განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/104-19 (N069040119004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24.04.2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ნ----------------ე
მამის სახელი: ვ--–-------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ--–---–-------------–-------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–---–-----------------------------
ადვოკატი: რ-----------–---–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ----------------ეს ბრალი დაედო შემდეგ დანაშაულებში:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის ივლისში, ხ----- რაიონის სოფელ ძ----–---–- მდებარე სახლში, ნ---------------ემ იძალადა მეუღლეზე - მ---------–--ეზე (ხელი გაარტყა სახის არეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 24 აგვისტოს, ღამის საათებში, წ---–-------- რაიონის სოფელ თ------––- მდებარე სახლში, ნ---------------ემ იძალადა მეუღლეზე - მ---------–--ეზე (ყელში წაუჭირა ხელები). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქალაქ წ---–-------–-, ტ----------------–- მდებარე სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ნ---------------ემ იძალადა მეუღლეზე - მ---------–--ეზე (მუჭი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ მ---------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი არის ნ---------------ის მეუღლე. ის გაიცნო 2016 წელს ქალაქ ს--------––- და დაქორწინდა მასზე. 2017 წლის მარტში შეეძინათ შვილი ს--–----. 2018 წლის მაისში თურქეთიდან ს--–----სთან ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში და ცხოვრობდნენ ხ----- რაიონის სოფელ ძ----–---–-. მალე მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც განპირობებული იყო მისი უფროსი შვილით, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. კერძოდ, მ---------–--ის უფროს შვილს სურდა მასთან ჩამოსვლა დასასვენებლად, რის გამოც ძალიან გაბრაზდნენ როგორც მისი მაზლი, ასევე დედამთილიც და ცუდად მოიხსენიეს მისი შვილი. პირველი ცემის ფაქტი იყო ივლისის თვეში, რომელიც მოხდა სოფელ ძ----–---–- ხ----- რაიონში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც განიცადა ძალიან დიდი ტკივილი. ამის შემდეგ ნ---------------ემ ბავშვებთან ერთად ის წაიყვანა და დატოვა თავისი დედის სახლში ფ----–-- 5 თვის შემდეგ კი დაურეკა და სთხოვა დაბრუნებულიყო. მან მისცა კიდევ ერთი შანსი და დაბრუნდა იმ პირობით, თუ ცალკე იცხოვრებდნენ, რადგანაც არ უნდოდა ოჯახის დანგრევა. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად სოფელ თ------––-, ლ---------–--ის სახლში. იქაც დაიწყო კონფლიქტი და ნ---------------ის მიერ კვლავ მოხდა ძალადობის ფაქტი, კერძოდ, ხელი წაუჭირა კისრის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ---------–--ე კვლავ დაბრუნდა ფ----–-. შემდეგ, ნ---------------ემ იქირავა წ---–-------–- ბინა, N--–-- ქუჩა ზუსტად არ ახსოვს, სადაც ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად. ერთ დღესაც მათ პატარა ბავშვი გაუხდათ ცუდად, რის გამოც ის ქ-------–- წაიყვანა მ---------–--ემ, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ ნ---------------ე წავიდა სუფრაზე, საიდანაც დაბრუნდა ნასვამი და კვლავ განახორციელა ძალადობა მის მიმართ, მუშტი დაარტყა მას. ამ ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი ს--–---- ჩ------ე. მოწმის განცხადებით, ამის შემდეგ ნ---------------ემ ოთახში გაიყვანა მ---------–--ე და იქაც წაუჭირა კისერში ხელი, დააგდო და ახრჩობდა, რის გამოც ბავშვმა მიიღო ძალიან დიდი სტრესი, ს--–----მ დაიწყო ტირილი, ბავშვის ხმაზე გამოფხიზლდა ნოდარი და შეეშვა. მოწმე მ---------–--ის განმარტებით, ის გაიქცა სახლიდან გარეთ და ითხოვდა დახმარებას, რაზეც მეზობელმა მიუთითა, რომ მეზობლად ცხოვრობდა პოლიციის თანამშრომელი. მართლაც, მოწმე მივიდა მასთან და სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიციის მანქანა. მათ შესაბამისი დახმარება გაუწიეს დაზარალებულს და ბრალდებული ნ---------------ე ადგილზე დააკავეს, თუმცა, ბრალდებული მათ წინაშეც აყენებდა შეურაცხყოფას მას და იწევდა მისკენ საცემად. თავიდან მ---------–--ე არ ამბობდა პოლიციაში, რომ ნ---------------ე სცემდა და ძალადობდა მასზე, რადგანაც უნდოდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა.(სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N2---- 04/01/2019 წლის 22:42 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, მოქალაქე მ---------–--ე მივიდა წ---–-------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ტ------–-------–--ესთან და განუცხადა, რომ მისმა ქმარმა ნ---------------ემ სცემა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რაზედაც ითხოვა პოლიციის დახმარება.(სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ტ------–-------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. შემთხვევის დღეს 2019 წლის 4 იანვარს კარებზე კაკუნის ხმა გაიგონა, სახლში შემოვიდა ახალგაზრდა გოგო, უთხრა, რომ ქმარმა სცემა და ითხოვა დახმარება. მან შეატყობინა პოლიციას. მალე მოვიდა ოპერატიული ჯგუფი, მ-----------–-----ა და რ--------------–-–---–ი. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე მ-----------–-----ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის მუშაობს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 4 იანვარს ოჯახური ძალადობის ფაქტზე დანაშაულის შეტყობინებაზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც მასთან ერთად იმყოფებოდა რ--------------–-–---–ი. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებულია მ---------–--ე, რომელმაც განუცხადა, რომ სცემა ქმარმა და მიიყვანა სახლში. იქ იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი. ის გაბრაზდა იმაზე, თუ რატომ მიუყვანა სახლში პოლიცია მეუღლემ და საცემად გაიწია დაზარალებულზე, რა დროსაც ბრალდებული ნ---------------ე დააკავეს. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რ--------------–-–---–მა. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N2------ 26/08/2018 წლის 11:42 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, მოქალაქე მ---------–--ემ დარეკა ტელეფონის საშუალებით ნომრიდან 5--------, წ---–-------- რაიონულ სამმართველოში და განაცხადა, რომ ნაქირავებ ბინაში იმყოფება ნ---------------ის ოჯახი. მისი მეუღლე ნ----------------ე ძალადობს მასზე ფიზიკურად, ინიციატორი თავად იმყოფება ფ----–- დედასთან. ამჟამად არ სურს შეხვედრა პოლიციასთან, გუშინ ანუ წინა დღით მოხდა ფაქტი, ქალბატონი ბავშვებიანად გამოაგდეს სახლიდან(სასამართლოს სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მოწმე მ----------- ჩ------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ის არის ბრალდებულ ნ---------------ის დედა, მისი რძალი იყო მ---------–--ე, რომელიც 2018 წლის ივნისიდან რამდენიმე თვე ცხოვრობდა მასთან სახლში ხ----- რაიონის სოფელ ძ----–---–-. იმ პერიოდში დანამდვილებით შეუძლია დაადასტუროს, რომ მის შვილს მეუღლეზე არასოდეს უძალადია, ხოლო რა მოხდა მათ შორის, რაც წ---–-------–- გადავიდნენ საცხოვრებლად არ იცის. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა ნ---------------ემ აღიარა მ---------–--ისათვის ფიზიკური ძალადობის მიყენების ეპიზოდში არასრულწლოვანის თანდასწრებით წარდგენილი ბრალდება, ხოლო სხვა ეპიზოდებში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ოჯახში ძალადობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს დამამძიმებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
პირველი ეპიზოდი - დაზარალებულ მ---------–--ის მიმართ ძალადობა 2018 წლის ივლისის თვის ეპიზოდი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მეორე ეპიზოდი - დაზარალებულ მ---------–--ის მიმართ ძალადობა 2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2018 წლის ივლისის თვეში და 2018 წლის 24 აგვისტოს მ---------–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ეპიზოდში ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ---------------ემ 2018 წლის ივლისის თვეში და 2018 წლის 24 აგვისტოს განახორციელა ძალადობა მეუღლის - მ---------–--ის მიმართ, ამყარებს მხოლოდ დაზარალებულ მ---------–--ის ჩვენებაზე იმის შესახებ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში ხ----- რაიონის სოფელ ძ----–---–- მდებარე სახლში, ნ---------------ემ იძალადა მასზე(ხელი გაარტყა სახის არეში), რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე 2018 წლის 24 აგვისტოს, ღამის საათებში, წ---–-------- რაიონის სოფელ თ------––- მდებარე სახლში, ნ---------------ემ კვლავ იძალადა მასზე (ყელში წაუჭირა ხელები), რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ძალადობის ფაქტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ვერ მოიპოვა ძალადობრივი ქმედებით მიყენებული დაზიანების კვალის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მეტიც, 2018 წლის ივლისის თვის ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს შემთხვევის მოწმე მ----------- ჩ------ე და თავად ბრალდებულიც. სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია დაცვის მხარის ის არგუმენტი, რომ ბრალდებულს არ აქვს მოტივი იცრუოს სასამართლოს წინაშე, რადგან ის თავს დამნაშავედ ცნობს უფრო მძიმე ბრალდებაში(1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით), რომელიც სავალდებულო წესით შთანთქავს ნაკლებად მძიმე - სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს. შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდებში გამართლებით მას ვერ შეუმსუბუქდება საბოლოო სასჯელი.
შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უტყუარად არ დგინდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - დაზარალებულზე განხორციელებული ფიზიკური ტკივილის მომგვრელი ძალადობის ფაქტი. მხოლოდ ერთი პირის, დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება მასში მითითებული გარემოებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების გარეშე, იმ ფონზე, როდესაც დაზარალებული ძალადობის ფაქტების შესახებ არავის უამბობს, ხოლო სამართალდამცველ ორგანოებს ინფორმაციას აწვდის შემთხვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც უკიდურესად გართულდა მეუღლეებს შორის ურთიერთობა, წარმოშობს გონივრული ეჭვის საფუძველს ამ ფაქტების რეალურად არსებობაში.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, მათ შორის ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდაც, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ---------------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას მ---------–--ის მიმართ 2018 წლის ივლისის თვეში და 2018 წლის 24 აგვისტოს განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ნ---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ივლისის და 2018 წლის 24 აგვისტოს თვეში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე) წარდგენილ ბრალდებებში.
2019 წლის 4 იანვრის ოჯახური ძალადობის ეპიზოდი
მოცემულ ეპიზოდში წარდგენილი ოჯახური ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება როგორ დაზარალებულ მ---------–--ის, ისე სასამართლოზე დაკითხულ პირთა, მ-----------–-----ას, ტ------–-------–--ის, რ--------------–-–---–ის, მ----------- ჩ------ის ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით. ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, რაც სასამართლო სხდომის აღიარა ბრალდებულმაც.
ამრიგად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ნ---------------ემ 2019 წლის 04 იანვარს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე მ---------–--ეზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ნ---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ამდენად, ნ---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ივლისის და 2018 წლის 24 აგვისტოს თვეში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე) წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ნ---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ნ---------------ე პირველად არის სამართალში. მან თავიდანვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. მონაწილეობა უნდა მიიღოს მცირეწლოვანი შვილების გაზრდაში. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი(მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
დანაშაულის ჩადენის გარემოებების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით სამართლიანი ზომით და მისი ნაწილის რეალური მოხდით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებული თავიდანვე აღიარებდა ინკრიმინირებულ დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. მოცემულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ნ---------------ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ნახევარი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითი მსჯავრით შეცვლა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის პრევენციული მიზნის განხორციელებას, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა ვერ იქნა გაზიარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში(2018 წლის ივლისის ეპიზოდი და 2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი).
2. ნ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ----------------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 იანვრიდან.
4. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ----------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე