გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2019
საქმის ნომერი
160310019002974155
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310019002974155

№3/73-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 მაისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბიაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე, ელენე თაგაური

მოსარჩელე - საქართველოს ცე-------–------------------------ია;

წარმომადგენლები - კახ-------------–-–---–ი, გი----გი სან---------ი, გი----------–-–---–ი;

მოპასუხე - ლა–------–--ე;

მესამე პირები - 1. N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისია;

2. ,,ქა-------–----–------------------ული საქართველო’’;

3. ,,ერთ-------–------–------------აობა";

4. გი----გი თა-----–---–ი;

 

დავის საგანი: N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ლა–------–--ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის - ლა–------–--ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2019 წლის 23 აპრილს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიდა N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის - გი----გი თა-----–---–ის განცხადება. გი----გი თა-----–---–ი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მიმდინარე წლის 23 აპრილს, N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა - ლა–------–--ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და განახორციელა მუქარა, იმის თაობაზე, რომ გი----გი თა-----–---–ი აღარ ჩასულიყო ქალაქ მა-------–ში, საოლქო საარჩევნო კომისიაში სამუშაოდ.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ,,საქართველოს ცე-------–------------------------იის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცესკოს 2017 წლის 14 ივლისის N70/2017 განკარგულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის თანახმად, ზემოხსენებულ განცხადებაში მითითებული ფაქტების შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქმეში არსებული ახსნა-განმარტების თანახმად, დადგინდა, რომ N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ლა–------–--ის ქმედება წარმოადგენს ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის დანაწესის დარღვევას და შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომად, კერძოდ, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, რადგან ლა–------–--ემ არა თუ თავი არ აარიდა პირადი ხასიათის კონფლიქტის წარმოშობას, არამედ დაუშვა მისი გაღვივებაც, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, გი----გი თა-----–---–ის მიმართ ჩაიდინა ეთიკის ნორმებისა და ქცევის ზოგადი წესების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი, რამაც თავის მხრივ, რეპუტაცია შეულახა როგორც გი----გი თა-----–---–ს, ასევე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ჩადენილი დარღვევის სიმძიმისა და დამდგარი შედეგიდან გამომდინარე ლა–------–--ეს უნდა შეუწყდეს N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე.

 

2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ლა–------–--ემ განმარტა, რომ გი----გი თა-----–---–ი ახდენდა მასზე პროვოცირებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი ესაუბრებოდა პანკისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ასევე სხვა პირთა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო კადრებზე. ლა–------–--ემ აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, სხვების თანდასწრების გარეშე, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ ესაუბრა გი----გი თა-----–---–ს და მიუთითა მას, რომ შეეკავებინა ამ თემაზე საუბრისგან თავი და უარყო მისი მხრიდან გი----გი თა-----–---–ის მიმართ ფიზიკური დაპირისპირება.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,ერთ-------–------–------------აობის“ ხელმძღვანელმა პირმა ნიკანორ მელიამ 2019 წლის 1 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა წერილით კომისის წევრის დანიშვნის თაობაზე, რომლის თანახმად N2- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იქნა ლა–------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 1 აპრილის N7907 წერილი;

 

3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ცე-------–------------------------იას 2019 წლის 23 აპრილს განცხადებით მიმართა N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითმა, ,,ქა-------–----–------------------ული საქართველოს“ წევრმა - გი----გი თა-----–---–მა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 23 აპრილს გი----გი თა-----–---–ი იმყოფებოდა მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დაახლოებით 11:00 საათზე, გავიდა ოლქის შენობიდან, ოლქის დროებით წევრის - თე---რ ამ------–--ლთან ერთად, სიგარეტის მოსაწევად, სადაც იდგა ამავე ოლქის დროებითი წევრი (ერთ-------–------–------------აობიდან) ლა–------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ იგი გაყოლოდა მას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მასთან ჰქონდა საქმე. საუბრისას ლა–------–--ე გამუდმებით ცდილობდა წამოეგო პროვოკაციაზე, როდესაც მან ამას ვერ მიაღწია, წამოუყენა მისთვის გაუგებარი პრეტენზია თითქოსდა გი----გი თა-----–---–ი მუდმივად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე, განახორციელა მის მიმართ მუქარა, რომ აღარ ჩასულიყო მა-------–ში სამუშაოდ. განმცხადებელმა ითხოვა რეაგირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 23 აპრილის განცხადება N1366;

3.1.3. დადგენილია, რომ ,,საქართველოს ცე-------–------------------------იის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცესკოს 2017 წლის 14 ივლისის N70/2017 განკარგულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის თანახმად, გი----გი თა-----–---–ის განცხადებაში (23.04.2019 N 1366) მითითებული ფაქტების შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 1 მაისს დაწყებული იქნა სამსახურებრივი შემოწმება. გადაწყდა, რომ №2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ლა–------–--ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს ცე-------–------------------------იას მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 1 მაისის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა;

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადაო გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ ლა–------–--ემ 2019 წლის 23 აპრილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გი----გი თა-----–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოწმე თე---რ ამ------–--ლმა განმარტა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, გი----გი თა-----–---–თან ერთად გადიოდა N2- საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან, რა დროსაც, მათ შეხვდათ ამავე კომისის წევრი ლა–------–--ე. მან მიმართა გი----გი თა-----–---–ს, რომ პირადად მასთან ჰქონდა საქმე და სურდა საუბარი.

 

მოწმემ განმარტა, რომ მან გააგრძელა გზა და ისინი დატოვა ერთად საოლქო საარჩევნო კომისის შენობის შესასვლელთან. დაახლოებით 15 წუთში მას დაურეკა გი----გი თა-----–---–მა და სთხოვა მისულიყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გვერდით. მისვლისას ნახა, რომ გი----გი თა-----–---–ს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი. გი----გი თა-----–---–მა მას უთხრა, რომ ლა–------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გი----გი თა-----–---–მა მის ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ 2019 წლის 23 აპრილს N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრ თე---რ ამ------–--ლთან ერთად გამოვიდა შენობიდან სადაც მას მიუახლოვდა ლა–------–--ე და სასაუბროდ შენობის გვერდით გასვლა სთხოვა. იგი გავიდა ლა–------–--ესთან ერთად საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის გვერდით, რა დროსაც ლა–------–--ემ უთხრა, რომ მას არ მოსწონდა მისი საუბარი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავში, ყურის არეში.

 

- მოწმის სახით დაკითხულმა ნა--------------–---–მა, ირ---–--------–---–-ამ და ნი--- ას-----მ განმარტეს, რომ 2019 წლის 23 აპრილს, N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, მოისმინეს ამავე საოლქო სარჩევნო კომისიის წევრის - ლა–------–--ისა და თანამშრომელ ბე-----------ეს შორის საუბარი, რა დროსაც ბე-----------ე საყვედურობდა ლა–------–--ეს, თუ რატომ დაარტყა მან გი----გი თა-----–---–ს, ხოლო თავის მხრივ ლა–------–--ე არ უარყოფდა გი----გი თა-----–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

 

აღნიშნული მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 23 აპრილს, ლა–------–--ესა და გი----გი თა-----–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლა–------–--ემ მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, ასევე მოწმეებმა დაადასტურა კონფლიქტის არსებობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და N2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს - ლა–------–--ეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-19, მე-20, 28-ე, 29-ე მუხლები, ,,საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს 2012 წლის 9 მარტის N14/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაცის მოხელეთა ეთიკის კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ორგანული კანონი ”საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

არჩევნების გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებას, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფს ცე-------–------------------------ია (ცესკო), რომელიც წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია კი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია ასევე წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, ისევე როგორც უმაღლესი ადმინისტრაციული ორგანო - ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისია და მისი თითოეული წევრი ვალდებულია უზრუნველყოს არჩევების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

 

იმავე კანონის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

 

6.2. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომა არის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი ზომა როგორიცაა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

 

6.3. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.

 

6.4. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

6.9. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,წ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ცე-------–------------------------ია დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;

 

6.10. ,,საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ ცესკოს 2012 წლის 9 მარტის N14/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაცის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ვალდებულია იყოს პროფესიონალი მოწესრიგებული და პუნქტუალური იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირად და სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვას ტაქტიანად გამოხატოს დადაბუთებული კრიტიკა.

 

6.11. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მასზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

 

6.12. მოწმეთა ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რომ 2019 წლის 23 აპრილს ლა–------–--ესა და გი----გი თა-----–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლა–------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გი----გი თა-----–---–ს. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის - ლა–------–--ის მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და კონფლიქტური მდგომარეობის შექმნა, რომელიც მიმართული იყო კომისიის სხვა წევრის მიმართ ბღალავს შესაბამისი კომისიის და მისი წევრების ავტორიტეტს და ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს, რაც იწვევს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს ცე-------–------------------------იის 2017 წლის 09 მარტის N14/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი და იმავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.

 

6.13. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 23 აპრილს ჩადენილი ქმედებით მოპასუხემ უხეშად დაარღვია საარჩევნო კანონმდებლობა, შესაბამისად, არსებობს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

7.2. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო მიიჩევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა ვინაიდან, მის მიმართ აღძრული სარჩელი კმაყოფილდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, 2--ე 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, 53-ე, 55-ე 243-ე, 244-ე, 248-249-ე მუხლებით,გადაწყვიტა

 

1. საქართველოს ცე-------–------------------------იის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. №2- მა-------–ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს - ლა–------–--ეს შეუწყდეს უფლებამოსილება ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;

 

3. ლა–------–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის 7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მდებარე ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №113) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით;

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე