გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
050310019002826969
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310019002826969

საქმე №3/15-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - ფუ--ი გუ-------ე; ამ----ნ სი----ე;

წარმომადგენელი: - ია-------------–---–ი;

მოპასუხე: - ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: თა--რ ბა-----ე;

დავის საგანი: უძრავ ქონებაზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ფუ--ი გუ-------ე და ამ----ნ სი----ე ცნობილი იქნეს მათ მიერ დაკავებული ბინის კანონიერ მოსარგებლედ, მდებარე ოზ--------ი, თო--------------–--ის ქ.№6, ბინა №48.

 

მოსარჩელეების წარმომადგენლის - ია-------------–---–ის განმარტებით მოსარჩელე - ამ----ნ სი----ე წლების განმავლობაში მუშაობდა ე.წ. ,,პე-------–ას’’ ქარხანაში მუშად. მუშაობის პერიოდში საცხოვრებლად გადაეცათ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ბინა სა----------ის ქუჩაზე №6, ბინა №48 (ახლანდელი თო--------------–--ის ქუჩა), სადაც ცხოვრობენ დღემდე. იხდის გადასახადებს, არ გამოუსახლებიათ ბინიდან და არავის, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებსაც ამ ბინაზე პრეტენზია არ განუცხადებიათ. განცხადებით მიმართა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას თავის სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზების თაობაზე, მაგრამ მათი განცხადება დარჩა განუხილველი, რის გამოც მომართა სასა--რთლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასა--რთლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელი სარჩელი არ ცნო, მაგრამ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წინააღმდეგი არ იქნებიან მოსარჩელეებს უსასყიდლოს გადაეცეთ ბინა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელეები - ფუ--ი გუ-------ე და ამ----ნ სი----ე ცხოვრობენ ქალაქ ოზ--------ში, თო--------------–--ის ქ.№6, ბინა №48-ში მდებარე იმ საცხოვრებელ ბინაში, რომელი საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლედ აღიარებასაც ითხოვს.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ. ს/ფ. 2-13);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასა--რთლო სხდომის ოქმი);

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასა--რთლო სხდომის ოქმი);

 

3.2. მიწის კადასტრისა და შენობა-ნაგებობების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ 2012 წელს გაცემული ცნობით, ქალაქ ოზ--------ში, სა----------ის სახლის ბინა №48-ში ოთხსართულიანი სახლის პირველი სართული განაშენიანების ფართი 1067 კვ.მ. საერთო ფართი 80.8 კვ.მ. ოთახების რაოდენობა 4 მესაკუთრედ მითითებულია ამ----ნ სი----ე.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწის კადასტრისა და შენობა-ნაგებობების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ 2012 წელს გაცემული ცნობა (იხ. ს/ფ. 19);

- შენობა ნაგებობის გეგმა (იხ. ს/ფ. 18);

 

3.3. 2019 წლის 15 იანვარს სა-------–---------ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის მიერ გაცემული №O-SGG-SCO-N-2019-1-15/2 ცნობის თანახმად, ოზ--------ის მუნიციპალიტეტის, თო--------------–--ის ქ. №6/48-ში მცხოვრები ფუ--ი გუ-------ე 2015 წლის იანვრიდან არის შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ აბონეტი.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 15 იანვარს სა-------–---------ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის მიერ გაცემული №O-SGG-SCO-N-2019-1-15/2 ცნობა (იხ. ს/ფ. 22);

- ამონაწერი აბონენტის მიერ მოხმარებული ბ/აირის შესახებ (იხ. ს/ფ. 28-29);

 

3.4. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაცემული აბონენტის ბარათის თანახმად, ოზ--------ის მუნიციპალიტეტის, თო--------------–--ის ქ. №6/48-ში მცხოვრები ამ----ნ სი----ე 2011 წლიდან არის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი აბონენტის (იხ. ს/ფ. 23-27);

 

3.5. მოსარჩელე - ფუ--ი გუ-------ემ განცხადებით მიმართა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 04 დეკემბრის №16447 წერილით ფუ--ი გუ-------ეს მოსთხოვა და--ტებითი დოკუმენტაციის წარდგენა 15 დღის ვადაში.

 

ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 დეკემბრის №6482 ბრძანების თანახმად, ფუ--ი გუ-------ის განცხადება დატოვენული იქნა განუხილველად.

სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (იხ. ს/ფ. 42);

- 2018 წლის 04 დეკემბრის №16447 წერილი (იხ. ს/ფ. 48-49);

- 018 წლის 27 დეკემბრის №6482 ბრძანება (იხ. ს/ფ. 50-51);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა--რთლო დასკვნა.

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სა--რთლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა--რთლებრივი შეფასების შედეგად, სასა--რთლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა--რთლომ იხელმძღვანელა:

 

- ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით;

 

6. სა--რთლებრივი შეფასება

 

6.1. ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

 

ა--ვე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში - შესაბამისი რაიონის გამგებელი) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ა--ვე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ხოლო ა--ვე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა)არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის და--დასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სა--რთლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის და--დასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ფუ--ი გუ-------ემ განცხადებით მიმართა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, კერძოდ საცხოვრებელ ბინაზე (მდებარე ქ. ოზ--------ი, თო--------------–--ის ქ.№6, ბინა №48). ქალაქ ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება დატოვა განუხილველი. იმ საფუძვლით, რომ 15 დღის ვადაში და--ტებითი დოკუმენტაცი არ წარუდგენია.

 

6.2. სასა--რთლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში კანონისა და მთავრობის დადგენილებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისას, საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით უფლებამოსილია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს და--ტებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ქონება, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

6.3. 2014 წლის 20 თებერვლის №189 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სა--რთლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

მითითებული ნორმის ანალიზით ცხადია, რომ კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც ფართით სარგებლობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით მიმართვისას მოსარჩელე ფუ--ი გუ-------ემ და ამ----ნ სი----ემ წარმოადგინეს სადავო საცხოვრებელი ბინის კანონიერი მოსარგებლის და--დასტურებელი დოკუმენტი.

 

6.4. მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ სასა--რთლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფუ--ი გუ-------ე და ამ----ნ სი----ე წარმოდგენენ საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. ოზ--------ი, თო--------------–--ის ქ.№6, ბინა №48. სა----------ის სახლის ბინა №48-ში ოთხსართულიანი სახლის პირველი სართული განაშენიანების ფართი 1067 კვ.მ. საერთო ფართი 80.8 კვ.მ. ოთახების რაოდენობა 4 მესაკუთრედ მითითებულია ამ----ნ სი----ე. იხ. 3.2. პუნქტი). კანონიერ მოსარგებლეს, რომელებიც 1991 წლიდან კანონიერად ფლობს აღნიშნულ ბინას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სა--რთლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში ფუ--ი გუ-------ემ და ამ----ნ სი----ემ აღიარებითი სარჩელით მომართეს სასა--რთლოს და მოითხოვა ქალაქი ოზ--------ში, თო--------------–--ის ქ.№6, ბინა №48-ში მდებარე ბინაზე მათი კანონიერი მოსარგებლის უფლების აღიარება.

 

სასა--რთლო დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასა--რთლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფუ--ი გუ-------ის და ამ----ნ სი----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასა--რთლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა საპროცესო ხარჯი (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით) 100 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ, მათ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასა--რთლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ფუ--ი გუ-------ის და ამ----ნ სი----ის სარჩელი ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ უძრავ ქონებაზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. ფუ--ი გუ-------ე და ამ----ნ სი----ე ცნობილი იქნენ უძრავი ქონების (მდებარე: ქ.ოზ--------ი თო--------------–--ის ქუჩა №6 ბინა №48) კანონიერ მოსარგებლეებად;

 

3. ოზ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასა--რთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისა--რთი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზ--------ის რაიონული სასა--რთლოს მეშვეობით (მისა--რთი: ოზ--------ი, ი. სიორიძის ქუჩა №14);

 

მოსა--რთლე: ნანა ჯოხაძე