განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
080100119002900280
დავის ტიპი
151
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/202-19 (N041080219001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

19.04.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული მ------–----ე

მამის სახელი: გ-------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ.------–----------------------------

მცხოვრები: ქ--------------------–--------–--–------------

 

ადვოკატი - პ---–---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ------–----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქუთაისში გ------–--------------–- შესახვევი N---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------–----ე ,,ნაჯახის’’ გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ლ-----–----ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 25 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------–----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს მ------–----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ------–----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით, მოწმეები: ლ-----–----ის, ლ---–----------------------------------------–----–---–---ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნახაჯით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა მ------–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ის ამ ეტაპზე შერიგებულია დაზარალებულთან - თავის დედასთან. მან წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას შვილის მიმართ.

 

დანაშაულის ჩადენის გარემოებების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ------–----ემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამასთან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის სასჯელის ნახევარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქმის განხილვისას მათი გამოკვლევა არ მომხდარა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------–----ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ნახევარი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითი მსჯავრით შეცვლა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის პრევენციული მიზნის განხორციელებას, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა ვერ იქნა გაზიარებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------–----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 თებერვლიდან.

 

3. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ------–----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მცირე ზომის ხისტარიანი ნაჯახი - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე