გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210018002574727
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - შპს მი----------------------------–ია ,,რი------------ი’’

წარმომადგენელი - მი----------------–ი

მოპასუხე - ივ------------ე

წარმომადგენელი - ეკ-----------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება, დაგირავებული ნივთების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ივ------------ეს შპს მ---- „რი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 02 სექტემბრის N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე -2999.17 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2015 წლის 2 სექტემბერს შპს მი----------------------------–ია ,,რი------------ის’’ და ივ------------ეს შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 3000 აშშ დოლარი, 6 თვით ყოველთვიურად სესხის 1.5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სალომბარდე სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ძვირფასი (ოქროს) ნივთებით, რომელთა აღწერილობა განისაზღვრა ხელშეკრულებაზე თანდართულ შეფასების ქვითარში.

 

მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულება შესრულდა მხოლოდ ნაწილობრივ.

 

სარჩელის წარმოდგენისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაგირავებული ძვირფასი ნივთები 2016 წლის 1 მარტს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ამოღებული იქნა. შესაბამისად, გირავნობის ნივთები მოსარჩელესთან აღარ იმყოფება და ვერ ხერხდება მათი რეალიზაცია.

 

მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ივ------------ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო.

 

29.03.2019წ, სხდომის ოქმი 13:32:47წთ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 2 სექტემბერს შპს მი----------------------------–ია ,,რი------------ს“ და ივ------------ეს შორის დაიდო სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 3000 აშშ დოლარი, 6 თვით ყოველთვიურად სესხის 1.5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხელშეკრულების დანართში - „შეფასების ქვითარში“ აღწერილი ნივთებით. (გირავნობის საგანი), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემს და აძლევს მას უფლებას, ისარგებლოს აღნიშნული ნივთების დაგირავების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალომბარდე სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 18)

 

3.1.3. 2016 წლის 1 მარტს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით დაგირავებული ძვირფასი ნივთები დათვალიერდა და დაილუქა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დათვალიერების ოქმი (ს.ფ 19-24)

 

3.1.4. 2018 წლის 24 ივლისს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს განყოფილების მიერ გაცემული წერილიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ---------------–--- სამმართველოს განყოფილების წერილი (ს.ფ 26)

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სალომბარდე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავალიანება 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 2999.17 აშშ დოლარს.

 

შპს მი----------------------------–ია ,,რი------------ის“ მიერ გაცემული ამონაწერის შესაბამისად, მოპასუხემ მხოლოდ ერთხელ გადაიხადა სესხის თანხა 45.83 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 45 აშშ დოლარი მიემართა სარგებლის, ხოლო 0.83 ცენტი სესხის ძირითადი თანხის დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მოპასუხის ანგარიშიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს მ---- ,,რი------------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ივ------------ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამავე მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 221 ლარი. შესაბამისად, შპს მ---- „რი------------ს“ უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 110.50 ლარი, ხოლო ივ------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაცვლად 110.50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.შპს მ---- „რი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ივ------------ეს შპს მ---- „რი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 02 სექტემბრის N9----- სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2999.17 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რეალიზაციით ამონაგები თანხით ვერ მოხდება დავალიანების სრული დაფარვა, დარჩენილი ნაშთი გადახდევინებულ იქნას მოპასუხის სხვა ნებისმიერი ქონებიდან;

 

4. შპს მ---- „რი------------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 110.50 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 03 აგვისტოს საგადახდო დავალება N-;

 

5. ივ------------ეს შპს მ---- „რი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაცვლად 110.50 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი