განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/8---19
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------ი შ--------ა,დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ---- ტ------ძე,ბრალდებული - შ---- ბ-------ის ძე ს---------ი, დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ------–-----–------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–--------------------ში,თარჯიმანი - მ-----ა კ--–----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო: 2019 წლის 21 იანვარს გაცემული შემაკავებელი ორდერით N0----- შ---- ს---------ს დაეკისრა იმ სახლისაგან განცალკევების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - დედა მ----- ს---------ი ცხოვრობს და აეკრძალა მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 26 იანვარს შ---- ს---------ი მივიდა დედის - მ----- ს---------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–-----–--------------------ში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
შ---- ს---------მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ მ----- ს---------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, გ------------–-–---–-- და გ-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ელ-სმენით შეტყობინებით და 2019 წლის 21 იანვრის შემაკავებელი ორდერით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შ---- ს---------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
შ---- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, შ---- ს---------ს პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და წარსულში ნასამართლობა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ლ----------------–-------–----------–-------------–------------------–---------------- დასკვნას, რომლის თანახმად: შ---- ს---------ს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F--.- დაავადებათა საერთაშორისო კვალიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შ---- ს---------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. შ---- ს---------ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ,,შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ---- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-მუხლის შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (თვე) და 19( ცხრამეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, შ---- ს---------ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვის ვადით.
შ---- ს---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან.
გაუქმდეს შ---- ს---------ი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/