გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6---18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე: ნ----------–--ა
წარმომადგენელი: გ----------------–---–ი
მოპასუხე: გ-------------------ე
წარმომადგენელი: დ----------–--–--ე, ც---------------ე
დავის საგანი: 2--- წლის 2- ი--–--ს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ქ. თბილისის ნოტარიუს ი------------ის მიერ 2--- წლის 2- ი--–--ს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში და #1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებულ იქნეს ნ----------–--ას მიერ კრედიტორ გ-------------------ის მიმართ ვალის არსებობა - ძირი თანხა 62500 ლარი, სარგებელი 9375 ლარი, ხოლო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო კი შემცირებული იქნეს 0.001%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2017 წლის 23 დეკემბრიდან - 2--- წლის 23 ი--–--ამდე სულ შეადგენს - 132 ლარს.
სარჩელის საფუძვლები
2----–-–----------სს, მოვალე ნ-----------------–-ას და კრედიტორ გ-------------------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-----------------–-ას საკუთრებაში (დღეის მდგომარეობით ნ----------–--ას) არსებული უძრავი ქონება, მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #1 საერთო ფართით 455 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ, დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ, სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ და #2. ს/კ 7-----------.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა: 62 500 ლარი, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.11%-ის დარიცხვით. 2--- წლის 16 აგვისტოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ კრედიტორ გ-------------------ეს დაწყებული ჰქონდა იძულებითი აღსრულება მოსარჩელის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებიდან, რომელიც გამოსცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ირკვევა რომ კრედიტორი გ-------------------ე გადასახდელად ითხოვს სულ 86580 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 62500 ლარს, პროცენტი - 9375 ლარი,ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია 14575 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს წარმოუდგენლად მაღალ ოდენობას ძირ თანხასთან მიმართებით. მოსარჩელეს გაცნობიერებული აქვს მისი, როგორც მოვალის პასუხისმგებლობა და მზად არის გადაიხადოს ძირი თანხა, სარგებელთან ერთად, თუმცა კაბალურად მაღალი პირგასამტეხლოს გადახდის საშუალება არ გააჩნია. მოსარჩელე ცდილობს დიდი მატერიალური ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც აუცილებლად დადგება სადავო სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და სკ-ის 420-ე მუხლის დისკრეციის ფარგლებში ითხოვა სასამართლოს მიერ შემცირებული იქნას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა პირგასამტეხლოს შემცირებას 10.000 ლარამდე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია, არ გადაუხდია არც ძირი თანხა და არც სარგებელი. მხარეთა შორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულების უგულვებელყოფა კი არღვევს მათ შორის თანასწორობის პრინციპს და აძლევს მხარეს უფლებას მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოახდინოს იძულებითი წესით; მოსარჩელემ ნამდვილად შეიძინა იპოთეკის საგანი, რომელიც დატვირთული იყო ვალდებულებით, ამასთან, იგი აცნობიერებდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა იპოთეკით დატვირთული საგნის შეძენას და ამიტომ ეს გარემოება არ ამართლებს მას და არ აძლევს უფლებას სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს მის მიერ მითითებული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით. გამომდინარე აღნიშნულიდან მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ეთანხმება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა პირგასამტეხლო შემცირდეს 10 000 ლარამდე;
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2----–-–----------სს, მოვალე ნ-----------------–--ას და კრედიტორ გ-------------------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-----------------–-ას (დღეის მდგომარეობით ნ----------–--ას) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #1 საერთო ფართით 455 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ, დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ, სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ და #2. ს/კ 7-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელსეკრულება ს.ფ 17-24;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 33-34;
3.1.2. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა: 62 500 ლარი, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.11%-ის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 17-24;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3 2--- წლის 2- ი--–--ს ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემული იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 2- ი--–--ის #1-------- სააღსრულებო ფურცელი ს.ფ 25-27 ;
- 27.07 2--- წლის სააღსრულებო ბიუროს #A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ს.ფ 28-32;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სააღსრულებო ფურცლით ნ----------–--ას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 14575 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელის განმარტებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას ძირ თანხასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 2- ი--–--ის #1-------- სააღსრულებო ფურცელი ს.ფ 25-27 ;
3.2.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.2.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ნ----------–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში 2----–-–----------სს, მოვალე ნ-----------------–--ას და კრედიტორ გ-------------------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-----------------–-ას (დღეის მდგომარეობით ნ----------–--ას) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #1 საერთო ფართით 455 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ, დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ, სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ და #2. ს/კ 7-----------. ამავე გარიგების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელს გასცემს ნოტარიუსი იპოთეკის საგნის რეალიზავიაზე.
წარმოდგენილი საქმის მასალებით, დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე მდებარე: დ--–---ის რაიონი, სოფელი ა------ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით - 2206.00 კვ.მ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: #1 საერთო ფართით 455 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 148.6 კვ.მ, დამხმარე ფართი 122.1 კვ.მ, სარდაფი 142.5 კვ.მ, ღია აივანი 41.8 კვ.მ და #2. ს/კ 7-----------. საკუთრების უფლებით 2--- წლის 25 ი--–--იდან აღირიცხა ნ----------–--ას სახელზე. შესაბამისად, სწორედ მან იკისრა ვალდებულება გადაეხადა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, რაც მისი მხრიდან არ იქნა შესრულებული;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ მითითებული ხელშეკრულებით, შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ძირი თანხის 0,11 %-ის ოდენობით. ამდენად, მხარეთა მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იქნა.
ასევე დადგენილია, რომ მოვალის მხრიდან არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორს, გ-------------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის წინასწარ იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა მისი გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ვინაიდან, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან. შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე და განისაზღვროს 1000 ლარით. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელშიც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 111. 69 ლარის გადახდა და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ საქმის მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან 67,89 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ძალაში უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.2. ცვლილება შევიდეს ქ. თბილისის ნორატიუს ი------------ის მიერ 2--- წლის 2- ი--–--ს გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში, #1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებდან გამომდინარე ნ----------–--ასთვის პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით ნ----------–--ას ვალდებულება გ-------------------ის წინაშე განისაზღვროს 1000 ლარით.
2. მოპასუხე გ-------------------ეს ნ----------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 111. 69 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე ნ----------–--ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან 67,89 ლარი, სახაზინო კოდი: 300773150;
4. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2--- წელის 1------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ქ. თბილისის ნოტარიუს ი------------ის მიერ 2--- წლის 2- ი--–--ს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული A18096819 სააღსრულებო წარმოება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა