გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18102-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - ბი-------------–----–---–ი
წარმომადგენლები - 1 - გი--------------–----–---–-
2 - მო------------ე
3 - და-------–----ე
მოპასუხე - შპს „დი------–----
დირექტორი - ამ-----------------–ი
წარმომადგენელი - და---------------ე
დავის საგანი - მეწარმე სუბიექტიდან დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „დი------–-----ს (ს/ნ 2--------) (დირექტორს ა. გო--------–ს (პ/ნ 0-----------) დაევალოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება 2014 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე:
1.1.1. შპს „დი------–-----ის 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების ჩათვლით ფინანსური ანგარიშგებები, რომელშიც შედის:
· შპს „დი------–-----ის ბალანსი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის მოგება-ზარალის ანგარიშგება (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის კაპიტალის მოძრაობის უწყისი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ახსნა-განმარტებითი შენიშვნები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.2. შპს „დი------–-----ის ინფორმაცია წესდებაში ცვლილებების შესახებ (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.3. შპს „დი------–-----ის სააღრიცხვო პოლიტიკა;
1.1.4. შპს „დიდ----–----“-ის შინაგანაწესი;
1.1.5. შპს „დი------–-----ის პარტნიორთა კრების ოქმები და დანართები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.6. შპს „დი------–-----ის დირექტორის ბრძანებები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.7. შპს „დი------–-----ის დივიდენდების გამოცხადების და განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.8. შპს „დი------–-----ის სასამართლო ან სხვა სახის დავებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.9. შპს „დი------–-----ის სრული ინფორმაცია კომპანიის უძრავი, მოძრავი და არამატერიალური აქტივების შესახებ (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.10. შპს „დი------–-----ის ქონების შეფასების აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.11. შპს „დი------–-----ის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამული ვერსიის ასლი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.12. შპს „დი------–-----ის კომპანიის შემ------–---------------ის ვებ-გვერდზე შესასვლელი სახელი და პაროლი;
1.1.13. შპს „დი------–-----ის ბრუნვითი უწყისები წლების და თვეების მიხედვით (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.14. შპს „დი------–-----ის ყველა საბუღალტრო ანგარიშის ბარათი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.15. ინფორმაცია შპს „დი------–-----ის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ (2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.16. შპს „დი------–-----ის პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაცია სრული (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე), მათ შორის:
. შპს „დი------–-----ის სასაქონლო ზედნადებები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ანგარიშ-ფაქტურები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის საბაჟო დეკლარაციები (იმპორტის, ექსპორტის) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ინვოისები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ხელშეკრულებები (სესხის, იჯარის, შრომითი, ყიდვა-გაყიდვის, მომსახურების) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის საშტატო განრიგი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის მივლინებაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები ((2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის მიღება-ჩაბარების აქტები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის შესყიდვების აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სალარო აპარატის ჩეკები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ჩგდ-ები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ქვითრები, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სრული საბანკო ამონაწერები ყველა ანგარიშიდან და ფულის ნაშთები ყველა ანგარიშზე (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სახელფასო უწყისები (ხელფასის დარიცხვის და გაცემის) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სმფ-ების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის შედარების აქტები დებიტორებთან და კრედიტორებთან (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.17. შპს „დი------–-----ის 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების მოგების წლიური დეკლარაციები;
1.1.18. შპს „დი------–-----ის მოგების ყოველთვიური დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.19. შპს „დი------–-----ის 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების ქონების დეკლარაციები;
1.1.20. შპს „დი------–-----ის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.21. შპს „დი------–-----ის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.22. შპს „დი------–-----ის განაცემთა ინფორმაცია ყოველთვიური (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.23. შპს „დი------–-----ის უკუდაბეგვრის ყოველთვიური დეკლარაცები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.24. შპს „დი------–-----ის ორმაგი დაბეგვრის დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.25. შპს „დი------–-----ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტები და პირადი ბარათები (შემოსავლის სამსახურის ვებ-გვერდიდან) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.26. შპს „დი------–-----ის ლიცენზიები და ნებართვები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.27. შპს „დი------–-----ის შემ------–---------------ის შემოწმების და სამართალდარღვევის აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე).
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტომი I, ს.ფ. 296-300)
1.2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
(იხ. 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი I, ს.ფ. 270 - 16:24:51 სთ).
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „დი------–-----ის პარტნიორებს წარმოადგენენ ბი-------------–----–---–ი - 50%-იანი წილი და ამ-----------------–ი - 50%-იანი წილი. ამ-----------------–ი ასევე წარმოადგენს საწარმოს დირექტორს. მოსარჩელე პარტნიორის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე კომპანიის დირექტორი არ ახდენს საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემას. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელის მიერ 2018 წლის 21 მაისს განხორციელდა კიდეც ფაქტების კონსტატაცია. მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალოებას, რის გათვალისწინებით მხარე იძულებულია სასამართლოს გზით მოითხოვოს კომპანიიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,დი------–----ს დირექტორმა და წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე საზოგადოების არაკეთილსინდისიერი პარტნიორია და იგი სასამართლო გადაწყვეტილებით გარიცხულია საზოგადოებიდან. სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და საქმე იხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მოსარჩელისათვის დოკუმენტაციის გადაცემის შემთხვევაში იგი იმოქმედეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ და კვლავ გააგრძელებს საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებას. ამასთან, მოსარჩელე 2014 წლამდე იყო საზოგადოების დირექტორი და თვითონვე ჰქონდა წვდომა საზოგადოების ყველა დოკუმენტაციასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დი------–---- რეგისტრირებულია ისანი-სამგორის სასამართლოს 2000 წლის 12 იანვარს, რეგისტრაციის ნომრით: 7-------, რომლის პარტნიორებად რეგისტრირებულები არიან: ბი-------------–----–---–ი - 50%-იანი წილის მესაკუთრე და ამ-----------------–ი - 50%-იანი წილის მესაკუთრე. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი - ამ-----------------–ი.
(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 20-23)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–--ს სამმართველოს მიერ 2018 წლის 11 ივნისს განხორციელდა შპს „დი------–-----დან კომპანიის დოკუმენტაციის ამოღება.
(მტკიცებულება: ამოღების ოქმი, ტომი I, ს.ფ. 216-229)
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „დი------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბი-------------–----–---–ს შპს „დი------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების მიზნით 188 584 ლარის გადახდა, ბი-------------–----–---–ი გათავისუფლდა შპს „დი------–-----ის დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს „დი------–-----ის პარტნიორობიდან. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა სახ. ბაჟის ანაზღაურება.
(მტკიცებულება: 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, ტომი I, ს.ფ. 81-93)
3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბი-------------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ და შპს „დი------–-----ის სარჩელი ბი-------------–----–---–ის შპს „დი------–-----ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
(მტკიცებულება: 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, ტომი I, ს.ფ. 231-250)
3.1.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ბი-------------–----–---–ისა და შპს „დი------–-----ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
(მტკიცებულება: 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება, ტომი I, ს.ფ. 293)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი განცხადებებითა და ფაქტების კონსტატაციის ოქმით დადგენილია, რომ ბი-------------–----–---–ის მხრიდან სარჩელის შემოტანის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მან რამდენჯერმე მიმართა შპს „დი------–-----ს განცხადებით საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ, თუმცა შპს „დი------–-----ის მიერ არ მომხდარა მისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა.
(მტკიცებულება: განცხადებები, საფოსტო დასტურები, ფაქტების კონსტატაციის ოქმი, ტომი I, ს.ფ. 24-35)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ბი-------------–----–---–ის სარჩელი შპს „დი------–-----დან დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 46-ე მუხლები; წესდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-270-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუქნტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება, გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბი-------------–----–---–ი წარმოადგენს შპს „დი------–-----ის პარტნიორს და მისი მოთხოვნის მიუხედავად, შპს „დი------–-----ის მიერ არ გადასცემია საზოგადოების დოკუმენტაცია. ამასთან, საქმის განხილვის დროს, მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა კონკრეტული დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო კონკრეტულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კი მოპასუხემ განმარტა, რომ საზოგადოებას ასეთი დოკუმენტაცია არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა მიაჩნია დასაბუთებულად და შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტიების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მისი გამოყენების აუცილებლობას. მხარე ვერ ადასტურებს თუ რა გარდაუვალი აუცილებლობაა გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად მიქცევისა და რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს გადაწყვეტილების აღსრულების გართულებისა მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაუცემლობის შემთხვევაში. მხოლოდ ზოგადი მითითება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესახებ სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო 50 ლარი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბი-------------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შპს „დი------–-----ს (ს/ნ 2--------) (დირექტორს ამ-----------------–ს (პ/ნ 0-----------) დაევალოს შემდეგი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება 2014 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე:
1.1.1. შპს „დი------–-----ის 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების ჩათვლით ფინანსური ანგარიშგებები, რომელშიც შედის:
· შპს „დი------–-----ის ბალანსი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის მოგება-ზარალის ანგარიშგება (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.2. შპს „დი------–-----ის პარტნიორთა კრების ოქმები და დანართები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.3. შპს „დი------–-----ის დირექტორის ბრძანებები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.4. შპს „დი------–-----ის დივიდენდების გამოცხადების და განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.5. შპს „დი------–-----ის სრული ინფორმაცია კომპანიის მოძრავი და არამატერიალური აქტივების შესახებ (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.6. შპს „დი------–-----ის ქონების შეფასების აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.7. შპს „დი------–-----ის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამული ვერსიის ასლი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.8. შპს „დი------–-----ის ბრუნვითი უწყისები წლების და თვეების მიხედვით (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.9. ინფორმაცია შპს „დი------–-----ის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ (2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.10. შპს „დი------–-----ის პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაცია სრული (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე), მათ შორის:
· შპს „დი------–-----ის სასაქონლო ზედნადებები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ანგარიშ-ფაქტურები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ინვოისები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის ხელშეკრულებები (სესხის, იჯარის, შრომითი, ყიდვა-გაყიდვის, მომსახურების) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის საშტატო განრიგი (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის მიღება-ჩაბარების აქტები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის შესყიდვების აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სალარო აპარატის ჩეკები (მიღებული, გაცემული) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ქვითრები, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სრული საბანკო ამონაწერები ყველა ანგარიშიდან და ფულის ნაშთები ყველა ანგარიშზე (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სახელფასო უწყისები (ხელფასის დარიცხვის და გაცემის) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის სმფ-ების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
· შპს „დი------–-----ის შედარების აქტები დებიტორებთან და კრედიტორებთან (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.11. შპს „დი------–-----ის 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების მოგების წლიური დეკლარაციები;
1.1.12. შპს „დი------–-----ის მოგების ყოველთვიური დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.13. შპს „დი------–-----ის 2014, 2015, 2016, 2017, 2018 წლების ქონების დეკლარაციები;
1.1.14. შპს „დი------–-----ის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.15. შპს „დი------–-----ის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.16. შპს „დი------–-----ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტები და პირადი ბარათები (შემოსავლის სამსახურის ვებ-გვერდიდან) (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე);
1.1.17. შპს „დი------–-----ის შემ------–---------------ის შემოწმების და სამართალდარღვევის აქტები (2014 წლის 1 იანვრიდან, 2015, 2016, 2017, 2018 წლების და 2019 წლის 28 იანვრამდე პერიოდზე).
1.2. დანარჩენი დოკუმენტების გადაცემაზე მოსარჩელეს ბი-------------–----–---–ი ეთქვას უარი.
1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის ბი-------------–----–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი