განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------- ჭ---------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–---- ა----- ძე ჭ---–-----ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ზ--------------------–--- მ---- მ/რ-ნი, პ------–- კ--------–ი, კორპუსი #1--, ბინა #4--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- პ----------–-----, კ--------- ქუჩა #7--–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.მ--–---- ჭ---–-----ე 2002 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ლ------ ლ-----------სთან და ლ------ ლ-----------ს დასთან მ-----–-----------სთან ერთად ეწევა ერთიან ოჯახურ მეურნეობას. 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ--–---- ჭ---–-----ემ ცოლის დას - მ-----–-----------ს, თ---–--–-- პ------- გ-–----–-, კ--------- ქუჩა #7--–ი, არასრულწლოვანი შვილების - 12 წლის ა---------–-----ისა და 15 წლის მ------ ჭ---–-----ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ გადაუგრიხა ხელები და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც მ-----–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა მ--–---- ჭ---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ-----–-----------ს და მოწმეების მ------ ჭ---–-----ის, ა---------–-----ის, ლ------ ლ-----------ს, ზ------ კ-----–---–-ას გამოკითხვის ოქმებს, ალკოტესტით შემოწმების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ--–---- ჭ---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ოჯახში ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
უდავო მტკიცებულებები:
2.4. 2019 წლის 25 იანვრს 16:28 საათზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში სსიპ ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ძალადობის შესახებ ინფორმაცია სსიპ ,,112-ს“ მიაწოდა დაზარალებულმა მ-----–-----------მ. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ სიძემ - მ--–---- ჭ---–-----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.5. მსხვერპლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა გამოკითხა მსხვერპლი მ-----–-----------, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია.
2.6. დაზარალებულ მ-----–-----------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, მ--–---- ჭ---–-----ე დის - ლ------ ლ-----------ს მეუღლეა. მ-----–----------- ცხოვრობს დასთან და დის ოჯახთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაბრად ინაწილებენ საოჯახო ხარჯებს. ბრალდებული ალკოჰოლდამოკიდებულია და ნასვამი აგრესიული ქცევით ხასიათდდება. მ-----–----------- ხშირად აძლევდა შენიშვნებს სიძეს ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, რაც მ. ჭ---–-----ეში განსაკუთრებულ აგრესიას იწვევდა. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, დაზარალებულმა მეზობელს სთხოვა არ მიეცა ალკოჰოლური სასმელი მ.ჭ---–-----ისთვის, რაც ცნობილი გახდა ამ უკანასკნელისათვის. 2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე მ.ჭ---–-----ე ნასვამი დაბრუნდა სახლში, იყო უკიდურესად აგრესიული, დაუწყო ჩხუბი მ. ლ-----------ს თუ რატომ ერეოდა ეს უკანასკნელი მის პირად საქმეში. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მ. ლ-----------ს გინებაში. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, მ-----–-----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ორივე ხელის მაჯა გადაუგრიხა და მარცხენა ლოყაზე გაშლილი ხელი დაარტყა, ხელი ჰკრა და საწოლზე დააგდო. ძალადობის შედეგად მ-----–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ოჯახში ძალადობას შეესწრო არასრულწლოვანი დისშვილები - ა---- და მ------ ჭ---–-----ეები, რომელთა ჩარევის და თხოვნის საფუძველძე მ.ჭ---–-----ემ შეწყვიტა ძალადობა.
2.7. არასრულწლოვანი მოწმეების ა---------–-----ისა და მ------ ჭ---–-----ის 2019 წლის 26 იანვრის გამოკითხვის ოქმების თანახმად ისინი ცხოვრობენ თ---–--–-- პ----------–-----, კ--------- ქუჩა #7--–ი მშობლებთან - ლ------ ლ-----------სთან და მ--–---- ჭ---–-----ესთან ერთად. ოჯახში მათთან ერთად ცხოვრობს დეიდა მ-----–-----------. მ--–---- ჭ---–-----ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, რაც იყო კონფლიქტის საფუძველი მასსა და მ-----–-----------ს შორის, რომელიც მოუწოდებდა მ. ჭ---–-----ეს შეეწყვიტა დალევა და ოჯახზე ეზრუნა. 2019 წლის 25 იანვარს, მოწმეები გახდნენ თვითმხილველი ფაქტისა, თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ნასვამმა მ--–---- ჭ---–-----ემ მ-----–-----------ს, არასრულწლოვნების თანდასწრებით მ--–---- ჭ---–-----ემ მ-----–-----------ს გადაუგრიხა ხელები, გაშლილი ხელი გაარტყა სახეში და დააგდო საწოლზე, ამავდროულად უშვერი სიტყვებით აგინებდა. მოწმეთა ჩარევის შემდეგად მ--–---- ჭ---–-----ემ შეწყვიტა მ-----–-----------ს ცემა და სახლიდან გავიდა.
2.8.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მ-----–-----------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.9.ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2019 წლის 25 იანვარს მ--–---- ჭ---–-----ეს დაუდგინდა 2,737% თრობის მაჩვენებელი.
2.10. 2019 წლის 28 იანვარს, დაზარალებულის მ-----–-----------ს გამოკითხვის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მ-----–-----------მ გამომძიებელს და ექსპერტებს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მოძალადემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.11 მ--–---- ჭ---–-----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ 2019 წლის 25 იანვარს, ცოლის დას მ-----–-----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.12. საქმის არსებითი განხილვის პროცესშიც, მ--–---- ჭ---–-----ემ, როგორც შესავალ - დასკვნით სიტყვებში, ასევე საბოლოო სიტყვაში დაადასტურა 2019 წლის 25 იანვარს, ცოლის დაზე მ-----–-----------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
2.13.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მ--–---- ჭ---–-----ემ 2019 წლის 25 იანვარს ფიზიკურად იძალადა ცოლის დაზე მ-----–-----------ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დადგინდა, რომ ძალადობა ჩადენილი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრების - 12 წლის ა---------–-----ისა და 15 წლის მ------ ჭ---–-----ის თანდასწრებით.
2.14. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნის და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მ--–---- ჭ---–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ--–---- ჭ---–-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ--–---- ჭ---–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. ჭ---–-----ე ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, რაც მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი გარემოებაა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა არასრულწლოვნების თანდასწრებით, რამაც შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს მათ ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას. დანაშაულის ჩადენა იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მისი ასაკის გამო არის მოწყვლადი ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც დანაშაულის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.
5.4.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მ--–---- ჭ---–----ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს (უარი განაცხადა მტკიცებულებების გამოკვლევაზე), გამოძიების საწყის ეტაპზევე დანაშაულის აღიარებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის შემრიგებლური პოზიცია ნაწილობრივ აისახება სასჯელის ზომაზე და მოხდის წესზე.
5.5. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, აუცილებელია მ--–---- ჭ---–-----ის იზოლაცია ოჯახისგან და თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ გააგრძელოს ოჯახში ძალადობა.
5.6. ბრალდებულის მოთხოვნას არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან სრულად პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, სასამართლო მიზანშეუწონლად არ მიიჩნევს 5.3. პუნქტში მითითებული დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ამავე დროს, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზოგა სასამართლოს რესურსი მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს სასჯელის განსაზღვრის დროს გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი. დასახელებული ნორმის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
5.7.ოჯახში ძალადობის გაგრძელების რისკების შესამცირებლად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ალკოჰოლიზმის მკურნალობის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---- ჭ---–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდეს სასჯელის ნაწილის 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6(ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით მ--–---- ჭ---–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან.
3. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ალკოჰოლიზმის მკურნალობის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4.ნივთიერი მტკიცებულება
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა