განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/877-18 (N041040818003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03.04.2019 წელი ქ-------ი ქ-------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ-------------–--ე
მამის სახელი: გ---–-
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ-------------------------------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–--------------------------–------------
ადვოკატები: გ----–-----–ია, თ----------–-----–---–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მ-------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის აპრილში, ქ-------ში ბ------ის ქუჩა მე----------------------------–- მდებარე სახლში, მ-------------–--ემ არასრულწლოვანის შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ნ----------ეზე (მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა). ძალადობის შედეგად ნ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
მ-------------–--ეს ასევ ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
- მ-------------–--ე 2018 წლის 13 აგვისტომდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ----------ეს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდა მ-------------–--ის არასრულწლოვანი შვილი. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ----------ემ მეუღლის ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ ნ----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი 2009 წლიდან იყო ქორწინებაში მ-------------–--ესთან, 2011 წლიდან კი ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება. ბრალდებულმა თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება მასზე, ეჭვიანობის ნიადაგზე. პროფესიით პედაგოგ დაზარალებულს სკოლაში სიარულის ეშინოდა, რადგანაც მ-------------–--ე უკრძალავდა იქ წასვლას. ასევე, ეუბნებოდა თავი დაენებებინა სკოლისათვის, ვინაიდან პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. ყველაფერზე აგინებდა, სთხოვდა ფულს, რომელსაც დაზარალებული ბავშვების მომზადებით იღებდა, ეუბნებოდა, რომ არ იყო კარგი მასწავლებელი, იყო ფუტლიარი, მოჯამაგირე და არაფერს წარმოადგენდა, სისტემატურად შეურაცხყოფდა მას, დნმ-ის ანალიზიც კი მოსთხოვა ბავშვზე იმის გასარკვევად, ნამდვილად იყო თუ არა მისი. 2009 წლის აგვისტოს თვეში ისინი დასასვენებლად იმყოფებოდნენ უ----ში, სადაც ჩვეულებისამებრ შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებული, გვერდზე გახედვის უფლებასაც კი არ აძლევდა, სხვა მამაკაცებს ნუ უყურებო. ასე გრძელდებოდა მუდმივად. სკოლაშიც სულ უთვალთვალებდა, იყო შემთხვევა პირველ სართულზე გაკვეთილის ჩატარების დროს ფანჯრიდან შემოიხედა, რის გამოც დაზარალებული ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა. საბოლოოდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ბრალდებული ხშირად დადიოდა შვილის სანახავად და ამავე დროს კვლავ განაგრძობდა დაზარალებულ ნ----------ის შეურაცხყოფას, რასაც არ ერიდებოდა ოჯახის წევრების თანდასწრებითაც. 2018 წლის აპრილის თვეში, როდესაც მ-------------–--ე მოსული იყო ბავშვის სანახავად, ისინი ხმაურობდნენ, ხოლო თავად მუშაობდა სკოლის პროგრამაზე, რის გამოც შენიშვნა მისცა მათ, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. ამაზე მ-------------–--ე გაბრაზდა, დაუწყო მას უშვერი სიტყვებით ლანძღვა, მივიდა და ხელი წამოარტყა თავში ბავშვის თანდასწრებით, უწოდა მას ცუდი დედა - ,,შენ ვის რა უნდა ასწავლო, შენი შვილისთვის ვერ გისწავლებია ვერაფერიო’’, რაზეც ძალიან დიდი ტკივილი(მორალური) განიცადა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ მოხდა. ამის შემდეგ იუსტიციის სახლში უწოდა მას ნაბოზარი და აგრეთვე ადვოკატ დ-------------ესაც მიაყენა შეურაცხყოფა სიტყვებით ,,შენ ვინ აგდიხარ, ჩემს ცოლს მანქანაში რომ ეპატიჟებიო’’. მას შემდეგ, რაც მან ბოლოს წაიყვანა ბავშვი და უკან არ დააბრუნა დროზე, ნ----------ემ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, ბრალდებული მ-------------–--ე მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ნ----------ის დის ნ-----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მისი და ნ----------ე და ბრალდებული მ-------------–--ე დაქორწინდნენ 2009 წელს. ამ დროიდან ნ--- განიცდიდა მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მისი მეუღლისაგან, რომელიც პათოლოგიურად ეჭვიანი იყო. ამის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2012 წლიდან. ნ---ს და მ------ს ბინა სკოლის წინ მდებარეობდა და ერთხელ ფარდის გადაწევის გამოც კი გაულახავს დაზარალებული ეჭვიანობის ნიადაგზე. 2011 წელს მათ ეყოლათ შვილი, რის შემდეგაც მ-------------–--ე ეჭვიანობდა - „ეს ჩემი შვილი არ არისო“, ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა მას. ეუბნებოდა, რომ იყო ცუდი დედა, ბოზი, ჩათლახი და ბავშვს ვერ გაზრდიდა. მას მერე, რაც გამოძიებას ჩვენება მისცა მისმა დამ ნ----------ემ, მ------მ წაიყვანა ბავშვი და არ უნდოდა დაებრუნებინა. მოწმე ნ-----------ემ აღნიშნა, რომ 2018 წლის აპრილის ეპიზოდზე იცის მხოლოდ გადმოცემით ნ----------ისაგან, პირადად არ დაუნახავს, მაგრამ გაიგონა ბავშვის სიტყვები - „მამამ დედას დაარტყაო“. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
დაზარალებულ ნ----------ის დედის, ჟ--–-----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მისი შვილი და მ-------------–--ე დაქორწინდნენ 2009 წელს, 2011 წელს კი მოაწერეს ხელი. რამოდენიმე თვეში აიჩემეს, რომ ცალკე უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად, სკოლასთან ახლოსო. ნ--- ამის შემდეგ გულჩათხრობილი გახდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ბრალდებული ძალადობდა მასზე სისტემატურად, რადგან იყო ძალიან ეჭვიანი. როცა ნ----------ე დაორსულდა, სამი თვე არ გაკარებია მას, ყველაზე ეჭვიანობდა. კაცს ვერ ეტყოდა მობრძანდიო, ერთხელ მის თვალწინ სცემა, რატომ დაგაგვიანდა სკოლიდან მოსვლაო. ბრალდებული მის შვილს შეურაცხყოფას აყენებდა იმაზეც, კაცს რატომ ჩამოართვი ხელიო და აგინებდა, ეძახდა აყროლებულს. 2018 წლის აპრილის თვეში ნ--- ბავშვებს ამზადებდა სახლში, მ------ მისულა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, ბავშვის თვალწინ ამცირებდა და თავში წამოურტყია ხელი შვილის თანდასწრებით. ამის შესახებ გაიგო შვილიშვილისაგან და შვილისგან გადმოცემით. ფაქტის შემსწრე არ ყოფილა. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ნ------------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით, ის არის მ--------ის მეზობელი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ----------ე 2009 წელს დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე, ხოლო შემდეგ, 2012 წელს როდესაც ბავშვი შეეძინათ, ისინი კვლავ დაბრუნდნენ ნ----------ის მშობლების სახლში. თავად მოწმე არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს, თუმცა რამოდენიმეჯერ შეესწრო მ-------------–--ის მიერ ნ----------ის გალანძღვის ფაქტს უშვერი სიტყვებით, უწოდებდა მეძავს, სულელს, შტერს და ისეთ უცენზურო სიტყვებს, რომელსაც სასამართლოზე ვერ წარმოსთქვამს. იყო შემთხვევები, როცა ბრალდებული ლანძღვით ჩამოდიოდა კიბეებზე სახლიდან და სალანძღავ სიტყვებს იძახდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ მ-------------–--ე ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ი--------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით, ის 14 წელია რაც იცნობს მ--------ის ოჯახს, მათთან კარგი ურთიერთობა აქვს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ----------ე დაოჯახდა 2009 წელს და საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისამართზე. 2012 წელს კი ბავშვის შეძენის გამო ისინი კვლავ დაბრუნდნენ მის მეზობლად. მოწმე ორჯერ შეესწრო ფაქტს, როდესაც მ--------ის ოჯახიდან გამოდიოდა მ-------------–--ის ყვირილის ხმა, თუმცა თავი შეიკავა არსებულ კონფლიქტში ჩარევისაგან. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის მიზეზი იყო ზღვარგადასული ეჭვიანობა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია და ამასთან დაკავშირებით არაფერი იცის. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე დ-------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით, ის იყო ნ----------ის ადვოკატი განქორწინების საქმესთან დაკავშირებით ალიმენტის დაკისრებაზე და შვილთან ურთიერთობის განსაზღვრაზე. მისთვის ნ----------ისაგან იყო ცნობილი, რომ მ-------------–--ე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მის მეუღლეზე. 2018 წლის 9 აგვისტოს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ფოიეში მ-------------–--ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, ნ----------ეს, უწოდებდა მას ცუდ დედას, არაადეკვატურს და აკნინებდა. ასევე ამბობდა, რომ თითქოს ნ---მ შვილი მშიერი მოუკლა და ცდილობდა, რომ ბავშვთან დაემყარებინა ფიზიკური კონტაქტი, რაზეც ბავშვი წინააღმდეგობას უწევდა. ნ--- ხშირად აცნობებდა, რომ მის მეუღლეს მისგან დაუკითხავად მიჰყავდა ბავშვი და აღარ უბრუნებდა(სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1------ 08/04/2018 წლის 17:15 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, მოქალაქე ნ----------ემ 112-ში გააკეთა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ, ითხოვა რეაგირება მასზე, რომ მისმა მეუღლემ წაიყვანა ბავშვი, 3 საათზე უნდა მოეყვანა, ტელეფონზე უკავშირდება და ემუქრება, ახდენს ზეწოლას, იგინება.(სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით და ექსპერტ თ--------------–---–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, ნ----------ის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მის ირგვლივ არსებული უსიამოვნო სიტუაციის თანმიმდევრულ, ამომწურავ და ობიექტურ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე, ნ----------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნ----------ემ, მ-------------–--ეს მხრიდან განხორციელებული მოქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მ-------------–--ე (დაზარალებულის /მოწმის გამოკითხვის ოქმი, 06.08.2018 წ. დოკუმენტის ნომერი N----------) - ,,...მე რაიმე ფაქტს ნ----------ის მხრიდან სხვა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ არ შევსწრებივარ, ის როგორც მეუღლე ნებაყოფლობით, ურთიერთშეთანხმებით ითვალისწინებდა ჩემს თხოვნებს, რაც შეეხება შეურაცხყოფას, მიხსნიდა, რომ ის ყოველ შეურაცხმყოფელ სიტყვას ძალზედ განიცდის და მთხოვდა, რომ აღარ მიმეყენებინა ... მცირე დროით ვწყვეტდი სიტყვიერ შეურაცხყოფებს, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მე... შეგინებით ვაყენებდი ნ---ს შეურაცხყოფას... ნ----------ე არ მიშლიდა ბავშვთან მისვლას... მე შევთავაზე მას განქორწინება... ვაღიარებ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა არ ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ბავშვი განზრახ არ დავაბრუნე... ვაგინე და ვლანძღე უშვერი სიტყვებით’’...) კლინიკური საუბრისას ნ----------ე მის გარშემო შექმნილ უსიამოვნო სიტუაციაზე გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას: ,,... იმდენი რამ მაქვს მონათმენი და გადატანილი და რის ფასად მიჯდებოდა ეს არავინ იცის... იმის გამო რომ ოჯახი შემენარჩუნებინა და არავის გაეგო ჩემი მდგომარეობის შესახებ, რასაც ყოფილი მეუღლე ახორციელებდა ჩემზე... დამცირებას...შეურაცხყოფას...აბუჩად აგდებას...დატერორებას...ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მანადგურებდა, უკვე მუშაობაშიც მიქმნიდა პრობლემას, სულ დაძაბული ვიყავი...გამუდმებული უსაფუძვლო ეჭვიანობა მისი მხრიდან...იმდენად ამაყი და ამპარტავანი ხასიათი აქვს, არც კი დაფიქრებულა რა ხდებოდა და რატომ ხდებოდა ეს დაძაბული სიტუაცია ჩვენს შორის...განვქორწინდით..რაც შეეხება ბავშვთან მის ურთიერთობას, მე არასოდეს დამიშლია, რომ არ ენახა ...ბავშვი როცა წაუყვანია სასეირნოდ ასეთ კითხვებს უსვამს თურმე: ,,მამა სახლში ბევრი სტუმრები მოდიან?...ვინმე კაცები ხომ არ მოდიან?...’’ასეთ საშინელებებს...რამდენჯერ ბავშვს უკითხავს ვინ სტუმრებიო...პატარაა ჯერ ჩემი შვილი...მე მინდა, რომ ბავშვს მასთან შეხვედრამ დაღი არ დაასვას...ტელეფონში ღრიალი როცა ბავშვთანაა, უწმაწური სიტყვების ძახილი ჩემი მისამართით, ამას არ ერიდება არასოდეს...მუდმივი სტრესის ქვეშ ვარ..მე რა დღეშიც ვყავდი და რაც გამიკეთა, ამის შემდეგ ბავშვის ნდობაც მაგაზე ნაკლებად შეიძლება...’’. დაზარალებულ ნ----------ესთან მუშაობის დროს ექსპერტმა გამოარკვია, რომ მას აქვს ემოციური არამდგრადობა, დაზარალებული თავის ემოციებს ვეღარ მართავდა მიყენებული ტანჯვიდან გამომდინარე. მას გააჩნდა თვითშეფასების დაბალი დონე, რაც ტრამვულ ფსიქიკაზე მიუთითებდა. ექსპერტმა განმარტა, რომ ტანჯვის მიზეზი იყო ბრალდებულის მხრიდან ნ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება, ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული თავში წამორტყმაც.(ტომი N1. ს.ფ. 71-75, სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა მ-------------–--ემ დასკვნითი სიტყვის სტადიაზე ასევე აღიარა ნ----------ისათვის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება, ხოლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.(სასამართლოს სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ოჯახში ძალადობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს დამამძიმებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
პირველი ეპიზოდი - დაზარალებულ ნ----------ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2018 წლის აპრილის თვეში ნ----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ეპიზოდში ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ-------------–--ემ 2018 წლის აპრილის თვეში განახორციელა ძალადობა მეუღლის - ნ----------ის მიმართ, ამყარებს მხოლოდ დაზარალებულ ნ----------ის ჩვენებასა და მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულ ნ----------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის აპრილის თვეში ბინაში ყოფნისას, მის შენიშვნაზე არ ეხმაურათ და ხელი არ შეეშალათ მუშაობაში, მ-------------–--ემ ბავშვის თანდასწრებით ხელი თავში წამოარტყა, უწოდა მას ცუდი დედა - ,,შენ ვის რა უნდა ასწავლო, შენი შვილისთვის ვერ გისწავლებია ვერაფერიო’’, რაზეც ძალიან დიდი ტკივილი(მორალური) განიცადა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ მოხდა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ფაქტს სასამართლო პროცესზე დაკითხული პირებიდან უშუალოდ არც ერთი არ შესწრებია, თუმცა, არსებობს მოწმეთა ირიბი ჩვენებები ან ნაწილში, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს. ამასთან, დაზარალებული ყურადღებას ამახვილებს შეურაცხყოფის გამო განცდილ მორალურ ტკივილზე, მაშინ როცა მოცემულ ეპიზოდში ბრალდების ფაბულაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად მითითებულია ფიზიკური ტკივილის განცდა. რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფით გამოწვეულ ტანჯვას, აღნიშნული ბრალდება მ-------------–--ეს ცალკე ეპიზოდად აქვს წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულის მიერ ნაჩვენები სიტყვათა შეხამება - „თავში წამორტყმა“ ზოგადად ნიშნავს არა იმდენად ძალადობრივ ქმედებას, რაც ფიზიკური ტკივილის მიყენების განზრახვას გულისხმობს, არამედ მეტწილად შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ მოპყრობას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მოცემული ძალადობრივი ქმედებით მიყენებული დაზიანების კვალის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
შესაბამისად, სასამართლო სრულად იზიარებს ექსპერტ ფსიქოლოგ თ--------------–---–--ას ჩვენებას, რომ ტანჯვის მიზეზი იყო ბრალდებულის მხრიდან ნ----------ისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება და ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული თავში წამორტყმის ფაქტიც.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, მათ შორის ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდაც, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მ-------------–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას ნ----------ის მიმართ 2018 წლის აპრილის თვეში განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, მ-------------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნ----------ეზე 2018 წლის აპრილის თვეში განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
მეორე ეპიზოდი - დაზარალებულ ნ----------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
მოცემულ ეპიზოდში წარდგენილი ოჯახური ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება როგორ დაზარალებულ ნ----------ის, ისე ფაქტის თვითმხილველ პირთა, ნ-----------ის, ჟ--–-----------ის, დ-------------ის, ნ------------–--ის და ი--------–--ის ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ თ--------------–---–--ას ჩვენებით. ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, რაც სასამართლო სხდომის დასკვნითი სიტყვის სტადიაზე აღიარა ბრალდებულმაც.
ამრიგად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ-------------–--ე 2018 წლის 13 აგვისტომდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ----------ეს. ფსიქოლოგიურ ძალადობას ხშირად ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი, რითაც ნ----------ე განიცდიდა ტანჯვას.
შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა მ-------------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ამდენად, მ-------------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნ----------ეზე 2018 წლის აპრილის თვეში განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო, დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებაში 2018 წლის 13 აგვისტომდე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
მ-------------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მ-------------–--ე პირველად არის სამართალში და სურს მისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი(მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ ნასამართლობის არ მქონე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ-------------–--ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში(2018 წლის აპრილის ძალადობის ეპიზოდი).
2. მ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
3. მ-------------–--ის მიმართ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით მ-------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად მ------------–---------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე წ---–-------------------------–-------------------–----------------------------------------------------- – 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის აღსრულებაზეც კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე