გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411210018002423960
(2/73-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.05.2019 წელი ქ. აბაშა
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
აბაშის მუნიციპალიტეტში- ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი- ფატიმა კვახაჯელიძე
მოსარჩელე - შპს "გ-–-------" (ს/კ 4--------- (თავდაპირველი მოსარჩელე შპს „სო-–-ა“ ს/კ 4---------
წარმომადგენელი - ჯა----ლ სტ------ა
მოპასუხე - ქე----ან ნა-----ა (პ/ნ 0----------)
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე ქე----ან ნა-----ას შპს ”სო-–-ა”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1735.51 ლარი; მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად
1.2 მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 01 მარტს შპს ,,სო-–-ას“ და მოპასუხე ქე----ან ნა-----ას შორის ელექტრონული ფორმით დაიდი N 5------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა სესხი 1500 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.18%, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) 177.42 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის- ერთჯერადი ჯარიმა ოთხ დღემდე -50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 30 დღემდე 150 ლარი და გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 22 დეკემბერს და გაფრთხილების მიუხედევად მოპასუხის მიერ არ მომხდარა თანხის გადახდა. 2018 წლის 29 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 1735.51 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1098.45 ლარი, პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 60.59 ლარი, პირგასამტეხლო- 576.47 ლარი, რაც ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობისა, შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის დღიურ 0.41%-ს ხელშეკრულების დარღვევის მომდევნო დღიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულ დღეებზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ქე----ან ნა-----ას შპს ,,სო-–-ას“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1735.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია -1098.45 ლარი, პროცენტი 60.59 ლარი, პირგასამტეხლო 576.47 ლარი. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე ასევე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქე----ან ნა-----ამ 2018 წლის 18 მაისს წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო წარმოდგენილი სარჩელი. საქმის ზეპირი მოსმენის დროს, მოპასუხემ ასევე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა - 600 ლარის ნაწილში და განმარტა რომ, არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ნაწილში თანხის დაკისრების მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 01 მარტს შპს ,,სო-–-ას“ და მოპასუხე ქე----ან ნა-----ას შორის ელექტრონული ფორმით დაიდი N 5------ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა სესხი 1500 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 365 დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- № 5------ ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2 მსესხებელს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკებით დადგენილი ვადებით და ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ და დავალიანება დღემდე გადაუხდელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 № 5------ ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მსესხებელ ქე----ან ნა-----ას გადასახდელი აქვს 1735.51 ლარი, საიდანაც სესხის ძირია -1098.45 ლარი, პროცენტი 60.59 ლარი, პირგასამტეხლო 576.47 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ”შპს "გ-–-------"-ს (თავდაპირველი მოსარჩელე შპს „სო-–-ა“) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ქე----ან ნა-----ას სახელზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ქე----ან ნა-----ას.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პროცენტის სახით მისაღები თანხა წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს და არსებობს მოპასუხეთათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო მოპასუხის ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, თუმცა სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და მიზეზის, ასევე, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროიდან სასამართლოსათვის მომართვამდე პერიოდის გათვალისწინებით, (რამაც ბუნებრივია ზეგავლენა იქონია პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდაზე), პირგასამტეხლოს დარიცხული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს.
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიიჩნევს, პირგასამტეხლოს ოდენობა - 576.47 ლარი უნდა შემცირდეს 57.64 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე ქე----ან ნა-----ას მოსარჩელე შპს „გ-–-------ს“ (ყოფ. შპს „სო-–-ა“-ს) სასარგებლოდ დაეკისროს 1216.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1098.45 ლარი, პროცენტი 60.59 ლარი და პირგასამტეხლო - 57.64 ლარი;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, საიდანაც მითითებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული და მოპასუხეის მიერ აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს - 18.50 ლარს, ხოლო მოსარჩელე შპს „გლობუსს“ (ყოფ. შპს „სო-–-ა“-ს) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 50 ლარიდან 31.50 თეთრი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „გ-–-------ს“ (ს/კ 4--------- (ყოფ. შპს „სო-–-ა“-ს) სარჩელი მოპასუხე ქე----ან ნა-----ას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2. მოპასუხე ქე----ან ნა-----ას (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „გ-–-------ს“ (ყოფ. შპს „სო-–-ა“-ს) (ს/კ 4--------- სასარგებლოდ დაეკისროს 1216.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1098.45 ლარი, პროცენტი 60.59 ლარი და პირგასამტეხლო - 57.64 ლარი;
1.3. მოპასუხეს ქე----ან ნა-----ას (პ/ნ 0----------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს - 18.50 ლარს,1.4. მოსარჩელე შპს „გლობუსს“ (ს/კ 4--------- (ყოფ. შპს „სო-–-ა“-ს) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 26 აპრილს სს თიბისი ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან 31.50 თეთრი.
1.5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეს აღსასრულებლად
3. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე