გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210018002723510
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/33208-18

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე სს ,,ტე-------ი”

წარმომადგენელი ან---------ე

მოპასუხეები: წარმომადგენლები: გი-------------–---–ი, შპს ,,სა-–-----------–--------ი" ლი-------ა, ან------------ე

სარჩელის დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 999,84 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 365,18 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 822,07 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 999,84 აშშ დოლარის წლიური 24%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარი); 1.5. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 173 310,28 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.6. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 5 344,28 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.7. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 201,29 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 1.8. მოპასუხე გი-------------–---–ისთვის მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 173 310,28 აშშ დოლარის წლიური 10%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 17 331 აშშ დოლარი); 1.9. 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; 2) მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; 3) მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; 1.10. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს მოპასუხე გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 14 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 5 000 აშშ დოლარი, სარგებელი - წლიური 24%, საკრედიტო ლიმიტის ვადა - 2020 წლის 14 ნოემბრამდე, ერთჯერადი ფიქსირებული პირგასამტეხლო - 15 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - ათვისებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: საბანკო პროდუქტებზე მაქსიმალური ლიმიტის თანხა - 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 07.11.2036 წლის ჩათვლით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 1%-დან 36%-მდე. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 22.05. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად, ჯეროვნად დაფარვამდე. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 15.02. პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა ბანკის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზების შედეგად ბანკის მიერ მიღებული თანხის ნაწილში. ამავე ხელშეკრულების 15.03. პუნქტის მიხედვით, ბანკს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. სს ,,ტე-------ს“ და გი-------------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბერს დადებული გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს“ და შპს ,,სა-–-----------–--------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; ბ) 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს“ და შპს ,,სა-–-----------–--------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; გ) 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს“ და შპს ,,სა-–-----------–--------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; იპოთეკის ხელშეკრულებების მე-13 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას (ამ იპოთეკის ხელშეკრულების მე-12 მუხლით დადგენილი ნებისმიერი ფორმით) მოთხოვნა იპოთეკარის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზაციის შედეგად იპოთეკარის მიერ მიღებული თანხის ნაწილში. იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. 2017 წლის 20 იანვარს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 190 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 10%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 2027 წლის 20 იანვრამდე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკის და პირობების დარღვევაში. სს ,,ტე-------მა“ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც დაუნიშნა დამატებით 14 დღიანი ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, მოპასუხეების მიერ არსებული დავალიანება არ იქნა დაფარული. 2018 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, გი-------------–---–ის დავალიანება სს ,,ტე-------ის” მიმართ: 1) 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7 459,36 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4 999,84 აშშ დოლარი, პროცენტი - 365,18 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 094,34 აშშ დოლარი. ამასთან, მოსარჩელის მიერ 2 094,34 აშშ დოლარიდან 1 822,07 აშშ დოლარამდე იქნა შემცირებული დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა; 2) 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 179 856,37 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 173 310,28 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 344,8 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 201,29 აშშ დოლარი. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 3-9, იხ. 2019 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები გი-------------–---–ი და შპს ,,სა-–-----------–--------ი" სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეების შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: თავდაპირველად მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულდებოდა პირნათლად, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოხდა ვალდებულების დარღვევა. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ვალდებულების დარღვევის დრო და დავალიანების ოდენობა არ შეესაბამება რეალობას. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლო. გარდა ამისა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით შეწყვეტილი იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, კრედიტის თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა არის უკანონო. წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნულია, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან შპს ,,სა-–-----------–--------ი" სარჩელის მიღებამდე არ იყო ინფორმირებული მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 131-134, იხ. 2019 წლის 28 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 5 000 აშშ დოლარი, სარგებელი - წლიური 24%, საკრედიტო ლიმიტის ვადა - 2020 წლის 14 ნოემბრამდე, ერთჯერადი ფიქსირებული პირგასამტეხლო - 15 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - ათვისებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დარიცხული პროცენტი. პროცენტი ერიცხება ფაქტიურად ათვისებული საკრედიტო ლიმიტის თანხას სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 80-89) 3.1.2. 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: საბანკო პროდუქტებზე მაქსიმალური ლიმიტის თანხა - 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 07.11.2036 წლის ჩათვლით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 1%-დან 36%-მდე. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 22.05. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად, ჯეროვნად დაფარვამდე. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 15.02. პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა ბანკის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზების შედეგად ბანკის მიერ მიღებული თანხის ნაწილში. ამავე ხელშეკრულების 15.03. პუნქტის მიხედვით, ბანკს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. სს ,,ტე-------ს“ და გი-------------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბერს დადებული გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს“ და შპს ,,სა-–-----------–--------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; ბ) 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს“ და შპს ,,სა-–-----------–--------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; გ) 2016 წლის 07 ნოემბერს, სს ,,ტე-------ს“ და შპს ,,სა-–-----------–--------ს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; იპოთეკის ხელშეკრულებების მე-13 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას (ამ იპოთეკის ხელშეკრულების მე-12 მუხლით დადგენილი ნებისმიერი ფორმით) მოთხოვნა იპოთეკარის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზაციის შედეგად იპოთეკარის მიერ მიღებული თანხის ნაწილში. იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 07 ნოემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 19-33) - 2016 წლის 07 ნოემბრის #T---------------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 34-42) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 64-65) - 2016 წლის 07 ნოემბრის #T---------------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 44-52) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 66-67) - 2016 წლის 07 ნოემბრის #T---------------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 54-62) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 68-69) 3.1.3. 2017 წლის 20 იანვარს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 190 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 10%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 2027 წლის 20 იანვრამდე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 71-73) - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 74-77) 3.1.4. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 3-9, იხ. 2019 წლის 28 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი) - მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 131-134, იხ. 2019 წლის 28 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2018 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, გი-------------–---–ის დავალიანება სს ,,ტე-------ის” მიმართ: 1) 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7 187,09 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4 999,84 აშშ დოლარი, პროცენტი - 365,18 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 822,07 აშშ დოლარი; 2) 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 179 856,37 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 173 310,28 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 344,8 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 201,29 აშშ დოლარი.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე გი-------------–---–ისთვის 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7 187,09 აშშ დოლარის და 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 179 856,37 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას.

 

სს ,,ტე-------ის" სარჩელთან დაკავშირებით გი-------------–---–მა და შპს ,,სა-–-----------–--------მა" წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული დავალიანების ოდენობა და დასახელებული ვალდებულების დარღვევის დრო არ შეესაბამება რეალობას.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს სხდომაზე გი-------------–---–ი არ გამოცხადებულა, ხოლო შპს ,,სა-–-----------–--------ის" წარმომადგენელს, სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, არ დაუზუსტებია კონკრეტულად რაში მდგომარეობდა 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან (მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონება) გამომდინარე დავალიანების ოდენობის უსწორობა. მოპასუხის წარმომადგენელს ასევე არ დაუკონკრეტებია პოზიცია მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის თარიღთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე მხარეს დასაბუთებული შედავება დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სადაო გარემოების მტკიცება არ განუხორციელებია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სს ,,ტე-------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 403-ე, მე-400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 301-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 14 ნოემბერს და 2017 წლის 20 იანვარს, სს ,,ტე-------ს" და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და შესაბამისად, გაცემული იქნა საბანკო კრედიტი: 5 000 აშშ დოლარის და 190 000 აშშ დოლარის ოდენობით. თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 24%-ს, ხოლო 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 10%-ს. 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მინიმალური გადასახდელი - ათვისებული თანხის 5%-ს ოდენობით, ხოლო 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. კერძოდ, 2018 წლის ივლისის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა კრედიტის თანხების და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქმის მასალების თანახმად, სს ,,ტე-------მა" მოპასუხეებს გაუგზავნა წერილები, რომლითაც აცნობა დავალიანების არსებობის შესახებ და განუსაზღვრა დამატებით 14 დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 94-96). წერილები გაგზავნილი იქნა გი-------------–---–ის რეგისტრაციის და შპს ,,სა-–-----------–--------ის" იურიდიულ მისამართზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებს გაგზავნილი წერილები ვერ ჩაბარდათ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 96-97). გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა ფაქტიურად განხორციელდა სარჩელის წარდგენის და მისი მოპასუხეებისთვის ჩაბარების გზით. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია. პირიქით, მოპასუხეებმა წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითეს, რომ მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტა სარჩელის აღძვრით განახორციელა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეებმა შესაგებელში მიუთითეს, რომ სადავოა დავალიანების ოდენობა, ასევე ვალდებულების დარღვევის დროს, თუმცა მოპასუხეებს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ, რის გამოც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით გი-------------–---–ს სს ,,ტე-------ის" მიმართ გააჩნია შემდეგი ოდენობის დავალიანება: 1) 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 7 187,09 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4 999,84 აშშ დოლარი, პროცენტი - 365,18 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 822,07 აშშ დოლარი; 2) 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 179 856,37 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 173 310,28 აშშ დოლარი, პროცენტი - 5 344,8 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1 201,29 აშშ დოლარი (გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დარიცხული პროცენტი. პროცენტი ერიცხება ფაქტიურად ათვისებული საკრედიტო ლიმიტის თანხას სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. რაც შეეხება 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 07 ნოემბრის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე და გენერალური ხელშეკრულების პირობები ვრცელდება 2017 წლის 20 იანვრის ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 22.05. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად, ჯეროვნად დაფარვამდე. ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მსესხებელი ვალდებულია როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის შესაგებელს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ პერიოდზე საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტე-------ის“ მოთხოვნა, მოპასუხე გი-------------–---–ისთვის 2016 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების, ასევე თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, გი-------------–---–ს სს ,,ტე-------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: 1) 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 999,84 აშშ დოლარის და პროცენტის 365,18 აშშ დოლარის, ასევე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 999,84 აშშ დოლარის წლიური 24%-ს გადახდა 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარისა); 2) 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 173 310,28 აშშ დოლარის და პროცენტის - 5 344,8 აშშ დოლარის, ასევე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 173 310,28 აშშ დოლარის წლიური 10%-ს გადახდა 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 173 310 აშშ დოლარისა). 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის. კერძოდ, 2016 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით ათვისებული თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით კი - გადასახდელი თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მსესხებელს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების პოზიციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლო. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მნიშვნელოვნად იქნა გადაცილებული კრედიტის დაფარვის ვადები, ასევე პირგასამტეხლოს თანხასა და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობას შორის თანაფარდობას. დადგენილია, რომ მსესხებელმა 2016 წლის 14 ნოემბრის და 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის დაფარვა შეწყვიტა 2018 წლის ივლისიდან. მითითებული თარიღისთვის კი, 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 4 999,84 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 173 310,28 აშშ დოლარს. მითითებული თარიღიდან დავის განხილვის თარიღამდე მსესხებელს დავალიანების დაფარვის მიზნით თანხა არ გადაუხდია. ამდენად, ვადაგადაცილების დრო შეადგენს დაახლოებით 10 თვეს, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 4 999,84 აშშ დოლარს და 173 310,28 აშშ დოლარს. შეუსრულებელი ვალდებულების ამ მოცულობაზე დარიცხული პირგასამტეხლო კი შეადგენს შესაბამისად 1 822,07 აშშ დოლარს და 1 201,29 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 822,07 აშშ დოლარის გადახდა და 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 201,29 აშშ დოლარის გადახდა. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ნოემბრის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2016 წლის 07 ნოემბრის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია. რაც შეეხება შპს ,,სა-–-----------–--------ის" წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ მიუღია ყველა ზომა იმისთვის, რათა იპოთეკის საგნების მესაკუთრე ინფორმირებული ყოფილიყო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სადაო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელი - გი-------------–---–ი არის შპს ,,სა-–-----------–--------ის" დირექტორი. შესაბამისად, ცხადია, მოსარჩელის შეტყობინების მიღების გარეშეც, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე იმთავითვე ცნობილი იქნებოდა შპს ,,სა-–-----------–--------ისთვისაც", რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა გი-------------–---–ი. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინებაც გაუგზავნა შპს ,,სა-–-----------–--------ს", თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის შესაგებელი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გი-------------–---–ისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 15.02. პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა ბანკის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზების შედეგად ბანკის მიერ მიღებული თანხის ნაწილში. ამავე ხელშეკრულების 15.03. პუნქტის მიხედვით, ბანკს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. იპოთეკის ხელშეკრულებების მე-13 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას (ამ იპოთეკის ხელშეკრულების მე-12 მუხლით დადგენილი ნებისმიერი ფორმით) მოთხოვნა იპოთეკარის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზაციის შედეგად იპოთეკარის მიერ მიღებული თანხის ნაწილში. იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ არის შეთანხმებული, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს აღსრულება მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე, 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გი-------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 683,27 ლარი, ხოლო სარჩელზე 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გი-------------–---–ის და შპს ,,სა-–-----------–--------ის" მიმართ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 683,27 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე, 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე მოპასუხეებს გი-------------–---–ს და შპს ,,სა-–-----------–--------ს" მოსარჩელე სს ,,ტე-------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე, 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ტე-------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 999,84 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 365,18 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 822,07 აშშ დოლარის გადახდა;

1.4. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 14 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 999,84 აშშ დოლარის წლიური 24%-ს გადახდა, 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვლდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარი);

1.5. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 173 310,28 აშშ დოლარის გადახდა;

1.6. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 5 344,8 აშშ დოლარის გადახდა;

1.7. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 1 201,29 აშშ დოლარის გადახდა;

1.8. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 173 310,28 აშშ დოლარის წლიური 10%-ს გადახდა, 2018 წლის 18 ოქტომბრიდან ვლდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 17 331 აშშ დოლარი);

1.9. 2017 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, შპს ,,სა-–-----------–--------ის" საკუთრებაში არსებული, შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; 2) მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------; 3) მდებარე - თბ--–--------–-----------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0-------------------------;

1.10. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი 2017 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს მოპასუხე გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

 

2. მოპასუხეებს გი-------------–---–ს და შპს ,,სა-–-----------–--------ს" მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. მოპასუხე გი-------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტე-------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 683,27 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია