განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
160100119002880713
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002880713

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/62-19 22 აპრილი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031220119001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი

 

ბრალდებული: თ---------- ს--------ი

მამის სახელი: ქ----–

დაბადებული: 1----–-–-----------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–---–--------------–-----------------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 08:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე ს--------ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თ---------- ს--------მა, ეჭვიანობის გამო, მარჯვენა გაშლილი ხელით მარცხენა მხარზე ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ლ------ ს--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ თ---------- ს--------ი არის ლ------ ს--------ას მეუღლე და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N001472519 დასკვნის თანახმად ლ------ ს--------ას 22.01.2019 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხარის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვენბა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ლ------ ს--------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმე მულხუნაზ ვალიევას, მაია ბაირამოვას გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 22 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ თ---------- ს--------მა მეუღლის ლამარ ს--------ას მიმართ განახორციელა ძალადობა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თ---------- ს--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა თ---------- ს--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თ---------- ს--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ლ------ ს--------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე მულხუნაზ ვალიევას და მაია ბაირამოვას გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 22 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N001472519 დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა თ---------- ს--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ---------- ს--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ---------- ს--------მა ლ------ ს--------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ თ---------- ს--------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ არ აქვს პრეტენზია, თ---------- ს--------ი არაა ნასამართლევი, სესაბამისად არ არსებობს საფუზველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით თ---------- ს--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით, ხოლო პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით, საბოლოოდ მას უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ---------- ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით 2019 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით, მას შეუცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 50(ორმოცდაათი) საათვის ვადით.

 

თ---------- ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ვ----–-------------------------------

 

საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე