განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
210100119002938995
დავის ტიპი
360 1
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002938995

saqme #1/75-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გო-- ჯა------–---–---

ბრალდებულ _ ა----- მ---------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040180219002

 

ბრალდებულ ა----- მ--------- მიმართ

 

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

განათლება: ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ა------- რაიონი, სოფელი კ------–---–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ა------- რაიონი, სოფელი ზ---- ა-–----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ა----- მ--------მ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მის მიერ განხორციელებული ზ----აღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- ა----- მ-------- 2019 წლის 15 თებერვალს, დედოფლისწყაროს რაიონის ადგილ „სამუხში“ არსებული მეცხოველეობის ფერმიდან, დაზარალებულ გ---- მ---------- დაუკითხავად და ასევე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თვითნებურად დაეუფლა გ---- მ---------- კუთვნილ 242 სულ ცხვარს, რითაც მას მიაყენა 84 700 (ოთხოცდაოთხი ათას შვიდასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ესე იგი, ა----- მ--------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- ა----- მ-------- 2019 წლის 18 თებერვალს, დედოფლისწყაროს რაიონის ადგილ „სამუხში“ არსებული მეცხოველეობის ფერმიდან, დაზარალებულ გ---- მ---------- უარის მიუხედავად და ასევე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თვითნებურად დაეუფლა გ---- მ---------- კუთვნილ 78 სულ ცხვარს, რითაც მას მიაყენა 19 500 (ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ესე იგი, ა----- მ--------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ა----- მ--------მ მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ა----- მ--------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 19 აპრილს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა----- მ--------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა----- მ--------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა----- მ--------- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №421983 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება გ---- მ---------- დაზარალებულად შესახებ; დაზარალებულ გ---- მ---------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - კ--- ო-------–---–--, ნ--------- ვ--–-----, თ----- მ-–----, ი-----–- ხ-------------, პ----- ლ-------, ვ------- ზ------–---–--, ზ------ ქ-----, მ-----– ქ--–------- და ი----- თ----------- გამოკითხვის ოქმები; 78 სული ცხვრის ამოღების ოქმი; ა----- მ--------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ა----- მ--------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ა----- მ--------მ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი (ბრალდების ორი ეპიზოდი).

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ა----- მ--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა----- მ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მიყენებული ზიანი ფაქტობრივად არის ანაზღაურებული, შერიგებული არის დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----- მ--------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----- მ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. ა----- მ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ა----- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. გაუქმდეს ა----- მ--------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი