განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
200100117001907095
დავის ტიპი
373 1
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100117001907095

#1/108-17 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

23 აპრილი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ე-–------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ-–------------–ი - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ყ-----–--------------------------

 

ადვოკატი - გიორგი დავითაშვილი, ლალი ჩოდრიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2016 წლის 24 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს „ვაზ 21-07“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,W------“, რომელსაც მართავდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი ბ-–------------–ი. ბ-–------------–ი არ დაემორჩილა მათ და გააგრძელა მოძრაობა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. შემდეგ ავტომანქანა გააჩერა ქუჩაში თავის სახლთან მოშორებით, თვითონ კი მიიმალა. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი პროცედურული წესების დაცვით მოახდინეს ბ-–------------–ის ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ბ-–------------–მა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის საფუძველზე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ბ-–------------–ი გამოიკითხა, რა დროსაც იგი გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ-–------------–მა განახორციელა დანაშულის ჩდენის შესახებ ცრუ დასმენა პოლიციელების მიმართ. კერძოდ განაცხადა, რომ ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის წაღების დროს, სცემეს მის მეუღლეს თ--------–----–---–ს, იმავე დროს უკანონოდ გადაიყვანეს მისი ავტომანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე და არ მისცეს ფულადი თანხა, რაც თითქოსდა, ავტომანქანაში ქონდა შენახული. ასევე მიმდინარე გამოძიების ფაგლებში 2016 წლის 2 აპრილს ბ-–------------–მა მიმართა მის თანასოფლელ რ--------------------ს, მოუწოდა მას, რომ ყოფილიყო ცრუ მოწმე, გამოძიებისთვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია და განეცხადებინა თითქოს, პოლიციელების მიერ მისი ავტომანქანის წაღების დროს მანქანაში ბ-–------------–ს შენახული ქონდა ფულადი თანხა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანასთან ერთად წაიღეს. ბ-–------------–ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია არ დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ მან განახორციელა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა და გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 24 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს „ვაზ 21-07“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,W------“, რომელსაც მართავდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი ბ-–------------–ი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი პროცედურული წესების დაცვით მოახდინეს ბ-–------------–ის ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ბ-–------------–მა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის საფუძველზე კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ბ-–------------–ი გამოიკითხა, რა დროსაც იგი გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ-–------------–მა განახორციელა დანაშულის ჩდენის შესახებ ცრუ დასმენა პოლიციელების მიმართ. კერძოდ განაცხადა, რომ ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა გ----------------–-–---–მა, ავტომანქანის გადაყვანის დროს, ცემა მისი მეუღლე თ--------–----–---–ი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მ-----–--–---–---–თან და დ--------–--------–---–თან ერთად, რა დროსაც დაინახეს, ბ-–------------–ი მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა სოფელში. იმის გათვალისწინებით, რომ მან იცოდა ბ-–------------–ს არ ქონდა მართვის მოწმობა, მიყვნენ უკან და ხმამაღალი მოლაპარაკით მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, რასაც ბ-–------------–ი არ დაეთანხმა, ავტომანქანა გააჩერა მისივე საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და შევიდა სახლში. მოწმის განმარტებით მან ბ-–------------–ს დაუძახა გამოსულიყო გარეთ, რათა მისთვის შეედგინათ საჯარიმო ქვითარი, რასაც ეს უკანასკნელი კვლავ არ დაემორჩილა. ამის შემდეგ მათ გამმოიძახეს ევაკუატორი, რომელზეც მოათავსეს ავტომანქანა, ამასთან ევაკუატორის მძღოლმა დაათვალიერა ავტომანქანა და შეადგინა სათანადო ოქმი. მოწმის განმარტებით ამ დროს მათთან მივიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამოგზავლი ყავდა ბ-–------------–ს და თხოვა ავტომანქანიდან სიგარეტის ამოღება, რაც ამ უკანასკნელს გადასცეს. ამის შემდეგ სანამ ავტომანქანას წაიყვანდნენ საჯარიმო ავტოსადგომზე მათთან მივიდა ბ-–------------–ის მეუღლე, რომელიც ევაკუატორს უდგებოდა წინ და არ აძლევდა წასვლის საშუალებას, რომელიც გადაიყვანეს გზის გვერდულზე, რის შემდეგ ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე. მოწმის განმარტებით ავტომანქანაში სიგარეტის მეტი არაფერი არ ყოფილა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ არც მისი მხრიდან და არც სხვა პოლიციელების მხრიდან თ--------–----–---–ის მიმართ არ ყოფილა უხეში მოპყრობა, მას არავითარი ტკივილი ან დაზიანება არ მიუღია, მათ უბრალოდ გზიდან გადაიყვანეს გვერდულზე.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ-----–--–---–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, როდესაც ბ-–------------–ი შევიდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მას აუბნებოდნენ გამოსულიყო გარეთ, რათა მისთვის დაეწერათ ჯარიმა, რაზეც ბ-–------------–ი პასუხობდა, რომ იგი გარეთ არ გავიდოდა, რის გამოც გახდა საჭირო ევაკუატორის გამოძახება. მოწმის განმარტებით ავტომანქანაში სიგარეტის გარდა არაფერი ღირებული არ ყოფილა, ამასთან ავტომანქანასთან ახლოს არავინ მისულა, ვინც მოახერხებდა ავტომანქანიდან რაიმეს ამოღებას. მოწმემ ასევე განმარტა, როდესაც ავტომანქანა უკვე იდო ევაკუატორზე ამ დროს ბ-–------------–ის მეუღლე მას გადაუდგა წინ და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, რა დროსაც მას უთხრა, თუ არ გადავიდოდა დააკავებდა ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგ მოკიდეს ქალბატონს ხელი და გადაიყვანეს გვერდულზე ისე, რომ არავის არც ხელი დაურტია მისთვის ან რაიმე ძლადობა არ განუხორციელებიათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ უშუალოდ მან შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რაც ბ-–------------–ს გადაეგზავნა ფოსტის მეშვეობით.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ დ--------–--------–---–მა.

 

გ------------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის გურჯაანის საჯარიმო ავტოსადგომის დირექტორი. მოწმის განმარტებით საჯარინმო ავტოსადგომზე სოფელ საბუიდან ყვარლის შს სამმართველოს მოთხოვნის საფუძველზე გადაყვანილი იქნა ბ-–------------–ის ავტომანქანა, რომლის უშუალოდ ევაკუატორით ტრანსპორტირება განახორციელა ვ----–----------ემ. მოწმის განმარტებით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანისას მძღოლი ათვალიერებს ავტომანქანას, ახდენს ზედაპირულ ფოტოგადაღებას, რასაც ინახავენ ავტომანქანის გაყვანამდე, ხოლო შემდეგ ხდება მისი წაშლა. მოწმის განმარტებით ბ-–------------–ის ავტომანქანასთან დაკავშირებით სრულად იქნა წესები დაცული და ავტომანქანა საჯარიმო სადგომიდან გაყვანილი იქნა დაახლოებით 3-4 თვეში ყვარლის პოლიციის ნებართვის საფუძველზე, იმავე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც შეიყვანეს სადგომზე.

 

ვ----–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წელს ზუსტი თარიღი არ ახსოვს ოპერატორის გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, საიდანაც უნდა გადაეყვანა ვაზ 2107 მარკის ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე. მოწმის განმარტებით ადგილზე მისვლისას მოახდინა ავტომანქანის დათვალიერება, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი, ასევე მოახდინა ფოტოგადაღება, რის შემდეგ ავტომანქანა უნდა გადაეყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. მოწმის განმარტებით ევაკუატორის დაძვრისას მას წინ გადაუდგა ქალბატონი, რომელიც არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, რის შემდეგ ხსენებულ ქალბატონთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მოარიდეს ავტომანქანას ისე, რომ მის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია, რის შემდეგაც მოახდინა ავტომანქანის გადაყვანა. მოწმის განმარტებით ავტომანქანის დათვალიერებისას მასში გარდა სიგარეტისა არაფერი არ უნახია, ხოლო აღნიშნული სიგარეტიც გაატანეს მეპატრონესთან.

 

ა---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ზუსტი რიცხვი არ ახსოვს იმყოფებოდა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მეზობლის ოჯახში, სადაც შემოესმა ხმაურის ხმა, რაზეც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ბ-–------------–ის ავტომანქანა პოლიციის თანამშრომლებს გადაყავდათ ევაკუტორით. ამის შემდეგ იგი მივიდა ბ-–------------–თან და აუხსნა თუ რაც ხდებოდა, რაზეც ბ-–------------–მა უთხრა, რომ ღორებს დაამწყვდევდა და გამოვიდოდა, ხოლო მანამდე თხოვა ავტომანქანიდან მისთვის მოეტანა სიგარეტი, რაზეც იგი მივიდა ევაკუატორთან საიდანაც ბ-–------------–ს მოუტანა ორი ბლოკი სიგრეტი. მოწმემ ასევე განმარტა, როდესაც ავტომანქანა მიყავდათ ევაკუატორით ამ დროს მათთან მივიდა ბ-–------------–ის მეუღლე, რომელიც ეკითხებოდა თუ რატომ გადაყავდათ ავტომანქანა, ხოლო როდესაც ბ-–------------–ი გაიქცა და მას გაეკიდნენ პოლიციელები ამ დროს ერთერთმა პოლიციემა ბ-–------------–ის მეუღლეს კრა ხელი, რაზეც ეს უკანასკნელი წაბარბაცდა.

 

გ--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში მუშაობდა შსს ყვარლის სამმართველოს უფროსად. 2016 წლის თებერვლის თვეში გ----------------–-–---–ი, დ--------–--------–---–ი და მ-----–--–---–---–ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაურეკეს მის მოადგილეს გ-------------–--ეს, რომელსაც უთხრეს, რომ ბ-–------------–ი არ დაემორჩილა მათ, გადავიდა ავტომანქანიდან და შევიდა სახლში, ხოლო თავად იღებდნენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს. ამის შემდეგ გ-------------–--ე და ნ-----–---------–-----ი გავიდნენ ადგილზე, სიტუაციაში გარკვევის მიზნით. ამის შემდეგ თავად მიდიოდა თელავში, რა დროსაც გზაში შეხვდა მოადგილეებს, რომლებმაც უთხრეს, რომ სოფელ საბუეში ბ-–------------–ი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს, მიიღეს შესაბამისი ზომები და ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე.

 

რ--------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ბ-–------------–ი არ დამუქრებია და არ უთქვამს, რომ დადგომოდა ტყუილ მოწმედ. მოწმის განმარტებით მან ბ-–------------–ის ავტომაქანის ჩამორთმევის შესახებ იცის გ----------------–-–---–ისგან. მოწმის განმარტებით მას გ----------------–-–---–მა უთხრა, რომ გამოძიებისთვის მიეცა ჩვენება, თითქოს მას ბ-–------------–ი აიძულებდა ეთქვა, რომ ავტომანქანაში ედო ფული. მოწმის განმარტებით მან გამოძიებას მისცა ჩვენება გ----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად და გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

 

გ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ყვარლის შს სამმართველოს უფროსის მოადგილედ. მოწმის განმარტებით 2016 წლის თებერვლის თვეში მას ტელეფონზე დაუკავშირდა თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ გააჩერეს ბ-–------------–ი, რომელიც მართავდა ავტომანქანას, ამასთან ბ-–------------–ი გადავიდა ავტომანქანიდან და მიიმალა, რაზეც თანამშრომლებს უთხრა, რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად და გამოეძახათ ევაკუატორი. ამის შემდეგ იგი ნ--------–-----თან ერთად სიტუაციის გაცნობის მიზნით გავიდა ადგილზე, სადაც ავტომანქანა უკვე აყვანილი იყო ევაკუატორზე, რა დროსაც ბ-–------------–ის მეუღლე წინ გადაუდგა ევაკუატორს და არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას, რაზეც იგი პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს გზის გვერდულზე, რათა ეკაკუატორს გაეგრძელებინა გზა. მოწმის განმარტებით ადგილზე პოლიციის თანამშრომლებს ბ-–------------–ის მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცყოფა არ მიუყენებიათ.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---------–-----მა.

 

მოწმე დ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ბ-–------------–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F 60.3; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ-–------------–ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო; მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ-–------------–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ბ-–------------–ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ბ-–------------–ი იმგვარი ფსიქიკურიო აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ბ-–------------–ს აქვს ფიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ბ-–------------–ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

ბ-–------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს იმყოფება სახლში ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში. ამ დროს ავტომანქანა გაჩერებული ყავდა საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. მოწმის განმარტებით სახლში ყოფნის დროს მაინ გაიგონა დაძახების ხმა, რაზეც გავიდა გარეთ სადაც დაინახა ვასილ ბეყურაშვილი, ასევე დაინახა პოლიციის ავტომანქანა და გ----------------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ იგი ეძახდა. მოწმის განმარტებით ამ დროს შებრუნდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმა „მიდი ბიჭო დაურეკეო“ სევე გაიგონა „ვაჟაევიჩ კარჭაული საჭესთან ვერ დავიჭირეო“. ამის შემდეგ შევიდა სახლში წამლების ასაღებად და დაბრუნდა ეზოში, სადაც მან დაინახა იარაღ მომარჯვებული პოლიციის თანამშრომლები, რომლების ასევე ავტომანქანას უღებდა სურათებს, რაზეც იგი გარეთ არ გასულა და შებრუნდა სახლში. მოწმის განმარტებით შემდეგ მას საკუთარი ღორები გაექცა მეზობლის ნაკვეთში, რომელთაც გაეკიდა და დაახლოებით ერთ საათში დამწყვდია საღორეში, შევიდა სახლში გამოიცვალა ტანსაცმელი და გავიდა გარეთ, სადაც დაინახა, რომ მისი ავტომანქანა არ იდგა ჭიშკართან. ამის შემდეგ გავიდა ქუჩაში სადაც იქ მყოფ ბიჭებს დაუძახა და კითხა თუ სად იყო ავტომანქანა, რომლებმაც განუცხადეს, რომ ავტომანქანა პოლიციელებმა გადაიყვანეს ევაკუატორზე. ადგილზე მისვლისას კი იკითხა თუ რატომ მიყავდათ ავტომანქანა, რაზეც გ----------------–-–---–მა უპასუხა, რომ მათ მიყავდათ მანქანა. მოწმის განმარტებით ამ დროს ადგილზე მივიდა სხვა პოლიციის თანამშრომლებიც, ასევე მისი მეუღლე თ--------–----–---–ი, რომელიც კითხულობდა თუ რატომ გადაყავდათ ავტომანქანა და გააჩერა ევაკუატორი, ამ დროს გ----------------–-–---–მა კრა ხელი, რაზეც თ--------–----–---–ი ჩავარდა რუში და ცხვირი დაარტყა ასფალტზე, რაზეც წამოუვიდა სისხლი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი რ--------------------ს საერთოდ არ შეხვედრია, შესაბამისად მისთვის არანაირი ჩვენების მიცემა არ უთხოვია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანაში მას ედო ფულადი თანხა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა, ხოლო ის, რომ ვინმესთვის დაებრალებინა ფულის აღება ან მოპარვა მას არ განუცხადებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ--–----------–-–---–მა, გ----------–----–---–მა, ბ------------–---–მა, გ----------------მა, გ---------------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბ-–------------–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე თავად მოწმე რ--------------------მა უარყო ის ფაქტობრივი გარემოება, თითქოს ბ-–------------–მა მოუწოდა მას, რომ ყოფილიყო ცრუ მოწმე, გამოძიებისთვის მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია და განეცხადებინა თითქოს, პოლიციელების მიერ მისი ავტომანქანის წაღების დროს მანქანაში ბ-–------------–ს შენახული ქონდა ფულადი თანხა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანასთან ერთად წაიღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბ-–------------–ი საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს ცრუ დასმენა, სახეზე უნდა იყოს პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ და არა ზოგადად დანაშაულის ჩადენის შესახებ. ცრუ დასმენა თავისი არსით გულისხმობს ვინმეს დასმენას, მხილებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში, ანუ ვინმეს დადანაშაულებას იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. თავად ტერმინი ,,დასმენა” შინაარსობრივი თვალსაზრისით გულისხმობს დაბრალებას, დაბეზღებას და თუკი კონკრეტული პირი არ არის მითითებული, შესაბამისად, არც არავინ არის დასმენილი. ცრუ დასმენა არის კონკრეტული პირის მხილება იმაში, რაც მას არ ჩაუდენია (დაბრალება, დაბეზღება), რათა იგი მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მართალია, კანონში უშუალოდ მითითებული არ არის დანაშაულის მიზანზე, მაგრამ თავად ცრუ დასმენის არსიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ამ დანაშაულის მიზანია უდანაშაულო პირის მიცემა პასუხისგებაში. ცრუ დასმენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის გაცხადება, რომ ჩადენილია დანაშაული, არამედ უნდა იყოს მითითება იმაზეც, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ არავის დასმენა არ მომხდარა. ამიტომაც უთითებს კანონი, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს ,,დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას” ე.ი ვინმეს ყალბად დასმენას, ტყუილად დადანაშაულებას, უსაფუძვლოდ მხილებას, რომ თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

მოცემულ შემთხვევაში ბ-–------------–ს ცდუ დასმენად წარდგენილი აქვს, რომ გამოძიების ფარგლებში ბ-–------------–ი გამოიკითხა, რა დროსაც იგი გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ-–------------–მა განახორციელა დანაშულის ჩდენის შესახებ ცრუ დასმენა პოლიციელების მიმართ. კერძოდ განაცხადა, რომ ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომანქანის წაღების დროს, სცემეს მის მეუღლეს თ--------–----–---–ს, იმავე დროს უკანონოდ გადაიყვანეს მისი ავტომანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე და არ მისცეს ფულადი თანხა, რაც თითქოსდა, ავტომანქანაში ქონდა შენახული.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კი არ დასტურდება ის გარემოება, რომ ბ-–------------–მა ვინმე დაასმინა იმასთან დაკავშირებით თითქოს მას ფულს არ უბრუნებდნენ, რომელიც ედო ავტომანქანაში. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, სადაც ბ-–------------–ი უშუალოდ მიუთითებდეს პირს, რომელმაც მას თანხა არ დაუბრუნა, უფრო მეტიც ბ-–------------–ი განცხადებებში, საჩივრებში თუ გამოკითხვის ოქმებში საერთოდ არ უთითებს თითქოს მას ფული მოპარეს წაართვეს და აშ. იგი ზოგადად ითხოვს ავტომანქანაში არსებული ფულადი თანხის დაბრუნებას, რაც მას პოლიციის თანამშრომლებმა არ დაუბრუნეს და საბოლოოდ დაიკარგა. ასევე დანაშაულის შესახებ ბ-–------------–ი არ ასმენს ვინმეს ავტომანქანის გადაყვანასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში ბ-–------------–ი თავის შეფასებას აკეთებს იმ ფაქტთან დაკავშირების, რის საფუძველზეც მოხდა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა. კერძოდ არათუ გამოძიების, არამედ სასამართლო განხილვის დროს ბ-–------------–ი არ ეთანხმებოდა იმ გარემოებას, რომ იგი იჯდა საჭესთან, რაზეც მას შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი და რის გამოც მოხდა ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა. შესაბამისად ბ-–------------–ი თავად სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება, რის გამოც იგი თვლიდა, რომ ავტომანქანის გადაყვანა მოხდა კანონის დარღვევით. ხოლო ის გარემოება, რომ მას ავტომანქანა წაართვეს, ძარცვით, ქურდობით, ყაჩაღური გზით თუ სხვა, მსგავსი ფაქტი ბ-–------------–ს არ განუცხადებია. აღნიშნულიდან გამომდინარე ბ-–------------–ს წარდგენილი ბრალიდან უნდა ამოერიცხოს ავტომანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე უკანონოდ გადაიყვანისა და ფულადი თანხის არ დაბრუნების ფაქტი.

 

რაც შეეხება პოლიციელთა მხიდან მისი მეუღლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ----------------–-–---–ის მხრიდან თ--------–----–---–ის ცემის ფაქტი, რასაც ბ-–------------–ი მიუთითებდა თავის განცხადება-საჩივრებში თუ გამოკითხვის ოქმებში, მაშინ როდესაც იგი გაფრთხილებული იყო ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-–------------–მა ჩაიდინა დანაშულის შესახებ ცრუ დასმენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ-–------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-–------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-–------------–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 273-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ-–------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბ-–------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-–------------–ს 2017 წლის 21 მარტიდან 2017 წლის 10 მაისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და გათავისუფლდეს მისი შემდგომი მოხდისაგან.

 

ბ-–------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბ-–------------–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ე-–--------------–ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.

 

ბ-–------------–ის პასპორტი და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზვიად შარაძე