განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
090100119002967554
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/21–2019) 090100119002967554

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - მ----------–--–-–---–--

ბრალდებულის - გ---------------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ქ--------------------- მიმართ

მამის სახელი: ნ--------;

დაბადებული: 0--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ლ-------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: სა–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

პირადი ნომერი: 2----------;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ლ-------, სოფელი ხ---------;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ლ-------, სოფელი ხ---------;

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართრლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის დეკემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ლ-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------------------- ფარულად დაეუფლა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კუთვნილ, 13 ერთეულ, 14,82 კუბური მეტრის მოცულობის, 2906 ლარისა და 40 თეთრის ღირებულების, წიფლის ჯიშის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხრე ხარისხის ხე–მორს. გ--------------------- ქმედების შედეგად სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 18 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.101–103).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.გ--------------------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.დაზარალებულის სახით დაკითხული პ--------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის იანვრის თვეში, მისი სამსახურის ხელმძღვანელობისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ-------ს რაიონის სოფელ ხ---------ს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც განთავსებულია სპეციალური ჭრის ტყეკაფში დამზადებული წიფელის ჯიშის ხე–მორი, ფირნიშებიანად მოპარული იყო 13 ერთეული პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის წიფლის ჯიშის ხე–მორი, სულ 14,82 კუბური მეტრი, რითაც სახელმწიფოს, კონკრეტულად სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურს მიადგა 2906 ლარისა და 40 თეთრის ქონებრივი ზიანი(ს.ფ.34–35);

 

7.მოწმეთა სახით დაკითხული ბ-–-------–--------, მ-----–---–------–-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ არიან სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურში დასაქმებული. 2019 წლის 18 იანვარს, რ----–--------–------- ერთად იმყოფებოდნენ ლ-------ს რაიონის სოფელ ხოფურში და ახდენდნენ N007–03–0023514 ტყეკაფში დამზადებული წიფლის ჯიშის 122.55 კუბი ხე–ტყის დახარისხებას. რა დროსაც აღმოჩნდა, რომ 13 ერთეული პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის წიფლის ჯიშის ხე–მორი, სულ 14,82 კუბური მეტრი მოცულობის თავისივე სპეციალური ფირნიშებით ადგილიდან იყო მოპარული. მორების მოპარვის შესახებ ადგილზე მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რომელიც მოხსენებით ბარათთან ერთად წარდგენილი იქნა სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც თავის მხრივ მასალები და ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას. (ს.ფ.36–38, 39–40);

 

8.2019 წლის 16 აპრილის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ-------------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კუთვნილი, 13 ერთეული, 14,82 კუბური მეტრის მოცულობის, 2906 ლარისა და 40 თეთრის ღირებულების, წიფლის ჯიშის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის ხე–მორის ფარულად დაუფლების გამო. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.76–78);

 

9. გ--------------------- მიმართ მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 22 თებერვლის მოწმე გ-------–---–----ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 22 თებერვლის მოწმე ზურაბ ლიპარტელიანის გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 22 თებერვლის და 27 თებერვლის ბრალდებულ გ--------------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 5 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით; 2019 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ოთხი ცალი მორით, ხის ფირნიშების ორი ნატეხით, დაჩეხილი შეშით; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“; გ--------------------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; გ--------------------- ნასამართლობის ცნობით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის წერილით თანდართული მასალებით; მიმართვებით ეროვნილი სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენლის გამოყოფაზე; პასუხით ეროვნილი სატყეო სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურიდან წარმომადგენლის გამოყოფაზე; დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულისავის უფლებების განმარტების ოქმით; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის გაფრთხილების ოქმით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;

 

10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ--------------------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------------, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

12.გ-------------------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. გ--------------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, არის ეკონომიურად ხელმოკლე, შეუბღალავი წარსულის მქონე, ხასიათდება დადებითად, არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ-------------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შინაპატიმრობა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ--------------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, ეკონომიური მდგომარეობა, არის შეუბღალავი რეპუტაციის მქონე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ-------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. განაჩენი რეგირებისათვის გადაეგზავნოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ გ--------------------- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: ოთხი ცალი მორი, ხის ფირნიშების ორი ნატეხი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ-------ს რაიოულ სამმართვერლოში – შემდგომი განკარგვისათვის გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი