განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
330100119002873972
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/8---19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ირ---–------–----–-ვა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ეთ----------ია (დაბადებული - 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, მ-----–-----–---–---------------------------------–-------------------–---------------–--------------------------), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ბრალდებული: მ---------–-----–--ლი (დაბადებული - 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.------–-------–-----------------------------------------------–-------------------------–-------------------–---------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ბრალდებული: გი---------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–---------------------------–--------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ბრალდებული: თ------------–--ლი (დაბადებული - 1----–-–---------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2---------1, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ----------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ბრალდებული: ა---------–---–ი (დაბადებული - 19---–-–----------------რი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–---------------–------------------------------------- ბინა N92-ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

დისპოზიცია: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თ------------–--ლის მიმართ: თ------------–--ლმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ------------–--ლი 2017 წლის 13 აპრილიდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას თ------------–--ლი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. თ------------–--ლს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 10 000 აშშ დოლარი და 183 464 ლარი, რაზედაც 2017 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 26 180 ლარი. თ------------–--ლს 2017 წელს მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 4 037.6 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. გი---------------–---–ის მიმართ: გი---------------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გი---------------–---–ი 2015 წლის 21 იანვრიდან 2016 წლის 01 ნოემბრის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას გი---------------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. გი---------------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 71 400 აშშ დოლარი, რაზედაც 2015 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 09 ივნისის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 37 643.95 ლარი. გი---------------–---–ს 2015-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 7 351. 16 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.3. მ---------–-----–--ლის მიმართ: მ---------–-----–--ლმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ---------–-----–--ლი 2013 წლის 04 ივლისიდან 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ---------–-----–--ლი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. მ---------–-----–--ლს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 86 950 აშშ დოლარი და 12 600 ლარი, რაზედაც 2013 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 47 163.1 ლარი. მ---------–-----–--ლს 2013-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 7 801.3 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.4. ეთ----------იას მიმართ: ე------ გ-----იამ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე------ გ-----იამ 2013 წლის 05 მარტიდან 2018 წლის 18 ივლისის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე------ გ-----ია ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე------ გ-----იას უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 248 700 აშშ დოლარი და 244 225 ლარი, რაზედაც 2013 წლის 05 აპრილიდან 2018 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 110 255 ლარი. ე------ გ-----იას 2013-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 16 133. 66 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.5. ა---------–---–ის მიმართ: ა---------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა---------–---–ი 2012 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 01 აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ა---------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ა---------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 34 000 აშშ დოლარი და 26 000 ლარი, რაზედაც 2012 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 31 270.3 ლარი. ა---------–---–ს 2012-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 4 702 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. თ------------–--ლის, გი---------------–---–ის, მ---------–-----–--ლის, ეთ----------იასა და ა---------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ქართლოს ა--–---ას, ნ-----------–---–ის, დ-------–------ის, ვ----–--------–---–ის, ე----------ის, ი----------–--ას, ზ--------–------–---–ის, ლ---–--–-–--–---–ის, მ--------------–---–ის, ფ-------------ის, დ---------------ის, შო--------------–-ძის, თა-------------–-–--ლის, ლ-----------–--ლის, ლ------------–---–ის, ნა--------–---–-ს, ი--------–----ის, ლ------------ორიასა და ს------------------ის გამოკითხვის ოქმებს, ოქმს ინფორმაციის დათვალიერების შესახებ, დათვალიერების ოქმს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტებსა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ასევე, ბრალდებულების თ------------–--ლის, გი---------------–---–ის, მ---------–-----–--ლის, ეთ----------იასა და ა---------–---–ის გამოკითხვის ოქმებს (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას).

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების: თ------------–--ლის, გი---------------–---–ის, მ---------–-----–--ლის, ეთ----------იასა და ა---------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1; 1.2; 1.3; 1.4 და 1.5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას. სამეწარმეო საქმიანობა სახელმწიფოს მიერ გარკვეულ სამართლებრივ და საკონტროლო ჩარჩოებშია მოქცეული. აღნიშნული აუცილებელია საზოგადოების უშიშროების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. ობიექტური მხრივ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციის, ისე ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში, ასევე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ნებართვის ან ლიცენზიის პირობების დარღვევით. ქმედების უკანონო სამეწარმეო საქმიანობად დაკვალიფიცირებისთვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული დამთავრებულია ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანი ზიანის ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან. სუბიექტური მხრივ, იგი განზრახი დანაშაულია, მოტივი კი, როგორც წესი, ანგარებითია.

 

3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულების ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების - ქ------–--ს ა--–---ას, ნ-----------–---–ის, დ-------–------ის, ვ----–--------–---–ის, ე----------ის, ი----------–--ას, ზ--------–------–---–ის, ლ---–--–-–--–---–ის, მ--------------–---–ის, ფ-------------ის, დ---------------ის, შო--------------–-ძის, თა-------------–-–--ლის, ლ-----------–--ლის, ლ------------–---–ის, ნა--------–---–-ს, ი--------–----ის, ლ------------ორიასა და ს------------------ის გამოკითხვის ოქმებით, ოქმით ინფორმაციის დათვალიერების შესახებ, დათვალიერების ოქმით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტებითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე, ბრალდებულების თ------------–--ლის, გი---------------–---–ის, მ---------–-----–--ლის, ეთ----------იასა და ა---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას) დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ (1) თ------------–--ლმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ------------–--ლი 2017 წლის 13 აპრილიდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას თ------------–--ლი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. თ------------–--ლს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 10 000 აშშ დოლარი და 183 464 ლარი, რაზედაც 2017 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 26 180 ლარი. თ------------–--ლს 2017 წელს მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 4 037.6 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აგრეთვე, (2) გი---------------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გი---------------–---–ი 2015 წლის 21 იანვრიდან 2016 წლის 01 ნოემბრის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას გი---------------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. გი---------------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 71 400 აშშ დოლარი, რაზედაც 2015 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 09 ივნისის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 37 643.95 ლარი. გი---------------–---–ს 2015-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 7 351. 16 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აგრეთვე, (3) მ---------–-----–--ლმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ---------–-----–--ლი 2013 წლის 04 ივლისიდან 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ---------–-----–--ლი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. მ---------–-----–--ლს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 86 950 აშშ დოლარი და 12 600 ლარი, რაზედაც 2013 წლის 04 აგვისტოდან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 47 163.1 ლარი. მ---------–-----–--ლს 2013-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 7 801.3 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აგრეთვე, (4) ე------ გ-----იამ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე------ გ-----იამ 2013 წლის 05 მარტიდან 2018 წლის 18 ივლისის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე------ გ-----ია ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე------ გ-----იას უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 248 700 აშშ დოლარი და 244 225 ლარი, რაზედაც 2013 წლის 05 აპრილიდან 2018 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 110 255 ლარი. ე------ გ-----იას 2013-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 16 133. 66 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აგრეთვე, (5) ა---------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა---------–---–ი 2012 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 01 აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ა---------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ა---------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 34 000 აშშ დოლარი და 26 000 ლარი, რაზედაც 2012 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 31 270.3 ლარი. ა---------–---–ს 2012-2017 წლებში მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 4 702 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.4. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ არსებობს.

 

3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა - თ------------–--ლმა, გი---------------–---–მა, მ---------–-----–--ლმა, ე------ გ-----იამ და ა---------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

4.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

 

4.9. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

4.10. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

4.11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

4.12. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ბრალდებულების - თ------------–--ლის, გი---------------–---–ის, მ---------–-----–--ლის, ე------ გ-----იასა და ა---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, არ არიან ნასამართლევნი. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, საქმეში არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული უკანონო საქმიანობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულების შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

4.13. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ------------–--ლის, გი---------------–---–ის, მ---------–-----–--ლის, ე------ გ-----იასა და ა---------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მათ უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, თ------------–--ლს, გი---------------–---–ს, მ---------–-----–--ლს, ე------ გ-----იასა და ა---------–---–ს უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 2000 - 2000 (ორი ათას - ორი ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს თვლის, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ეთ----------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მსჯავრდებულ ეთ----------იას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

3. მსჯავრდებულ ეთ----------იას მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

4. მ---------–-----–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5. მსჯავრდებულ მ---------–-----–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

6. მსჯავრდებულ მ---------–-----–--ლის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

7. გი---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

8. მსჯავრდებულ გი---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

9. მსჯავრდებულ გი---------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

10. თ------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

11. მსჯავრდებულ თ------------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

12. მსჯავრდებულ თ------------–--ლის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

13. ა---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

14. მსჯავრდებულ ა---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

15. მსჯავრდებულ ა---------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

16. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე