გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
330210016001528822
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30488-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2- მარტი, 2-19 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელეები - ც------ თ----------ე, თ----- ხ------ე, ქ------- ხ------ე

 

წარმომადგენელი - ბ------ ბ---------ი

 

მოპასუხეები - ა---------ა „შ----ა 9-“, თ----------არე დ------- დ---–--ე, ზ------ ა-–----ე, ბ---- ტ--------ე, ნ-------- ს-----ე

 

წარმომადგენელი - ხათუნა გრიგალაშვილი

 

დავის საგანი - კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ავტოფარეხის გადაცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2-0- წლის 1- დეკემბრის ა---------ა „შ----ა 9-“-ის საერთო კრების ოქმი დ------- დ---–--ისათვის №- და №-- ავტოფარეხების მიკუთვნების ნაწილში;

 

1.2. ც------ თ----------ეს თბილისში, ძ--–----ის ქ. №--ში (ყოფილი ნ--–-----ის I-- მ/რ, I კვ, მიმდებარე ტერიტორია) 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №---- და №---- მშენებარე კორპუსებს შორის მდებარე №--- მშენებარე ნაგებობაში მდებარე ავტოფარეხებიდან გადაეცეს ძ--–----ის ქუჩის შესასვლელიდან რიგით მე-10 ერთეულად მდებარე ერთი ავტოფარეხი და მიუხედავად მისი ფართობისა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში აღირიცხოს მის სახელზე;

 

1.3. თ----- ხ------ეს და ქ------- ხ------ეს 1/2-1/2 წილობრივი მონაწილეობით, თბილისში, ძ--–----ის ქ. №--ში (ყოფილი ნ--–-----ის I-- მ/რ, I კვ, მიმდებარე ტერიტორია) 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №---- და №---- მშენებარე კორპუსებს შორის მდებარე №--- მშენებარე ნაგებობაში მდებარე ავტოფარეხებიდან გადაეცეთ ძ--–----ის ქუჩის შესასვლელიდან რიგით მე-9 ერთეულად მდებარე ერთი ავტოფარეხი და მიუხედავად მისი ფართობისა უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში აღირიცხოს მათ სახელზე.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 1--- წლის 4 ივნისს ო-----------ის რაიონის აღმასკომის №--.2-.7-- გადაწყვეტილებით თბილისში, ნ--–-----ის I-- მ/რ, I კვ, მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე კორპუსისა და მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლების თხოვნით დაშვებული იქნა 75 ავტოფარეხების მშენებლობა; ავოფარეხებისათვის მიწის გამოყოფა და მშენებლობა მოხდა მოქალაქეთა ნების შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

1--- წლის 1- აგვისტოს თბილისის ო-----------ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-.1-.1--7 გადაწყვეტილებით ა---------აში გაწევრიანდა აწ. გარდაცვლილი კ------------- ხ------ე. აღნიშნული გარემოება ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ავტოფარეხის მშენებლობის უფლება (რა თქმა უნდა, შემდგომი გადახდის ვალდებულებით) მიენიჭა მოსარჩელეების ქ------- და თ----- ხ------ეების მამას, კ------------- ხ------ეს. თ-----ი და ქ------- ხ------ეები არიან აწ გარდაცვლილი კ------------- ხ------ის მემკვიდრები. კ------------- ხ------ეს ეკუთვნოდა 1 ერთეული ავტოფარეხი, შესაბამისად მისი მემკვიდრეები 1/2 და 1/2 წილობრივი მონაწილეობით ითხოვენ საკუთრების უფლებას 1 (ერთ) ერთეულ ავტოფარეხზე.

 

1--- წლის 2- აგვისტოს თბილისის ო-----------ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-.2-.7-- გადაწყვეტილებით ა---------აში გაწევრიანდა კიდევ რამოდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ც------ თ----------ე. შესაბამისად, ავტოფარეხის მშენებლობის უფლება (რა თქმა უნდა, შემდგომი გადახდის ვალდებულებით) კ------------- ხ------ის მსგავსად, მიენიჭა მოსარჩელე ც------ თ----------ეს.

 

მას შემდეგ რაც განისაზღვრა წევრების ვინაობა, ჩამოყალიბდა ავტოფარეხების მშენებლობის პროექტი. ფინანსური ვალდებულება კ------------- ხ------ემ და ც------ თ----------ემ ა---------ის წინაშე შეასრულეს დროულად და ჯეროვნად, ხოლო ა---------ამ თავისი ვალდებულება ავტოფარეხების გადაცემის შესახებ დღემდე არ შეასრულა.

 

199- წლის 23 ოქტომბრის ს----------–ოს პრეფექტურის №---0 განკარგულებით თბილისში, ნ--–-----ის მე-3 მ/რ-ის 1-ლი კვარტლის მიმდებარედ ავტოსადგომების თავზე მშენებლობის განხორციელების მიზნით დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო კოოპერატივი შ----ა გახდა ა---------ა „შ----ა-9-“ და თ----------არედ აირჩიეს დ------- დ---–--ე. დ------- დ---–--ე თავიდანვე საქმის კურსში იყო ა---------აში მიმდინარე პროცესებში და იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს თანხა შეტანილი ჰქონდათ ა---------აში, ასევე იმ გარემოებას, რომ 1-.1-.2-0- წლის ოქმის მიღების დროს იგი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, მან მიისაკუთრა სხვისი, მათ შორის, მოსარჩელეთა კუთვნილი ავტოფარეხები.

 

2-01 წლის 6 თებერვალს თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-ს----------–ოს რაიონის გამგებლის №------- განკარგულებით ა---------ის თ----------არედ დამტკიცდა მშენებლობის საინციატივო ჯგუფი: დ------- დ---–--ე (შემდგომში თ----------არე), შ------ მ----------ი, ზ------ ა-–----ე და ბ---- ტ--------ე.

 

2-0- წლის 1- დეკემბერს შედგა მხანაგობა „შ----ა 9-“-ის საერთო კრების ოქმი და შესაბამისაობაში მოვიდა ა---------ის დოკუმენტები მოქმედ კანონმდებლობასთან. ამავე კრების ოქმით განაწილდა ნ--–-----ის ფ--------ზე, I კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საცხოვრებელი ფართები და არასაცხოვრებელი ფართები, მათ შორის, ავტოფარეხები. მოსარჩელეთა ავტოფარეხები მიეკუთვნა დ------- დ---–--ეს, ისე, რომ მხედველობაში არ მიღო ც------ თ----------ის და კ------------- ხ------ის არსებული უფლებები ავტოფარეხებზე.

 

2-08 წლის 1- აგვისტოს №-–------- ბრძანების შესაბამისად მოხდა „შ----ა-9-“-ის ფართების ლეგალიზაცია, მათ შორის, ავტოფარეხების ფართების ლეგალიზაცია. აღნიშნული გარემოება ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ავტოფარეხების ფართები ლეგალიზებულია, მაგრამ დ------- დ---–--ე თავისი პირადი ინტერესების გამო არ ახდენს მათ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

 

ა---------ის წევრების თხოვნით ავტოფარეხების მიმდებარე ტერიტორია საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გამოეყო ა---------ას და დამტკიცდა ა---------ის „შ----ა-9-“-ის სახელზე. ამის შემდეგ დიდი გაჭიანურებით მიმდინარეობდა მშენებლობა და აშენდა კორპუსები. რაც შეეხება ავტოფარეხებს, რომლებიც მდებარეობს საკადასტრო რუკაზე 3/1 ნომრით ასახულ რუკაზე და რომლებიც უნდა გადასცემოდათ იმ პირებს ვინც თანხები შეიტანეს, ნაცვლად ამისა, ისინი 2-0- წლის 1- დეკემბრის კრების ოქმით განაწილდა ა---------ის ამჟამინდელ თ----------არეზე დ------- დ---–--ეზე და მის მოადგილეზე შ------ მ----------ზე. ამ ავტოფარეხების ნაწილი გასხვისებულია, ნაწილი კი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოსარჩელეები ითხოვენ 2-0- წლის 1- დეკემბრის კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და 2 ავტოფარეხის (№- და №--) გადაცემას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა დ------- დ---–--ემ, ბ---- ტ--------ემ და ნ-------- ს-----ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ სუბიექტთან, ვის მიმართაც მოსარჩელე აყენებს მოთხოვნას, მოსარჩელეებს არ აქვთ კავშირი, ისინი ა---------ა „შ----ა-9--ში არ გაწევრიანებულან.

 

თანხების გადახდის მტკიცებას მოსარჩელე მხარე ვერ უზრუნველყოფს. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ამონაწერში არსად მათი ვალდებულება არ ფიქსირდება.

 

ც------ თ----------ის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, დ------- დ---–--ისათვის ავტოფარეხების (№- და №--) გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის უფლებების დარღვევის შესახებ, არ დასტურდება.

 

2-01 წლის 6 თებერვალს თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-ს----------–ოს რაიონის გამგებლის №------- განკარგულებით ა---------ის თ----------არედ საინიციატივო ჯგუფის დატკიცების თაობაზე მოცემული ადმინისტრაციული აქტი არის არარა აქტი, ვინაიდან საბინაო კოდექსი გაუქმებული იქნა 1--- წლის 25 ნოემბერს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის, რის შემდეგაც ადგილობრივ მმართველობას უფლება აღარ ჰქონდა გამოეცა ასეთი ტიპის აქტები, სამოქალაქო კოდექსის 1--- და 151- მუხლების საფუძველზე. თუმცა, მოსარჩელეებს 1--- წლის 25 ნოემბრიდან 19 წელის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ გაერკვიათ თავისი სტატუსი, რომელი კოოპერატივის წევრები იყვნენ, რა უფლებები გააჩნდათ, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა მათ ე.წ. გაწევრიანებას კოოპერატიული ავტოფარეხების მშენებლობაში.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1--- წლის 4 ივნისის თბილისის ო-----------ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №--.2-.7-- გადაწყვეტილების თანახმად, აღმსაკომის საქვეუწყებათაშორისო ტექნიკურმა კომისიამ შესაძლებლად ჩათვალა თბილისში, ნ--–-----ის I-- მ/რ, I კვ, მე-8 კორპუსის მიმდებარედ 75 ავტოსადგომის მოწყობა სანიტარული და ტექნიკური პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, ა---------მა გადაწყვიტა, რომ ნ--–-----ის ფ--------ის I-- მ/რ, I კვ, მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია 75 ავტოსადგომის მშენებლობა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--- წლის 4 ივნისის თბილისის ო-----------ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №--.2-.7-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 2-).

 

3.1.2. 1--- წლის 1- აგვისტოს თბილისის ო-----------ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-.1-.1--7 გადაწყვეტილების (ნ--–-----ის ფ--------ის I-- მ/რ, I კვ, მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ) თანახმად, ო-----------ის რაისაბჭოს ა---------ის 1--- წლის 4 ივნისის №--.2-.7-- გადაწყვეტილებით ტექნიკურად შესაძლებლად ჩაითვალა ავტოსადგომის მშენებლობა ნ--–-----ის ფ--------ის I-- მ/რ-ის, I კვარტლის, მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწაში შეჭრით, სადაც 41 ავტომანქანის მფლობელს მიეცა ნებართვა ავტოსადგომის მშენებლობისა, დანარჩენ 34 ადგილზე მშენებლობის დაწყების ნებართვას ითხოვენ ნ--–-----ის ფ--------ის I-- მ/რ-ის, I კვარტლის, მე-5. მე-7 და მე-8 კორპუსებში მცხოვრები მობინადრეები.

 

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ა---------მა გადაწყვიტა, რომ „კ---- ხ------ეს“ დაერთო ნ--–-----ის ფ--------ის I-- მ/რ-ის, I კვარტლის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების მშენებლობის ნება; მშენებლობას აწარმოებდნენ პროექტის შეთანხმების შემდეგ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--- წლის 1- აგვისტოს თბილისის ო-----------ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-.1-.1--7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-25).

 

3.1.3. ქ------- ხ------ე და თ----- ხ------ე წარმოადგენენ გარდაცვლილი კ------------- ხ------ის მემკვიდრეებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვისრო მოწმობა (ს.ფ. 62-65).

 

3.1.4. 1986 წლის 2- აგვისტოს თბილისის ს----------–ოს სახალხო დეპუტატთა რაიონის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-.2-.7-- გადაწყვეტილების თანახმად, 1--- წლის 4 ივნისის №--.2-.7-- გადაწყვეტილებით ტექნიკურად შესაძლებლად ჩაითვალა 75 ადგილიანი ავტოსადგომის მოწყობა ნ--–-----ის I-- მ/რ-ის, I კვარტლის, მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების კოოპერატივში გაწევრიანებული იქნენ მოქალაქეები, მათ შორის, თ----------ე ც------ (ა-–---------ეს ასული).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 1986 წლის 2- აგვისტოს თბილისის ს----------–ოს სახალხო დეპუტატთა რაიონის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №2-.2-.7-- გადაწყვეტილებით (ს.ფ. 2--28).

 

3.1.5. 1988 წლის 1- ნოემბერს ც------ (ა-–---------ეს ასული) თ----------ემ „საბურთალოს ს-----–----ში“ შეიტანა 3000 რუბლი მიმღების კოოპერატივი „შ----ას“ სასარგებლოდ, დანიშნულებით ავტოფარეხის მშენებლობისათვის (ქვითარი №-- 0------, 1--------).

 

1988 წლის 15 ნოემბერს კ------------- (----------ეს ძე) ხ------ემ „ს----------–ოს ს-----–----ში“ შეიტანა 2880 რუბლი მიმღების კოოპერატივი „შ----ას“ სასარგებლოდ, დანიშნულებით ავტოფარეხის მშენებლობისათვის (ქვითარი №-, 1--------).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ქვითარი №-- 0------ (ს.ფ. 357-359).

ქვითარი №-, 1-------- (ს.ფ. 3650-362).

 

3.1.6. 1991 წლის 23 ოქტომბრის თბილისის ს----------–ოს რაიონის პრეფექტურის №---0 თბილისში, ნ--–-----ის I-- მ/რაიონის ა---------ა „შ----ას“ ჩამოყალიბების შესახებ განკარგულებით პრეფექტურაში შესული განცხადების თანახმად, საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა ნ--–-----ის I-- მ/რაიონის, I კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე კოოპერატიული ავტოსადგომების „შ----ას“ თავზე ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვას.

 

წარდგენილი იყო კრების ოქმი ა---------ის ჩამოყალიბებაზე და საინიციატივო ჯგუფის დამტკიცებაზე.

 

ამავე განკარგულებით დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი სამი მოქალაქის, დ. დ---–--ის, ზ. ა-–----ის და დ. ტ--------ის შემადგენლობით. ა---------ის თ----------არედ გამწესდა დ------- დ---–--ე. ა---------ას ეწოდა „შ----ა -9-“.

 

ამავე განკარგულებით ნება დაერთო ა---------ას მშენებარე ავტოსადგომების თავზე ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, ასევე შტამპისა და ბეჭდის დამზადებაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 199- წლის 23 ოქტომბრის თბილისის ს----------–ოს რაიონის პრეფექტურის №---0 განკარგულებით (ს.ფ. 31-32).

 

3.1.7. 2-01 წლის 6 თებერვალს თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-ს----------–ოს რაიონის გამგებლის ინდივიდუალურ მენაშენეთა ა---------ის „შ----ა - 9-“-ის საინიციატივო ჯგუფის დამტკიცების შესახებ №------- განკარგულებით მიღებული იქნა ინდივიდუალური მენაშენეთა ა---------ის „შ----ა - 9-“-ის საერთო კრების დადგენილების ოქმი სახელმძღვანელოდ და დამტკიცდა მშენებლობის საინციატივო ჯგუფი: დ------- დ---–--ე (შემდგომში თ----------არე), შ------ მ----------ი, ზ------ ა-–----ე და ბ---- ტ--------ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2-01 წლის 6 თებერვლის №------- განკარგულება (ს.ფ. 33).

 

3.1.8. 2-0- წლის 1- დეკემბრის ა---------ა „შ----ა-9-“-ის №- კრების ოქმის თანახმად, თბილისის ს----------–ოს რაიონის პრეფექტურის 199- წლის 23 ოქტომბრის №---0 გადაწყვეტილებით ჩამოყალიბულ ა---------ა „შ----ა-9-“-ს ეწოდა ერთობლივი საქმიანობის მხანაგობა „შ----ა-9-“ და მისი საქმიანობა უნდა წარმართულიყო საქართველოს 1--- წლის 25 ნოემბრის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

 

კრებას ესწრებოდნენ: დ------- დ---–--ე, ზ------ ა-–----ე, ბ---- ტ--------ე, შ------ მ----------ი, აგრეთვე, როგორც ი----- ს--------ის წარმომადგენელი (2-0- წლის 8 ნოემბერს ნოტარიუს მ--- ა------–---ის მიერ რეესტრის №-------ით დამოწმებული მინდობილობის საფიძველზე), ო----- ვ-----------ა, გ------- გ--------–---–ი, ნ-------- ს-----ე. კრებას თ----------არეობდა დ------- დ---–--ე; კრების მდივანი-შ------ მ----------ი

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2-0- წლის 1- დეკემბრის მხანაგობა „შ----ა-9-“-ის №- კრების ოქმი (ს.ფ. 35-41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება მოსარჩელეების გაწევრიანების ფაქტის ა---------ა „შ----ა 9--ში და მხარეთა შორის ა---------ის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა კოოპერატივი „შ----ასა“ და ერთობლივი საქმიანობის ა---------ა „შ----ა-9-“ შორის სამართლებრივი კავშირის დასადასტურებლად მიუთითა 199- წლის 23 ოქტომბრის თბილისის ს----------–ოს რაიონის პრეფექტურის №---0 (თბილისში, ნ--–-----ის I-- მ/რაიონის ა---------ა „შ----ას“ ჩამოყალიბების შესახებ) განკარგულებაზე.

 

აღნიშნული განკარგულებით, ისევე როგორც საქმეში წარმოდგენილი სხვა არც ერთი მტკიცებულებით, არ დგინდება სამართლებრივი კავშირის (სამართალმემკვიდრეობის) არსებობა კოოპერატივ „შ----ასა“ და ერთობლივი საქმიანობის ა---------ა „შ----ა-9-“ შორის, ვინაიდან, როგორც აღინიშნა 3.1.5. ფაქტობრივ გარემოებაში, გარდა იმისა, რომ დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი და ა---------ას ეწოდა „შ----ა-9-“, ნება დაერთო ამ უკანასკნელს მშენებარე ავტოსადგომების თავზე ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კოოპერატივი „შ----ა“ განკარგულებაში მოხსენიებულია მხოლოდ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ნიშნულის სახით - „კოოპერატიული მშენებარე ავტოსადგომების „შ----ას“ თავზე“, სადაც საინიციატივო ჯგუფს ნება დაერთო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა, ხოლო რაიმე სამართლებრივი კავშირი აღნიშნულ ორ სუბიექტს შორის განკარგულებიდან არ ჩანს.

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2-0- წლის 1- დეკემბრის ა---------ა „შ----ა-9-“-ის №- კრების ოქმიდან ც------ თ----------ისა და კ------------- ხ------ის გაწევრიანება ა---------ა „შ----ა-9-“-ში არ დგინდება.

 

2-0- წლის 1- დეკემბრის კრების ოქმის თანახმად, ერთ-ერთ დღის წესრიგად კრებაზე განისაზღვრა ა---------ის მშენებარე სახლისა და გარაჟების განაწილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამსწრეებს მშენებარე „ა“ კორპუსის და ცალკე მდგომი მშენებარე ავტოფარეხების განაწილების სქემა წარუდგინა შ------ მ----------მა, კრების ოქმის დანართი №2-ით მშენებარე A და B კორპუსებში განისაზღვრა ინდივიდუალურ საკუთრებად ბინები ავტოფარეხებითურთ. დანართი №--თ განისაზღვრა ნ--–-----ის I-- მ/რაიონის, I კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცალკე მდგომი ავტოფარეხები ინდივიდუალურ საკუთრებად განაწილება, მათ შორის, №- და №-- - დ------- დ---–--ის საკუთრებად. საქმეში წარმოდგენილია 2-07 წლის 19 დეკემბრის თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის №------ ბრძანება ნ--–-----ის I-- მ/რაიონის, I კვარტალში ა---------ა „შ----ა - 9-“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ბრძანების საფუძვლად მითითებულია თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 1-------- №------ ბრძანება პროექტის შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვით, მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართი შეადგენს 354 კვ.მ-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, კრების ოქმის დანართებში ჩამოთვლილი ავტოფარეხების (მათ შორის ცალკე არსებული ავტოფარეხების) და თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის №------ ბრძანებით განსაზღვრული მშენებლობის ობიექტის ავტოფარეხების ფართის არსებობისა, მოსარჩელეებისადმი მათი კუთვნილება არ დგინდება.

 

2-0- წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა ა---------ა ,,შ----ა-9-''-ის ,,დამფუძნებელი'' და ,,ჩვეულებრივი'' წევრები, მათ შორის არ არის დაფიქსირებული არც ც------ თ----------ე და არც კ------------- ხ------ე. ა---------ის მიზანს წარმოადგენს თბილისში ნ--–-----ის I-- მ/რაიონის, I კვარტლის მიმდებარე 3590 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლით განისაზღვრა შენატანები ა---------აში და დადგინდა, რომ ა---------აში გაწევრიანების მიზნისათვის ა---------ის დამფუძნებელი წევრები განახორციელებენ შენატანებს ა---------აში, როგორც ფულადი, ასევე ქონებრივი სახით. აღნიშნული შენატანები წარმოადგენს ა---------ის საკუთრებას და უნდა მოხმარდეს მხოლოდდამხოლოდ ა---------ის საერთო მიზნის განხორციელებას. აღნიშნულ მუხლში არსად არ არის მითითება კოოპერატივ ,,შ----ას'' მიმართ განხორციელებული ფულადი შენატანების ა---------ის საკუთრებად აღიარების თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ სწორედ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებები, საქმეში წარმოგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სსსკ 10--ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტით დადასტურება ფაქტისა, რომ ერთის მხრივ, ც------ თ----------ესა და კ------------- ხ------ესა და მეორეს მხრივ, ა---------ა „შ----ა -9-“-ს შორის არსებობდა ა---------ის ვალდებულებითი ურთიერთობა და რომ მოსარჩელეები გაწევრიანებულნი იყვნენ ა---------ა „შ----ა 9-“-ში. ამასთან, კოოპერატივში თანხის შეტანა ვერ ჩაითვლება ა---------აში თანხის შეტანად. საქმის მასალებით არ დგინდება ავტოფარეხების მშენებლობის კოოპერატივ ,,შ----ასა'' და ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ა---------ა „შ----ა 9-“-ს შორის სამართლებრივი კავშირი.

 

იმ მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, რაც წარმოდგენილი აქვს მოსარჩელეს, არ არის საკმარისი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლიანობის დასასაბუთებლად და არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელეებს აქვთ მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 932-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომ (1--- წლის 25 ნოემბრიდან) ინდივიდუალური მენაშენეების ა---------ები მოექცა სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლების რეგულირების სფეროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ა---------ის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

ამავე კოდექსის 931.1. მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

 

სკ-ის 930-ე მუხლი ხელშეკრულების საფუძვლეზე პირთა პეროსნალური გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საზოგადოების – ა---------ის დეფინიციას იძლევა. ამავე მუხლის თანახმად, ა---------ად გვევლინება ხელშეკრულების საფუძველზე საერთო მიზნის მისაღწევად ნებაყოფლობით გაერთიანებულ პირთა ერთობა, რომლის წევრებიც იურიდიული პირის შეუქმნელად კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებებით ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად.

 

სკ-ის 932-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

 

შესატანის შეტანის ვალდებულება ა---------ის წევრის ერთ-ერთი ცენტრალური ვალდებულებათაგანია, რომელთა შეტანაც ა---------ის საერთო მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია. ა---------ის თითოეული წევრის მიერ განხორციელებულ შესრულებას უპირისპირდება არა რაიმე საპასუხო შესრულების ვალდებულება, არამედ თითოეული ა---------ის წევრი მოქმედებს საერთო სასარგებლო მიზნის მისაღწევად.

 

საერთო მიზნის მისაღწევად ა---------ის წევრები კისრულობენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი მოქმედებების, უპირველ ყოვლისა, შესატანის შეტანის ვალდებულების განხორიცელებას.

 

ა---------ის წევრობიდან გამომდინარე ქონებრივი უფლება-მოვალეობები წარმოიშობა ა---------ის წევრების შესატანის განხორციელების შემდეგ. ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ წევრსა და ა---------ას შორის წარმოიშობა იმგვარი კავშირი, რაც შემდგომში ა---------ის პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება. შესაბამისად, შესატანის შეტანის განუხორციელებლობა ა---------ის წევრს უფლებას ართმევს მოითხოვოს საერთო მიზნიდან გამომდინარე, რაიმე შესრულება ა---------ისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ დადასტურდა ც------ თ----------ისა და კ------------- ხ------ის ა---------ის „შ----ა-9-“-ის წევრობა და მათ მიერ შესატანის განხორციელება ამ ა---------აში. ამასთან, ვიანიდან არ დადასტურდა რაიმე სამართლებრივი კავშირის არსებობა კოოპერატივ „შ----ასა“ და ა---------ა „შ----ა-9-“-ს შორის, კოოპერატივი „შ----ას“ სასარგებლოდ ც------ თ----------ისა და კ------------- ხ------ის მიერ განხორციელებული შენატანები ვერ ჩაითვლება ა---------ა „შ----ა-9-“-ის ვალდებულების წარმოშობისა და პასუხისმგებლობის საფუძვლად.

 

სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისაგან რაიმე ვალდებულების შესრულების შესახებ მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ც------ თ----------ის, თ----- ხ------ისა და ქ------- ხ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კმ, №-).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე