განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - ვახტანგ ცალუღელაშვილის,ადვოკატების - ი------------------------------–-----,თარჯიმან - ხ-----------------,ბრალდებულ - ი------------------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------------------------- - დაბადებულის 1----–-–-------------, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თ-----------------------–---–------–--------------------------------------–---------, ბინა #--ში, დროებით მცხოვრების ქ----------–-------------------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი------------------------- ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-------------------------, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები: 2,8509 გრამი ჰეროინის, 0,0504 გრამი მორფინის (ფუძე), 0,0801 გრამი კოდეინის (ფუძე), 0,019 გრამი თებაინის, 0,3083 გრამი ტრამადოლის და 1,0771 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნივთიერებები, საიდანაც 2 ცალად დაფასოებულ 0,5146 გრამ ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, 2 ცალად დაფასოებულ 0,0254 გრამ მორფინის (ფუძე), 0,0404 გრამ კოდეინის (ფუძე) და 0,0096 გრამ თებაინის შემცველ ნივთიერებას და ნაჭერში შეფუთულ 0,0545 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას ინახავდა პირადად, ხოლო 6 ცალად დაფასოებულ 2,3363 გრამ ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, 2 ცალად დაფასოებულ 0,0250 გრამ მორფინის (ფუძე), 0,0397 გრამ კოდეინის (ფუძე) და 0,0094 გრამ თებაინის შემცველ ნივთიერებას, ათ ცალად დაფასოებულ 0,5494 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას, 0,3083 გრამ ტრამადოლის შემცველ ერთ ტაბლეტს და ერთი ტაბლეტის ნატეხს, 36 ცალ პერგამენტის ღერში მოთავსებულ 0,4732 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას ინახავდა რ-------–--------------------------------------------ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2----–-–--------------------–---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ, ქ.რუთავში, მ----------------------------------------ში ჩატარებული, ი------------------------- პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი------------------------- ჩაიდინა დანაშაულები, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენასა და შენახვაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ი------------------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ი-------------------------, მოწმეების: ლ----------–----–---–----------------–----–---–--------------------------- გამოკითხვის ოქმებით; ი------------------------- პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით; ქიმიური ექსპერტიზის #2--------------- დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია ი------------------------- მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
ზემოაღნიშნულის გამო, ი------------------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს მოიცავს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელი განესაზღვროს ამ ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ი------------------------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ი------------------------- უკანონოდ შეიძინა და შეინახა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რითაც შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების საფრთხე.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ი------------------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ი------------------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი------------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ი------------------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
ი------------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ი------------------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ი------------------------- პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე