გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
330299913256308
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8677-13

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.04.2019 ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: დ--------------–---–-

წარმომადგენელი: შ-------------–-

მოპასუხე: თ--------–------, შ--–---------------

წარმომადგენელი: ნ------------

დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის აღდგენა

ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხეებს, თ--------–------სა და შ--–---------------ს დაევალოთ უარყონ, მათ მიერ გავრცელებული განცხადებები დ--------------–---–-სადმი, მასმედიის ყველა იმ საშუალებით და ფორმატით რითაც მათ უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმცია და მოახდინეს ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი და ზიანის მომტანი განცხადების გავრცელება, კერძოდ:

 

ა) მოპასუხე თ--------–------ს დაევალოს უარყოს მის მიერ გავრცელებული შემდეგი განცხადებები:

 

1.1. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 12.00, 16.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“.

 

1.2. სამაუწყებლო კომპანია „იმედის-ს“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 14.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში. რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული.იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, . . . რატომ იმუქრება რატომ დაწვა“.

 

1.3. ტელეკომპანია „კავკასიის“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 17.00 და 20.30 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს, ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა".

 

1.4. ტელეკომპანია მაესტროს მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 15.00 და 21.00 საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“.

 

1.5. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 15.0 , 18 .00 და 21.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში . თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“.

 

1.6. საინფორმაციო სააგენტოს ინტერპრესსნიუსის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, სადაც თამაზ ნიჟარაძის მეუღლის მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს რომ ... 10 დღის წინ დ--------------–---–- შვილის ფიზიკური განადგურებით დამემუქრა. ჩემი შვილი ლონდონში სწავლობს მომიწია დაცვის დაქირავება შვილის უსაფრთხოებისთვის".

 

ბ) მოპასუხე შ--–---------------ს დაევალოს უარყოს მის მიერ გავრცელებული შემდეგი განცხადებები:

 

1.1. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 10.00 12.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით".

 

1.2. სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 11.00 14.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით".

 

1.3. ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 17.00 საათიან გამოშვებებში გავრცელებული განცხადება ,რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს, ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა".

 

1.4. ტელეკომპანია მაესტროს მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 15.00 და 21.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული.იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს , ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა".

 

1.5. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 21.00საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს, ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა".

 

2. თ--------–------ს დაეკისროს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ანაზღაურება დ--------------–---–-სადმი, მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი და ზიანის მომატანი განცხადებების გამო, მორალური ზიანის სახით.

 

3. შ--–---------------ს დაეკისროს სიმბოლური 1 (ერთი) ლარის ანაზღაურება დ--------------–---–-სადმი მის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი და ზიანის მომატანი განცხადებების გამო, მორალური ზიანის სახით.

(პირველი სასარჩელო მოთხოვნა საბოლოო სახით იხილეთ ს.ფ. 205)

 

2. სარჩელის საფუძვლები

 

2013 წლის 29 მაისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თ--------–------მ და მისმა ადვოკატმა შ--–---------------მ შეგნებულად, ისე რომ აცნობიერებდნენ თავიანთ ქმედებას, გაავრცელეს ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს თამაზ ნიჟარაძის სახლთან 29 მაისს გამთენიისას მისი მეუღლის მანქანის დაწვა განხორციელდა დ--------------–---–-ს მიერ, თითქოს ის ემუქრებოდა შვილის ფიზიკური განადგურებით და ეს ფაქტი წარმოდგენდა დ--------------–---–-ს მხრიდან პირველ შეტევას. აღნიშნული ინფორმაციები კი ვრცელდებოდა მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა მედია საშუალებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება კი იყო მტკიცებით ფორმაში და არ შეიცავდა არანაირ ვარაუდს.

 

აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს და შესაბამისად უნდა მოხდეს დ--------------–---–-ს შელახული პატივის, ღირსებისა, საქმიანი რეპუტაციის აღდგენა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნეს.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხის განმარტებით, განცხადების გავრცელება მოხდა იმის შემდეგ, რაც მოპასუხეს მეუღლის კუთვნილი მანქანა ააფეთქეს. აღნიშნულს წინ უძღოდა სასამართლო დავების გამო დ--------------–---–-სგან გავრცელებული მუქარა. ამ მუქარის გამო მოპასუხის მიერ მიღებული იქნა პრევენციული ხასიათის ღონისძიებები; კერძოდ შეტანილ იქნა განცხადება შინაგან საქმეთა ორგანოებში, ხოლო მის შვილის, ზურაბ ნიჟარაძის, დაცვის მიზნით დაქირავებულ სპეცსამსახურზე გადახდილ იქნა 20800 ფუნტ სტერლინგი. მოპასუხე თ--------–------ს გააჩნდა შესაბამისი საფუძველი ამ ტიპის განცხადების გაკეთებისთვის, ამასთან, მან აღნიშნული გარემოების დასადგენად მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ მისი განცხადება მიზნად არ ისახავდა დ--------------–---–-ს სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

 

3.1. სასამართლოს განმარტება სამართალწარმოებასთან დაწყებასა და გაგრძელებასთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე, ასევე გამოიკვლია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი (აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია, სასამართლოს ავალდებულებს გამოიკვლიოს დიფამაციური - ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების ფარგლები, ადგილი და განმცხადებლის პიროვნება. მაგ: ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, პარლამენტის წევრის მიერ თავისი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და სხვა. ეჭვგარეშეა, რომ ეროვნული სამართლის წყაროს აღნიშნული დანაწესი ასევე გამომდინარეობს პოლიტიკური დებატების ფარგლების დაცვის იმ მაღალი სტანდარტიდან, რომელიც შეიმუშავა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ; მაგ: CASE OF CASTELS vs. SPAIN: აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის გაკრიტიკების უფლება არჩეული წარმომადგენლის სიტყვის თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს) და ვერ მივიდა საქმის წარმოების შეწყვეტის აუცილებლობასთან.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული 100 დღიანი ვადა სასარჩელო სამართალწარმოების წამოწყებისათვის.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. უდაოა, რომ თამაზ ნიჟარაძის მიერ, მედია საშუალებებით მართლაც მოხდა შემდეგი განცადებების გავრცელება:

 

ა) საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 12.00, 16.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“.

 

ბ) სამაუწყებლო კომპანია „იმედის-ს“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 14.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში. რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული.იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, . . . რატომ იმუქრება რატომ დაწვა“.

 

გ) ტელეკომპანია „კავკასიის“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 17.00 და 20.30 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს , ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა.

 

დ) ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 15.00 და 21.00 საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“.

 

ე) სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 15.0 , 18 .00 და 21.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში . თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“.

 

ვ) საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსის „ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, სადაც თამაზ ნიჟარაძის მეუღლის მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს რომ ... 10 დღის წინ დ--------------–---–- შვილის ფიზიკური განადგურებით დამემუქრა. ჩემი შვილი ლონდონში სწავლობს მომიწია დაცვის დაქირავება შვილის უსაფრთხოებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სდ დისკზე ჩაწერილი ვიდეოფირები;

 

3.1.2. უდავოა, რომ შალვა ხაჭაპურიძის მიერ, მედია საშუალებებით მართლაც მოხდა შემდეგი განცხადებების გავრცელება:

 

ა) საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხის“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 10.00 12.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით.

 

ბ) სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 11.00 14.00 და 20.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით.

 

გ) ტელეკომპანია „კავკასიის“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 17.00 საათიან გამოშვებებში გავრცელებული განცხადება ,რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს, ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა.

 

დ) ტელეკომპანია „მაესტროს“ მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 15.00 და 21.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული.იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით ,დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს , ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა.

 

ე) სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მეშვეობით 2013 წლის 29 მაისს 21.00საათიან საინფორმაციო გამოშვებებში, რომ თამაზ ნიჟარაძის სახლთან მომხდარი მისი მეუღლის ავტომანქანის „აფეთქება და შემდეგ დაწვა ჩადენილია დ--------------–---–-ს დავალებით და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი არის მისი (დ--------------–---–-ს) გაკეთებული. იმუქრებოდა განსაკუთრებით შვილთან დაკავშირებით, დამემუქრა ჩემი შვილის განადგურებით“. ეს კრიმინალი გულისხმობს დავით კეზერაშვილს, ამას აკეთებდა მაშინ და ახლა რას იზავდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სდ დისკზე ჩაწერილი ვიდეოფირები;

 

3.1.3. უდავო ფაქტობრივ გარემოებაა ასევე ის, რომ დ--------------–---–- წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის განსაზღვრულ სუბიექტს - საჯარო პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2013 წლის 29 მაისს თამაზ ნიჟარაძის კუთვნილ ავტოსადგომში დაიწვა მისი მეუღლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც დაიწყო გამოძიება - შსს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. უდავოა, რომ მოპასუხე თამაზ ნიჟარაძის მეუღლის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება, თუმცა აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არ არის წარდგენილი ბრალი კონკრეტული პირის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მნიშვნელოვანი ხასიათის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ ქცეულა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ ემყარება საკანონმდებლო წყაროებს (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი), სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;

 

საქართველოს კონსტიტუცია;

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-14, მე-17 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება, პერიოდულად შესაძლოა კონფლიქტში შედიოდეს სხვათა უფლებებთან, მაგალითად სხვა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან; ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ორი უფლების სწორი ბალანსის საფუძველზეა შესაძლებელი კონკრეტულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის რეგულაციებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა.

 

6.2. გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენილი ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:

 

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.

 

კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2008წ.).

 

სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.

 

იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.

 

ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ.

 

თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).

 

ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.

 

ამ, მე-3 ეტაპზე ევროპულ სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს მრავალი კრიტერიუმი, რომლებმაც მისაღებ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს: ეხება თუ არა სადავო გამოხატვა საჯარო ინტერესის მქონე საკითხს, ვის წინააღმდეგ არის გამოხატვა გაკეთებული - პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის თუ კერძო პირის მიმართ, მონაწილეობს თუ არა პრესა ამ ღირებულებათა კონფლიქტში და სხვა. თუმცა ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო თავს შეიკავებს მსგავსი საკიტხების ფართო განხილვაზე ქვემოთ მითითებული მიზეზის გამო.

 

6.3. მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცილისმწამებური განცხადების წინააღმდეგს სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა; ანუ, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებდა „ჩარევას“ გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:

 

ქართულ საკანონმდებლო წყაროებში, ასეთი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის წყარო გახლავს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი. სწორედ ეს სამართლებრივი აქტი უნდა მივიჩნიოდ იმ "კანონად", რომლითაც ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული პრაქტიკის თანახმად, უნდა დაიწყოს ღირებულებათა კონფლიქტის შეფასება და გადაჭრა.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასმართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით.

 

დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

აღნიშნული კანონის მე-17 მუხლი ადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებს, რომელიც შეიძლება დაეკისროს პირს ცილისმწამებლური ცნობების გავრცელებისათვის, კერძოდ: 1. ცილისწამებასთან დაკავშირებით, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ; 2. დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში; 3. თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

 

დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე უნდა მოხდეს არა გავრცელებული ცნობების უარყოფა, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვტილების შესახებ. ცხადია, პირის მიერ სარჩელით სასამართლოში მიმართვის მიზანია, იმ საზოგადოებამ რომლისთვისაც ცნობილი გახდა მოსარჩელისთვის მიუღებელი განცხადების (ინფორმაციის) შესახებ, შეიტყოს რომ ეს განცხადება თუ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. შესაბამისად მოსარჩელეს სურს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთი განცხადებები, ცილისწამება იქნეს აღიარებული და აღნიშნულის შესახებ ცნობის გამოქვეყნებით ეცნობოს იმავე საზოგადოებას, შელახული სახელის პატივის თუ საქმიანი რეპუტაციის აღდგენის მიზნით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს მოპასუხეების მიერ გავრცელებული განცხადებების უარყოფას, არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

 

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ითვალისწინებს ჩარევის შეზღუდვის აუცილებელ სამ კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სამი კრიტერიუმიდან არ გვაქვს ერთ-ერთის მოცემულობა მაინც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გვაქვს პირველი კრიტერიუმი) სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).

 

იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. მოცემულ საქმეში აღნიშნული კრიტერიუმი ვერ დაკმაყოფილდა რაც თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგალურ საფუძვლებს.

 

აღნიშნულის შემდგომ, სასამართლო თვლის, რომ სარჩელის მოთხოვნა თავივე უპერსპექტივოა, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილ ჩარევას მოპასუხეთა გამოხატვის თავისუფლებაში არ გააჩნიო კანონისმიერი საფუძველი.

 

სასამართლოს ეს მიდგომა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შემუსავებულ პრაქტიკებს; საქმეზე Nას-1084-1034-2014, უზენაესმა სასამართლომ განმარტა: "როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე ითხოვს არა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, არამედ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებით უარყოფას, რაც არ გამომდინარეობს სპეციალური კანონით დადგენილი საფუძვლებიდან; შესაბამისად, მოტხოვნა თავშივე უსაფუძვლოა".

 

საქმეზე Nას-334-654-09 უზენაესმა სასამართლომ ასევე ისაუბრა სასარჩელო მოთხოვნის სახით გავრცელებული ცნობების უარყოფის უპერსპექტივობაზე.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. ამ, პირველადი ხასიათის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დავით კეზერაშვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი