გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
190210019002842688
კატეგორია
დავის ტიპი
სამისდღეშიო რჩენა
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-216-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი 2019 წელი ქ.რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე - იუ--------–----ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - თა---------–--–---–ი,შო-------------–---–ი

მოპასუხე - და-------------–-–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი- კო------------–--ე

დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს 2008 წლის 25 იანვარს იუ--------–----ს და და-------------–-–---–ს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

1.2. მოსარჩელე იუ--------–----ს უკან დაუბრუნდეს 2008 წლის 25 იანვარს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გაცემული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპუსი 1, ბინა 117.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ იუ--------–----ს და და-------------–-–---–ს შორის 2008 წლის 25 იანვარს სანოტარო წესით გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება იუ--------–----ის სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მასზე, კერძოდ, უზრუნველეყო იგი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, ტანსაცმლით, საცხოვრებელი პირობებით, რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისათვის. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ რჩენას აქვს ყოველდღიური ხასიათი. თავის მხრივ, მოსარჩელემ და-------------–-–---–ს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპ. 1, ბინა 117, საკადსტრო კოდი: 02.04.03.015.

 

მოსარჩელის განმარტებით, და-------------–-–---–ი თავს არიდებს რჩენის მოვალეობის განხორციელებას, იგი არ ზრუნავს სარჩენზე, არ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მათ შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც, შეუძლებელია მხარეთა შორის ხელშეკრულების გაგრძელება, მიუხედავად ამისა, მოპასუხე უარს აცხადებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იუ--------–----ის მოთხოვნას წარმოადგენს:

1. შეწყდეს 2008 წლის 25 იანვარს იუ--------–----ს და და-------------–-–---–ს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

2. მოსარჩელე იუ--------–----ს უკან დაუბრუნდეს 2008 წლის 25 იანვარს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გაცემული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპუსი 1, ბინა 117.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე და-------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან იგი ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და ზრუნავს სარჩენზე, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. იუ--------–----ს და და-------------–-–---–ს შორის 2008 წლის 25 იანვარს სანოტარო წესით გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება იუ--------–----ის სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მასზე, კერძოდ, უზრუნველეყო იგი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, ტანსაცმლით, საცხოვრებელი პირობებით, რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისათვის. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ რჩენას აქვს ყოველდღიური ხასიათი. თავის მხრივ, მოსარჩელემ და-------------–-–---–ს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპ. 1, ბინა 117, საკადსტრო კოდი: 02.04.03.015.

 

მტკიცებულება: 25.01.2008 წლის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22)

 

3.1.2. მხარეებს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, მათ შორის 2018 წლის დეკემბრიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ურთიერთობა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ და-------------–-–---–ის მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რჩენის პირობები არ შესრულებულა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში და-------------–-–---–ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი ნამდვილად ჯეროვნად ასრულებდა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, იუ--------–----ს ამარაგებდა სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, ტანსაცმლით, საცხოვრებელი პირობებით, რაც აუცილებელია სარჩენის ღირსეული ცხოვრებისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ იუ--------–----ის სარჩელი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 941-ე, 949-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი) ვალდებულია გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა 2008 წლის 25 იანვარს გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება იუ--------–----ის სიცოცხლის ბოლომდე ეზრუნა მასზე, კერძოდ, უზრუნველეყო იგი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, ტანსაცმლით, საცხოვრებელი პირობებით, რაც აუცილებელია ღირსეული ცხოვრებისათვის. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ რჩენას აქვს ყოველდღიური ხასიათი. თავის მხრივ, მოსარჩელემ და-------------–-–---–ს გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპ. 1, ბინა 117, საკადსტრო კოდი: 02.04.03.015.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად, ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - გარდა ეკონომიკური მახასიათებლებისა მოიცავს მორალური კატეგორიის ელემენტებს, რომელიც საფუძვლად უდევს მხარეთა შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, „...სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში ეს არის სარჩენის სურვილი მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა: იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვ...“.

 

მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევის სახეზე, არამედ ასევე იმ პირობებზე რომლებიც გამორიცხავენ ურთიერთობის გაგრძელებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე #ას-1205-1125-2017) აღნიშნულია “...მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით სხვა სახის ხელშეკრულებებისაგან, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებელმა მხარის ნებასთან ერთად, რომ გასულიყო აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი სივრციდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, იმავდროულად სავალდებულოდ მოითხოვა ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურებაც, როგორიცაა მათ შორის ურთიერთობის განსაკუთრებულად დაძაბვა. ის, რომ მხარეთა ურთიერთობა რაიმე მიზეზით გახდა აუტანელი იმდაგვარად, რაც შეუძლებელს ხდიდა ხელშემკვრელ მხარეებს, მათ ყოფნას ერთიან სახელშეკრულებო სივრცეში....“. ამგვარად, მხოლოდ ვალდებულების დარღვევის კომპონენტი არ არის საკმარისი ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნისათვის და აღნიშნული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს ამ უფლების რეალიზაციას იმ შემთხვევაშიც თუ სახეზეა ვალდებულების დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შეწყდეს 2008 წლის 25 იანვარს მხარეებს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს 2008 წლის 25 იანვარს დადებული სამისდღეშიო ხელშეკრულებით გაცემული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპუსი 1, ბინა 117, აღნიშნულის საფუძვლად კი მოსარჩელე უთითებს, რომ და-------------–-–---–ი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ, სარჩენს არ უზრუნველყოფს სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის, მის სანახავადაც მიდიოდა იშვიათად, 2018 წლის დეკემბერში მხარეებს შორის არსებული უთანხმოების შემდგომ კი მარჩენალმა საერთოდ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა.

აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურეს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა- იუ--------–----ის მეზობლებმა ქეთევან ჯარმელაშვილმა და ციური სიხარულიძემ, კერძოდ, მათ განმარტეს, რომ არაფერი სმენიათ და-------------–-–---–ის შესახებ, არ დაუნახავთ, რომ ვინმე იუ--------–----ის სანახავად მისულიყო და მისთვის რაიმე პროდუქტი მიეტანა, ციური სიხარულიძის განმარტებით, მოსარჩელის სახლში მუდმივად უწესრიგობაა, რაც შეეხება ქეთევან ჯარმელაშვილს, მან განმარტა, რომ იუ--------–----ი მიუხედავად იმისა, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თვითონ დადის მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად და მეზობლები ხშირად ეხმარებიან მას პროდუქტების სახლში ატანაში. მოპასუხე და-------------–-–---–ს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, კერძოდ, ის რომ იგი სრულყოფილად ასრულებდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, არ წარმოუდგენია. აღნიშნული ვერც მის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დაადასტურეს, კერძოდ, თანამშრომლის ოლეგი დელიბაშვილის ჩვენების თანახმად, იგი მოპასუხეს სამსახურის შემდეგ ხანდახან ტოვებდა ბიძასთან, თუმცა მის შესახებ სხვა ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო შორენა მოდებაძის ჩვენებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი მოპასუხის მეუღლეა, შესაბამისად, დაინტერესებულია საქმის მოპასუხის სასარგებლოდ დასრულებით.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე და-------------–-–---–მა დაადასტურა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე 2018 წლის დეკემბრიდან მოპასუხე თავს არიდებს მოსარჩელესთან ურთიერთობას.

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა და მოწმეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ და-------------–-–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების არამარტო სისტემატიურ დარღვევას, არამედ მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბული და აუტანელია, რომ შეუძლებელია მათი ყოფნა ერთიან სახელშეკრულებო სივრცეში, რის გამოც, იუ--------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულილა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, და-------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 75 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. იუ--------–----ის სარჩელი მოპასუხე და-------------–-–---–ის მიმართ სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2.Sewydes 2008 წლის 25 იანვარს იუ--------–----ს და და-------------–-–---–ს Soris dadebuli samisdReSio rCenis xelSekruleba.

 

3. მოსარჩელე იუ--------–----ს უკან დაუბრუნდეს 2008 წლის 25 იანვარს დადებული სამისდღემშიო ხელშეკრულებით გაცემული უძრავი ქონება, მდებარე ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი, კორპუსი 1, ბინა 117.

 

4. მოპასუხე და-------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დეკისროს 75 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი