გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6-26-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - ლ--–-----------–--ე
წარმომადგენელი - თ----------–--–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------–--ე
მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - ა-----------ია
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 30 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 ივლისის №8----------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 11 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.4. დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლ--–-----------–--ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ლ--–-----------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, ა--–--------------–--–ი/დ--–---ის ქუჩა 3--- საკადასტრო კოდი - 0-.1-.---0-----9.---5---
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არ არის წინააღმდეგი სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 20-5 წლის 22 დეკემბრის სანოტარო ფორმით დამოწმებული №1----- პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, ნ---------------–--ეს და ლ--–-----------–--ეს თბილისის ი--------------- რაიონის გამგეობამ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ბინა მდებარე - ქ. თბილისში, ა--–--------------–--–ი სახლი №3----/ ყოფ. სახ. 22/3, კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ერთად, საერთო ფართი - 44 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 34.- კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-5 წლის 22 დეკემბრის №1----- პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 56-58).
4.1.2. ქალაქ თბილისის ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- განკარგულების თანახმად, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 20-7 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ---------------–--ის განცხადება და მის მიერ წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ა--–--------------–--–ი №3----ში მდებარე საცხოვრებელი ფართობი 34.31 მ2 , არასაცხოვრებელი ფართობი 25,52 მ2, სულ: 59.83 მ2.
20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის მიერ, 20-7 წლის 1- ნოემბერს გაიცა საკუთრების უფლების №5-- მოწმობა მასზედ, რომ ნ---------------–--ეს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი და არასცხოვრებელი ფართობი, რომელიც მდებარეობს ავ-–------------- №3----ში. ფართობი: 34,31 კვ.მ. (საცხოვრებელი); 25,52 კვ.მ. (არასაცხოვრებელი); სულ 59,83 კვ. მეტრი. საკუთრების მოწმობას თან ერთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- განკარგულება (ს.ფ. 89).
- 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- საკუთრების უფლების მოწმობა და თანდართული შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 87-88).
4.1.3. 20-7 წლის 11 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, გა-----–--–-----–------, №3---, ს/კ 0-.1-.---6-.-02.---5--, ნ---------------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-7 წლის 11 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 224).
4.1.4. 20-6 წლის 23 ივნისს ლ--–-----------–--ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილის, გა-----–--–-----–------, №3 / ქალაქი თბილისი, ქუჩა დ--–---ი №22, ფართი 59.83 კვ.მ., მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-6 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილებით ლ--–-----------–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილის, გა-----–--–-----–------, №3 / ქალაქი თბილისი, ქუჩა დ--–---ი №22, ფართი 59.83 კვ.მ., ს/კ 0-.1-.---------9.---5--, №1-------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ლ--–-----------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-6 წლის 23 ივნისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 225-234);
- 20-6 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 235);
- 20-6 წლის 25 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 236-237).
4.1.5. 20-5 წლის 1- აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ა--–--------------–--–ი, სახლი 3--- (ყოფ. სახლი №22/3), წილობრივი მონაცემი 44, ქ. თბილისის ი--------------- რაიონის გამგეობის 20-5 წლის 24 მარტის №20- განკარგულების საფუძველზე, რეგისტრირებულია სახელმწიფოს (ი--------------- რაიონის გამგეობა) საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-5 წლის 1- აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 1-6-1-7);
- ქ. თბილისის ი--------------- რაიონის გამგეობის 20-5 წლის 24 მარტის №20- განკარგულება (ს.ფ. 1-9).
4.1.6. 20-8 წლის 24 მაისს ლ--–-----------–--ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მემკვიდრეობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ა--–--------------–--–ის №3/დ--–---ის ქ. №22-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ 0-.1-.---------9.---5--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ისნის რაიონის გამგეობის წერილი, №5-- განკარგულება, საკუთრების უფლების მოწმობა №5--, შიდა აზომვითი ნახაზის ასლი. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა მიუთითა №8----------- და №8----------- განცხადებაზე წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ--–-----------–--ის 20-8 წლის 24 მაისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართულო დოკუმენტაცია (ს.ფ. 83-92).
4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 30 მაისის №8-------------- გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა №8----------- სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე არ არის შესაძლებელი უძრავი ქონების 0-.1-.---------9.---5---ის იდენტიფიკაცია, აღნიშნულ მისამართზე 20-7 წლის 1- ნოემბერს ძ---–-------–---- გამგეობას გაცემული აქვს საკუთრების უფლების მოწმობა №5--, მესაკუთრე ნ---------------–--ეზე (0----------) საცხოვრებელი ფართი 34.31 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი 25.52 კვ.მ. სულ 59.83 კვ.მ. საკადასტრო კოდით 0-.1-.---------9.---5--, რაც სამკვიდრო მოწმობა №1---------ით გადაფორმებულ იქნა ლ--–-----------–--ეზე. საკადასტრო კოდი 0-.1-.---------9.---5---ის რეგისტრაცია განხორციელებულია №0----------- სახელმწიფო (ი--------------- რაიონის გამგეობის) მიერ, ფართი 44.-0 კვ.მ. (საცხოვრებელი 34.-0 კვ.მ. საერთო 44.-0 კვ.მ). მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, რომ ლ--–-----------–--ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით და სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ არ დგინდება სარეგისტრაციო პრივატიზების ხელშეკრულება მოიცავს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილ საკადასტრო ერთეულებზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა გამგეობის განმარტების წარმოდგენა ფართების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 30 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 93-94).
4.1.8. 20-8 წლის 31 მაისს ლ--–-----------–--ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარუდგინა განცხადება და სართულის გეგმა სარეგისტრაციო ფართის მონიშვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-8 წლის 31 მაისს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 95-107).
4.1.9. 20-8 წლის 29 ივნისს, ლ--–-----------–--ემ №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 20-8 წლის 30 მაისის №8-------------- გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-8 წლის 29 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 238-239);
4.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 ივლისის №8----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 124).
-
4.1.11. 20-8 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №3----- წერილით მიმართა ისნის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ინფორმაცია ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის მიერ დამოწმებული (თარიღი: 1-.11.20-7) I სართულის გეგმის მოუნიშნავი ფართი წარმოადგენს თუ არა 20-5 წლის 22 დეკემბრის პრივატიზების ხელშეკრულებით განკარგულ უძრავ ნივთს.
ისნის რაიონის გამგეობის 20-8 წლის 0- სექტემბრის №3------------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად საკუთრების უფლების მოწმობა №5---ით გადაცემული ფართობი დარეგისტრირებულ იქნა ნ---------------–--ეზე (საკადასტრო კოდი 0-.1-.---------9.---5--). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიერ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ იქნა ქალაქ თბილისის ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის მიერ 20-7 წლის 1- ნოემბერს გაცემული №5-- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძვლები, სადაც სხვა დოკუმენტებთან ერთად არის 20-5 წლის 22 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება. ამავე წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი ქალაქ თბილისის ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის მიერ 20-7 წლის 1- ნოემბერს გაცემული №5-- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძვლებით და ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა ვერ ადგენს ზემოაღნიშნული 20-5 წლის 22 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით განკარგული უძრავი ნივთი წარმოადგენს თუ არა ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის მიერ დამოწმებული (თარიღი: 1-.11.20-7) I სართულის გეგმის მოუნიშნავ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 20-8 წლის 10 აგვისტოს №3----- წერილი (ს.ფ. 249);
- ისნის რაიონის გამგეობის 20-8 წლის 0- სექტემბრის №3------------- წერილი (ს.ფ. 250).
4.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 11 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით ლ--–-----------–--ეს უარი ეთქვა 20-8 წლის 29 ივნისის №3-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 20-8 წლის 30 მაისის №8------------ 03 გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 20-7 წლის 4 ივლისის №8------------12 გადაწყვეტილების კანონიერებაზეც და მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი №8-------------- (30.-5.20-8) გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 20-7 წლის 4 ივლისს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------12 გადაწყვეტილებაც კანონშესაბამისია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 11 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 245-248).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--–-----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 20-7 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (ძალადაკარგულია (20-3 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველო პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 20-3 წლის 09 ივნისის №1037 კანონით).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 30 მაისის №8--------------, 20-8 წლის 04 ივლისის №8----------- და 20-8 წლის 11 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაცია, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი, საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.“
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ნიშნავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-8 წლის 24 მაისს ლ--–-----------–--ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მემკვიდრეობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ა--–--------------–--–ის №3/დ--–---ის ქ. №22-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ 0-.1-.---------9.---5--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ისნის რაიონის გამგეობის წერილი, №5-- განკარგულება, საკუთრების უფლების მოწმობა №5--, შიდა აზომვითი ნახაზის ასლი. ამასთან, დაინტერესებულმა პირმა მიუთითა №8----------- და №8----------- განცხადებაზე წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - პრივატიზების ხელშეკრულება და საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია ორ დამოუკიდებელ უძრავ ნივთზე, რაც ორივე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამოუკიდებელი საფუძველია.
7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „ლ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- განკარგულებით ირკვევა, მოქალაქე ნ---------------–--ეს უძრავი ქონება (მდებარე - ა--–--------------–--–ი №3----ში მდებარე საცხოვრებელი ფართობი 34.31 მ2, არასაცხოვრებელი ფართობი 25,52 მ2, სულ: 59.83 მ2.) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით საქართველოს პრეზიდენტის 20-7 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების საფუძველზე გადაეცა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 20-7 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ (ძალადაკარგულია), რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავდა დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე მხარეებსა და მათ უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დებულების მიზნებისათვის ტერმინი „საკუთრებაში გადაცემა“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 20-7 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლება კანონიერ მოსარგებლეებს მხოლოდ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე გადაეცემოდათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის ძ---–-------–---- რაიონის გამგეობის №5-- საკუთრების უფლების მოწმობა 20-5 წლის 22 დეკემბრის №1----- პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 20-7 წლის 1- ნოემბრისაა გაცემული. საქმეში ასევე წარმოდგენილია ისნის რაიონის გამგეობის 20-8 წლის 0- სექტემბრის №3------------- წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ მასალებში ასევე დაცულია 20-5 წლის 22 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულება. ამდენად, ის გარემოება, რომ 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე, ხოლო აღნიშნული საკუთრების მოწმობის გაცემისას ი--------------- რაიონის გამგეობის მიერ გაფორმებული იყო პრივატიზაციის ხელშეკრულება (№1-----), მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები გაცემულია ორ დამოუკიდებელ უძრავ ნივთზე და მათი იდენტურობა არ დასტურდება. ამასთან, სასამართლოს მიერ ქ. თბილისში, ა--–--------------–--–ი/დ--–---ის ქუჩა 3----ში მდებარე, ლ--–-----------–--ის მფლობელობაში არსებული ფართის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სამზარეულოში ფიქსირდება გაუქმებული კარი, რომელიც გადის დანგრეულ ფართში, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის სპეციალისტის განმარტებით, აღნიშნული ნანგრევის ფართობი დაახლოებით 40 კვ.მ.-ს შეადგენს. შესაბამისად, მითითებულ მისამართზე დამატებითი ფართის არსებობა ასევე მიუთითებს განკარგული ფართების არაიდენტურობაზე.
რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- საკუთრების უფლების მოწმობის და 20-5 წლის 22 დეკემბრის №1----- პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე განკარგული ფართების ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ზემოაღნიშნული დოკუმენტებით განკარგული ფართების იდენტურობა, მოპასუხე მხარის მითითებული არგუმენტი უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 20-7 წლის 1- ნოემბრის №5-- საკუთრების უფლების მოწმობის და 20-5 წლის 22 დეკემბრის №1----- პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე განკარგული ფართები არ არის იდენტური და მოსარჩელის მიერ, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, ა--–--------------–--–ი/დ--–---ის ქუჩა 3--- საკადასტრო კოდი - 0-.1-.---------9.---5--, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია ლ--–-----------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–-----------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 30 მაისის №8--------------, 20-8 წლის 04 ივლისის №8----------- და 20-8 წლის 11 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებები. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, ა--–--------------–--–ი/დ--–---ის ქუჩა 3--- საკადასტრო კოდი - 0-.1-.---------9.---5---
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 10- ლარს.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 10- (ასი) ლარი. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 10- (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ--–-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 30 მაისის №8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 04 ივლისის №8----------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 11 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ლ--–-----------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქალაქი თბილისი, ა--–--------------–--–ი/დ--–---ის ქუჩა 3--- საკადასტრო კოდი - 0-.1-.---------9.---5---
6. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ლ--–-----------–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 10- (ასი) ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია