განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/100-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
08 მაისი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – გე-–----------ე
დაცვის მხარე: ბრალდებული – გე-–-----–--ე, დაბადებული 1---------წ. პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ას-----ს მუნიციპალიტეტი სოფელი ო---.
ადვოკატი - ზა-----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
გე-–-----–--ე, ას-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ოთ-–ი მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, წარსულში სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა დედას ნა----–-----–--ეს. 2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ას-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ოთ-–ი მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელით ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გე-–-----–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დედას ნა----–-----–--ეს, რა დროსაც მან ჯერ ხელი დაარტყა დედას მარჯვენა მკლავის არეში, შემდეგ კი ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რამაც გამოიწვია ნა----–-----–--ის ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გე-–-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.წარდგენილი ბრალდება.
2019 წლის 11 მარტს გე-–-----–--ე დაკავებულ იქნა, ხოლო 2019 წლის 13 მარტს გე-–-----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ას-----ს მუნიციპალიტეტში 2019 წლის 14 მარტის განჩინებით გე-–-----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
დაზარალებულ ნა----–-----–--ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2019 წლის 11 მარტს მისი შვილი გე-–-----–--ე წავიდა დაბა ას-----ში ბავშვისთვის წამლების მოსატანად. გე-–-----–--ე დაახლოებით 17:00 საათზე ნასვამი დაბრუნდა სახლში. სახლში იმ დროს იმყოფებოდნენ ნა----–-----–--ე, მისი რძალი სო---ო და შვილიშვილი. სახლში მისულმა გე-–-----–--ემ დედას უთხრა, რომ ვალად აიღო ბავშვისთვის კამფეტი და სიგარეტი, რაზეც ნა----–-----–--ემ უთხრა, ისედაც ბევრი ვალი ჰქონდა და ვალს რაღატო იღებდა კიდე. ამის გაგონებაძე გე-–-----–--ემ დაუწყო დედას ჩხუბი, კერძოდ გინება დედის მისამართით, გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავზე, ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის გამოც ნა----–-----–--ეს შეეკრა სუნთქვა, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის გამოც იქნევდა ხელებს და ცდილობდა გათავისუფლებას მისი ხელებიდან. აღნიშნულის დანახვაზე გე-–-----–--ის მეუღლე სო--------------ე ჩადგა მათ შუაში და გე-–-----–--ეს არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ დედას მიახლოვებოდა. გაშველებისთანავე ნა----–-----–--ემ რძალს გამოართვა ტელეფონი პოლიციაში დარეკვის მიზნით, ამის გაგონებაზე გე-–-----–--ე გაბრაზდა, დედას გამოართვა ტელეფონი ხელიდან, ძირს დაანარცხა და გატეხა.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 4-6;
სო--------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2019 წლის 11 მარტს შუადღისით, დაახლოებით 17:00 საათზე, მისი მეუღლე გე-–-----–--ე სახლში დაბრუნდა ნასვამი, რომელმაც ბავშვისთვის მიიტანა წამლები, ხოლო „ნისიად“ აიღო სიგარეტი და ბავშვისთვის ტკბილეული. სახლში ასევე იმყოფებოდა ნა----–-----–--ეც, რომელმაც თავის შვილს გე-–-----–--ეს უთხრა, რომ ისედაც ბევრი ვალი ჰქონდა და აღარ უნდა აეღო კიდევ ვალი. აღნიშნულის თაობაზე გე-–-----–--ე და ნა----–-----–--ე შეკამათდნენ. გაღიზიანებულმა გე-–-----–--ემ დედას შეაგინა, გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა მხარში და წაუჭირა ყელში ორივე ხელი ძლიერად. ნა----–-----–--ე იქნევდა ხელებს რომ თავი გაეთავისუფლებინა, ამის დანახვაზე სო--------------ე ჩაუდგა მათ შუაში და გააშველა.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 8-10;
2019 წლის 11 მარტის N624317 შეტყობინებით დადგენილია, რომ შსს ას-----ს რაიონული სამმართველოს დაურეკა ნა----–-----–--ემ, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი შვილი გე-–-----–--ე ახორციელებს მასზე ზეწოლას და ფიზიკურ ძალადობას.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 2;
2019 წლის 11 მარტის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ნა----–-----–--ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2019 წლის11 მარტს შვილის გე-–-----–--ის მიერ მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყო---ს ფაქტი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 23-32;
2019 წლის 11 მარტის საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული სო--------------ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2019 წლის11 მარტს მისი მეუღლის გე-–-----–--ის მხრიდან დედის ნა----–-----–--ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყო---ს ფაქტი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 36-43;
2019 წლის 12 მარტის N002236 შემაკავებელი ორდერის თანახმად, გე-–-----–--ე სისტემატიურად ძალადობდა დედაზე და 2019 წლის 11 მარტს კვლავ იძალადა დედაზე, კერძოდ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 68-70;
2019 წლის 11 მარტის ოქმით ალკოტესტის შემოწმების შესახებ, დადგენილია, რომ გე-–-----–--ეს შემოწმებისას დაუდგინდა 1.182% ალკოჰოლური თრობა.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 17;
2019 წლის 12 მარტის N194/05/9-3 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნა----–-----–--ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღებნთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 68-70;
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გე-–----------ის 2019 წლის 13 მარტის დადგენილებით ნა----–-----–--ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის N014110319002 საქმეზე.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 73;
2019 წლის 11 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ გე-–-----–--ე დაკავებულ იქნა ას-----ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ას-----ს საავტომობილო გზაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 12-16;
ბრალდებულმა გე-–-----–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გე-–-----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გე-–-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს, დანაშაული ჩადენილი აქვს 2019 წლის 11 მარტს, საიდანაც გასულია გარკვეული დრო და მის რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ ყო---ლა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გე-–-----–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გე-–-----–--ე (პ/N0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.
2.არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
3. გე-–-----–--ის (პ/N0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ თა------–----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ად------ რაიონი, სოფელი ჭე--–ა, ს.კ. 6----------- (22.03.2019წ. N12/004-19 განჩინება).
4. გე-–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 11 მარტიდან 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით.
5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
შავი ფერის „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 356893064691296, ტელეფონის უკანა ხუფი და „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ელემენტი, რომელიც ინახება შსს ას-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე