განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002160535
#1/298-17 (№0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---------------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს----------------------------------.
ადვოკატი - მ-----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 07 დეკემბერს ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა „გ---------------–-–---–ი“ (ს/ნ3----------), რომელიც მის სარგებლობაში არსებული ფორდის მარკის სატვირთო ავტომანქანით სახელმწიფო ნომერი B-------- ახორციელებდა დაპობილ-დაჩეხილ სათბობი შეშის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას სხვადასხვა რეგიონებში. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გ---------------–-–---–მა სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით გადაწყვიტა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც გ---------------–-–---–ი ბუღალტერისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით წერდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომლებსაც შემდგომ იყენებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას, კერძოდ 2017 წლის 08 ივლისს გ---------------–-–---–მა შპს „ჯ--------------------------------------–-------------“ (ს/ნ 4--------) შეიძინა 1,5 მ3 დაკოტრილ დაჩეხილი სათბობი შეშა, რაზეც გაიწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N---–-----------, სათბობი შეშა გ---------------–-–---–ს ტრანსპორტირებით უნდა გადაეტანა ქალაქ ახმეტიდან-მარნეულში.
2017 წლის 14 სექტემბერს გ---------------–-–---–მა საგარეჯოს რაიონის სოფელი მანავიდან განახორციელა 1,5 მ3 დაპობილი-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია მარნეული გარდაბნის რაიონში, რაზეც გაიწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის Nე-–----------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადის Nე-–-----------, იმავე დღეს გ---------------–-–---–მა მოახდინა Nე-–----------- სასაქონლო ზედნადების გაუქმება თითქოს მას შეშის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია. რეალურად გ---------------–-–---–მა მის სარგებლობაში არსებული „ფორდის“ მარკის სახელმწიფო ნომერი B-------- სატვირთო ავტომანქანით განახორციელა ხე-ტყის ტრანსპორტირება გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, სადაც მოახდინა ხე-ტყის რეალიზაცია დავით მარუქაშვილზე, თუმცა გ---------------–-–---–მა ხე-ტყის Nე-–----------- სასაქონლო ზედნადებში, ოპერაციის შინაარსში მიუთითა შიდა გადაზიდვა. აღნიშნული ზედნადები კი გააუქმა იმავე დღეს, იმის ნიშნად, რომ თითქოს და მას შეშის ტრასპორტირება არ განუხორციელებია.
აღნიშნულის შემდგომ 2017 წლის 17 სექტემბერს, 18 სექტემბერს, 23 სექტემბერს, 24 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს გ---------------–-–---–მა გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის N--–-----------, N--–-----------, N--–-----------, N--–-----------, N--–----------- და N--–----------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N----------, რომლითაც მოახდინა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბერს დაამზადა Nე-–----------- სასაქონლო ზედნადები, რაშიც გ---------------–-–---–მა კვლავ დააფიქსირა სხვა საგადასახადო დოკუმენტში გამოყენებული სასაქონლო ზედნადები N----------. გ---------------–-–---–მა Nე-–----------- სასაქონლო ზედნადებით კი მოახდინა სათბობი შეშის რეალიზაცია მოქალაქე თ--------------ეზე.
აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გ---------------–-–---–მა მოახდინა ხე-მასალის ტრანსპორტირება და რეალიზაცია. რეალიზაციის დასრულების შემდეგ იგი სისტემატურად აუქმებდა ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა მას არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება.
შესაბამისად ნათელია, რომ გ---------------–-–---–მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკემენტები ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა შეშის ტრანსპორტირების და რეალიზების დროს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დათვალიერების ოქმი, საკონტროლო შესყიდვის ოქმები და სხვ.) ერთობლიობა გ---------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ---------------–-–---–მა ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ---------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---------------–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ---------------–-–---–ს 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 950 (ცხრაასორმოცდაათი) ლარით და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წელი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ---------------–-–---–ს 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ჯარიმა შეუმცირდეს 950 (ცხრაასორმოცდაათი) ლარით და მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით.
გ---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 2 მაისიდან დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლის პერიოდი.
გ---------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ---------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით 6000 (ექვსი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სათბობი შეშა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე