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელით საერთო თანხაზე 2----- ლარზე და კისრულობს ზემოაღნიშნული თანხის გადახდას პრინციპალის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.06.201- წ. ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (გარანტია) (ს.ფ. 28);
3.1.4. დადგენილია, რომ 201- წლის 7 ივნისს, თბილისში, ერთის მხრივ შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-სა (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ–--------------–-------ლარსის საავტომობილო გზის კმ.65-კმ.66 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; 1.2. პუნქტის თანახმად, კონკრეტულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა, ერთეულის ფასი და საერთო ფასი მოცემულია დანართ N1-ში (ხარჯთაღრიცხვა), რომელიც თან ახლავს ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს; 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღით; 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით შეადგენს 9------.04 ლარს; 3.5. პუნქტის თანახმად, აუცილებლობის (საჭიროების) შემთხვევაში, მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველს წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით. 3.6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს ბანკის ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომლიდ მოქმედების ვადა 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას. ავანსით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა იწარმოებს უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, საბანკო გარანტიის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში; 3.7. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 40%-ს; 8.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების საერთო ვადის და/ან 2.4 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილება 10 დღეზე მეტი ვადით ჩაითვლება ხელშეკრულების არსებით დარღვევად და შემსყიდველს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს 201- წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 7 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №ე-–-------------- და დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა) (ს.ფ. 17-27);
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს ხელშეკრულების პირობების თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს, გარანტი კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მას ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 2------ ლარის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა არის - 29.06.201-წ.-დან 05.12.201-წ.-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.06.201- წ. საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა (ს.ფ. 29);
3.1.6. 201- წლის 3 ივლისს, შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" მიერ შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საავანსო ღირებულება 50---- (ო-----–---ა----------) ლარის ოდენობით, 201- წლის 7 ივლისს - 1----- (ა----------) ლარის, ხოლო 201- წლის 20 ივლისს - 1----- (თ---------------------------–-) ლარის ოდენობით. ასევე, 201- წლის 7 აგვისტოს შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" მიერ შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საავანსო ღირებულება 1-----,2- (ცა------------------ სამოც---–--------- ლარი და 2- თეთრი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალებები N1---------; N1---------- N-------------- (ს.ფ. 30; 32-33; 133);
3.1.7. 201- წლის 1- ივლისს, შპს ,,ე-–-------–-------------’’-ის დირექტორმა წერილით მიმართა შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-ს და მოითხოვა შპს ,,ხ----–-------"-ისათვის 1----,00 ლარის ჩარიცხვა, ხოლო დარჩენილი ავანსის თანხის ჩარიცხვა კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1-.0-.201-წ. შპს ,,ე-–-------–-------------’’-ის წერილი (ს.ფ. 31);
3.1.8. 201- წლის 2 აგვისტოს, შპს ,,ე-–-------–-------------’’-ის დირექტორმა წერილით მიმართა შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-ს და მოითხოვა ავანსის თანხის - 2----- ლარის 1----- ლარამდე შემცირება და აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების სს ,,ა----- დ----------------" გადაგზავნა.
201- წლის 9 აგვისტოს შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ’’ წერილით მიმართა სს ,,ა----- დაზღვევას" და ითხოვა გარანტიის შემცირება 100---- ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ე-–-------–-------------’’-ის 201- წლის 2 აგვისტოს წერილი (ს.ფ.84);
- შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------’’ 201- წლის 9 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 89);
3.1.9. 201- წლის 17 აგვისტოს შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-მ N7-- წერილით მიმართა შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს და აცნობა, რომ 201- წლის 7 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დამთავრების ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 201- წლის 5 სექტემბერი (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე), ხოლო შესრულებულია სამუშაოების მცირე ნაწილი. აღნიშნული წერილით ადრესატი გაფრთხილდა, რომ ვინაიდან დარჩენილია სამუშაოების დასრულებამდე სამ კვირაზე ნაკლები მისაღებია გადამჭრელი ზომები სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზრულ ვადებში დასამთავრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" 17.08.201-წ. N7-- წერილი და შესრულებული სამუშაოების აქტი N1, მომზადების თარიღი - ივლისი, 201- წელი (ს.ფ. 124-130; 134-135);
3.1.10. 201- წლის 6 სექტემბერს შპს ,,ე-–-------–-------------’’-მა წერილით მიმართა შპს ,,ს----–-–---------–-----–------------ს’’, რომელშიც განმარტა, რომ ვინაიდან არ განხორციელდა აღნიშნული კომპანიის მხრიდან ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვა, შემცირებული იქნეს საავანსო გარანტიის თანხა 10000 ლარამდე. აღნიშნული წერილით ასევე შპს ,,ს----–-–---------–-----–------------ს’’ ეცნობა, რომ ავანსის ჩარიცხვა უმთავრესი პირობა იყო ხელშეკრულების დადებისა და 90 დღიან ვადაში შესრულებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან ამ პუნქტების არაჯეროვნად შესრულება არის პირდაპირი გამომწვევი მიზეზი სამუშაოების ტემპის შენელებისა. გარდა ამისა, იყო სხვა ხელისშემშლელი გარემოებებიც, მათ შორის ნალექიანი ამინდები, მდინარეში წყლის დონის მომატება და ინტ--სიური მოძრაობა საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით.
ამავე წერილით შპს ,,ე-–-------–-------------’’-მა ითხოვა კუთვნილი საავანსო თანხის ჩარიცხვა და სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა იმ ვადით, რაც დაირღვა ავანსისი არადროულად ჩარიცხვის გამო, სავარაუდოდ 2 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ე-–-------–-------------’’-ის 201- წლის 6 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 48-49);
3.1.11. შესრულებული სამუშაოების N- აქტის თანახამდ ირკვევა, რომ, 201- წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებია არ დაუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესრულებული სამუშაოების აქტი N-, მომზადების თარიღი - სექტემბერი, 201- წელი (ს.ფ. 141-146);
3.1.12. 201- წლის 21 სექტემბერს, თბილისში, ერთის მხრივ შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’ (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ე-–-------–--------------’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) 201- წლის 7 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 0-.0---- ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდნენ შემდეგზე: 3. პუნქტის თანახმად, ,,შემსყიდველი’’ ,,მიმწოდებელს’’ აძლევს დამატებით ვადას ,,ხელშეკრულებით" გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად 201- წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ,,მიმწოდებელი’’ კისრულობს ვალდებულებას დაასრულოს ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული სამუშაოები აღნიშნულ ვადაში. 5. პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელს’’ 201- წლის 5 სექტემბრიდან სამუშაოების დასრულებამდე პერიოდზე დაერიცხება ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. 8. პუნქტის თანახმად, ,,მიმწოდებელი" კისრულობს ვალდებულებას 201- წლის 15 ოქტომბრამდე წარუდგინოს ,,შემსყიდველს" განახლებული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის და საავანსო გადახდის გარანტიები. 9. პუნქტის თანახმად, ,,ხელშეკრულების" მე-10 მუხლის 10.1. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 10.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 201- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 7 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულებაზე 21.09.201- წლის შეთანხმება №1 (ს.ფ. 86-87);
3.1.13. 201- წლის 28 სექტემბერს, 201- წლის 7 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, 1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით შეადგენს 7-----.9- ლარს. 2. პუნქტის თანახმად, 1.2. პუნქტით გათვალისწინებული დანართი N1 (ხარჯთაღრიხვა) შეიცვალა და ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 201- წლის 7 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულებაზე 201- წლის 28 სექტემბრის შეთანხმება №2 და დანართი ((ხარჯთაღრიხვა) კორექტირებული) (ს.ფ. 112; 113-117);
3.1.14. 201- წლის 5 ოქტომბერს, შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" მიერ შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1------2------------------------------------------------–--------------------- ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება N5----- (ს.ფ. 148);
3.1.15. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, რომლის თანახმად სს ,,ა----- დაზღვევა" არის გარანტი და პასუხისმგებელი შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------’’-ის წინაშე პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელით საერთო თანხაზე 2----- ლარზე და კისრულობს ზემოაღნიშნული თანხის გადახდას პრინციპალის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.10.201- წ. ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (გარანტია) (ს.ფ. 149);
3.1.16. საქმეში წარმოდგენილი საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს ხელშეკრულების პირობების თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს, გარანტი კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მას ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 100---- ლარის ოდენობით. გარანტია წარმოადგენს A-------------ის გაგრძელებას და მოქმედების ვადა განისაზღვრება - 06.12.201-წ.-დან 31.12.201-წ.-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.10.201- წ. საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა (ს.ფ. 150);
3.1.17. შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------’’ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 201- წლის 5 ნოემბერს N9-- წერილით მიმართა შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს და განმარტა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ–--------------–-------ლარსის საავტომობილო გზის კმ.65-კმ.66 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები სრულად უნდა დასრულებულიყო 201- წლის 5 სექტემბერს, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, დამატებით ვადაშიც - 201- წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ვერ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შესაბამისად, შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’ ცალმხრივად წყვეტდა შპს ,,ე-–-------–-------------’’-თან 201- წლის 7 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულებას.
ამავე წერილით შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს ეთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ასევე, მხარეს ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდებოდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის და საავანსო გარანტიების ამოქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------’’ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 5 ნოემბრის N9-- წერილი (ს.ფ. 151);
3.1.1-. 201- წლის 6 ნოემბერს შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა 201- წლის 6 ნოემბრის წერილობითი შეტყობინება, შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს მიერ 201- წლის 7 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 0-.0---- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, ხოლო მტკიცებულებებად - წერილი N7-- და 9--, ასევე, 21.09.201-წ. შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------’’ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 6 ნოემბრის N 9-- წერილი (ს.ფ. 109);
3.1.1-. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 8 ნოემბრის N---- წერილით, შპს ,,ე-–-------–-------------ს’’ ეთხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში. თუ არ ეთანხმებოდა გარემოებებს - კონკრეტული მტკიცებულებების, ფაქტებისა და გარემოებების, რომლებზეც მსჯელობას აფუძნებდა აღნიშვნა. ასევე ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 8 ნოემბრის N---- წერილი (ს.ფ. 110);
3.1.20. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 29 ნოემბრის N---- განკარგულებით, შპს ,,ე-–-------–--------------’’ 201- წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 29 ნოემბრის N---- განკარგულება (ს.ფ. 50-52);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 201- წლის 29 ნოემბრის N---- განკარგულება შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტ--დენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201- წლის 7 ივნისს, ერთის მხრივ შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-სა (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების საგანია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ–--------------–-------ლარსის საავტომობილო გზის კმ.65-კმ.66 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღით; ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით შეადგენა 9------.04 ლარი; ამასთან, ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს ბანკის ან ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომლიდ მოქმედების ვადა 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადას. ავანსით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა იწარმოებს უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, საბანკო გარანტიის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში; 3.7. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 40%-ს; 8.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების საერთო ვადის და/ან 2.4 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილება 10 დღეზე მეტი ვადით ჩაითვლება ხელშეკრულების არსებით დარღვევად და შემსყიდველს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს 201- წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
201- წლის 17 აგვისტოს შპს ,,ს----–-–---------–-----–------------’’-მ N7-- წერილით ირკვევა, რომ 201- წლის 7 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 0-.0---- ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დამთავრების ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 201- წლის 5 სექტემბერი (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე), ხოლო შესრულებულია სამუშაოების მცირე ნაწილი. აღნიშნული წერილით ადრესატი გაფრთხილდა, რომ ვინაიდან დარჩენილია სამუშაოების დასრულებამდე სამ კვირაზე ნაკლები მისაღებია გადამჭრელი ზომები სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზრულ ვადებში დასამთავრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციები.
201- წლის 21 სექტემბერისა და 201- წლის 28 სექტემბრის შეთანხმებებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 7--,6--,9- ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადათ განისაზღვრა 201- წლის 31 ოქტომბერი, ხოლო მოქმედების ვადად 201- წლის 31 დეკემბერი. შესრულებული სამუშაოების N- აქტის თანახამდ ირკვევა, რომ, 201- წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებია არ დაუსრულებია. მიმწოდებელმა შეასრულა 147 60-,91 ლარის ღირებულების ვალდებულებები (ხელშეკრულების ღირებულების 20%). დადგენილია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციამ 201- წლის 5 ნოემბერს N9-- წერილით მიმართა შპს ,,ე-–-------–-------------’’-ს და განუმარტა, ვინაიდან ვალდებულებების შესრულების ვადის გაზრდის მიუხეადავად მიმწოდებელმა არასრულად შესარულა ვალდებულებები ცალმხრივად შეწყდან 201- წლის 7 ივნისს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტ--დენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტ--დენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტ--დენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე () და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტ---------ა და ელექტრონული ტ--------- შემთხვევაში, პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტ--დენტი დისკვალიფიცირებულია ტ--დერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტ--დენტი დისკვალიფიცირებულია ტ--დერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტ---------ა, პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტ--დენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტ--დენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტ--------- შემთხვევაში – სატ--დერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტ--------- საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტ--დენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტ--დენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტ--დერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტ--დენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტ--დერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტ--------- შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტ--დენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201- წლის 6 ნოემბერს შპს ,,ს----–-–---------–-----–-------------" მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა 201- წლის 6 ნოემბრის წერილობითი შეტყობინება, შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს მიერ 201- წლის 7 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტ--დენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტ--დენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტ--დენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტ--დენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტ--დენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტ--დენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტ--ციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტ--დენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ს----–-–---------–-----–-----------’’-ის ადმინისტრაციის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს მიერ 201- წლის 7 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №ე-–-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ ს----–-–------–-----------------------, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №1- ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 201- წლის 29 ნოემბრის №2--- განკარგულება შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე-–-------–--------------’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი