გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33-------8
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი
მოსარჩელე - სა-----------------.
წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი.
მოპასუხე - ქალაქ თბი-–----------–----–------ის მერიის კრ–---------------ს გა-------.
წარმომადგენელი - მა------------–---–ი.
დავის საგანი - საკომლო წიგნის ჩანაწერიდან კომლის წევრის ამორიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. საკომლო წიგნის ჩანაწერიდან ამორიცხული იქნეს კომლის წევრობიდან ნი-----------------------------ა.
მოსარჩელის განმარტებით თბილისში, სოფ--–----------–-ში, სე--–---------–---------ის კომლს, რომლის წევრია მოსარჩელე სა-----------------, ერიცხება უძრავი ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი და სახლი. კომლის წევრებმა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს უძრავი ნივთის რეგისტრაცია. მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მიწის ნაკვეთზე ასევე დარეგისტრირდა თანამესაკუთრის უფლება კონკრეტული ვინაობის მითითების გარეშე. აღნიშნული გარემოების აღმოსაფხვრელად სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა საკომლო წიგნის ჩანაწერში მითითებული ნი-----------------------------ას თანხმობა. მოსარჩელე (წარმომადგენელი) განმარტავს, რომ სე--–---------–---------ს და კუდ--------–--------ვას არ ჰყოლიათ შვილიშვილი სახელად ნი----რ ფახ---------------------ვა და აღნიშნული შეცდომით არის დაფიქსირებული საკომლო წიგნში და მის საფუძველზე გაცემულ საარქივო ცნობაში. მოსარჩელის (წარმომადგენლის) განმარტებით იმის გამო, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მოხდა სოფ--–----------–-ში მდებარე მიწის ნაკვეთის კომლის წევრების სახელზე რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მიწის ნაკვეთს ჰყავს თანამესაკუთრე, სადაც მოიაზრება ნი-----------------------------ა, რომელიც რეალურად არ არსებობს. აღნიშნული გარემოება კი ხელს უშლის მესაკუთრეებს განკარგონ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება იმ არარსებული თანამესაკუთრის თანხმობა, რომლის უფლებაც რეგისტრირებულია სადაო მიწის ნაკვეთზე.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე ქალაქ თბი-–----------–----–------ის მერიის კრ–---------------ს გა------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ რუსთავის არქივში დაცული გარ---------------ის ფ-------–ას სასოფლო საბჭოს სოფ--–----------–-ს 19------- წლების საკომლო წიგნში სა--- სე--–-----------–--------ვა კომლის უფროსად არ ფიქსირდება. იგი ირიცხება კომლში რომლის უფროსად ჩაწერილია სე--–---------–--------- ისკ----არ (გადახაზულია, გარდაიცვალა, გარდაცვალების წელი გაურკვევლად არის მითითებული). კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: ცოლი - გუდ-----------------–--------ვა; შვილი - სეი------------–-------------–--------ვ (გადახაზულია, გა------–---–------წ); შვილი - გუ-–----------–-----------–--------ვა; შვილიშვილი - ალ-------------------------ოვ; შვილიშვილი - ნუ------------------------ვა (დაბადებული 19---–-–------------------ი); შვილი - ხო–--ზ, ხა–---------–-----------ი ალ---------ა; შვილიშვილი - გ------–----------------ი ალ---------ა.
გარ---------------ის ფ-------–ას საკრებულოს სოფ--–----------–-ს 1--6-2000 (რეკვიზიტები შევსებულია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში სა--- სე--–-----------–--------ვა ირიცხება კომლში, რომლის უფროსად ჩაწერილია გუ---------------- ალ---------ა (გადახაზულია, გარდაიცვალა 1-.10.1--7წ). კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: შვილი - გუ-–---რ სე--–-----------–--------ვა; შვილი - ხო–--ზ, სე--–-----------–--------ვა; შვილიშვილი - ალ------------------------------ვ; შვილიშვილი - ნუ----------------------------ა (დაბადებული 19---–-–-------------ი); შვილიშვილი - გ------–----------რ ალ---------ა. რძალი - კა---–-------ლ (ჩანაწერი ,,ფ-----ნ’’ გადახაზულია) კ------------ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №A------------04 საარქივო ცნობა (ს.ფ. 11-12);
- საქართველოს ეროვნული არქივის 20---–-–-----------ის №15------ მიმართვა (ს.ფ. 80-81);
- საკომლო წიგნის ჩანაწერის ასლი (ს.ფ. 82-85);
3.1.2. დადგენილია, რომ კუ------- ალ---------ა გარდაიცალა 1--7 წლის 1- ოქტომბერს, ხოლო სე--–---------–------ოვი გარდაიცვალა 19---–-–-------------რს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 33);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 34);
3.1.3. დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია 19---–-–-------------ს დაბადებული ნი-----------------ის და 19---–-–------------------ს დაბადებული ნუ----------------ს შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 29 მარტის №01------- მომართვა (ს.ფ. 112);
3.1.4. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილებით სა--- ალ--------ვას განცხადებაზე განხორციელებულიყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი ფ-------–ა, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ მოძიებული ინფორმაციით, კერძოდ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის #1------- წერილის მიხედვით კომლის წევრს წარმოადგენს ხო–--ზ სე--–---------–---------ა, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ არის წარმოდგენილი, ასევე საარქივო ცნობის მიხედვით ნუ----------------------------ა მითითებულია მდედრობითი სქესის, ხოლო სა--- ალ--------ვას მიერ წარმოდგენილია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 1---------8, რომელიც სამოქალაქო ბაზაში გადამოწმების შედეგად არის ნუ---------------------------ი მამრობითი სქესის, არ არის კომლის წევრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 26 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 1-);
3.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 201- წლის 13 აგვისტოს №02-3------- გადაწყვეტილებით ჯე----ნ ალ--------ვს მოთხოვნა - ცვლილება შევიდეს გარ---------------ის სოფელ ფ-------–ის 1--6-2000 წლების საკომლო წიგნში და გუ------- მა-------–---------ას კომლის წევრად არ დაფიქსირდეს ნუ----------------------------ა, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტში ცვლილების შეტანა სცილდება ეროვნული არქივის კომპეტენციას და არქივიდან მონაცემები გაიცემა ზუსტად ისე, როგორც დაფიქსირებულია დოკუმენტებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული არქივის 201- წლის 13 აგვისტოს №02-3------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19);
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარ---------------ის სოფ--–----------–-ს 1--6-2000 (ცვლილება ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნების მიხედვით გუ------- მა------------------ს კომლის ერთ-ერთ წევრად ფიქსირდება შვილიშვილი - ნუ----------------------------ა.
საქმეში წარმოდგენილია საკომლო წიგნის ასლი, რომლის მიხედვით ნუ----------------------------ას დაბადების თარიღი არის 19---–-–-------------ი. ამასთან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია 19---–-–-------------ს დაბადებული ნი-----------------ის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ეთ------–---მა და ნუ------------------მა განმარტეს, რომ სა--- ალ--------ვას ოჯახში არასდროს ყოფილა ოჯახის წევრი, რომლის ვინაობა იქნებოდა ნუ----------------------------ა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ალ----------------ის, კა---–-----------ას, გ------–---–----------- და გუ-–-------–---------ას ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილები, სადაც ისინი განმარტავენ, რომ სე-–-------------------ას და კუ------- ალ---------ას არ ჰყოლიათ შვილიშვილი სახელად ნუ----------------------------ა.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გარ---------------ის სოფ--–----------–-ს 1--6-2000 (ცვლილება ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში არასწორად არის მითითებული ნუ----------------------------ას კომლის წევრობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ სა-----------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქციით);
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც ,,საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ’’ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის თანახმად დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გამოყოფას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოსარჩელე სარეგისტრაციო სამსახურში საკომლო წიგნის საფუძველზე ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციას მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელი ფ-------–ა (ზო-------------ი, სექტორი ფ-------–ა).
სასამართლოს მიაჩნია, რომ რაისაბჭოს აღმასკომი წარმოადგენდა მმართველობის ორგანოს. ამჟამად ქალაქ თბი-–----------–----–------ის მერიის კრ–---------------ს გა-------ც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-80 მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ანუ სახეზეა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა.
6.2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საკომლო მეურნეობა არის ოჯახის წევრების საერთო საკუთრება.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის №949 დადგენილების, ასევე სახელმწიფო საბჭოს №29 დეკრეტის საფუძველზე, დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაცი--ლ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა, ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და, შესაბამისად, მის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ.) 122-125 მუხლების შესაბამისად, თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გარ---------------ის სოფ--–----------–-ს 19------- და 1--6-2000 (ცვლილება ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნების მიხედვით სე--–---------–--------- ის---------ს და გუ------- მა------------------ს კომლის ერთ-ერთ წევრად ფიქსირდება ნუ----------------------------ა, რომელიც საკომლო წიგნში არასწორად არის მითითებული.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1--3 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სე--–---------–--------- ის---------ს და გუ------- მა------------------ს კომლის ერთ-ერთ წევრად მითითებული პირი ნუ----------------------------ა, არასდროს ყოფილა მათი ოჯახის წევრი და შესაბამისად არ ჰქონია მათთან ერთად საერთო მეურნეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საკომლო წიგნის ჩანაწერიდან ამორიცხული უნდა იქნეს კომლის წევრობიდან ნუ----------------------------ა.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბი--ჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორცი--ლად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორცი--ლად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სა-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საკომლო წიგნის ჩანაწერიდან ამორიცხული იქნეს კომლის წევრობიდან ნი-----------------------------ა.
3. ქალაქ თბი-–----------–----–------ის მერიის კრ–---------------ს გა-------ს დაეკისროს სა-----------------ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე