გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6692-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსა----თლე და---- წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ირ--- კო-------------ბუ-–-------ი
წარმომადგენლები - თა---- ტუ----–-, და---- გი------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ნა---- ბე-----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №----------- გადაწყვეტილება მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ისათვის, მინდობით აღზრდაში მყოფი მისი არასრულწლოვანის შვილის მნახველ და გამყვან პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „ირ--- კო-------------ბუ-–-------ის რწმუნებულების და---- გი------–---–ის და თა---- ტუ----–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------- გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ისათვის, მინდობით აღზრდაში მყოფი მისი არასრულწლოვანის შვილის მნახველ და გამყვან პირად რეგისტრაციის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით სადავო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ს არასრულწლოვანი შვილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 5 აგვისტოდან იმყოფება მინდობით აღზრდაში.
თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ს შეეზღუდა მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებები მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ი, რეგისტრირებული იყო მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად, რომელიც 2015 წელს გაუუქმდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით ბავშვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასა----თლო:
- ამონაწერი ოქმიდან (ს.ფ. 13);
- თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ.111-112);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.2. მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის და ძველი თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ითხოვა მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად რეგისტრაცია, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №----------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №----------- გადაწყვეტილება, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------მა 2018 წლის 16 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან.
„ირ--- კო-------------ბუ-–-------ის რწმუნებულების და---- გი------–---–ის და თა---- ტუ----–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------- გადაწყვეტილებით ირ--- კო-------------ბუ-–-------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ირ--- კო-------------ბუ-–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის არ სურს დედასთან შეხვედრა, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ინტერესი.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 14 თებერვლის ცნობით, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში, მისი რეტრამვატიზაციის რისკი არის მაღალი, რაც გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასა----თლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19);
- „ირ--- კო-------------ბუ-–-------ის რწმუნებულების და---- გი------–---–ის და თა---- ტუ----–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-25);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 14 თებერვლის ცნობა (ს.ფ. 86);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნა (ს.ფ. 87-88);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირ--- კო-------------ბუ-–-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ბავშვის უფლებათა კონვენცია, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სა----თლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასა----თლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსა----თლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სა----თლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასა----თლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სა----თლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სა----თლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სა----თლებრივი შედეგი.
სასა----თლო აღნიშნავს, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო თავის სამოქმედო ტერიტორიაზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო უზრუნველყოფს შვილად აყვანის /მინდობით აღზრდის პროცედურის განხორციელების ყველა ეტაპზე გასაშვილებელი ბავშვის /მინდობით აღსაზრდელის წარმომადგენლობას.
მითითებული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
ამრიგად, სასა----თლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №----------- გადაწყვეტილება მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ისათვის, მინდობით აღზრდაში მყოფი მისი არასრულწლოვანის შვილის მნახველ და გამყვან პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და „ირ--- კო-------------ბუ-–-------ის რწმუნებულების და---- გი------–---–ის და თა---- ტუ----–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასა----თლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მინდობით აღზრდაში მყოფი, მისი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად რეგისტრაციის თაობაზე.
6.2. სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლსი მე-2 პუნქტის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
სასა----თლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი სახელმწიფოს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური თვალსაზრისით ავალდებულებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისი, მათი უფლებები დაცვას და უზრუნველყოფას ნებისმიერ სა----თლებრივ ურთიერთობებში.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასა----თლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მითითებული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასა----თლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ამრიგად, სასა----თლო განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ბავშვისა და მისი ბიოლოგიური მშობლის ურთიერთობაში, უპირატესი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
6.3. სასა----თლო აღნიშნავს, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინდობით აღზრდა არის სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მითითებული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ს შეეზღუდა მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებები მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, ხოლო
სასა----თლო აღნიშნავს, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასებისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში – გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ს არასრულწლოვანი შვილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 5 აგვისტოდან იმყოფება მინდობით აღზრდაში. ამასთან, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ი, რეგისტრირებული იყო მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად, რომელიც 2015 წელს გაუუქმდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით ბავშვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის და ძველი თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ითხოვა მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად რეგისტრაცია, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №----------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------მა 2018 წლის 16 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თუმცა „ირ--- კო-------------ბუ-–-------ის რწმუნებულების და---- გი------–---–ის და თა---- ტუ----–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №-------- გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასა----თლო განმარტავს, რომ ზოგადად, ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესს, მისი ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა და ოჯახურ გარემოში აღზრდა წარმოადგენს, თუ არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მისივე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ბიოლოგიურ მშობლებთან მის ურთიერთობას და ბიოლოგიურ ოჯახში მისი ყოფნის მიზანშეუწონლობას განსაზღვრავს.
სასა----თლო მიუთითებს „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №-1-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მინდობით აღსაზრდელს, მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით, ასევე აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს ბიოლოგიურ ოჯახის წევრთან/წევრებთან, ნათესავთან/ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებებისა და მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის მინდობით აღზრდაში გადაცემის საფუძვლების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესს განსაზღვრავს მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ფსიქო-ემოციურად მისი ჯანსაღად აღზრდა და მისი დამოკიდებულება ბიოლოგიური მშობლის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ირ--- კო-------------ბუ-–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის არ სურს დედასთან შეხვედრა, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ინტერესი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 14 თებერვლის ცნობით, მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში, მისი რეტრამვატიზაციის რისკი არის მაღალი, რაც გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას.
საქმის ზეპირი მოსმენის დროს, მოწმის სახით გამოძახებულმა ფსიქოლოგმა თინათინ ჯავახიშვილმა განმარტა, რომ იგი იცნობს ირ--- კო-------------ბუ-–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ამ ეტაპზე, მისი ბიოლოგიურ დედასთან - ირ--- კო-------------ბუ-–-------თან ურთიერთობა, თუნდაც პერიოდულად და მცირე ხნით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ბავშვისა და მისი ბიოლოგიური მშობლის ურთიერთობის აღდგენისათვის აუცილებელია, როგორც ბავშვის, ისე მშობლის ფსიქოლოგიური მომზადება და ამ მიზნით, სათანადო, კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება.
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.
ამასთან, სასა----თლო აღნიშნავს, რომ „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №-1-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ბავშვის მინდობით აღსაზრდელად განთავსებიდან ერთი თვის შემდეგ სოციალური მუშაკი მინდობით აღმზრდელის ოჯახში ვიზიტს ახორციელებს არანაკლებ თვეში ერთხელ, სააგენტოსა და მინდობით აღმზრდელის ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში. სოციალური მუშაკი თავისი ვიზიტების დროს ხელმძღვანელობს მინდობით აღზრდის სტანდარტებით, უწევს ზედამხედველობას სტანდარტების შესრულებას და საჭიროების შემთხვვევაში მხარს უჭერს მინდობით აღმზრდელის ოჯახს მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
ამრიგად, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს ზედამხედველობა მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მინდობით აღზრდის სტანდარტებზე, მათ შორის მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ამასთან, ბიოლოგიურ მშობელს თავის მხრივ, შეუძლია ფსიქოლოგთან მუშაობისა და შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთობლივად განხორციელების შემდგომ, კვლავ მიმართოს სააგენტოს მისი ბავშვის მნახველ პირად რეგისტრაციის მოთხოვნით.
6.3. სასა----თლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასა----თლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არა აქვს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სა----თლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სა----თლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სა----თლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სა----თლებრივი აქტების კანონიერად არის მიჩნეული, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, მისთვის, მინდობით აღზრდაში მყოფი მისი არასრულწლოვანის შვილის მნახველ და გამყვან პირად რეგისტრაციის თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თა---- გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის და---- გი------–---–ის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე 32-ე-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ირ--- კო-------------ბუ-–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელე ირ--- კო-------------ბუ-–-------ს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის - და---- გი------–---–ის მიერ, 2018 წლის 24 ოქტომბერს №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, და---- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსა----თლე და---- წერეთელი