განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
080100119002819030
დავის ტიპი
362 1
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1----18

გამოძიების N0-----------

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ----------------

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - გ-------------–-–---–-

 

ბრალდებული - პ----- დ---------ე

მამის სახელი: ე-–------

პირადი ნომერი: N6----------

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ქუთაისი, მ-----–---ს ქუჩა N1-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 7 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 4 მაისის ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2015 წლის 7 მაისს პ----- დ---------ემ მიმართა და სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არასწორი დაბადების თარიღის 1967 წლის 04 დეკემბერის ნაცვლად 1969 წლის 04 დეკემბრის მითითებით დაამზადა ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა N1--------, რაც გაიცა 2015 წლის 21 მაისს.

 

2. 2017 წლის 04 მაისს პ----- დ---------ემ მიმართა და და სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არასწორი დაბადების თარიღის 1967 წლის 04 დეკემბერის ნაცვლად 1969 წლის 04 დეკემბრის მითითებით დაამზადა ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა N17IA23050, რაც გაიცა 2015 წლის 04 მაისს.

 

3. 2018 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 23:50 საათზე, ქუთაისში, ა---–------------- გამზ. N8--ში მდებარე შპს „დეილის“ მაღაზიაში დანით შეიარაღებული პ----- დ---------ე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა მოლარე-კონსულტანტებს - ნ-----------–--ეს და ხ-----------–--ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა სალარო აპარატის უჯრას მასში არსებული 683 (ექვსას ოთხმოცდასამი) ლარამდე ფულად თანხასთან ერთად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ო--------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 19 აგვიტოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, ქუთაისში ა---–------------- N86ა-ში მდებარე მარკეტ „დეილის“ დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, მან მოწმის სახით გამოკითხა „დეილის“ თანამშრომელი მ--------------ე და „დეილის“ მენეჯერი ბ--------–-–---–ი, პოლიციის მე-6 განყოფილების უბნის უფროსი ინსპერქტორ გამომძიებელები ა-–---------------------ე და გ----------------–---–ი, ასევე, გამოკითხა ბრალდებული პ----- დ---------ე, მონაწილეობა მიიღო შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, ფოტოსურათების დათვალიერებაში და ნერწყვის ნიმუშის აღებაში, მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმის განმარტებით, მისი მონაწილეობით ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა 2018 წლის 3 სექტემბერს და 4 სექტემბერს, პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც ჩაატარა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ა---–--------ამ, დეილის თანამშრომლებს ხ-----------–--ეს და ნ-----------–--ეს წარედგინათ 4 ფოტოსურათი, რა დროსაც, ხ-----------–--ემ და ნ-----------–--ემ ამოიცნეს ფოტოსურათზე ის პიროვნება, რომელიც ყაჩაღურად თავს დაესხა მათ 2018 წლის 19 აგვისტოს დეილის მაღაზიაში.

 

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ო------------–---–-ს ჩვენების გარდა, საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეებმა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, რის გამოც, სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებულ და დადგენილი გარემოებებს, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ პ----- დ---------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა აღნიშნული მოწმის ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წარდგენილი ბრალდებები: ყალბი პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება(ორი ეპიზოდი)

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით

 

გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ პ----- დ---------ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებები: სსგს ქუთაისის სრ სამსახურიდან მიღებული N17/353735 წერილი და თანდართული მასალები; შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის MIA----------- წერილი; სსიპ მომსახურეობის სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ.ქუთაისის სამსახურის წერილი და თანდართული მასალები, იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის N04-06/13488 წერილი, სსგს ქუთაისის სრ სამსახურიდან მიღებული N17/375020 წერილი და თანდართული მასალები, ქუთაისის სამხედრო სამსახურის N01/27867 წერილი, სააღროცხვო ბარათი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის MES 9 18 01625719 წერილი, საშუალო განათლების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის N 3------ წერილი და დიპლომის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ჯემალი დ---------ის გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი; მოწმეების: პ----- დ---------ის, ლეილა დ---------ის და ს--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ-----------–--ის, ხ-----------–--ის, მ--------------ის, ბ--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შპს „დეილის“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, შპს „დეილის“ სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმები და საქმეზე შეკრებილი სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა პ----- დ---------ემ ჩაიდინა - ყალბი პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით,ყალბი პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება ისეთი დანაშაულთა კატეგორია მიეკუთვნება, რომლის დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების წესს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმერი მოქმედების ჩადენისთანავე, რაც განხორციელდა კიდეც ბრალდებულის მიერ.

 

ყაჩაღობა თავისი შინაარსით, პირდაპირი განზრახვით და ანგარების მოტივით ხასიათდება. ამ შემთხვევაში თავდამსხმელის მიზანია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც, თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც, იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელის უშუალო განზრახვა-ქონების დაუფლებაა, ხოლო ძალადობის გამოყენების, ან ასეთი ძალადობის მუქარა, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შედეგთან დამოკიდებულებაში ალტერნატიულ ხასიათს ატარებს, რადგანაც, თავდამსხმელი დაინტერესებული არ არის მის მიერ გამოყენებული ძალადობის ხასიათით ან სიმძიმით, უფრო სწორად, იყენებს ისეთი ზემოქმედების ღონისძიებას, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აუცილებლად თვლის, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს დანაშაულის ჩადენის ადგილი, თავდასხმაში მონაწილე პირთა რაოდენობა, იმ იარაღისა თუ სხვა საგნის ხასიათი, რომლითაც დაზარალებულს ემუქრებიან, ან მის წინაშე ახდენენ იარაღის დემონსტრირებას. საზოგადოებრივი საშიშროების მომეტებული ხასიათის გათვალისწინებით, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და იგი დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, რა დროსაც, მნიშვენლობა არა აქვს, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება, თავდასხმა ასეთ შემთხვევაში თავისი განხორციელების ფორმით უნდა იყოს დაზარალებულისათვის მოულოდნელი, უეცარი და ამ უკანასკნელის მიმართ უნდა ხასიათდებოდეს აგრესიული მოქმედებით. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს დაახლოებით 23:50 სთ-ზე ქ.ქუთაისში ა---–------------- გამზირ N8--ში მდებარე სპს ,,დეილის“ მაღაზიაში დანით შეიარაღებული პ----- დ---------ე, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა მოლარე კონსულტატებს- ნ-----------–--ეს და ხ-----------–--ეს და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა სალარო აპარატის უჯრას მასში არსებულ 683 (ექვსასოთხმოცდასამი) ლარამდე ფულად თანხასთან ერთად.

 

საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ პ----- დ---------ეს მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც, ბრალდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდებებისათვის - დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ პ----- დ---------ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ პ----- დ---------ის მიმართ, ყაჩაღური თავდასხმის ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რადგანაც, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა საზოგადოების თავშეყრის ადგილას ორი პირის მიმართ, კერძოდ, შპს ,,დეილის“ მაღაზიაში, რაც ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე და მის მიერ განხორციელებული ქმედების საშიშ ხასიათზე მიუთითებს, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ პ----- დ---------ის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მომხდარს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის გამოც, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ, ყაჩაღობის ნაწილში წარდგენილი ბრალდებით გათვალისიწინებული თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს, ხოლო ყალბი პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადებაში(ორი ეპიზოდი) ბრალდებულს სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს-ჯარიმის ის ოდენობა, რაც, მისი ქონებრივი მდგომარეობის, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ბრალდებულის მიმართ, კერძო და ზოგადი ხასიათის პრევენციის მიზნების მიღწევას და მის შემდგომ რესოციალიზაციას საზოგადოებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებულ პ----- დ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 7 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად:

 

2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ პ----- დ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. გაუქმდეს პ----- დ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ პ----- დ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან.

 

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: პ----- დ---------ის პირადობის ელექტონული მოწმობა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ანაწმენდები, ხელის კვლები, ქსოვილის ნაჭერი, აქტიური ნახშირი, სიგარეტის ნამწვი, პ----- დ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - განადგურდეს.

 

პ----- დ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საცხოვრებელი სახლის გასაღები, საფულე მასში მოთავსებული აიდი ბარათით, შარვალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

პ----- დ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 170 ლარის ოდენობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გარე საკეტი, შიდა საკეტი, პ----- დ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ლითონის მონეტები, სალარო აპარატის უჯრა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

პ----- დ---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის მაისური, 2 დანა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

პ----- დ---------ისაგან ამოღებული ამოღებული ნერწვის ნიმუში, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერბისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შპს „დეილის“ მაღაზიის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შპს „დეილის“ მაღაზიის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მეხსიერების ბარათზე, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე