განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ-----------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–--------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, შ----–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის 1--------ს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, რ---------–--------------------ში მდებარე, სავაჭრო ცენტრ „გ--–-----------–--ის“ 1(მინუს ერთი) სართულზე შპს „ს-------------------“ კუთვნილი სავაჭრო დახლის ერთ-ერთი უჯრიდან კ------------–---–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვადასხვა სარეალიზაციო პროდუქციის ყუთებსა და მასში მოთავსებულ ზოგიერთ აქსესუარს.
აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ს-------------------“ მიადგა 883 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
კ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ კ------------–---–ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის ნ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1--------ს მუშაობდა შპს „ს------------------–-“ მენეჯერის თანამდებობაზე. პასუხისმგებელი იყო თბილისში, რ---------–---------------- „გ--–-----------–--ში“ მდებარე სავაჭრო კუთხეზე. 2018 წლის 1--------ს თავად არ იყო სამსახურში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ლ------------ია. როდესაც დაასრულა მუშაობა, დახურა დახლი. მეორე დღეს სამსახურში მისულ მ-------------ეს დახლი დახვდა არეული და ყუთები წაღებული. დაუკავშირდა მ-------------ე, რომელმაც აცნობა მომხდარის შესახებ. მივიდა ადგილზე და მოითხოვა კამერების ჩანაწერები. ჩანაწერების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მისთვის უცნობი პირი რამდენჯერმე იყო შესული ობიექტზე, რომელმაც გაიტანა მარცხენა მხარეს დახურულ კარადაში დალაგებული 7 ყუთი, რომელშიც ინახებოდა კვების ბლოკები, აქსესუარები, თმის საკრეჭი, ეპილატორების ყუთები, დეპილატორი და სახის საწმენდი. ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მისი მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ბრალდებულის ქმედებით შპს „ს-------------------“ მიადგა 883 ლარის ოდენობით ზიანი, რომელიც განისაზღვრა პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებით და ერთობლიობაში, მაგ: ძირითადი ნივთი ეპილატორი თავისივე ყუთით და აქსესუარებით, ვინაიდან ცალკე აღებულ აქსესუარს ან ნივთს არ აქვს ღირებულება, ისინი იყიდება ერთობლიობაში. 2018 წლის 23 მარტს დაუკავშირდა ლ---------------–იძე, რომელმაც განუმარტა, რომ ბრალდებული იმყოფებოდა საავადმყოფოში და მან აანაზღაურა მიყენებული ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „ს------------------–-“. შემთხვევის დღეს როდესაც მივიდა მაღაზიაში, კარი დახვდა ღიად და რამდენიმე ყუთი იდო გარეთ. გამომძიებლის მიერ წარედგინა მოსამართლის განჩინება, რის შემდეგ მისი თანხმობით და თანდასწრებით გამომძიებელის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, „გ--–-----------–--ში“ დათვალიერებულ იქნა ვიდეოჩანაწერი. ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული იყო როგორ შედიოდა პიროვნება, რომელიც იღებდა ყუთებს. მოწმის განმარტებით, წაღებული იყო ეპილატორი, ორი ეპილატორის ყუთი, ერთი წვერსაპარსის ყუთი, ჯამში წაღებული იყო რამოდენიმე ყუთი, რომელთა რაოდენობა ზუსტად არ ახსოვს. დაკარგული ნივთების შესატყვისი ანალოგიური ნივთები საწყობში აქვთ, მაგრამ გამომძიებელმა მოითხოვა თუ არა მათი გამოძიებისათვის წარდგენა, არ იცის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---------------–იძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1--------ს კ------------–---–ი იმყოფებოდა საავადმყოფოში ბავშვთან, რომელსაც დაუკავშირდა და სთხოვა შეხვედრა. ის და კ-----–---–ი იმყოფებოდნენ „გ--–-----------–--ის“ შენობაში. კ------------–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და იყო არაადეკვატური, რის გამოც სთხოვა სახლში წასულიყო, რაზეც უპასუხა „რა ვაკეთო სახლში, ნახე ბავშვი რა დღეში მყავსო“. დაშორდნენ ერთმანეთს, მას თან ახლდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც შეიყვანა ფილმის სანახავად. შემდეგ კ------------–---–ი დაუკავშირდა, რომელიც გაურკვევლად ლაპარაკობდა. გამოვიდა კინოდან, შეხვდა კ-----–---–ს და ტელეფონი გამოართვა იმ მოტივით, რომ იქნებ გაყოლოდა სახლში. შემდეგ ბავშვები წაიყვანა სახლში და კ------------–---–ის ტელეფონი ჰქონდა მას. დაუკავშირდა კ------------–---–ის მეუღლე თუ დედა, არ ახსოვს, რომელმაც უთხრა, რომ კ-------ი სახლში არ მისულა და ჰკითხა ხომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. დაახლოებით ერთ საათში თუ საათნახევარში დარეკა 112-ში, სადაც განუმარტეს, რომ კ------------–---–ი გადაყვანილი იყო ინგოროყვას კლინიკაში. აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა მის მეუღლეს, ხოლო თავად დილით მივიდა საავადმყოფოში, სადაც დახვდნენ კ-------ის მეუღლე და დედა, რომელთაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ კ------------–---–ი კომატოზურ მდგომარეობაში იყო. გაღვიძების შემდეგ კ------------–---–ს აწუხებდა ტკივილები, ამბობდა, რომ არაფერი არ ახსოვდა და ჰკითხა სად იყვნენ. მან შეახსენა, რომ იყვნენ „გ--–-----------–--ში“. მან გადაწყვიტა გაერკვია კ------------–---–ს რატომ სტკიოდა ხელი და მხარი და რატომ მოხვდა საავადმყოფოში. იგი მივიდა გ--–-----------–--ში, მაგრამ ვერაფერი გაარკვია. მეორე დღეს კვლავ მივიდა და დაცვის თანამშრომელმა უთხრა „შენთან ერთად რომ ბიჭი იყო, რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი და გაარკვიეო“, ჩავიდა შპს „ს-------------------–ი“, სადაც დახვდა ვიღაც გოგონა, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მისმა უფროსმა მიმართა პოლიციას და პოლიციაში გაერკვია. მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ესაუბრა ჭ---–-----–-----ს, რომლისგანაც გაიგო, რომ კ------------–---–მა ცარიელი ყუთები და აქსესუარები მოიპარა. გამომძიებელს მისცა ჩვენება, თუმცა როდესაც წაიკითხა ჩვენება, არ დაეთანხმა მას. ვინაიდან კ-------ს არ ახსოვდა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, რაც კ-------ს მან თავად შეატყობინა. პროკურატურას ორჯერ მიმართა განცხადებით, რომ არასწორი იყო მის მიერ ხელმოწერილი ჩვენება და ითხოვდა განმეორებით დაკითხვას, რაზეც განუმარტეს, რომ ადვოკატს დაეკითხა და მას წარედინა მისი ჩვენება. შემდეგ დაკითხა ადვოკატმა და მისი გამოკითხვის ოქმი წარადგინა სასამართლოში. მოწმის განმარტებით, ბრალებულის თხოვნით და მისი ინიციატვით წავიდა გ--–-----------–--ში ინფორმაციის დასაზუსტებლად. დაზარალებულმა თავდაპირველად მოითხოვა 1200 ლარი, თუმცა საბოლოოდ 800 ლარი გადაუხადა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–-------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ძ---–-------–--ის მე-7 განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1--------ს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ--–-----------–--ში მომხდარი ქურდობის შედეგად ფარულად დაუფლებული ნივთები წაღებული იქნა ლურჯი ფერის ავტომანქანით, სახ. NV--9---V-, რომელიც ეკუთვნოდა ვინმე ი---------------ს. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჭ---–-----–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ 2018 წლის 1--------ს დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტზე. მის მიერ ექსპერტების და დაზარალებულის წარმომადგენლის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. გამოკითხა მაღაზიის გამყიდველი, რომლის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით. მის მიერ გამოკითხული იქნა ლ---------------–იძე, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილიდან წავიდა ტაქსით, რომელშიც უნდა ყოფილიყო ფარულად დაუფლებული ნივთები. გამოკითხა ი---------------ი, რომელმაც დაადასტურა, რომ გ--–-----------–--თან ჩაისვა პიროვნება, რომელიც მიიყვანა რ---------–ის მეტროსთან. აღნიშნულ პირს ჰქონდა ნივთები, რომელიც დაათვალიერა, ხოლო შემდგომ დაყარა მანქანაში და წავიდა. ყუთები ამოღებული იქნა მძღოლისგან. მის მიერ გამოიკითხა კ------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეგობრის თხოვნით იყო მისული გ--–-----------–--ის ტერიტორიაზე. კ------------–---–ი ამოიცნო ტაქსის მძღოლმა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული და დათვალიერებულ იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელზეც ასახულია კ------------–---–ის დანაშაულის ადგილზე ყოფნის და ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი. გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, თუმცა კ------------–---–ი არ ცხადდებოდა განყოფილებაში, რის გამოც ადვოკატს გადაეცა დადგენილება. მივიდნენ კ-----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, მაგრამ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა კ------------–---–ის დაკავების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, მივიდნენ მისამართზე, სადაც დახვდა კ------------–---–ი. მათ კ-----–---–ს განუმარტეს, რომ არსებობდა სასამართლოს განჩინება და იგი უნდა დაეკავებინათ, რის შემდეგ ვინაიდან იყო ხალხმრავლობა, მან მოახერხა მიმალვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკითხა მასთან ერთად მყოფი პოლიციის უფროსი უ–-----------–---–ი. აღნიშნულის შემდეგ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე კ-----–---–ს შეეფარდა პატიმრობა დაუსწრებლად, რის შემდეგ დაკავებული იქნა შესაბამისი სამსახურის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უ–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია კ------------–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ. თანამშრომელ ჭ---–-----–-----თან ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას კ------------–---–ი იმყოფებოდა სხვა პირებთან ერთად. ვინაიდან ფოტოსურათი ჰქონდა ნანახი, იცნო იგი და დაუძახა მას. მათ შორის შედგა ორ წუთიანი საუბარი მშვიდ ვითარებაში, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ უნდა დაეკავებინათ, კ-----–---–ი გახდა აგრესიული და ყვირილი დაიწყო „რას მიშვებით, რატომ მიჩალიჩებთო“. ამ დროს მივიდნენ მასთან ერთად მყოფი პირები და გამოხატეს ინტერესი რა ხდებოდა. სანამ იმ ადამიანებს განუმარტეს, რა ხდებოდა, ამ დროს კ------------–---–ი წავიდა და დატოვა ტერიტორია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–--ის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა პატაკის ავტორი გ-----------–-------–ი და უ–-----------–---–ი, შეადგინა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დალუქვის ოქმი, დაცვის მხარისათვის ასლის გასაკეთებლად, ბრალდებულის ადვოკატს გაუცვალა მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ს----------------------–--------------------------–----------------------ის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 2--------ს გამომძიებლის და დაზარალებულის მონაწილეობით შუადღის საათებში სავაჭრო ცენტრ „გ--–-----------–--ში“ დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები. მის მიერ გადაღებული მასალა გადატანილი იქნა დისკზე, რომელიც დაილუქა, დააფიქსირა ხელმოწერა და გადაეცა გამომძიებელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 10 წელია მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2018 წლის 1--------ს საღამოს საათებში თავისუფლების მეტროსთან ჩამოდიოდა რ---------–ზე მისი კუთვნილი მანქანით. გააჩერა პიროვნებამ და სთხოვა შესულიყო სავაჭრო ცენტრის სადგომში. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა პატარა ყუთები, თუმცა რამდენი ყუთი იყო, არ ახსოვს და არც ის ახსოვს ყუთებს ეწერა ან/და ეხატა თუ არა რაიმე. აღნიშნულმა პირმა ყუთები ჩაალაგა მანქანაში და უთხრა, რომ რაღაც შეიძინა და დახმარებოდა ჩატანაში, თუმცა არ უთქვამს კონკრეტულად რის ჩატანაში უნდა დახმარებოდა, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. აღნიშნულმა პირმა ვერ იპოვა გასასველელი. შემდეგ მივიდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც ესაუბრებოდა, თუმცა თავად უთხრა, რომ ეჩქარებოდა და სთხოვა წასულიყვნენ. ჩასხდნენ მანქანაში, აღნიშნული პირი მანქანაში ჩაჯდა უკან, ხოლო ნივთები დადო წინ, რომელიც თავად უკან გადაყარა. აღნიშნული პირმა ერთი ყუთი გახსნა. იგი ამ პირს არ უყურებდა, ხმა ესმოდა, რომ ყუთებს ახმაურებდა. ამ პირმა სთხოვა კ---–-----------ის მოედანზე გაყვანა, შემდეგ კი რ---------–ის მეტროსთან გაყვანა. რ---------–ის მეტროსთან მან სთხოვა, რომ ეჩქარებოდა, გადასულიყო მანქანიდან, რასაც იგი დაემორჩილა, გადავიდა ავტომანქანიდან და წავიდა. ამ პიროვნებას თან ჰქონდა რაღაც ყუთები, დახია ეს ყუთები, გამოხატავდა უკმაყოფილებას და არეულ-დარეული იყო. ეს ყუთები მან დატოვა მის ავტომანქანაში, შემდეგ ნახა და აღმოჩნდა, რომ ყუთების ნაწილი იყო დახეული, რომლებიც გადააგდო, ხოლო 1 თუ 2 ყუთი არ იყო გახეული, მასში ჩაალაგა ტელეფონის დასამუხტი, ფუნჯები, რომლებიც შეინახა საბარგულში. მოწმის განმარტებით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს პიროვნება, რომელიც მას ჩაუჯდა მანქანაში, ფსიქიკურად არ იყო გაწონასწორებული, ვინაიდან არაადეკვატურად იქცეოდა. კ---–-----------ის მოედანთან რომ გადავიდა მანქანიდან, დაიწყო იქით-აქით სიარული უმისამართოდ, სადღაც შევიდა, შემდეგ გამოვიდა, დახედა ყუთებს და უკმაყოფილო სახით დაიწყო უცენზურო ლექსიკით საუბარი. შემდეგ კვლავ სთხოვდა სადღაც წაყვანას, ამბობდა, რომ ვიღაც უნდა ენახა, მაგრამ გაუწონასწორებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რის გამოც უთხრა, რომ არ ეცალა და უნდა წასულიყო. იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა, რომ სხვა ტაქსის მძღოლი მივიდა და ჰკითხა „ხომ მშვიდობააო“. მოგვიანებით დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და დაიბარეს დაკითხვაზე, რომლებსაც განუცხადა, რომ ყუთები იდო საბარგულში, რომელიც ამოღებული იქნა მისი თანხმობით. მოწმის განმარტებით, ბრალდებული სავარაუდოდ ის პირია, ვინც მისი ტაქსით იმგზავრა, თუმცა დანამდვილებით არ ახსოვს, არც გამოძიების ეტაპზე ახსოვდა. გამომძიებელმა აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო ბრალდებული. ამის შემდეგ ჩატარდა ბრალდებულის ამოცნობა და ჩანაწერის საფუძველზე შეძლო მისი ამოცნობა, ვინაიდან ამოცნობის ჩატარებამდე დიდი დრო იყო გასული. გამომძიებელმა აჩვენა ბრალდებული სამ პირთან ერთად და სამ პირს შორის ამოიცნო კ------------–---–ი. მას არ ახსოვდა ის პირი, ვინც იმგზავრა მისი მანქანით და თავიდან ვერ ამოიცნო, მაგრამ გამომძიებელმა აჩვენა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც კარგად ჩანდა იმ ადამიანის სახე და მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რომ სწორედ ის იყო მისი მგზავრი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაცვის მხარის ინიციატივით მის მიერ ჩატარებული იქნა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. მის წინაშე დასმული იყო შემდეგი სახის შეკითხვა: იმ შემთხვევაში თუ პიროვნებამ ერთდროულად მოიხმარა ვალიუმი 5 მგ-5 აბი, ზოლომაქსის 10 მგ-7 აბი, დიაზეპამი 10 მგ. 5 აბი, აზალეპტინი 100 მგ.1 აბი, ციკლოდოლი 2 მგ. 4 აბი და მცირე დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ 250 გრ. 40%-იანი არაყი, შეიძლება თუ არა გამოიწვიოს მის მიერ გაუცნობიერებელი ქმედების ჩადენა მოხმარებიდან 4-5 საათის განმავლობაში, კერძოდ: გამოიწვიოს მეხსიერების გათიშვა და დაკარგვა, არ ახსოვდეს მეორე დღის გარკვეული პერიოდები, აგრეთვე გამოიწვიოს გონების გათიშვა და კომატოზური მდგომარეობა? ყველა ამ ჩამოთვლილი აბების რაოდენობის, პლიუს თანდართული ალკოჰოლის მოხმარება მძიმე შედეგის გამომწვევია ადამიანის ფსიქიკისთვის. ამ პრეპარატების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ღრმა ცვლილებები, შეიძლევა დროებითი და შეიძლება ფატალურიც, რის შედეგად ადამიანი კომამდეც შეიძლება მივიდეს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებელს და იმასაც, ხომ არ ღებულობდა იგი წარსულში აღნიშნულ ნივთიერებებს, რის შედეგად ტოლერანტობა შეიძლება იყოს მომატებული. თუკი დადასტურებულია, რომ მან ამდენი მედიკამენტი მიიღო და ალკოჰოლი დააყოლა, ამ პრეპარატების მოხმარება ღრმა ცვლილებებს გამოიწვევდა მის ფსიქიკაში, აქ ზედმეტია საუბარი იმაზე, პიროვნება გააცნობიერებდა თუ არა მის მდგომარეობას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთდროულად აღნიშნული პრეპარატების მიღების შემდეგ გააცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირმა ეს პრეპარატები მიიღო თუ არა ერთდროულად და იყო თუ არა შუალედი პრეპარატების მიღებაში. თუკი მან პრეპარატები მიიღო ერთდროულად, ამ პრეპარატების მოქმედების პიკის დადგომა ან ზოგადად მოქმედების ვადის დადგომა, დამოკიდებულია პირველ რიგში ინდივიდუალურ მახასიათებელზე და შემდგომ ისეთ ელემენტარულ ფაქტორზე, როგორიცაა უზმოზე მიიღო მან ეს პრეპარატები თუ სავსე კუჭის პირობებში. პრეპარატის ორგანიზმის მიერ შეწოვა, თუკი პირმა სავსე კუჭის პირობებში მიიღო ეს პრეპარატი, გაცილებით უფრო გახანგძლივდებოდა, მაგრამ თუკი ეს მოხდებოდა მშიერ მდგომარეობაში, ეს არ არის ინტრავენური საშუალება, რომელიც მყისიერად იწვევს მოქმედებას, მას თავისი პერიოდი გააჩნია, ის უნდა დიშალოს ორგანიზმში, უნდა მოხდეს მისი შეწოვა და შემდეგ სისხლში მისი პიკი, სულ მცირე ერთი საათი დააგვიანდებოდა, სანამ ის რაიმე ქმედებას დაიწყებდა, შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდებოდა და გაძლიერდებოდა მოქმედება. შეიძლება დასაწყისში პირს ჰქონდეს ცნობიერება, ეტაპობრივად განვითარდება პრეტაპარტების მოქმედება და შემდეგ მივიდეს კომატოზურ მდგომარეობამდე. თუ კომამდე მივიდა პაციენტი, ბუნებრივია დალევიდან ზუსტად ერთ საათში კომაში ვერ ჩავარდება, მას გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა, დაეწყებოდა მეტყველების არევა, შენელებული პროცესები, შესაძლებელია ყოფილიყო აგრესიული გამოხატულება, ვინაიდან ამ ნივთიერებებიდან ბევრი მათგანის ერთდროულმა მიღებამ, შესაძლებელია პირიქით გამოიწვიოს აღგზნება. თრობის მდგომრეობა თანდათან გაძლიერდებოდა, გამწვავდებოდა, შემდეგ იქნებოდა ცნობიერების დარღვევა, შეიძლება ვერ გაერჩია მდგომარეობა, მდებარეობა სივრცეში, ადგილი, დღე, რიცხვი, საათი, პიროვნებების ცნობადობაზეც იმოქმედებდა აუცილებლად, ვერ გაარჩევდა ვინ არის დედა-მამა და ა.შ. ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც თავის ტვინს ამდენის გაძლება აღარ შეუძლია, მიდის კომატოზურ მდგომარეობამდე, რაც დადგა კიდეც. 1-დან 8 საათის შემდეგ მცირდება აღნიშნული პრეპარატების მოქმედება სისხლში იმიტომ, რომ ამ ნივთიერებებს ცალ-ცალკე აღებული აქვთ დაახლოებით 4-6 საათიანი მოქმედება, მათ კიდევ ერთმანეთზე ჯვარედენი მოქმედება აქვთ, აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას, ამიტომ 8 საათი, შეიძლება უფრო დიდხანსაც, გახანგძლივებულიყო მათი მოქმედება, მაგრამ რამდენ ხანში დადგებოდა კომატოზური შედეგი, ძალიან ინდივიდუალურია. მისი ვარაუდით, 1-დან 8 საათის განმავლობაში უნდა დამდგარიყო. კომატოზური მდგომარეობა. კომა ნიშნავს აბსოლუტურად გათიშულ მდგომარეობას, კომატოზური მდგომარების დროს შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებიც კი შეჩერდეს, გულისხმობს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, ცნობიერება-არ ცნობიერებას, ამ პრეპარატების და ამ დოზის ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში თეორიულადაც კი შეულებელია ცნობიერების სიჯანსაღეზე საუბარი. ყველა შემთხვევა შეიძლება არ დასრულდეს კომატოზური მდგომარეობით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ცნობიერებაზე ზეგავლენით. მის მიერ გაცემულ დასკვნაში კითხვა არის კატეგორიული, შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხიც არის კატეგორიული. მან არ იცის ამ ადამიანმა ნამდვილად მიიღო თუ არა ეს პრეპარატები, ეს გამოძიების საგანია და დასადგენია შესაბამისი ექსპერტის მიერ. ამ პრეპარატების მოხმარების შემთხვევაში კომატოზური მდგომარეობის დადგომამდე პიროვნება ვერ აცდება პრეკომატოზურ მდგომარეობას, ვერ აცდება ცნობიერების არევას, გონებრივი ფუნქციის მერყეობას. შიძლება ვერ გააცნობიეროს პროცესები, შეიძლება ჰქონდეს მწვავე პროცესები, მოეჩვენოს რაღაცაები და ა.შ. რომ მოსთხოვო მას, ეს რატომ გააკეთე, გამორიცხულია იმიტომ, რომ მეორე დღეს ან გამოფხიზლებულზე შეიძლება დაუსვა შეკითხვა გუშინ რატომ მომაყენე შეურაცხყოფა და აბსოლუტურად შოკის მომგვრელი იყოს მისთვის და არ ახსოვდეს ეს ფაქტი. იმ გარემოების უტყუარად დადგენა კონკრეტულად იმ დროს პიროვნებამ მიიღო თუ არა ის პრეპარატები, რომელსაც ამ შედეგის გამოწვევა შეეძლო, მას უტყუარად არ შეუძლია. დიაგნოზიდან ჩანს, რომ ფსიქოტროპული მოწამვლა დაუზუსტებელია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს არ აეღო სისხლის და შარდის ნიმუში და არ დადასტურდა კვლევის შემდგომი სვლა არ გაგრძელდა, მკურნალ ექიმს შეეძლო დაედასტურებინა იყო თუ არა და რა პრეპარატები იყო მიღებული. თუ ბრალდებულს შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებოდა, დადგინდებოდა რა ტიპის ინტოქსიკაცია იყო. შესაბამისი კვლევით დადგინდებოდა, თითოეული ნივთერება რამდენი გრამი იყო სისხლში, რაც ძალიან ზუსტ შედეგს განსაზღვრავდა გარკვეული საათების წინ რა პრეპარატები მოიხმარა. შარდის ანალიზით დადგინდებოდა, რომ მას გარკვეული პერიოდის წინ ნამდვილად ჰქონდა მოხმარებული გარკვეული პრეპარატები და კომა გამოიწვია ნამდვილად ამ პრეპარატებმა. ბრალდებულს დაესვა დიაგნოზი, რომ აქ არის კომა, თუმცა 5 საათით ადრე მოხვდა კომაში თუ სამი საათით ადრე, ამ ეტაპზე ინფორმაცია არა აქვს. მასთან წარდგენილ ფორმა N100-ში, როგორც მოკლე ანამნეზში არის მითითებული, იგი კლინიკაში მიყვანილია ქუჩიდან, რომელსაც იპოვიდნენ უგონო მდგომარეობაში, სავარაუდოდ წაქცეულს, თუ ახლდა ვინმე, ის გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას, ან გამვლელი. ამ მდგომარეობაში მყოფი პირისგან გამორიცხულია რომ თავად მას მიმართა დახმარებისათვის. იგი ნამდვილად მიიყვანეს უგონო მდგომარეობაში, სუნქთვის მწვავე უკმარისობით, იმისათვის რომ აღდგენილიყო სასიცოცხლო ფუნქციები, ის დააინკუბირეს და გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ამის შემდეგ ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, ამის შემდეგ შეფასდა, რომ ეს იყო კომა. ეს არ იყო ღრმა კომა და მანამდეც იყო სუნთქვითი ფუნქციები შერჩენილი. როგორც ჩანს არ მოხდა ტვინის უჯრედების იმ დონეზე დაზიანება, რომ შემდეგ აღდგა მდგომარეობა, თუმცა პაციენტი შეფასებულია როგორც მძიმე მდგომარეობა კომატოზური, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა სტაბილური, იმყოფებოდა სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ოდნავ შეფხიზლების მდგომარეობაში ნარკოზულ მდგომარეობაში გადაყვანით. კონკრეტულ საათზე ბრალდებულის ქცევა შეფასებული უნდა ყოფილიყო კლინიკური გამოკვლევის შედეგად, შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ.
2018 წლის 1--------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი, შ------------–-ს გ------------- მდებარე სავაჭრო ცენტრი „გ--–-----------–--ში“ პირველ სართულზე. ლიფტის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს. ექსკავატორების ქვემოთ არის ხის და შუშის კონსტრუქციის დახლი, რომლის ვიტრინებში დალაგებულია სხვადასხვა სახის აქსესუარები, თმის და სახის მოვლის ელექტრო ტექნიკა. ვიტრინას აქვს შუშის ორფრთიანი კარები, რომლებსაც აქვს ჩამკეტები. აღნიშნული თაროების ქვემოთ მარცხენა კუთხეში არის უჯრა, რომლის ხის კარი არის ღია მდგომარეობაში. მასში ალაგია სარეალიზაციოდ პროდუქციის შესაფუთი მუყაოს ყუთები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნ------------–---–ის მითითებით, სწორედ ზემოთაღნიშნული უჯრიდან იქნა მოპარული გასაყიდი პროდუქციის შესაფუთი მუყაოს ყუთები და აქსესუარები. აღნიშნულ სავაჭრო ობიექტს აქვს ვიდეოკამერები, რომელიც დამონტაჟებულია მარცხენა მხარეს არსებულ დახლის ზემოთ ნაწილში, რომელიც მიმაგრებულია დახლის წინა მხარეს. დახლის ტერიტორიისკენ ასევე მიმართულია ვიდეოკამერა, რომელიც დამონტაჟებულია სავაჭრო ცენტრის დერეფანში, ჭერზე.
2018 წლის 1--------ის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ძ---–-------–--ის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ ჭ---–-----–-----ის მიერ მოწმე ი---------------ისგან ამოღებული იქნა სახის მოვლის საშალებების შესაფუთი მუყაოს ყუთები, აქსესუარები და დოკუმენტაცია. კერძოდ; მოთეთრო ფერის მუყაოს ყუთი, რომელზეც არის წარწერა „BEMING TON BEVEAL“, ასევე არის ნახატები მასზე დატანილი შტრიხ კოდი: 4008496824168; მასში ჩალაგებულია 5 (ხუთი) ცალი თეთრი ფერის სატენი მოწყობილობა ე.წ. სადენებით, რომლებზეც არის წარწერა „BEMINGION“. ერთ მათგანზე „beper“: ყუთი არის დაზიანებული. მუქი ფერის მუყაოს ყუთი ნახატებით და წარწერით „BEMINATON PBOPOWEB“. მასზე დატანილია შტრიხ კოდი: 4008496789931. ყუთი არის დაზიანებული, მასში დევს თეთრი ფერის ე.წ. „კოსმეტიკის ჩანთა, რომელშიც ალაგია ე.წ. მოწყობილობის პირები, საწმენდები და ინსტრუქცია. ასევე საპარსის პირები და შავი ფერის სატენი, შვიდი ცალი ელ. ტექნიკის ინსტრუქციის ჟურნალი, რომელთაგან ექვს ცალზე არის წარწერა „BEMINAION“, ხოლო ერთზე „beper“.
2018 წლის 2--------ის ვიდეოჩანაწერის დათავლიერების ოქმით დადგენილია, რომ ძ---–-------–--ის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ ჭ---–-----–-----ის მიერ დათვალიერებულ იქნა 2018 წლის 1--------ს სავაჭრო დახლის ვიდეოკამერის ჩანაწერი, რეალური დროით 21:50 საათიდან, მონიტორზე საათის გადაწევის გამო ფიქსირდება დრო 22:20 საათი. ჩანაწერზე აღბეჭდილია სავაჭრო დახლის ტერიტორია, კერძოდ: შიდა და გარე მხარეს არსებული დახლი და შესასვლელი. მასზე ფიქსირდება მამაკაცი, სავარაუდოდ იდენტიფიცირებული პირი - კ-------------–---–ი, როგორ მიდის სავაჭრო დახლთან, გარეთა მხრიდან ათვალიერებს მას და გადის კადრიდან, რის შემდეგ მალევე ბრუნდება და ასევე გარეთა მხრიდან ცდილობს თაროების მინის კარების გახსნას, რომლებსაც ვერ აღებს. მას შესასვლელიდან გამოაქვს ხის კარადა და შედის დახლის შიდა ტერიტორიაზე. დახლის შიგნით იხრება და ქვემოთ მხრიდან იღებს რამდენიმე ცალ პროდუციის შესანახ ყუთს და გადის სავაჭრო დახლიდან, მალევე ბრუნდება დახლის შიდა ტერიტორიაზე ნივთებთან ერთად, დაიხრება ქვემოთ და იქ არსებულ უჯრაში ათვალიერებს ნივთებს. აღნიშნულ დროს წყდება ჩანაწერის მიმდინარეობა და გადადის პირდაპირი ჩვენების რეჟიმზე.
2018 წლის 10 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ი---------------მა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილას მდგომი მამაკაცი - კ------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის 1--------ს ქ.თბილისში, რ---------–ის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ გ--–-----------–--ის მ/ტერიტორიაზე მას ჩაუჯდა ტაქსში, რომელსაც თან ჰქონდა პროდუქციის შესაფუთი ყუთები და რომელიც მან დატოვა მეტროსადგურ რ---------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ზემოთაღნიშნულმა მამაკაცმა მის ავტომობილში დატოვა ყუთები, რომელიც თან ჰქონდა. ი----------------მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, სხეულის აღნაგობით, სიმაღლით, მოგრძო ფორმით, შავგრემანი პირისახით, გადახოტრილი თმით, საშუალო ზომის ტუჩებით, საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, სხვა საერთო ისერსახით და მახასიათებლებით.
2018 წლის 3-----–--ის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ჩამოთვლილი ფსიქოაქტიური ნივთიერების ერთდრულად მოხმარებამ (ვალიუმი 25მგ, ზოლომაქსი 7 მგ., დიაზეპამი-50 მგ., აზალეპტინი 100 მგ., ციკლოდოლი 8 მგ., და 250 მლ. 40%-ნი არაყი), მოხმარებიდან 1-8 საათის განმავლობაში შესაძლებელია გამოიწვიოს: ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, ამნეზია, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა, დემენცია, შფოთვა, დეპრესია, დაბნეულობა, სუნთქვის გაჩერება, ჰალუცინაცია, ჰიპოტენზია, ორიენტაციის დარღვევა, კომა.
2018 წლის 2---------ს შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–------“ ექიმის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ კ------------–---–ი მიყვანილია ქუჩიდან სასწაფო დახმარების ბრიგადის მიერ უგონო მდგომარეობაში. გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელსაც ჩაუტარდა ოროტრაქეალური ინტუბაცია და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ზოგადი მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით სათანადო კვლევების ჩაატარების შემდეგ კ------------–---–ი შემდგომი მკურნალობის მიზნით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კ------------–---–ს დაესვა დიაგნოზი: ფსიქოტროპული საშუალებებით მოწამვლა დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტოქსიური ენცეფალოპათია ქრ. ვისურული ჰეპატიტი „C“. T43.9.J96.0 G92 B18.2. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა სტაბილური, იმყოფებოდა სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ, შეფხიზლებისას აღენიშნებოდა ფსიქომოტორული აგზნება, დაწყებულ იქნა სათანადო ინტენსიური თერაპია. ჩატარებული მკურნალობის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა 20.03.18-ში 06:30 საათზე. ნათელი ცნობიერებისა და ადექვატური სპონტანური სუნთქვის ფონზე ჩაუტარდა ექსტუბაცია გართულებების გარეშე.
ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული კ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
კ------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, ი---------------ის მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, რის გამოც, არსებული ეჭვები უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
ბრალდების მხარე ბრალდებულს ბრალს სდებს მასში, რომ კ------------–---–ი ფარულად დაეუფლა შპს „ს-------------------“ კუთვნილ სარეალიზაციო პროდუქციის ყუთებს და ზოგიერთ აქსესუარს, თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა კ------------–---–ის მიერ აღნიშნული ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---------------–იძის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1--------ს იგი კ------------–---–ს შეხვდა გ--–-----------–--ში, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და იქცეოდა არაადეკვატურად. თავად შევიდა მის შვილებთან ერთად კინოში ფილმის სანახავად, ფილმის დასრულების შემდეგ კვლავ შეხვდა კ-------ს, რომელსაც გამოართვა ტელეფონი იმ მიზნით, რომ იქნებ როგორმე სახლში წაეყვანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაუკავშირდა კ-------ის დედა თუ მეუღლე არ ახსოვს, რომელმაც უთხრა, რომ კ-------ი სახლში არ მისულა და ხომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. დაუკავშირდა 112-ს და გაარკვია, რომ კ------------–---–ი გადაყვანილი იყო ინგოროყვას კლინიკაში. მეორე დღეს მივიდა საავადმყოფოში, სადაც გაარკვია, რომ კ-------ი იყო კომატოზურ მდგომარეობაში. მოგვიანებით კ-------მა განუმარტა, რომ მას არ ახსოვდა 2018 წლის 1--------ს განვითარებული მოვლენების თაობაზე და სთხოვა გაერკვია, რა მოხდა. „გ--–-----------–--ის“ დაცვის თანამშრომელმა მას უთხრა, რომ „შენთან ერთად რომ ბიჭი იყო, რაღაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი და გაარკვიეო“. მივიდა კონსულტანტ გოგონასთან, რომელმაც უთხრა, რომ მისმა უფროსმა მიმართა პოლიციას და პოლიციაში გაერკვია. სწორედ პოლიციაში გახდა მისთვის ცნობილი, რომ კ------------–---–ი ფარულად დაეუფლა ცარიელ ყუთებს და აქსესუარებს. კ------------–---–ს თავად შეატყობინა საავადმყოფოში ამ გარემოების თაობაზე, რომელსაც მისი მდგომარეობის გამო არ ახსოვდა, რა მოხდა.
ბრალდების მხარის მიერ მოწმის ი---------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 1--------ს საღამოს საათებში თავისუფლების მეტროსთან გააჩერა პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეჭირა ყუთები. ამ პიროვნებამ სთხოვა სავაჭრო ცენტრ გ--–-----------–--ში შესვლა იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ჩამოსატანი ჰქონდა რაღაც და სჭირდებოდა დახმარება. აღნიშნული პირი მიიყვანა კ---–-----------ის მოედანზე, შემდეგ კი რ---------–ის მეტროსთან. მის მგზავრს თან ჰქონდა რაღაც ყუთები, რომელიც მანქანაში ყოფნისას გახია და გამოხატავდა უკმაყოფილებას. შემდეგ მან უთხრა, რომ ეჩქარებოდა და გადასულიყო მანქანიდან. ამის შემდეგ მისი მგზავრი გადავიდა ავტომანქანიდან და წავიდა. ყუთები კი მას დაუტოვა. მოწმის განმარტებით, ის პირი, ვინც იგი გააჩერა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ფსიქიკურად არ იყო გაწონასწორებული, ვინაიდან არაადეკვატურად იქცეოდა, კ---–-----------ის მოედანზე რომ გადავიდა მანქანიდან, დაიწყო აქით-იქით სიარული უმისამართოდ, სადღაც შევიდა, შემდეგ გამოვიდა, დახედა ყუთებს და უკმაყოფილო სახით დაიწყო გინება. შემდეგ კვლავ სთხოვდა სადღაც წაყვანას, ამბობდა რომ ვიღაც უნდა ენახა, გაუწონასწორებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რის გამოც უთხრა, რომ არ ეცალა და უნდა წასულიყო. ეს პიროვნება იმდენად არაადეკვატურად იქცეობდა, რომ სხვა ტაქსის მძღოლი მივიდა და ჰკითხა „ხომ მშვიდობააო“. მოწმის განმარტებით, ბრალდებული სავარაუდოდ ის პირია, ვინც მისი ტაქსით იმგზავრა, თუმცა დანამდვილებით არ ახსოვს, ეს გარემოება არც გამოძიებისას ახსოვდა უტყუარად. გამომძიებელმა აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო ბრალდებული. ამის შემდეგ ჩატარდა ამოცნობა და მხოლოდ ჩანაწერის საფუძველზე შეძლო მისი ამოცნობა, ვინაიდან ამოცნობის ჩატარებამდე დიდი დრო იყო გასული. გამომძიებელმა აჩვენა ბრალდებული სამ პირთან ერთად, რომელიც ამოიცნო.
საქმეზე გამოკვლეული იქნა 2018 წლის 10 ივლისის პირის ამოცნობის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ამომცნობმა პირმა ი---------------მა განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილას მდგომი მამაკაცი - ბ------------–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2018 წლის 1--------ს ქ.თბილისში, რ---------–ის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ გ--–-----------–--ის მ/ტერიტორიაზე ჩაუჯდა ტაქსში, რომელსაც თან ჰქონდა პროდუქციის შესაფუთი ყუთები და რომელიც მან დატოვა მეტროსადგურ რ---------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ზემოთაღნიშნულმა მამაკაცმა მის ავტომობილში დატოვა ყუთები, რომელიც თან ჰქონდა. ი---------------მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, სხეულის აღნაგობით სიმაღლით, მოგრძო ფორმით, შავგრემანი პირისახით, გადახოტრილი თმით, საშუალო ზომის ტუჩებით, საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის ცხვირით, მუქი ფერის თვალებით, სხვა საერთო ისერსახით და მახასიათებლებით. სასამართლო აღნიშნულ ამოცნობის ოქმს ვერ გაიზიარებს, რამეთუ მოწმის სახით დაკითხვისას ი----------------მა განაცხადა, რომ იგი მუშაობს რა ტაქსის მძღოლად, დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან უწევს შეხება. შესაბამისად, მას არ ახსოვდა ის პირი, რომელმაც იმგზავრა ზემოთმითითებულ დროს მისი ავტომანქანით. მას ამოცნობამდე გამომძიებელმა აჩვენა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც კარგად იყო დაფიქსირებული აღნიშნული პირის გამოსახულება და სწორედ აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით შეძლო მისი ამოცნობა. მისთვის ვიდეოჩანაწერი რომ არ ეჩვენებინათ, საერთოდ ვერ შეძლებდა მის ამოცნობას და დღეის მდგომარეობითაც არ არის დარწმუნებული ბრალდებული არის თუ არა ის პირი, რომელმაც იმგზავრა მისი კუთვნილი ავტომობილით.
სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმი არ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს და სასამართლოს მიერ ვერ იქნება შეფასებული, როგორც კ------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყური მტკიცებულება, რამეთუ მოწმე ი----------ის განმარტებიდან გამომდინარე, მან ბრალდებულის ამოცნობა შეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიების ეტაპზე მას ანახეს კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, თუმცა უშუალოდ თავად არ არის დარწმუნებული, რომ სწორედ ბრალდებულია ის პირი, ვინც იმგზავრა მისი ავტომანქანით. შესაბამისად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ის გარემოება, რომ სწორედ კ------------–---–ი იყო ის პიროვნება, რომელმაც იმგზავრა ი---------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომაქანით და სწორედ მან დატოვა მის ავტომანქანაში ის ნივთიერი მტკიცებულებები, რაც მისგან ამოღებული იქნა ბრალდების მხარის მიერ.
ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად ასევე წარმოუდგინა სავაჭტო ცენტრ „გ--–-----------–--იდან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი და 2018 წლის 2--------ით დათარიღებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ დათვალიერებული იქნა 2018 წლის 1--------ის სავაჭრო დახლის ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია სავაჭრო დახლის ტერიტორია, კერძოდ: შიდა და გარე მხარეს არსებული დახლი და შესასვლელი. მასზე ფიქსირდება მამაკაცი, სავარაუდოდ იდენტიფიცირებული პირი - კ-------------–---–ი, როგორ მიდის სავაჭრო დახლთან, გარეთა მხრიდან, ათვალიერებს მას და გადის კადრიდან, რის შემდეგ მალევე ბრუნდება და ასევე გარეთა მხრიდან ცდილობს თაროების მინის კარების გახსნას, რომლებსაც ვერ აღებს. მას შესასვლელიდან ხის კარადა და შედის დახლის შიდა ტერიტორიაზე. დახლის შიგნით იხრება და ქვემოთ მხრიდან იღებს რამდენიმე ცალ პროდუციის შესანახ ყუთს და გადის სავაჭრო დახლიდან, მალევე ბრუნდება დახლის შიდა ტერიტორიაზე ნივთებთან ერთად, დაიხრება ქვემოთ და იქ არსებულ უჯრაში ათვალიერებს ნივთებს. აღნიშნულ დროს წყდება ჩანაწერის მიმდინარეობა და გადადის პირდაპირი ჩვენების რეჟიმზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერში არ არის ასახული ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტი. ჩანაწერი მთავრდება იმ მომენტში, როდესაც პიროვნება ნივთებთან ერთად ბრუნდება იმავე დახლში და ათვალიერებს რაღაც ნივთებს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სავაჭრო ცენტრ გ--–-----------–--ში დამონტაჟებულია არაერთი სათვალთვალო ვიდეოკამერა. საგამოძიებო ორგანო არ დაინტერესებულა მოეპოვებინა რომელიმე კამერის ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ ნივთების ფარულად დაუფლების, მისი გადაადგილების და ტერიტორიის დატოვების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ჩანაწერი, სადაც ფიქსირდება სავარაუდოდ ბრალდებულის დახლთან დახრის მომენტი, თუმცა ამის შემდეგ კონკრეტულად რა მოქმედება განახორციელა ფირზე აღბეჭდილმა პიროვნებამ, ჩანაწერში არ ფიქსირდება. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ვიდეოჩანაწერი და ამ ჩანაწერის დათვალიერების ოქმი ვერ იქნება გაზიარებული, როგორც ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.
საქმეზე გამოკვლეული 2018 წლის 2---------ს შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–------“ ექიმის მიერ გაცემული ცნობით დადგინდა, რომ კ------------–---–ი კლინიკაში მიყვანილია ქუჩიდან უგონო მდგომარეობაში. გამოხატული იყო სუნქთვის მწვავე უკმარისობა, რომელსაც ჩაუტარდა ოროტრაქეალური ინტუბაცია და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ზოგადი მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით სათანადო კვლევების ჩაატარების შემდეგ კ------------–---–ი შემდგომი მკურნალობის მიზნით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კ------------–---–ს დაესვა დიაგნოზი: ფსიქოტროპული საშუალებებით მოწამვლა დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტოქსიური ენცეფალოპათია ქრ. ვისურული ჰეპატიტი „C“. T43.9.J96.0 G92 B18.2. ავადმყოფობის მიმდინარეობა: ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა სტაბილური, იმყოფებოდა სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ, შეფხიზლებისას აღენიშნებოდა ფსიქომოტორული აგზნება, დაწყებულ იქნა სათანადო ინტენსიური თერაპია. აღნიშნული ცნობით დადგინდა, რომ ბრალდებული იმყოფებოდა ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, რამაც გამოიწვია მისი კომატოზური მდგომარეობა.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მიერ მიღებული მედიკამენტების ზეგავლენასთან დაკავშირებით დაცვის მხარის ინიციატივით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ--------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი ბრალდებულს ნამდვილად ჰქონდა ერთდროულად მოხმარებული ვალიუმი 5 მგ-5 აბი, ზოლომაქსის 10 მგ-7 აბი, დიაზეპამი 10 მგ. 5 აბი, აზალეპტინი 100 მგ.1 აბი, ციკლოდოლი 2 მგ. 4 აბი და მცირე დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ 250 გრ. 40%-იანი არაყი, აღნიშნული მძიმე შედეგს გამოიწვევდა, რის შედეგად ადამიანი კომამდეც შეიძლება მივიდეს. შეიძლება დასაწყისში პირს ჰქონდეს ცნობიერება, შემდეგ ეტაპობრივად განვითარდება თრობა და შემდეგ შესაძლოა მივიდეს კომატოზურ მდგომარეობამდე. თუ კომამდე მივიდა პაციენტი, ბუნებრივია დალევიდან ზუსტად ერთ საათში კომაში ვერ ჩავარდება, მას გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა, დაეწყებოდა მეტყველების არევა, შენელებული პროცესები, შესაძლებელია ყოფილიყო აგრესიული გამოხატულება, ვინაიდან ამ ნივთიერებებიდან ბევრი მათგანის ერთდროულად მიღებამ, შესაძლებელია პირიქით გამოიწვიოს აღგზნება. თრობის მდგომრეობა თანდათან გაძლიერდებოდა, გამწვავდებოდა, შემდეგ იქნებოდა ცნობიერების დარღვევა, შეიძლება ვერ გაერჩია მდგომარეობა, მდებარეობა სივრცეში, ადგილი, დღე, რიცხვი, საათი, პიროვნებების ცნობადობაზეც იმოქმედებდა აუცილებლად, ვერ გაარჩევდა ვინ არის დედა-მამა და ა.შ. ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც თავის ტვინს ამდენის გაძლება აღარ შეუძლია, მიდის კომატოზურ მდგომარეობამდე, რაც დადგა კიდეც. მისი ვარაუდით, 1-დან 8 საათის განმავლობაში უნდა დამდგარიყო კომატოზური მდგომარეობა. ყველა შემთხვევა შეიძლება არ დასრულდეს კომატოზური მდგომარეობით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ცნობიერებაზე ზეგავლენით. ამიტომ კომატოზური მდგომარეობის დადგომამდე ვერ აცდებოდა პრეკომატოზურ მდგომარეობას, ვერ აცდებოდა ცნობიერების არევას, გონებრივი ფუნქციის მერყეობას და ვერ გააცნობიერებდა პროცესებს. მოწმის ჩვენებით, თუ ბრალდებულს შესაბამისი კვლევა ჩაუტარდებოდა, დადგინდებოდა რა ტიპის ინტოქსიკაცია იყო და დადგინდებოდა, რა პრეპარატების მოხმარებამ გამოიწვია მისი კომატოზურ მდგომარეობამდე მიყვანა. მასთან წარდგენილ ფორმა N100-ში როგორც არის მითითებული, ბრალდებული კლინიკაში მიყვანილია ქუჩიდან, რომელსაც იპოვიდნენ უგონო მდგომარეობაში.
ბრალდებულმა კ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მიიღო დიაზეპამი 7 აბი, ვალიუმი 5 აბი, აზალეპტინი 100 მგ.1 აბი, ციკლოდოლი 4 აბი და არაყი. აბები მიიღო იმიტომ, რომ შვილი ჰყავდა ავად და ნერვიულობდა. იგი სისტემატურად არ იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, შეიძლება თვეში ერთხელ ანერვიულებულზე მიეღო. ფსიქოტროპული აბების მიღების შემდეგ მსგავსი შემთხვევა არასოდეს არ მოსვლია. მას საერთოდ არ ახსოვს, რა მოქმედებები განახორციელა დროის იმ პერიოდში, როდესაც მას ბრალდების მხარე ედავება დანაშაულის ჩადენას. მისთვის ლ---------------–იძისაგან მოგვიანებით გახდა ცნობილი ამ გარემოებების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ გამორკვეულა და უტყუარად არ დადასტურებულა ის გარემოება, თუ როგორი იყო ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, თუ რამდენად შეეძლო მას გაეცნობიერებინა მისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და თავად ბრალდებულის განმარტებებით ირკვევა, რომ ბრალდებული იქცეოდა არაადექვატურად, ბრალდებულს შემთხვევის მეორე დღეს არ ახსოვდა წინა დღეს განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ იგი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების გამო. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს შეფასებით, არსებობს დიდი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეეძლო ბრალდებულს გაეცნობიერებინა მისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის.
სასამართლოს შეფასებით, კ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნებოდა კ-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა კ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. ასევე, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ეჭვების გაბათილება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა კ------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა კ------------–---–ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, კ------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, ვიდეოკამერის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეოკადრი ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- 2018 წლის 1--------ის ამოღების ოქმით ი---------------ისგან ამოღებული ყუთები და მასში მოთავსებული ტექნიკის აქსესუარები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს VII განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. კ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით კ------------–---–ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და იგი იხდის ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, იგი არ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. გამართლებულ კ------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, ვიდეოკამერის დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეოკადრი ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- 2018 წლის 1--------ის ამოღების ოქმით ი---------------ისგან ამოღებული ყუთები და მასში მოთავსებული ტექნიკის აქსესუარები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–--ის სამმართველოს VII განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი