გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2019
საქმის ნომერი
040340019002910688
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

040340019002910688

საქმე №3/3-19

გადაწყვეტილება

ს----------–--- სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ.ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - ხატია მეშველიანი

განმცხადებელი - ს/ს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“

წარმომადგენელი - ი--- ფ---------

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ფ-------, ლ--–- ი------- , მ------ ფ-------, მ------ ფ------- და ნ---- ა---–---(არ გამოცხადდნენ)

დავის საგანი - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს/ს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“ითხოვს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება 5-- კვ. ქვესადგურ ლ---------- 5---ის განთავსების არეალში მოხვედრილ უძრავ ქონებზე-საკადასტრო კოდით-8-.1-.2-.0--, მიწის ნაკვეთი 1510 კვ.მ, მესაკუთრეები(თანამესაკუთრეები) მ------ ფ-------,ლ--–- ი-------, მ------ ფ-------, მ------ ფ-------, ნ---- ა---–---.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს----------–--- მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, ს----------–--- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკ -K---ის დაფინანსებით, სს,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“ ახორციელებს 5-- კვ. ქვესადგურის ,,ლ---------- 5--“-ის მშენებლობას, აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა წარმოადგენს ს----------–--- მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბერის N---- განკარგულებითა და ს----------–--- ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N---1/5-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----------–--- გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანისა და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მისი ინტეგრაციისათვის. ,,ლ---------- 5--“-ის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად, ქ/ს ,,ლ-----------5--“ წარმოადგენს ს----–-–-----ებრივი და სოციალური დატვირთვის მქონე ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ს----------–--- ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

ტერიტორიაზე, რომელზეც უნდა განთავსდეს ქ/ს ,,ლ---------- 5--“, ხვდება ცალკეული მოქალაქეების საკუთრებაში(თანასაკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა შემდეგი მოქალაქეებისაგან-მ------ ფ-------,ლ--–- ი-------, მ------ ფ-------, მ------ ფ-------, ნ---- ა---–---. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნულ პირებთან, რის გამოც დაიწყო ექსპროპრიაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.

 

ს----------–--- მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, ს----------–--- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკ -K---ის დაფინანსებით, სს,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“ ახორციელებს 5-- კვ. ქვესადგურის ,,ლ---------- 5--“-ის მშენებლობას, აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა წარმოადგენს ს----------–--- მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბერის N---- განკარგულებითა და ს----------–--- ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N---1/5-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----------–--- გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

განმცხადებელი უთითებს, რომ მან განახორციელა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ს----------–--- კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. განმცხადებელი ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

 

2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2.1.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. პროექტის განხორციელება აუცილებელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანისა და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მისი ინტეგრაციისათვის. ,,ლ---------- 5--“-ის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად, ქ/ს ,,ლ-----------5--“ წარმოადგენს ს----–-–-----ებრივი და სოციალური დატვირთვის მქონე ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ს----------–--- ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

 

3.2.პროექტის ფარგლებში, ქ/ს ,,ლ---------- 5--“-ის შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭიროა მ------ ფ--------,ლ--–- ი--------, მ------ ფ--------, მ------ ფ-------- და ნ---- ა---–---- კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. ნაკვეთის მესაკუთრეებსა და განმცხადებელს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა (იხ. მოლაპარაკების ოქმები)

 

3.3. ის ფაქტი, რომ მ------ ფ-------, ლ--–- ი-------, მ------ ფ-------, მ------ ფ------- და ნ---- ა---–--- არიან იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, რომლის ნაწილის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმევასაც ს/ს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“ ითხოვს, დასტურდება საქმეზე დართული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, მიწის ნაკვეთების ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან.

3.4. ს/ს ,, ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------მ“ 2018 წლის 23 მარტს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შესთავაზა მიწის ნებაყოფლობით მიყიდვა 3300.00 ლარად და მისცა შესაბამისი განმარტება, რომ თუ მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე არ დათანხმდებოდა, გამოყენებული იქნებოდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ექსპროპრიაციის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ს/ს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------ს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„ს----------–--- კონსტიტუცია“, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმი, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ს----------–--- კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

.6.1. ს----------–--- კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

6.2. საკუთრების ჩამორთმევის დროს განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად, ასევე, მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.3.ს----------–--- საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ასე განმარტავს საკუთრების უფლების არსს და მნიშვნელობას: „საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, ის როგორც უფლება და როგორც ინსტიტუტი, ს----–-–-----ს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქმე №-/3/6--, „??? „------“ ?? ??? „---–--------- 2004“ ?----------–--- ???????????? ?? ?----------–--- ???????? ?? ????????? ?????????? ??????????? ???? ??????? ???????? ????????? ??????? ?????????? “, 30.09.2016წ.).

6.4. საკონსტიტუციო სასამართლო, ამავე დროს განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, ს----------–--- კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებიდან ჩანს, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის შემთხვევებში, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რამდენად არსებობს შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას“. „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქმე №3/1/512, „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი ს----------–--- პარლამენტის წინააღმდეგ“, 2-.06.2012წ.).

 

6.5. ს----------–--- კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით-,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან“.

მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, ს----–-–-----სთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.

6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს ს----–-–-----ს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.

 

6.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული ს----–-–-----ს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.8. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ს----–-–-----ს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია ს----------–--- კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, დადასტურებულად მიიჩნევს საჯარო (ლეგიტიმურ) მიზანს ( ქ/ს ,,ლ----------- 5-- -ის მშენებლობა), ასევე იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მ------ ფ--------, ლ--–- ი--------, მ------ ფ--------, მ------ ფ-------- და ნ---- ა---–---- საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის ამ პროექტის განხორციელებაში ჩართვის გარეშე შეუძლებელია იქნება პროექტის განხორციელება (აუცილებელი საზოგადოებრივ საჭიროება);

6.9. კონვენციის ზემოაღნიშნული რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზედ ზოგადად არის ფორმულირებული.

6.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ საკუთრებაში ჩარევის შეფასებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ბალანსი პირის უფლებასა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რაც მოითხოვს იმის შეფასებას, პირს მოუხდა თუ არა „არაპროპორციული ტვირთის“ ტარება (იხ. საქმე „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ 23.09.1982წ). მოცემულ საქმეში სასამართლო იხილავდა საკუთრებით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდის ვალდებულების საკითხს და მიიჩნია, რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი და კერძო პირის ინტერესების დაცვას შორის.

6.11. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ ს----–-–-----ებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს----–-–-----ს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, ს----–-–-----ს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის.

6.12. სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანისა და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მისი ინტეგრაციისათვის. ,,ლ---------- 5--“-ის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად, ქ/ს ,,ლ-----------5--“ წარმოადგენს ს----–-–-----ებრივი და სოციალური დატვირთვის მქონე ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ს----------–--- ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

 

6.13. ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე, საფუძვლიანია. ამდენად, ს/ს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“ უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მ------ ფ-------- (პ/ნ 4----------) ლ--–- ი-------- (პ/ნ 4---------- ), მ------ ფ--------(პ/ნ 4----------), მ------ ფ--------(პ/ნ 4----------) და ნ---- ა---–----(პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 3300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 8-.1-.2-.0--).

 

6.14. `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ ს----------–--- კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ს----------–--- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს----–-–----- ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

 

6.15. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ს----------–--- კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. ს----------–--- მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, ს----------–--- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკ -K---ის დაფინანსებით, სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------“ ახორციელებს 5-- კვ. ქვესადგურის ,,ლ---------- 5--“-ის მშენებლობას, აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა წარმოადგენს ს----------–--- მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბერის N---- განკარგულებითა და ს----------–--- ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N---1/5-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----------–--- გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

 

6.16. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება ს----–-–----- ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.

 

6.17. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ს----------–--- კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი. ს/ს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------- „ მხრიდან დაცული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ს----------–--- კანონის ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

 

6.18. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------ს“ განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ ს----------–--- კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ს----–-–----- ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ს----–-–----- ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ ს----------–--- კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. განმცხადებლის მიერ გადახდილია ს----–-–----- ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, ს----------–--- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–-----------------“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,ს----------–--- ს----–-–----- ე-–----------------ს“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგი მესაკუთრეების უძრავ ქონებაზე: მ------ ფ-------- (პ/ნ 4----------) ლ--–- ი-------- (პ/ნ 4---------- ), მ------ ფ--------(პ/ნ 4----------), მ------ ფ--------(პ/ნ 4----------) და ნ---- ა---–----(პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 3300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 8-.1-.2-.0--),საქმეზე დართული საკადასტრო გეგმის მიხედვით .

 

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაცაგერის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.1-) მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ცაგერის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი