განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1-33-2018
( 038190118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ხ-–-----
ხ-–-----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–------ძე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, მცხოვრები ხ-–-----ს რაიონის სოფელ ბ----------ში
ადვოკატი - ნ-----------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ლ-–------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 იანვარს ხ-–-----ს რაიონის სოფელ ბ----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 13:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ-–------ძემ ჩაიდინა ძალადობა თავისი მამის - გ--------------ს და ძმის - ლ----------------ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას და ძმას - როგორც ერთს, ისე მეორეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, რამაც დაზარალებულთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ-–------ძემ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის NN0-------- 0-------- დასკვნები, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა N5-–- ნივთიერი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ-–------ძემ თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მამის - გ--------------ს და ძმის - ლ----------------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია განცხადებები, რომელთა მიხედვითაც დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ არ გააჩინიათ პრეტენზიები; თუმცაღა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დანაშაულებრივი ქმდების განხორცილებისას ფიგურირებს ცივი იარაღიც.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.2. ლ-–------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობითად, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ლ-–------ძეს.
6.2. საკანცელარიო დანა, ხისტარიანი ჩაქუჩი და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჭაღის ფრაგმენტები უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 19 იანვრიდან 2 მარტის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობის ყოფნის ვადა;
დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
ლ-–------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ლ-–------ძეს;
საკანცელარიო დანა, ხისტარიანი ჩაქუჩი და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჭაღის ფრაგმენტები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–-----ს რაიონული სასამართლოს (ხ-–-----, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი