განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
080100119002873395
დავის ტიპი
151 , 126 1
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/1---19წ.

გამოძიების ნომერი N0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--------------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - გ-------------–-–---–-

 

ბრალდებული - გ------- უ--–--ა

მამის სახელი: თ-------

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისი, ნ----- მეორე შესახვევი N3---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ნოემბრიდან, 2019 წლის 10 იანვრამდე ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 21 დეკემბერს საღამოს საათებში, ქუთაისში აღ--–-----–-- გამზ.N1---ში გ------- უ--–--ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქ--------- კ--–--ეს, კერძოდ მოქაჩა თმებში, სახეზე მოუჭირა ხელი და დაარტყა სახის არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ფეხის არეში, რის შედეგადაც ქ--------- კ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2018 წლის 7 ნოემბერიდან 2019 წლის 10 იანვრამდე პერიოდში გ------- უ--–--ა სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ქ--------- კ--–--ესთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ მიდიოდა მასთან სამსახურში, ბაგა-ბაღში და სახლში, ემუქრებოდა და ძალადობდა მასზე, რის გამოც მის მიმართ ძალადობის გამოყენების შიშით ქ--------- კ--–--ე იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ადგილსამყოფელი, რათა გ------- უ--–--ას მისი ნების საწინააღმდეგოდ მასთან არ დაემყარებინა არასასურველი კომუნიკაცია.

3. 2018 წლის 21 დეკემბერს საღამოს საათებში, ქუთაისში, აღ--–-----–-- გამზ. N1---ში გ------- უ--–--ა დაემუქრა ქ--------- კ--–--ეს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. 2019 წლის 5 იანვარს გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც გ------- უ--–--ას აეკრძალა ქ--------- კ--–--ის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. მიუხედავად აკრძალვისა 2019 წლის 10 იანვარს, საღამოს საათებში გ------- უ--–--ა მივიდა ქ--------- კ--–--ის საცხოვრებელ სახლში, ქუთაისში, აღ--–-----–-- გამზ. N1---ში და ქ--------- კ--–--ის ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. 2018 წლის 24 დეკემბერს საღამოს საათებში, ქუთაისში აღ--–-----–-- გამზ. N1---ში გ------- უ--–--ა დაემუქრა ქ--------- კ--–--ეს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც ქ--------- კ--–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ გ------- უ--–--ას ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ადევნება, ესე იგი პირადად პირის არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს

 

მუქარა, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ გ------- უ--–--ას მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: ქ--------- კ--–--ის გამოკითხვის ოქმები, ქ--------- კ--–--ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შ--------------ს გამოკითხვის ოქმი, ა----------ს გამოკითხვის ოქმი, ა-–--–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, გ--–-----–--ის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი, გ------- უ--–--ას გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარდგენილ კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით ადევნება, ესე იგი პირადად პირის არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარა, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულებისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. გ------- უ--–--ას მიერ ჩადენილი ქმედებები გასაკიცხ ქმედებებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის შემადგენლიობა, თავისი შინაარსით შედეგიანი დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება, ამ შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ, ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ვალდებულებებს, მოთხოვნებს, რომელთა შეუსრულებლობა შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

 

ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- უ--–--ამ ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მისი წარსულის, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიში ხასიათის, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის, ამასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- უ--–--ას მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ასევე მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის - ცემისათვის და მუქარისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ისეთი სახის სასჯელის დაკისრებას, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, სასჯელის სახით, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ჯარიმის გამოყენება, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ამასთან, სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს საქმის გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ასევე სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც გ------- უ--–--ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შერიგებულია მასთან და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის უფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულის ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს ბრალდებულზე და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული, გ------- უ--–--ა, ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ნოემბრიდან, 2019 წლის 10 იანვრამდე ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------- უ--–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

8. მსჯავრდებულ გ------- უ--–--ას მიმართ, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

9. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, გ------- უ--–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 23 იანვრიდან - 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, გ------- უ--–--ას ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს გ------- უ--–--ას პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

11. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე