განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1061-18 (N041081118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.04.2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული დ------------ (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: ი-----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ-----------------------–--------–------------
ადვოკატი - მ-------------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
დ------------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ი---------–--------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში დ------------ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან ერთად მცხოვრებ ძმის შვილს დ------–--–--------ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 14 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დ------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, რამდენიმე სხდომაზე დასწრების შემდეგ, დ------------მ რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე, საკუთარი ნება-სურვილით უარი განაცხადა სასამართლოს ბოლო სხდომებში მონაწილეობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების დასრულება მისი დასწრების გარეშე, მისი ადვოკატის მონაწილეობით, რომელთანაც შეთანხმებული ჰქონდა პოზიცია. ამასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და ბრალდების ფაბულაში აღწერილი გარემოებები, დ------------ს მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: დაზარალებულ დ------–--–--------ის ჩვენებით, მოწმეების: გ--------------------------------------------------------------ის ჩვენებებით და უდავოდ მიჩნეული დ------–--–--------ის, მ------------–---–-----–-------------------–---------–----- გამოკითხვის ოქმებით, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერ მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით;
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა დ------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ------------მ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
დ------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნო ბრალდების ფაბულაში აღწერილი გარემოებები და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ 2019 წლის 13 თებერვალს დაზარალებულმა დ------–--–--------ემ განცხადებით მომართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ ის შერიგებულია დაზარალებულთან და ძალიან განიცდის იმას, რომ ის არის დაკავებული. დ------------ არის კარგი ბიძა და სასიქადულო მამულიშვილი, არის აფხაზეთის ომის მონაწილე და მოითხოვა, რომ მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი და ბრალდებული განთავისუფლდეს პატიმრობიდან.
ამრიგად, დანაშაულის ჩადენის გარემოებების, და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ------------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 08 ნოემბრიდან.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ,,1’’ ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3.2 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე